საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავინ იცის რას გვიპირებენ. ყველას თავისი გასჭირვებია, მათ შორის რუსეთსაც..." - ცხინვალის რეგიონი კორონავირუსის მოლოდინში
"არავინ იცის რას გვიპირებენ. ყველას თავისი გასჭირვებია, მათ შორის რუსეთსაც..." - ცხინვალის რეგიონი კორონავირუსის მოლოდინში

"რაზ­და­ხა­ნის პუნ­ქტის ჩა­კეტვით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გაგ­ვწი­რა..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის მო­ლო­დინ­ში არი­ან.

სა­ში­ში ვირუ­სის მო­ლო­დინ­შია ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბაც. მათი თქმით, ის რაც ცხინ­ვალ­ში ხდე­ბა, ზედ­მი­წევ­ნით მე­ორ­დე­ბა და­ბა­შიც...

"ზუს­ტად იგი­ვე ვი­თა­რე­ბა­ში ვართ, რო­გორც აფხა­ზე­თი. შიშს ამ­ძაფ­რებს ისიც, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­გორ მი­ი­წევს მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნა ფსო­უს სა­ზღვრის­კენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი რუ­სეთ­ში და­წყე­ბულ ეპი­დე­მი­ას აფხა­ზეთ­ში ემა­ლე­ბი­ან... ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვართ..." - ამ­ბობს ერთ-ერთო ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

ცხინ­ვა­ლე­ლი ოსე­ბის თქმით, იმა­ვე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე არი­ან. ქა­ლაქ­ში საკ­მა­რი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ არის მი­ღე­ბუ­ლი, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქუ­ჩებ­ში “მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი” გა­მოჩ­დნენ და მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აფრ­თხი­ლეს, გარ­და­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­და, სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. ად­გი­ლობ­რი­ვი “ჯან­დაც­ვის” უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის პირ­ბა­დე­ე­ბი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რი და სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­თათ­მა­ნე­ბი აქვთ. თუმ­ცა, ეს გან­ცხა­დე­ბა სა­ი­მე­დოდ არ ეჩ­ვე­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს, რო­მელ­თა თქმი­თაც, ვირუ­სის წი­ნა­შე რე­გი­ო­ნი უძ­ლუ­რია.

“სახ­ლში მეტი დრო გა­ა­ტა­რე­თო, მოგ­ვი­წო­დეს. გვა­ნა­ხეს რო­გორ ასუფ­თა­ვე­ბენ შე­ნო­ბებს სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით, თუმ­ცა, რო­გორ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ხალ­ხი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს რე­კომნდა­ცი­ებს, ქუ­ჩა­შიც და­დი­ან, მა­რაგ­საც იკე­თე­ბენ და თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში ტურ­ნი­რიც ტარ­დე­ბა... რა იქ­ნე­ბა ხვალ, რა ელის, უფ­რო­სი თა­ო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს? ღვთის ანა­ბა­რა ვართ!" - წერს ოსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლუ­ი­ზა გა­სი­ე­ვა.

მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე რე­ა­ლო­ბის გამო, უამ­რა­ვი ად­გი­ლობ­რი­ვი ცხინ­ვალ­ში ბრუნ­დე­ბა. მო­დი­ან რუ­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას დრო­ე­ბით გა­ე­რი­დონ. ყვე­ლა მათ­გა­ნი კი, ვირუ­სის პო­ტენ­ცი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხეა.

“ერთი შემ­თხვე­ვაც კი, ნიშ­ნავს, რომ პრო­ცესს ვე­ღარ შე­ვა­ჩე­რებთ... ყვე­ლაფ­რის მა­რა­გი გვაქ­ვსო გვე­უბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი რო­გორ ეზი­დე­ბოდ­ნენ მან­ქა­ნის სა­ბარ­გუ­ლით სურ­სათს... თა­ვა­დაც შე­ში­ნე­ბუ­ლი არი­ან. ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა გვი­თხრა, პან­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა ჩვენ­თა­ნაც გარ­და­უ­ვა­ლია, თუ უკვე არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ვე­რა­ფერს გირ­ჩევთ, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნის გარ­დაო..." - წერს ალან სა­ნა­კო­ე­ვი.

ე.წ. მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მი, მა­რი­ნა კო­ჩი­ე­ვა იუ­წყე­ბა, რომ ად­გი­ლობ­რივ ექი­მებს შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ აქვთ და აფ­თი­ა­ქებ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია. მან ასე­ვე აღი­ა­რა, რომ ცხინ­ვალ­ში არ არის შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც სპე­ცი­ა­ლის­ტებს ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ... "ეხო კავ­კა­ზას" ცნო­ბით, მათ დახ­მა­რე­ბა რუ­სეთს სთხო­ვეს.

თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­ვად ბი­ბი­ლო­ვის გუნ­დმა სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვა, რი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბის აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია.

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი არ­გუ­მენ­ტი გვი­თხრეს, აფხა­ზეთ­ში შიდსი­სა და ცე ჰე­პა­ტი­ტის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად, გა­რის­კვა არ უღირთ... ჩვენ­თან რამ­დე­ნია, აღ­რი­ცხუ­ლიც კი არ არის. ნაკ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლას, ვინც ალკო და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია, და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მა­ტა­რე­ბე­ლია, ვწი­რავთ მათ... მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ან­და ამ სა­ში­ში ვირუ­სის წი­ნა­შე და ამათ იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვაქ­ცი­ეს.

რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღე უნდა ანა­ლი­ზის პა­სუ­ხის მი­ღე­ბას, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ანა­ლი­ზი გაქ­რა და არა­ვინ იცის, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მზად აქვთ პა­სუ­ხე­ბი, მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა, რომ ეს ქვე­ყა­ნა კარ­გად არ­თმევს ვირუს­თან ბრძო­ლას, ჩვენ არა­ვინ იცის რას გვი­პი­რე­ბენ. ყვე­ლას თა­ვი­სი გას­ჭირ­ვე­ბია, მათ შო­რის რუ­სეთ­საც... თან გვე­უბ­ნე­ბი­ან - პა­ნი­კა­ში ნუ ხარ­თო, სხვა­ნა­ი­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია?" - კი­თხუ­ლობს მავ­რა კო­კო­ი­თი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თქვენც
6

თქვენც საქრთველოში ხართ. უბრალოდ გატყუებენ და თქვენც იჯერებთ!

მელეჰხ
132

გულის სიღრმეში განვიცდი თქვენ ამბავს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არავინ იცის რას გვიპირებენ. ყველას თავისი გასჭირვებია, მათ შორის რუსეთსაც..." - ცხინვალის რეგიონი კორონავირუსის მოლოდინში

"არავინ იცის რას გვიპირებენ. ყველას თავისი გასჭირვებია, მათ შორის რუსეთსაც..." - ცხინვალის რეგიონი კორონავირუსის მოლოდინში

"რაზდახანის პუნქტის ჩაკეტვით, ხელისუფლებამ გაგვწირა..." - ასე ეხმაურებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ხელმძღვანელობის” გადაწყვეტილებას ადგილობრივები, რომლებიც კორონავირუსის მოლოდინში არიან.

საშიში ვირუსის მოლოდინშია ახალგორის რაიონის მოსახლეობაც. მათი თქმით, ის რაც ცხინვალში ხდება, ზედმიწევნით მეორდება დაბაშიც...

"ზუსტად იგივე ვითარებაში ვართ, როგორც აფხაზეთი. შიშს ამძაფრებს ისიც, რომ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, როგორ მიიწევს მანქანების კოლონა ფსოუს საზღვრისკენ. არსებული ინფორმაციით, ისინი რუსეთში დაწყებულ ეპიდემიას აფხაზეთში ემალებიან... ძალიან შეშინებული ვართ..." - ამბობს ერთ-ერთო ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.

ცხინვალელი ოსების თქმით, იმავე რეალობის წინაშე არიან. ქალაქში საკმარისი ღონისძიებები არ არის მიღებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რამდენიმე დღის წინ, ქუჩებში “მილიციელები” გამოჩდნენ და მოსახლეობა გააფრთხილეს, გარდაუვალი სიტუაციის გარდა, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ. ადგილობრივი “ჯანდაცვის” უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებს საკმარისი რაოდენობის პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარი და სამედიცინო ხელთათმანები აქვთ. თუმცა, ეს განცხადება საიმედოდ არ ეჩვენება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს, რომელთა თქმითაც, ვირუსის წინაშე რეგიონი უძლურია.

“სახლში მეტი დრო გაატარეთო, მოგვიწოდეს. გვანახეს როგორ ასუფთავებენ შენობებს სადეზინფექციო ხსნარით, თუმცა, როგორ მოსალოდნელი იყო, ხალხი არ ითვალისწინებს რეკომნდაციებს, ქუჩაშიც დადიან, მარაგსაც იკეთებენ და თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირიც ტარდება... რა იქნება ხვალ, რა ელის, უფროსი თაობისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს? ღვთის ანაბარა ვართ!" - წერს ოსი ინტერნეტმომხმარებელი ლუიზა გასიევა.

მოსახლეობის თქმით, რუსეთში არსებული მძიმე რეალობის გამო, უამრავი ადგილობრივი ცხინვალში ბრუნდება. მოდიან რუსებიც, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას დროებით გაერიდონ. ყველა მათგანი კი, ვირუსის პოტენციური გავრცელების საფრთხეა.

“ერთი შემთხვევაც კი, ნიშნავს, რომ პროცესს ვეღარ შევაჩერებთ... ყველაფრის მარაგი გვაქვსო გვეუბნებიან, მაგრამ უამრავმა ადამიანმა ნახა, მაღალჩინოსნები როგორ ეზიდებოდნენ მანქანის საბარგულით სურსათს... თავადაც შეშინებული არიან. ერთმა ახლობელმა გვითხრა, პანდემიის აფეთქება ჩვენთანაც გარდაუვალია, თუ უკვე არ არის დაფიქსირებული. ვერაფერს გირჩევთ, ხელების ხშირი დაბანის გარდაო..." - წერს ალან სანაკოევი.

ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმი, მარინა კოჩიევა იუწყება, რომ ადგილობრივ ექიმებს შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ და აფთიაქებში მედიკამენტების დეფიციტია. მან ასევე აღიარა, რომ ცხინვალში არ არის შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც სპეციალისტებს ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ... "ეხო კავკაზას" ცნობით, მათ დახმარება რუსეთს სთხოვეს.

თუმცა, მოსახლეობის თქმით, კრიზისის მიუხედავად ბიბილოვის გუნდმა საერთაშორისო დახმარების მიღებაზე უარი თქვა, რითაც მოსახლეობის აგრესია გამოიწვია.

"წარმოუდგენელი არგუმენტი გვითხრეს, აფხაზეთში შიდსისა და ცე ჰეპატიტის უამრავი შემთხვევა აქვთ, შესაბამისად, გარისკვა არ უღირთ... ჩვენთან რამდენია, აღრიცხულიც კი არ არის. ნაკლები ნამდვილად არ იქნება. ყველას, ვინც ალკო და ნარკოდამოკიდებულია, დაბალი იმუნიტეტის მატარებელია, ვწირავთ მათ... მსოფლიო გაერთიანდა ამ საშიში ვირუსის წინაშე და ამათ იზოლაციაში მოგვაქციეს.

რუსეთში რამდენიმე დღე უნდა ანალიზის პასუხის მიღებას, ათასობით ადამიანის ანალიზი გაქრა და არავინ იცის, რეალურად რა ხდება. საქართველოში კი, რამდენიმე საათში მზად აქვთ პასუხები, მსოფლიომ აღიარა, რომ ეს ქვეყანა კარგად ართმევს ვირუსთან ბრძოლას, ჩვენ არავინ იცის რას გვიპირებენ. ყველას თავისი გასჭირვებია, მათ შორის რუსეთსაც... თან გვეუბნებიან - პანიკაში ნუ ხართო, სხვანაირად შესაძლებელია?" - კითხულობს მავრა კოკოითი.

"საქართველოსთვის ბრძოლა აქტუალური გახდება - გამორიცხული არაა, მოსკოვმა თბილისს სომხეთის მიმართულებით დერეფანი მოსთხოვოს" - რა ვერსიებია რუსეთში?

ზეიმი ბაქოში, არეულობა ერევანში, რუსი სამხედროები ყარაბაღში - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა და რას გეგმავს სომხეთის ოპოზიცია? მოვლენები შეთანხმების შემდეგ

"აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის" - თორნიკე შარაშენიძე