კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაა დღეს არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - პაატა იმნაძე ბოლო დღეების აქტუალურ კითხვებზე
"არაა დღეს არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - პაატა იმნაძე ბოლო დღეების აქტუალურ კითხვებზე

კი­დევ ერთხელ ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ მა­ქის­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლის­კენ. არაა დღეს არც სა­მე­გობ­როს, არც ოჯა­ხებ­ში დიდი შეკ­რე­ბე­ბის დრო და არც არ­სად გა­რეთ, მათ შო­რის ეკ­ლე­სი­ებ­შიც, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ებ­ში და­მა­ტე­ბი­თი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ეხე­ბო­და.

„კი­დევ და კი­დევ, ჩვენ ვრჩე­ბით ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე, ძა­ლი­ან მძი­მეა ამის თქმა, მაგ­რამ ეს ეხე­ბა ყველ­გან და ყვე­ლას, მათ შო­რის ეხე­ბა რა თქმა უნდა ეკ­ლე­სი­ა­საც, ეს ეხე­ბა სა­მე­გობ­რო წრე­ებ­საც, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ეხე­ბა დიდ ოჯა­ხურ თავ­ყრი­ლო­ბებ­საც.

რაც გვაქვს დღეს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ვირუ­სი ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვი­და და მერე გავ­რცელ­და, ეს ძი­რი­თა­დად იყო ოჯა­ხუ­რი კლას­ტე­რე­ბი. ანუ ოჯა­ხებ­ში არ იყო და­ცუ­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი და მე მეს­მის ეს. იყო სა­მე­გობ­რო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­დევ ერთხელ, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ მა­ქის­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლის­კენ. არაა დღეს არც სა­მე­გობ­როს შეკ­რე­ბის დრო, არც ოჯა­ხებ­ში დიდი შეკ­რე­ბე­ბის დრო და არც არ­სად გა­რეთ, მათ შო­რის ეკ­ლე­სი­ებ­შიც“, - აცხა­დებს იმ­ნა­ძე.

კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლოა თუ არა სი­ტუ­ა­ცია ისე გარ­თულ­დეს, რომ სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო, იმ­ნა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის რე­კო­მენ­და­ცია არ არის. მან პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ამ დრომ­დე გა­ცე­მუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის სწრა­ფად შეს­რუ­ლე­ბის­თვის.

„ძა­ლი­ან სწრა­ფად ხდე­ბო­და ჩვე­ნი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ი­ის იმპლე­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც დღემ­დე გა­ი­ცა. ამი­ტომ პი­რა­დად მინ­და, ბა­ტონ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის რე­კო­მენ­და­ცია ჩვენ­გან არ არის. რო­გორც კი ამის პირ­ველ­სა­ჭი­რო­ე­ბას და­ვი­ნა­ხავთ, იმე­დი გვაქვს, რომ ეს მო­მენ­ტა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და,“ - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სულ 5 პა­ცი­ენ­ტია, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

იმ­ნა­ძემ ასე­ვე მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ ამ რე­გი­ონ­ში უკვე 100-მდე ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ვი­საც კი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა, ყვე­ლას ტეს­ტი­რე­ბა ხდე­ბა.

„ორ­სუ­ლი ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ამ­ჟა­მად არის 5 პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს და რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე.

100-მდე ადა­მი­ა­ნი არის უკვე გა­მოკ­ვლე­უ­ლი იმ მე­თო­დით, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ყე­ნებთ. ეს არის მო­ლე­კუ­ლუ­რი ტეს­ტი­რებს მე­თო­დი, რო­მელ­საც ყვე­ლა სხვა­საც ვუ­ტა­რებთ და ჯერ­ჯე­რო­ბით, რო­გორც ვი­ცით, ეს არ არის მხო­ლოდ ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი, ეს არ არის მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მხო­ლოდ იმ სუფ­რა­ზე მყოფ­თა (წლის­თა­ვი, რო­მელ­ზე მყოფ 62 წლის ქალს მარ­ნე­ულ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და) წრის შეს­წავ­ლა. ეს არის აგ­რეთ­ვე ყვე­ლა იმ პი­რის შეს­წავ­ლა, ვინც იქ იმ­ყო­ფე­ბა და ეს არ არის მარ­ტო მარ­ნე­ულ­ში, ეს არის მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­დაც პნევ­მო­ნია მძიმ­დე­ბა და გან­ვი­თარ­დე­ბა მძი­მე, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში ის მო­დის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, ან ჩვენ­თან ლუ­გარ­ში, ან ბა­თუმ­ში, ან ქუ­თა­ის­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი იტეს­ტე­ბა. ასე რომ, ჩვენ მარ­ტო კონ­ტაქ­ტებს არ ვიკ­ვლევთ“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მონაზონი
6
მადლობა მთელს სამედიცინო პერსონალს...უპრიანია ვიყოთ სახლში და მონასტრებში(კ ელიებში) დავზოგოთ ადამიანური და ფინანსური რესურსი...
გიორგი
11

რაღას ელოდებით, ეცით და ეს სათნო კაციც გამოაცხადეთ უღმრთოდ! ვაი, ეს რა გაბედა, საჯარო სივრცეები, მათ შორის, ტაძარიც შევზღუდოთ დასწრებითო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არაა დღეს არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - პაატა იმნაძე ბოლო დღეების აქტუალურ კითხვებზე

"არაა დღეს არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - პაატა იმნაძე ბოლო დღეების აქტუალურ კითხვებზე

კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მაქისმალური სიფრთხილისკენ. არაა დღეს არც სამეგობროს, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეკლესიებში დამატებითი პრევენციული ზომების საჭიროებას ეხებოდა.

„კიდევ და კიდევ, ჩვენ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველგან და ყველას, მათ შორის ეხება რა თქმა უნდა ეკლესიასაც, ეს ეხება სამეგობრო წრეებსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც.

რაც გვაქვს დღეს ყველა შემთხვევა, რომ ვირუსი ქვეყანაში შემოვიდა და მერე გავრცელდა, ეს ძირითადად იყო ოჯახური კლასტერები. ანუ ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები და მე მესმის ეს. იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ მაქისმალური სიფრთხილისკენ. არაა დღეს არც სამეგობროს შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც“, - აცხადებს იმნაძე.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სიტუაცია ისე გართულდეს, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადება გახდეს საჭირო, იმნაძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია არ არის. მან პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ამ დრომდე გაცემული ყველა რეკომენდაციის სწრაფად შესრულებისთვის.

„ძალიან სწრაფად ხდებოდა ჩვენი ყველა რეკომენდაციიის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე გაიცა. ამიტომ პირადად მინდა, ბატონ გიორგი გახარიას დიდი მადლობა გადავუხადო. ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის. როგორც კი ამის პირველსაჭიროებას დავინახავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტალურად განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა,“ - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 5 პაციენტია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

იმნაძემ ასევე მარნეულსა და ბოლნისში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ რეგიონში უკვე 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება. მისივე განმარტებით, საქართველოს მასშტაბით, ვისაც კი რესპირატორული სინდრომები განუვითარდება, ყველას ტესტირება ხდება.

„ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად არის 5 პაციენტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს და რომელთა მდგომარეობა არის მძიმე.

100-მდე ადამიანი არის უკვე გამოკვლეული იმ მეთოდით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ეს არის მოლეკულური ტესტირებს მეთოდი, რომელსაც ყველა სხვასაც ვუტარებთ და ჯერჯერობით, როგორც ვიცით, ეს არ არის მხოლოდ ახლო კონტაქტები, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის წევრები და მხოლოდ იმ სუფრაზე მყოფთა (წლისთავი, რომელზე მყოფ 62 წლის ქალს მარნეულში კორონავირუსი დაუდგინდა) წრის შესწავლა. ეს არის აგრეთვე ყველა იმ პირის შესწავლა, ვინც იქ იმყოფება და ეს არ არის მარტო მარნეულში, ეს არის მთელს საქართველოში. სადაც პნევმონია მძიმდება და განვითარდება მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ის მოდის ლაბორატორიაში, ან ჩვენთან ლუგარში, ან ბათუმში, ან ქუთაისში და ეს ყველაფერი იტესტება. ასე რომ, ჩვენ მარტო კონტაქტებს არ ვიკვლევთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

20 მარტოხელა დედას სურსათი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ მწუხარება სიხარულით შეიცვლება - პატრიარქი

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ