საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100 წლის წინ შექმნილი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსისგან იცავს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს
100 წლის წინ შექმნილი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსისგან იცავს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს

ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც 100 წლის წინ შე­იქ­მნა და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მელ­ბურ­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ცდი­ან. მკვლე­ვა­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ, შე­საძ­ლოა, ის ადა­მი­ანს COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­ნი­ტეტს უმუ­შა­ვებს. ამის შე­სა­ხებ Bloomberg წერს.

ვაქ­ცი­ნა სა­ხე­ლად bacillus Calmette-Guerin, იგი­ვე BCG (რო­მელ­საც ჩვენ­თან „ბე­ცეჟეს“ უწო­დე­ბენ) პირ­ვე­ლად 1921 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს მე­დი­ცი­ნა­ში და მას ბევრ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბას მი­ა­წე­რენ. რაც მთა­ვა­რია, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ის ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლის იმუ­ნი­ტეტს უმუ­შა­ვებს.

"ამ ვაქ­ცი­ნას შე­უძ­ლია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ორ­გა­ნიზმს უკე­თე­სად მებ­რძოლს ხდის უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის ბაქ­ტე­რი­ი­სა და ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ამ­ბობს მელ­ბურ­ნის ბავ­შვთა კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნა­ი­ჯელ კურ­ტი­სი.

BCG (Bacillus Calmette–Guérin) ვაქ­ცი­ნა ავ­სტრა­ლი­ის კლი­ნი­კებ­ში მო­მუ­შა­ვე 4000 მე­დი­კოს­ზე გა­მო­იც­დე­ბა. მკლე­ვა­რე­ბი ამით და­ად­გე­ნენ, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა COVID-19-თან საბ­რძოლ­ვე­ლად. ვაქ­ცი­ნა­ცია დღეს იწყე­ბა.

ანა­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ნი­დერ­ლან­დებ­შიც. ვაქ­ცი­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 130 მი­ლი­ო­ნი ახალ­შო­ბი­ლის იმუ­ნი­ზა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და თუ კვლე­ვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, მას ადა­მი­ან­თა უფრო ფარ­თო ჯგუ­ფებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად კი მათ, ვინც მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან. ესე­ნი არი­ან, რა თქმა უნდა, ექი­მე­ბი, რომ­ლებ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან კონ­ტაქ­ტი აქვთ და მათი ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხე დი­დია.

"ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ ყვე­ლა შე­საძ­ლო გზა­ზე ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად“, - ამ­ბობს ნა­ი­ჯელ კურ­ტი­სი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნა­ცემ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტი შე­დე­გებს სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავს და სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ თვე­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა მუ­შა­ობს თუ არა ეს მიდ­გო­მა.

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია გა­რან­ტია მივ­ცეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ ეს ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ სწო­რი გზით მივ­დი­ვართ“, - ამ­ბობს კურ­ტი­სი.

მი­სი­ვე თქმით, ტეს­ტი­რე­ბის მი­ზა­ნია COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რაც ამ ინ­ფექ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კონ­კრე­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნის­თვის დრო­ის მო­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას კი დიდი დრო სჭირ­დე­ბა და თუ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მეც­ნი­ე­რებს შე­ფერ­ხე­ბა არ ექ­ნე­ბათ, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამას ერთი წელი დას­ჭირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "ბე­ცეჟე“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უტარ­დე­ბო­დათ ადა­მი­ა­ნებს და დღე­საც აც­რე­ბის ეროვ­ნულ კა­ლენ­დარ­შია. მკლავ­ზე ბევრ ჩვენ­განს ჯერ კი­დევ ეტყო­ბა ამ აც­რის კვა­ლი...

BCG ვაქ­ცი­ნის კო­რო­ნა­ვირუს­თან მე­დე­გო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­საზ­რე­ბე­ბი გა­უჩ­ნდათ ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც. მა­გა­ლი­თად, ექი­მი-პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი წერს, რომ მა­შინ როცა იტა­ლი­ა­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მუ­შა­ობს მო­ხუ­ცებ­თან, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ავად­დე­ბი­ან, ემიგ­რან­ტი ქა­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან მცი­რეა, რაც შე­საძ­ლოა სწო­რედ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ბცჟ-ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ამა­ზე უფრო ღრმა კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dr.
155

კიდევ ბევრჯერ დარწმუნდებით, თუ რამდენი დადებითი ჰქონდა საბჭოთა კავშირს

მიხვდიით ბევრ რამეს?!
202

რა ვიცი ამ საბჭოთა კავშირს ეს ლიბერასტკები დაუსრულებლად რომ ლანძღავენ და აკრიტიკებენ თურმე ბევრი კარგი ჰქონიათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში
ავტორი:

100 წლის წინ შექმნილი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსისგან იცავს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს

100 წლის წინ შექმნილი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსისგან იცავს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს

ვაქცინას, რომელიც 100 წლის წინ შეიქმნა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, მელბურნელი მედიკოსები ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ ცდიან. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ, შესაძლოა, ის ადამიანს COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს უმუშავებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ვაქცინა სახელად bacillus Calmette-Guerin, იგივე BCG (რომელსაც ჩვენთან „ბეცეჟეს“ უწოდებენ) პირველად 1921 წელს გამოიყენეს მედიცინაში და მას ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერენ. რაც მთავარია, სპეციალისტების თქმით, ის ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლის იმუნიტეტს უმუშავებს.

"ამ ვაქცინას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება. ორგანიზმს უკეთესად მებრძოლს ხდის უამრავი განსხვავებული ინფექციის ბაქტერიისა და ვირუსის წინააღმდეგ“, - ამბობს მელბურნის ბავშვთა კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი.

BCG (Bacillus Calmette–Guérin) ვაქცინა ავსტრალიის კლინიკებში მომუშავე 4000 მედიკოსზე გამოიცდება. მკლევარები ამით დაადგენენ, რამდენად ეფექტური იქნება COVID-19-თან საბრძოლველად. ვაქცინაცია დღეს იწყება.

ანალოგიური კვლევა მიმდინარეობს ნიდერლანდებშიც. ვაქცინა ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 130 მილიონი ახალშობილის იმუნიზაციისთვის გამოიყენება და თუ კვლევა წარმატებული აღმოჩნდება, მას ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფებს შესთავაზებენ. თავდაპირველად კი მათ, ვინც მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი არიან, რა თქმა უნდა, ექიმები, რომლებსაც ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი აქვთ და მათი ინფიცირების საფრთხე დიდია.

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა შესაძლო გზაზე ჯანდაცვის წარმომადგენლების დასაცავად“, - ამბობს ნაიჯელ კურტისი.

მისივე ინფორმაციით, მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტი შედეგებს სამი თვის განმავლობაში განიხილავს და სავარაუდოდ, სამ თვეში გვეცოდინება მუშაობს თუ არა ეს მიდგომა.

"ჩვენ არ შეგვიძლია გარანტია მივცეთ ადამიანებს, რომ ეს ეფექტური იქნება, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ სწორი გზით მივდივართ“, - ამბობს კურტისი.

მისივე თქმით, ტესტირების მიზანია COVID-19-ის წინააღმდეგ ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერება, რაც ამ ინფექციის საწინააღმდეგო კონკრეტული ვაქცინის შექმნისთვის დროის მოგების საშუალებას იძლევა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის შექმნას კი დიდი დრო სჭირდება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება და მეცნიერებს შეფერხება არ ექნებათ, ვარაუდობენ, რომ ამას ერთი წელი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში "ბეცეჟე“ წლების განმავლობაში უტარდებოდათ ადამიანებს და დღესაც აცრების ეროვნულ კალენდარშია. მკლავზე ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ ეტყობა ამ აცრის კვალი...

BCG ვაქცინის კორონავირუსთან მედეგობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუჩნდათ ქართველ სპეციალისტებსაც. მაგალითად, ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს, რომ მაშინ როცა იტალიაში უამრავი ქართველი ემიგრანტი მუშაობს მოხუცებთან, რომლებიც კორონავირუსით ავადდებიან, ემიგრანტი ქალების ინფიცირების შემთხვევები ძალიან მცირეა, რაც შესაძლოა სწორედ საბჭოთა პერიოდში მასობრივი ვაქცინაციის ჩატარებას და განსაკუთრებით ბცჟ-ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირდებოდეს. თუმცა, მისივე თქმით, ამაზე უფრო ღრმა კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"

ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

როგორ გაიმართება წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი - ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან