მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი გახდა - ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის
1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი გახდა - ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

1 აშშ დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3.4494 ლარი გახ­და. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, დღე­ვან­დე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 3.4494 ლარი შე­ად­გი­ნა. კურ­სი, რო­მე­ლიც დღეს მოქ­მე­დებ­და, 3.2389 ლარი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, დო­ლა­რის ცვლი­ლე­ბამ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას­თან მი­მარ­თე­ბა­ში 0.2105 შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­როს, მისი კურ­სი 3.7436 ლა­რია. მა­შინ, როცა დღეს მოქ­მე­დი კურ­სი 3.4578 ლარს შე­ად­გენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ევ­როს ცვლი­ლე­ბამ 0.2858 ლარი შე­ად­გი­ნა.

დღე­ვან­დე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი კურ­სე­ბი ძა­ლა­ში ხვალ შევა.

ამას­თან, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი 25 მარტს, აუქ­ცი­ონ­ზე კი­დევ 40 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს გა­ყი­დის. კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც აცხა­დებს, რომ შო­კის პი­კის გა­დავ­ლის შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა სწრა­ფად აღ­დგე­ნას და ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში დაბ­რუ­ნე­ბას შეძ­ლებს.

„კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შოკი და პან­დე­მი­ის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე მისი გავ­ლე­ნის მო­ლო­დი­ნე­ბი ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე გაზ­რდილ მერ­ყე­ო­ბა­შიც აი­სა­ხა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე გავ­ლე­ნის მი­ნი­მი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რის უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით მი­წო­დე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ეროვ­ნულ­მა ბან­კმა უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორი ინ­ტერ­ვენ­ცია სა­ერ­თო ჯამ­ში 60 მლნ აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამა­ვე დროს, რო­გორც ცნო­ბი­ლია, წინა წლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და რე­ზერ­ვე­ბის დაგ­რო­ვე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეკო­ნო­მი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მა მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა. სა­ბან­კო სექ­ტო­რი ჯან­სა­ღი და მდგრა­დია, რაც იმის გა­რან­ტია, რომ შო­კის პი­კის გა­დავ­ლის შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა სწრა­ფად აღ­დგე­ნას და ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში დაბ­რუ­ნე­ბას შეძ­ლებს.

სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი 25 მარ­ტის აუქ­ცი­ონ­ზე 40 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს გა­ყი­დის“, - ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
0

კორონას უმეტესობა გადავურჩებით, მაგრამ როგორ ვიცხოვრებთ პოსტ-კორონა საქართველოში - ეგაა საქმე! 

 ფაქტია რომ ტურიზმზე ჩამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. სანამ რაიმე ფასეულს არ შევქმნით (გარდა ღვინისა), მანამდე ასე გარეფაქტორებზე ვიქნებით დამოკიდებულნი

....
0

გადადით ფიქსირებულ კურსზე,სანამ არ დაგემხოთ ყველაფერი თავზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი გახდა - ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი გახდა - ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4494 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4494 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2389 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.2105 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7436 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4578 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.2858 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ამასთან, ეროვნული ბანკი 25 მარტს, აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

„კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება.

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! არა ჰესებს, ნიშნავს არა ქვეყნის მომავალს, თუმცა ეს არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას" - რას წერს რომან გოცირიძე

დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა - როდის გაიხსნება სეზონი აჭარაში?

რა თანხა დაიხარჯა კოვიდპაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე პანდემიის დაწყებიდან დღემდე - ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები