სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს თავზე ძალიან ცოტას ვფიქრობთ, პირველ რიგში პაციენტია!" - რა რისკის ქვეშ მუშაობენ ქართველი სასწრაფოს ექიმები კორონავირუსის პანდემიისას
"ჩვენს თავზე ძალიან ცოტას ვფიქრობთ, პირველ რიგში პაციენტია!" - რა რისკის ქვეშ მუშაობენ ქართველი სასწრაფოს ექიმები კორონავირუსის პანდემიისას

მე­სა­მე თვეა მსოფ­ლიო COVID-19-ის პან­დე­მი­ას ებ­რძვის და ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე ექი­მე­ბი დგა­ნან. კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა ფორ­სმა­ჟო­რულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ ექი­მე­ბის ისე­დაც დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა. ბევ­რს ფაქ­ტობ­რი­ვად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა და ხში­რად ისე გა­დის დღე­ე­ბი, ოჯა­ხის წევ­რებ­საც კი ვერ ნა­ხუ­ლო­ბენ.

AMBEBI.GE-ს რეს­პო­დენ­ტე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დის ექი­მე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც გვი­ამ­ბო­ბენ, რო­გორ შეც­ვა­ლა ჯან­დაც­ვის პირ­ვე­ლა­დი რგო­ლის ექი­მე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა კო­რო­ნა­ვირუს­მა და რა სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბი­ან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში.

მაია ქურ­და­ძე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მე­ცხრე ქვე­სად­გუ­რის ექი­მად 15 წე­ლია მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ რო­გორც ექიმს, ბევ­რი რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­უვ­ლია - ომი­დან და­წყე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ მა­ინც სხვა­ნა­ი­რად რთუ­ლი დღის წეს­რი­გი შექ­მნა:

"ძა­ლი­ან ბევ­რი რამე გა­მოგ­ვივ­ლია ექი­მებს - აგ­ვის­ტოს ომში დაჭ­რი­ლებს ვემ­სა­უ­რე­ბო­დით, იყო დარ­ბე­ვე­ბი, მი­წისძვრე­ბი კა­ტას­ტრო­ფე­ბი, უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ე­ბი და ა.შ. მოკ­ლედ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ვართ მუდ­მი­ვად. ამ ვირუს­მა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა, ჩვენ ჩვე­უ­ლი სიმ­შვი­დით და მონ­დო­მე­ბით ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას. ასე თავ­და­უ­ზო­გა­ვად იმის­თვის ვშრო­მობთ, რომ გა­ვი­დეთ შე­დეგ­ზე - და­ვა­მარ­ცხოთ COVID-19.

მაგ­რამ მხო­ლოდ მთავ­რო­ბი­სა და ექი­მე­ბის თავ­გა­მო­დე­ბა ვერ გაგ­ვიყ­ვანს ფონს. მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბა და იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა რაც მუდ­მი­ვად გვეს­მის ექ­სპერ­ტე­ბის­გან

ზო­გა­დად, 112-ში ზა­რე­ბი სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლე­ბით შე­დის და შემ­დეგ ხდე­ბა მათი გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ზა­რე­ბის მი­ხედ­ვით. მსგავს ზა­რებ­შია კა­ტას­ტრო­ფე­ბი, ავა­რი­ე­ბი, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, ინ­ფარ­ქტი, ინ­სულ­ტი და ა.შ. რო­გორც წესი, ნაკ­ლე­ბად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ ახლა თით­ქმის გა­თა­ნაბრდა და ერთ დო­ნე­ზე დად­გა კა­ტას­ტრო­ფე­ბი და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი.

ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ახლა ასე­თია: რე­კავს პა­ცი­ენ­ტი და თუ ასა­ხე­ლებს რეს­პი­რა­ტო­რულ ჩი­ვი­ლებს, ოპე­რა­ტო­რი აუ­ცი­ლებ­ლად ეკი­თხე­ბა ეპი­და­ნამ­ნე­ზის შე­სა­ხებ - ბოლო 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უმოგ­ზა­უ­რია თუ არა უცხო­ეთ­ში, ჰქონ­და თუ არა კონ­ტაქ­ტი რის­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლებ­თან.

ძა­ლი­ან ხში­რია ისე­თი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ლა­ვენ კლი­ნი­კურ ნიშ­ნებს. ამ­ბო­ბენ, რომ აწუ­ხებთ გული, რო­დე­საც აქვთ სი­ცხე. სას­წრა­ფო მა­ინც ყვე­ლა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­დის და რაში სჭირ­დე­ბათ ეს არ ვიცი. ამას შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ აკე­თე­ბენ, რომ თვით­შეგ­ნე­ბა არის და­ბა­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის გა­თა­ვი­სე­ბა, რომ ახლა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბის და­მალ­ვა ძა­ლი­ან დიდი რის­კის ქვეშ აყე­ნებს, რო­გორც თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს და მის გა­რე­მოც­ვას, ასე­ვე ჩვენ, ექი­მებს, რად­გან ყვე­ლა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ეკი­პი­რე­ბუ­ლი არ გავ­დი­ვართ - ეპი­და­ნამ­ნე­ზის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ვწყვეტთ, ეკი­პი­რე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ თუ არა.

მე პი­რა­დად მქო­ნია ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა - გა­ვე­დით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მე­ბის ჩი­ვი­ლით და ად­გილ­ზე მი­სულს დაგ­ვხვდა სხვა სუ­რა­თი: ორი წლის ბავ­შვი­დან და­წყე­ბუ­ლი, დიდი ბე­ბი­ის ჩათ­ვლით ყვე­ლას ჰქონ­და ვირუ­სუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი. ეს რომ გვცოდ­ნო­და, რომ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ და­რეკ­ვი­სას, ცხა­დია, ეკი­პი­რე­ბით მი­ვი­დო­დით. ასე­თი რის­კის ქვეშ გვი­წევს მუ­შა­ო­ბა.

ამი­ტომ ახლა ყვე­ლას რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გვი­დევს სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ერთჯე­რა­დი ხა­ლა­თე­ბი, ფა­რე­ბი, ნიღ­ბე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და ა.შ. გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გას­ვლის შემ­დეგ, გზი­დან ისევ ვუ­რე­კავთ პა­ცი­ენტს და ხე­ლახ­ლა ვა­წარ­მო­ებთ გა­მო­კი­თხვას. ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, ამ საქ­მე­ში ინ­ტუ­ი­ცი­აც ჩავ­რთოთ და რო­დე­საც ინ­ტუ­ი­ცია გვკარ­ნა­ხობს, რომ სა­ჭი­როა ეკი­პი­რე­ბა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, გზა­ში, რე­ა­ნო­მო­ბილ­ში ჩაგ­ვიც­ვამს.

- რა­ტომ მა­ლა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვირუ­სულ სიმპტო­მებს და რა­ტომ სჭირ­დე­ბათ ექი­მებს ამ­დე­ნი მო­წო­დე­ბა უმარ­ტი­ვე­სი მე­სი­ჯე­ბით?

- ასე­თი რა­მაც მსმე­ნია პა­ცი­ენ­ტის­გან, რომ ვუ­თხა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით უნდა მო­ვი­დეთ-მეთ­ქი, გინ­დათ ახლა მე­ზობ­ლე­ბი გა­და­მი­რი­ო­თო? ეს არის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მა­ლა­ვენ ტემ­პე­რა­ტუ­რას, მა­ლა­ვენ ხვე­ლას. მათ ეში­ნი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის. სწო­რედ ამი­ტომ არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა!

ჩვენ ვცდი­ლობთ სა­კუ­თარ თავ­ზეც ვიზ­რუ­ნოთ, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ჩვენს თავ­ზე ძა­ლი­ან ცო­ტას ვფიქ­რობთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლა ექი­მი ასეა. პირ­ველ რიგ­ში პა­ცი­ენტზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ვთხოვ ყვე­ლას, გა­ი­თა­ვი­სონ ეს და ნუ და­მა­ლა­ვენ სიმპტო­მებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნი მხო­ლოდ მათი დახ­მა­რე­ბაა. ჩვენ მხო­ლოდ ჰი­პოკ­რა­ტეს ფიცი არ გვაქვს და­დე­ბუ­ლი, ჩვენ სინ­დი­სის ფი­ციც გვაქვს და­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

გარ­და იმი­სა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვაც გვი­წევს პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ბოლო დროს აგი­ტა­ტო­რის ფუნ­ქცი­აც შე­ვი­თავ­სეთ და ვცდი­ლობთ, მეტი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვაგ­რძნო­ბი­ნოთ და ავუხ­სნათ, თუ რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი ღიად დაგ­ვი­სა­ხე­ლონ და არა­ფე­რი და­მა­ლონ. კი­დევ ერთხელ ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბია: ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და თვი­თი­ზო­ლა­ცია. ამით შე­იძ­ლე­ბა გა­დავ­რჩეთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მსოფ­ლიო. თუ და­ვი­ცავთ ყვე­ლა ამ რე­კო­მენ­და­ცი­ას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ COVID-19-ზე" - გვე­უბ­ნე­ბა მაია ქურ­და­ძე.

მისი კო­ლე­გა, კი­დევ ერთი ექი­მი ია ჟი­ჟი­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა არა­თუ მო­ი­მა­ტა, პი­რი­ქით იკლო კი­დე­ვაც გა­სულ ზამ­თარ­თან შე­და­რე­ბით.

- ზამ­თარ­ში სა­ნამ ვირუ­სი გავ­რცელ­დე­ბო­და, უფრო ხში­რად გვი­ძა­ხებ­დნენ ძა­ლი­ან მარ­ტივ პრობ­ლე­მა­ზეც კი. ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით რომ ვთქვათ, ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ მათ ეში­ნი­ათ, ვირუ­სი არ მი­ვუ­ტა­ნოთ. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი კი ისაა, რომ ისი­ნი მა­ღალ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ­ჟღავ­ნე­ბენ, ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და ისეთ უბ­რა­ლო რა­მე­ებ­ზე აღარ გვა­წუ­ხე­ბენ, რო­გორც - ადრე. ასე რომ, გა­მო­ძა­ხე­ბებს არ მო­უ­მა­ტია.

რაც შე­ე­ხე­ბა ემო­ცი­უ­რი ფონს, ის ნამ­დვი­ლად მა­ღა­ლია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა. ამი­ტომ ჩვენ შე­ვი­თავ­სეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­მამ­ხნე­ვებ­ლე­ბის ფუნ­ქცი­აც. ახლა უფრო მეტ დროს ვუთ­მობთ ყვე­ლაფ­რის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას. ეს ემო­ცი­უ­რი ფონი გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვეა იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი და ეპი­და­ნამ­ნე­ზი აქვთ.

მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა: ერთ ჩემს პა­ცი­ენტს სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ჩა­მო­სუ­ლი იყო ორი კვი­რით ადრე იტა­ლი­ი­დან და ბოლო ორი დღე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ცხე­ლე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. და­მა­ტე­ბით გა­ვე­სა­უბ­რე პა­ცი­ენტს და გა­და­წყდა, რომ გავ­სუ­ლი­ყა­ვით ეკი­პი­რე­ბით, რაც სრულ დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ეს პა­ცი­ენ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და სა­ნამ ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბი მო­ვი­დო­და, სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლო­დით. შემ­დეგ მო­ვი­კი­თხე, რა თქმა უნდა მისი ნე­ბარ­თვით და აღ­მოჩ­ნდა, რომ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მო­უ­ვი­და. ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო!

ზო­გა­დად, თუ არ არის ეპი­და­ნამ­ნე­ზი სა­ეჭ­ვო, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტებ­მა პირ­ველ რიგ­ში უნდა მი­მარ­თონ ოჯა­ხის ექიმს. ასე ხდე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­ტე­ლე­ფო­ნო, ონ­ლა­ინ-კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გე­ბა პირ­ველ ეტაპ­ზე და თუ ექი­მი ჩათ­ვლის, რომ სა­ჭი­როა ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტი და გა­მოკ­ვლე­ვა, ინიშ­ნე­ბა ვი­ზი­ტი. თუ ხდე­ბა ისე­თი რამ, რომ ვერ და­უ­კავ­შირ­დნენ ოჯა­ხის ექიმს და შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა, ამ დროს გვი­რე­კა­ვენ ჩვენ და გავ­დი­ვართ" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ია ჟი­ჟი­აშ­ვი­ლი.

მისი მო­წო­დე­ბა და თხოვ­ნაც იგი­ვეა, რაც ყვე­ლა ექი­მის მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

"პირ­ველ რიგ­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე, რად­გან ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის გამ­კლა­ვე­ბი­სას. მკაც­რად და­ვიც­ვათ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია: ჰი­გი­ე­ნა, თვი­თი­ზო­ლა­ცია, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა! მოვ­თხო­ვოთ სა­კუ­თარ თავს და სხვებ­საც, ვინც ჯერ კი­დევ ზე­და­პი­რუ­ლად ეკი­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას, არ მოგ­ვე­რი­დოს და მოვ­თხო­ვოთ პირ­და­პირ, და­იც­ვან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბი" - ამ­ბობს ექი­მი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იასონი
27

მთელი მსოფლიო უძლურია ამ დაავადების წინაშე მითუმეტეს საქართველო.

მაშა
1
უფალია იქ სადაც მას ახსენებენ და იმის მტკიცება რომ უძლურია არ არის ქრისტიანელი...მხსნელი ჩვენთანაა არ ვიცით როგორი სახით✋✋✋
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩვენს თავზე ძალიან ცოტას ვფიქრობთ, პირველ რიგში პაციენტია!" - რა რისკის ქვეშ მუშაობენ ქართველი სასწრაფოს ექიმები კორონავირუსის პანდემიისას

"ჩვენს თავზე ძალიან ცოტას ვფიქრობთ, პირველ რიგში პაციენტია!" - რა რისკის ქვეშ მუშაობენ ქართველი სასწრაფოს ექიმები კორონავირუსის პანდემიისას

მესამე თვეა მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას ებრძვის და ბრძოლის წინა ხაზზე ექიმები დგანან. კორონავირუსით გამოწვეულმა ფორსმაჟორულმა სიტუაციამ ექიმების ისედაც დატვირთული გრაფიკი კიდევ უფრო დაამძიმა. ბევრს ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა და ხშირად ისე გადის დღეები, ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ.

AMBEBI.GE-ს რესპოდენტები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმები არიან, რომლებიც გვიამბობენ, როგორ შეცვალა ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმების ყოველდღიურობა კორონავირუსმა და რა სირთულეებს აწყდებიან მუშაობის პროცესში.

მაია ქურდაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეცხრე ქვესადგურის ექიმად 15 წელია მუშაობს. ამბობს, რომ როგორც ექიმს, ბევრი რთული პერიოდი გამოუვლია - ომიდან დაწყებული, ბუნებრივი კატაკლიზმებით დამთავრებული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ მაინც სხვანაირად რთული დღის წესრიგი შექმნა:

"ძალიან ბევრი რამე გამოგვივლია ექიმებს - აგვისტოს ომში დაჭრილებს ვემსაურებოდით, იყო დარბევები, მიწისძვრები კატასტროფები, უმძიმესი ავარიები და ა.შ. მოკლედ ფრონტის წინა ხაზზე ვართ მუდმივად. ამ ვირუსმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი, თუმცა, ჩვენ ჩვეული სიმშვიდით და მონდომებით ვაგრძელებთ მუშაობას. ასე თავდაუზოგავად იმისთვის ვშრომობთ, რომ გავიდეთ შედეგზე - დავამარცხოთ COVID-19.

მაგრამ მხოლოდ მთავრობისა და ექიმების თავგამოდება ვერ გაგვიყვანს ფონს. მთავარია, მოქალაქეობრივი შეგნება და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება რაც მუდმივად გვესმის ექსპერტებისგან

ზოგადად, 112-ში ზარები სხვადასხვა ჩივილებით შედის და შემდეგ ხდება მათი გადამისამართება პრივილეგირებული ზარების მიხედვით. მსგავს ზარებშია კატასტროფები, ავარიები, უბედური შემთხვევები, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. როგორც წესი, ნაკლებად პრიორიტეტულია ვირუსული ინფექციები, ტემპერატურული ჩივილები, მაგრამ ახლა თითქმის გათანაბრდა და ერთ დონეზე დადგა კატასტროფები და რესპირატორული ჩივილები.

ჩვენი მუშაობის პროცესი ახლა ასეთია: რეკავს პაციენტი და თუ ასახელებს რესპირატორულ ჩივილებს, ოპერატორი აუცილებლად ეკითხება ეპიდანამნეზის შესახებ - ბოლო 20 დღის განმავლობაში უმოგზაურია თუ არა უცხოეთში, ჰქონდა თუ არა კონტაქტი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებთან.

ძალიან ხშირია ისეთი გამოძახებები, როდესაც ადამიანები მალავენ კლინიკურ ნიშნებს. ამბობენ, რომ აწუხებთ გული, როდესაც აქვთ სიცხე. სასწრაფო მაინც ყველა გამოძახებაზე მიდის და რაში სჭირდებათ ეს არ ვიცი. ამას შეიძლება იმიტომ აკეთებენ, რომ თვითშეგნება არის დაბალი. აუცილებელია იმის გათავისება, რომ ახლა რესპირატორული სიმპტომების დამალვა ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს, როგორც თითოეულ პაციენტს და მის გარემოცვას, ასევე ჩვენ, ექიმებს, რადგან ყველა გამოძახებაზე ეკიპირებული არ გავდივართ - ეპიდანამნეზის გაცნობის შემდეგ ვწყვეტთ, ეკიპირება გამოვიყენოთ თუ არა.

მე პირადად მქონია ასეთი გამოცდილება - გავედით გამოძახებაზე გულსისხლძარღვთა პრობლემების ჩივილით და ადგილზე მისულს დაგვხვდა სხვა სურათი: ორი წლის ბავშვიდან დაწყებული, დიდი ბებიის ჩათვლით ყველას ჰქონდა ვირუსული ჩივილები. ეს რომ გვცოდნოდა, რომ დაეფიქსირებინათ დარეკვისას, ცხადია, ეკიპირებით მივიდოდით. ასეთი რისკის ქვეშ გვიწევს მუშაობა.

ამიტომ ახლა ყველას რეანომობილში გვიდევს სპეციალური აღჭურვილობა ერთჯერადი ხალათები, ფარები, ნიღბები, ხელთათმანები და ა.შ. გამოძახებაზე გასვლის შემდეგ, გზიდან ისევ ვურეკავთ პაციენტს და ხელახლა ვაწარმოებთ გამოკითხვას. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საფუძველს, ამ საქმეში ინტუიციაც ჩავრთოთ და როდესაც ინტუიცია გვკარნახობს, რომ საჭიროა ეკიპირება, ყოფილა შემთხვევები, გზაში, რეანომობილში ჩაგვიცვამს.

- რატომ მალავენ ადამიანები ვირუსულ სიმპტომებს და რატომ სჭირდებათ ექიმებს ამდენი მოწოდება უმარტივესი მესიჯებით?

- ასეთი რამაც მსმენია პაციენტისგან, რომ ვუთხარი სპეციალური აღჭურვილობით უნდა მოვიდეთ-მეთქი, გინდათ ახლა მეზობლები გადამირიოთო? ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მალავენ ტემპერატურას, მალავენ ხველას. მათ ეშინიათ საზოგადოების დამოკიდებულების. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება!

ჩვენ ვცდილობთ საკუთარ თავზეც ვიზრუნოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენს თავზე ძალიან ცოტას ვფიქრობთ. დარწმუნებული ვარ ყველა ექიმი ასეა. პირველ რიგში პაციენტზე ვართ ორიენტირებული და ძალიან ვთხოვ ყველას, გაითავისონ ეს და ნუ დამალავენ სიმპტომებს. ჩვენი მიზანი მხოლოდ მათი დახმარებაა. ჩვენ მხოლოდ ჰიპოკრატეს ფიცი არ გვაქვს დადებული, ჩვენ სინდისის ფიციც გვაქვს დადებული საზოგადოების წინაშე.

გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაწევაც გვიწევს პაციენტებისთვის, ბოლო დროს აგიტატორის ფუნქციაც შევითავსეთ და ვცდილობთ, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვაგრძნობინოთ და ავუხსნათ, თუ რატომ არის აუცილებელი სიმპტომები ღიად დაგვისახელონ და არაფერი დამალონ. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ყველას, ძალიან ელემენტარული მოწოდებებია: ჰიგიენის წესების დაცვა, სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია. ამით შეიძლება გადავრჩეთ და გადავარჩინოთ მსოფლიო. თუ დავიცავთ ყველა ამ რეკომენდაციას, აუცილებლად გავიმარჯვებთ COVID-19-ზე" - გვეუბნება მაია ქურდაძე.

მისი კოლეგა, კიდევ ერთი ექიმი ია ჟიჟიაშვილი AMBEBI.GE-ს უყვება, რომ სასწრაფოს გამოძახების შემთხვევებმა არათუ მოიმატა, პირიქით იკლო კიდევაც გასულ ზამთართან შედარებით.

- ზამთარში სანამ ვირუსი გავრცელდებოდა, უფრო ხშირად გვიძახებდნენ ძალიან მარტივ პრობლემაზეც კი. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ ეშინიათ, ვირუსი არ მივუტანოთ. მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ ისინი მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ამჟღავნებენ, ითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და ისეთ უბრალო რამეებზე აღარ გვაწუხებენ, როგორც - ადრე. ასე რომ, გამოძახებებს არ მოუმატია.

რაც შეეხება ემოციური ფონს, ის ნამდვილად მაღალია ჩვენს საზოგადოებაში და ეს ბუნებრივიცაა. ამიტომ ჩვენ შევითავსეთ ფსიქოლოგიური გამამხნევებლების ფუნქციაც. ახლა უფრო მეტ დროს ვუთმობთ ყველაფრის ახსნა-განმარტებას. ეს ემოციური ფონი განსაკუთრებით მწვავეა იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსის საეჭვო სიმპტომები და ეპიდანამნეზი აქვთ.

მქონდა ასეთი შემთხვევა: ერთ ჩემს პაციენტს საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა, ჩამოსული იყო ორი კვირით ადრე იტალიიდან და ბოლო ორი დღე აღენიშნებოდა ცხელება, მაღალი ტემპერატურა. დამატებით გავესაუბრე პაციენტს და გადაწყდა, რომ გავსულიყავით ეკიპირებით, რაც სრულ დაცვას უზრუნველყოფს. გადავიყვანეთ ეს პაციენტი საავადმყოფოში და სანამ ტესტის პასუხები მოვიდოდა, სულმოუთქმელად ველოდით. შემდეგ მოვიკითხე, რა თქმა უნდა მისი ნებართვით და აღმოჩნდა, რომ უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ძალიან დიდი სიხარული იყო!

ზოგადად, თუ არ არის ეპიდანამნეზი საეჭვო, რესპირატორული ჩივილების შემთხვევაში პაციენტებმა პირველ რიგში უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს. ასე ხდება მთელ მსოფლიოში, სატელეფონო, ონლაინ-კომუნიკაცია შედგება პირველ ეტაპზე და თუ ექიმი ჩათვლის, რომ საჭიროა ფიზიკური კონტაქტი და გამოკვლევა, ინიშნება ვიზიტი. თუ ხდება ისეთი რამ, რომ ვერ დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და შეექმნათ პრობლემა, ამ დროს გვირეკავენ ჩვენ და გავდივართ" - უყვება AMBEBI.GE-ს ია ჟიჟიაშვილი.

მისი მოწოდება და თხოვნაც იგივეა, რაც ყველა ექიმის მთელს მსოფლიოში.

"პირველ რიგში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ეს აუცილებელი პირობაა ნებისმიერი პრობლემის გამკლავებისას. მკაცრად დავიცვათ ყველა რეკომენდაცია: ჰიგიენა, თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცირება! მოვთხოვოთ საკუთარ თავს და სხვებსაც, ვინც ჯერ კიდევ ზედაპირულად ეკიდება სიტუაციას, არ მოგვერიდოს და მოვთხოვოთ პირდაპირ, დაიცვან რეკომენდაციები და შესაბამისი წესები" - ამბობს ექიმი.

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქალი ქმრისგან დაინფიცირდა

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე