მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?
რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტიპი COVID-19 ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თგვარ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას ახ­დენს ასა­კის, თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და სქე­სის მი­ხედ­ვით. გა­მო­ცე­მა theguardian.com წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით უფრო მეტი მა­მა­კა­ცი ინ­ფი­ცირ­დე­ბა და ასე­ვე ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კა­ცებ­ში უფრო ხში­რია.

ეს ტენ­დენ­ცია ჯერ კი­დევ ჩი­ნეთ­ში გა­მო­იკ­ვე­თა. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მეტი კაცი და­ი­ღუ­პა (ნა­ხეთ სტა­ტის­ტი­კა). შემ­დეგ კი, მსგავ­სი ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ირან­ში, იტა­ლი­ა­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი“ წერს, იტა­ლი­ა­ში გარ­დაც­ვლილ­თა 71% მა­მა­კა­ცია, ეს­პა­ნეთ­ში კი, გარ­დაც­ვლი­ლი კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

რა­ტომ არი­ან კა­ცე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან უფრო და­უც­ვე­ლე­ბი?

ბრი­ტა­ნე­თის გენ­დერუ­ლი და გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი. სარა ჰო­უკ­სი ამ­ბობს, რომ ამ კი­თხვა­ზე უტყუ­ა­რი პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის აქვს, თუმ­ცა არ­სე­ბობს თე­ო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­მარ­თლეს­თან ახ­ლო­საა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩი­ნეთ­ში ყო­ვე­ლი­ვეს თამ­ბა­ქოს მო­წე­ვას უკავ­ში­რებ­დნენ. ჩი­ნეთ­ში მა­მა­კა­ცე­ბის 50% თამ­ბა­ქოს მწე­ვე­ლია, ხოლო ქა­ლე­ბის მხო­ლოდ 2% მო­იხ­მარს მას. შე­სა­ბა­მი­სად, ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის ფილ­ტვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა, კო­რო­ნა­ვირუ­სი კი, და­ზი­ა­ნე­ბულ ფილ­ტვებს უფრო მარ­ტი­ვად ერე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მო­საზ­რე­ბა, შე­საძ­ლოა, სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს იყოს.

მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჰი­პო­თე­ზას კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს გა­სულ თვე­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მწე­ვე­ლე­ბი უფრო და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ. გარ­და ამი­სა, მო­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთ წყა­რო­დაც მი­ვიჩ­ნი­ოთ.

მწე­ვე­ლე­ბი ტუ­ჩე­ბით ეხე­ბი­ან სი­გა­რეტს. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თსა და იმა­ვე სი­გა­რეტს გა­და­აწ­ვდი­ან ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა უკვე მოხ­მა­რე­ბუ­ლი თამ­ბა­ქოს ნარ­ჩე­ნი ხელ­ზე, ან ისეთ ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდეს, რომ შემ­დეგ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით სქეს­ში სხვა­დას­ხვა­ო­ბა, შე­საძ­ლოა, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ქცე­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კა­ცე­ბი ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ხში­რად იბა­ნენ ხე­ლებს, ნაკ­ლე­ბად ხში­რად იყე­ნე­ბენ სა­პონს, ნაკ­ლე­ბად მი­მარ­თა­ვენ პრო­ფე­სი­ო­ნალს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის და ხში­რად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რჩე­ვებს.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, სულ უფრო მეტი ექ­სპერ­ტი ემ­ხრო­ბა მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ მოქ­მე­დებს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი და ყო­ვე­ლი­ვეს მხო­ლოდ თამ­ბა­ქოს ვერ და­ვაბ­რა­ლებთ.

მო­საზ­რე­ბას ისიც ამ­ყა­რებს, რომ ჩი­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იტა­ლი­ა­ში მწე­ვე­ლი ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის არ არის ძა­ლი­ან დიდი სხვა­ო­ბა. იქ კა­ცე­ბის 28%, ხოლო ქა­ლე­ბის 19% ეწე­ვა, ამი­ტო­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი მხო­ლოდ მო­წე­ვას ვერ უკავ­ში­რე­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სი­სად­მი კა­ცე­ბის ნაკ­ლებ გამ­ძლე­ო­ბას.

"სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რაა და მხო­ლოდ მო­წე­ვის ბრა­ლი არ არის ასე­თი სხვა­ო­ბა, მე არ ვფიქ­რობ, რომ მო­წე­ვა, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ამ თვალ­საზ­რი­სით მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია“, - ამ­ბობს "გარ­დი­ან­თან“ სა­უბ­რი­სას ჯონ ჰო­პ­კინ­სის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი, საბ­რა კლე­ი­ნი.

მან ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რო­მელ­მაც გა­მოვ­ლი­ნა, რომ კა­ცებს აქვთ თან­და­ყო­ლი­ლი უფრო ნაკ­ლე­ბი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, ზო­გა­დად, ნაკ­ლე­ბად იმუ­ნუ­რე­ბი არი­ან ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ, მა­გა­ლი­თად C ჰე­პა­ტი­ტის, HIV ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ.

თაგ­ვებ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით საბ­რა კლე­ი­ნი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, მა­მა­კა­ცე­ბი ნაკ­ლე­ბად იმუ­ნუ­რე­ბი იყ­ვნენ კო­ვიდ 19-ის მი­მარ­თაც.

"შე­საძ­ლოა, ასე იმი­ტომ ხდე­ბა, რომ კა­ცის ორ­გა­ნიზ­მი კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ ქა­ლი­სა­ზე თან­და­ყო­ლი­ლად ნაკ­ლე­ბი­მუ­ნუ­რია“, - გან­მარ­ტავს კლე­ი­ნი.

ასე­ვე, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იმუ­ნურ სის­ტე­მას არე­გუ­ლი­რე­ბენ, და­შიფ­რუ­ლია X ქრო­მო­სო­მა­ზე (ანუ ქრო­მო­სო­მა­ზე, რო­მე­ლიც კაცს აქვს ერთი, ხოლო ქალს - ორი) და შე­საძ­ლოა ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რი­თაც იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუმლი მუხასაო
5

ათ ქალს ერთი კაციც ეყოფა თითო ბავშვისათვის, აი ათ კაცს ერთი ქალი არა, ასე რომ ბუნება ამ შემთხვევაშიც ბრძენია და და ჯანდაბას ჩვენი დიეტა)))))) 

გისურვებთ ჯანმრთელობას!
3

მოკლედ, ხალხნო, მოწევა ყველა შემთხვევაში მავნეა, იქნება ეს კორონა თუ არა... ყველანაირად ეცადეთ, რომ მავნე ჩვევებს ებრძოლოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?

რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?

კორონავირუსის ახალი ტიპი COVID-19 ადამიანების ერთგვარ დისკრიმინაციას ახდენს ასაკის, თანმდევი დაავადებების და სქესის მიხედვით. გამოცემა theguardian.com წერს, რომ კორონავირუსით უფრო მეტი მამაკაცი ინფიცირდება და ასევე ქალებთან შედარებით, გარდაცვალების შემთხვევები კაცებში უფრო ხშირია.

ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ჩინეთში გამოიკვეთა. კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთში კორონავირუსით ქალებთან შედარებით უფრო მეტი კაცი დაიღუპა (ნახეთ სტატისტიკა). შემდეგ კი, მსგავსი ტენდენცია გაგრძელდა საფრანგეთში, გერმანიაში, ირანში, იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ესპანეთში.

როგორც "გარდიანი“ წერს, იტალიაში გარდაცვლილთა 71% მამაკაცია, ესპანეთში კი, გარდაცვლილი კაცების რაოდენობა ვირუსით გარდაცვლილი ქალების რაოდენობას ორჯერ აღემატება.

რატომ არიან კაცები კორონავირუსთან უფრო დაუცველები?

ბრიტანეთის გენდერული და გლობალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. სარა ჰოუკსი ამბობს, რომ ამ კითხვაზე უტყუარი პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს, თუმცა არსებობს თეორიები, რომლებიც სიმართლესთან ახლოსაა.

თავდაპირველად, ჩინეთში ყოველივეს თამბაქოს მოწევას უკავშირებდნენ. ჩინეთში მამაკაცების 50% თამბაქოს მწეველია, ხოლო ქალების მხოლოდ 2% მოიხმარს მას. შესაბამისად, ქალებისა და კაცების ფილტვების მდგომარეობას შორის დიდი სხვაობაა, კორონავირუსი კი, დაზიანებულ ფილტვებს უფრო მარტივად ერევა. შესაბამისად, ეს მოსაზრება, შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს იყოს.

მოწევასთან დაკავშირებულ ჰიპოთეზას კიდევ უფრო ამყარებს გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმადაც, მწეველები უფრო დაუცველები არიან კორონავირუსის მიმართ. გარდა ამისა, მოწევა შეიძლება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდაც მივიჩნიოთ.

მწეველები ტუჩებით ეხებიან სიგარეტს. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ერთსა და იმავე სიგარეტს გადააწვდიან ხოლმე ერთმანეთს, ასევე, შეიძლება უკვე მოხმარებული თამბაქოს ნარჩენი ხელზე, ან ისეთ ადგილას აღმოჩნდეს, რომ შემდეგ ვირუსის გავრცელება გამოიწვიოს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის თვალსაზრისით სქესში სხვადასხვაობა, შესაძლოა, ქალისა და მამაკაცის ქცევით განსხვავებულობას უკავშირდებოდეს.

მაგალითად, ზოგიერთი კვლევის თანახმად, კაცები ქალებთან შედარებით ნაკლებად ხშირად იბანენ ხელებს, ნაკლებად ხშირად იყენებენ საპონს, ნაკლებად მიმართავენ პროფესიონალს სამედიცინო დახმარებისთვის და ხშირად უგულებელყოფენ ჯანდაცვის ორგანიზაციების რჩევებს.

ამ ყველაფერთან ერთად, სულ უფრო მეტი ექსპერტი ემხრობა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოქმედებს ფუნდამენტური ბიოლოგიური ფაქტორები და ყოველივეს მხოლოდ თამბაქოს ვერ დავაბრალებთ.

მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ჩინეთისგან განსხვავებით, იტალიაში მწეველი ქალებისა და მამაკაცების რაოდენობას შორის არ არის ძალიან დიდი სხვაობა. იქ კაცების 28%, ხოლო ქალების 19% ეწევა, ამიტომაც მეცნიერები მხოლოდ მოწევას ვერ უკავშირებენ კორონავირუსისადმი კაცების ნაკლებ გამძლეობას.

"სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული კულტურაა და მხოლოდ მოწევის ბრალი არ არის ასეთი სხვაობა, მე არ ვფიქრობ, რომ მოწევა, თამბაქოს მოხმარება, ამ თვალსაზრისით მთავარი ფაქტორია“, - ამბობს "გარდიანთან“ საუბრისას ჯონ ჰოპკინსის სკოლის პროფესორი, საბრა კლეინი.

მან ჩაატარა კვლევა, რომელმაც გამოვლინა, რომ კაცებს აქვთ თანდაყოლილი უფრო ნაკლები ანტივირუსული მახასიათებლები, ზოგადად, ნაკლებად იმუნურები არიან ინფექციების მიმართ, მაგალითად C ჰეპატიტის, HIV ინფექციის მიმართ.

თაგვებზე ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით საბრა კლეინი ამბობს, რომ შესაძლოა, მამაკაცები ნაკლებად იმუნურები იყვნენ კოვიდ 19-ის მიმართაც.

"შესაძლოა, ასე იმიტომ ხდება, რომ კაცის ორგანიზმი კორონავირუსის მიმართ ქალისაზე თანდაყოლილად ნაკლებიმუნურია“, - განმარტავს კლეინი.

ასევე, მეცნიერები ამბობენ, რომ გენები, რომლებიც იმუნურ სისტემას არეგულირებენ, დაშიფრულია X ქრომოსომაზე (ანუ ქრომოსომაზე, რომელიც კაცს აქვს ერთი, ხოლო ქალს - ორი) და შესაძლოა ყოველივე აღნიშნული ფაქტორითაც იყოს განპირობებული.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 760 ადამიანი დაიღუპა

მალაიზიის მთავრობამ ქალებს მოუწოდა, კარანტინის დროს სახლში მაკიაჟით იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ