მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი რეალობა: როგორ მოვასწროთ ყველაფერი იზოლაციაში ყოფნისას ისე, რომ არ გავგიჟდეთ
ახალი რეალობა: როგორ მოვასწროთ ყველაფერი იზოლაციაში ყოფნისას ისე, რომ არ გავგიჟდეთ

ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ერთ დღე­საც სულ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში გა­იღ­ვი­ძო და თავი ფილ­მის გმი­რად წარ­მო­იდ­გი­ნო. მარ­თა­ლია, ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და ფილ­მე­ბი პოს­ტა­პო­კა­ლიფსზე, პან­დე­მი­ა­სა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა­ზე, მაგ­რამ ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ერთ დღე­საც ჩემი ცხოვ­რე­ბა ასე­თი ფილ­მის სი­უ­ჟეტს და­ემ­სგავ­სე­ბო­და.

კო­რო­ნა­ვირუს­მა კა­ცობ­რი­ო­ბა კა­რან­ტინ­ში მოგ­ვაქ­ცია. ცხოვ­რე­ბის გი­ჟუ­რი რიტ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დაგ­ვა­ვი­წყდა, რო­გო­რია სახ­ლში ყოფ­ნა. აქამ­დე, ჩემი დღის რუ­ტი­ნა სხვა­ნა­ი­რი იყო: ჯერ სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ო­დი, სამ­სა­ხუ­რი­დან უბ­ნის სუ­პერ­მარ­კეტ „ნი­კო­რა­ში“, იქე­დან კი პარ­კე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სახ­ლში. ახლა სამ­სა­ხუ­რი სახ­ლში მაქვს და მარ­ტო „ნი­კო­რა­ში“ თუ ჩა­ვალ, სა­დაც პერ­სო­ნა­ლი ღი­მილ­თან ერ­თად უკვე ან­ტი­სეპ­ტი­კით და ერთჯე­რა­დი რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბით მხვდე­ბა. ბევ­რი პარ­კის წა­მო­ღე­ბა­საც ვე­რი­დე­ბი, მე­ზობ­ლებ­მა რომ არ იფიქ­რონ პა­ნი­კა­ში ვარ.

დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბა არც ისე მარ­ტი­ვია, როცა სახ­ლში მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი გყავს. ერ­თდრო­უ­ლად მუ­შა­ო­ბა, ბავ­შვე­ბის მოვ­ლა და სახ­ლის საქ­მის კე­თე­ბა თით­ქმის გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია და სუ­ლაც არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ ერთ დღე­საც სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში მო­ვის­მენ:

- სამ­შვი­ლი­ან­მა დე­დამ, კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნის მე­ხუ­თე დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა გა­მო­ი­გო­ნა!

ჩემი სახ­ლი ერ­თდრო­უ­ლად ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის სამ­სა­ხუ­რე­ბი­ცაა და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სკო­ლაც. აქეთ ონ­ლა­ინ თათ­ბი­რი, იქით ონ­ლა­ინ სკო­ლა. ლან­ჩი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში... გა­მო­გი­ტყდე­ბით, ახალ რე­ჟიმ­ზე ადაპ­ტი­რე­ბა პირ­ველ დღე­ებ­ში ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. მე­სა­მე დღეს მივ­ხვდი, რომ დრო სწო­რად უნდა გა­მე­ნა­წი­ლე­ბი­ნა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სახ­ლის რუ­ტი­ნაც გა­მე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა.

სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთა­ვა­ზობთ სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუ რო­გორ გა­და­ა­ნა­წი­ლოთ სწო­რად დრო, იმუ­შა­ვოთ ეფექ­ტუ­რად, მი­ხე­დოთ ბავ­შვებს, მო­ამ­ზა­დოთ საჭ­მე­ლი და ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად არ გა­გიჟ­დეთ!

რჩე­ვე­ბი დე­დებს, დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის:

  • გა­იღ­ვი­ძეთ ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ იმ დროს, რო­გორც იღ­ვი­ძებ­დით სამ­სა­ხურ­ში წას­ვლი­სას.
  • გა­მო­ყა­ვით სა­მუ­შაო ად­გი­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის­გან.
  • ბავ­შვებს თა­ვი­სი სა­თა­მა­შო/სა­მე­ცა­დი­ნო ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნეთ.
  • და­გეგ­მეთ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ყა­ვის შეს­ვე­ნე­ბა.
  • სწო­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ „შეს­ვე­ნე­ბე­ბი“.
  • დღე­ში 10-15 წუთი წა­ი­ვარ­ჯი­შეთ. მა­გა­ლი­თად, მსუ­ბუ­ქი გა­წელ­ვე­ბის და იო­გის სა­ხით. შე­გიძ­ლი­ათ ვარ­ჯიშ­ში ბავ­შვე­ბიც აი­ყო­ლი­ოთ. შე­ე­ჯიბ­რეთ ერ­თმა­ნეთს აზიდ­ვებ­ში.
  • კომ­ფორ­ტუ­ლი სკა­მი, მა­გი­და და შე­და­რე­ბით წყნა­რი ოთა­ხი და­გეხ­მა­რე­ბათ სამ­სა­ხურ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა­ში.
  • ჩა­ნიშ­ნეთ სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი.
  • ბავ­შვებ­თან ყოფ­ნის დრო მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­ი­ნა­წი­ლეთ.
  • სა­ღა­მოს მო­ა­წყვეთ კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა. ჩარ­თეთ ფილ­მი, მო­ამ­ზა­დეთ მსუ­ბუ­ქი წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი და ოჯახ­თან ერ­თად გა­ნიტ­ვირ­თეთ.

რჩე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მო­გად­გე­ბათ:

დილა-სა­ღა­მოს მო­ამ­ზა­დეთ მსუ­ბუ­ქი სა­უზ­მე და ვახ­შა­მი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა მი­წევს და სა­უზ­მის მომ­ზა­დე­ბის­თვის ბევ­რი დრო არ მაქვს, გა­მო­სა­ვა­ლი მარ­ტი­ვად მოვ­ძებ­ნე. დი­ლით და სა­ღა­მოს საჭ­მლის კე­თე­ბა­ში მი­ნი­მა­ლურ დროს ვხარ­ჯავ.

ჩემი სა­უზ­მის ვა­რი­ან­ტე­ბი:

  • რძე და სი­მინ­დის ფან­ტე­ლი; ჩემი შვი­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი სა­უზ­მეა, თუმ­ცა მე რძე არ მიყ­ვარს ამი­ტომ ძი­რი­თა­დად შვრი­ის ფან­ტელს მი­ვირ­თმევ.

  • სენდვი­ჩე­ბი - ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით სენდვი­ჩე­ბის მომ­ზა­დე­ბა ბავ­შვებ­თან ერთდ საკ­მა­ოდ სა­ხა­ლი­სოც არის, თან ნოყი­ე­რი სა­უზ­მეც გა­მო­დის. ჩემ შვი­ლებს, ბევ­რი ნა­ცა­დი ვა­რი­ან­ტი­დან, ყვე­ლა­ზე მე­ტად მდნა­რი ყვე­ლის და „ქათ­მის შაშ­ხის“ კომ­ბი­ნა­ცი­ის სენდვი­ჩი უყ­ვართ.
  • ჩაი და კექ­სი. ჩაი გემ­რი­ელ­თან ერ­თად სა­სარ­გებ­ლოც არის გან­სა­კუთ­რე­ბით ვირუ­სე­ბის პე­რი­ოდ­ში. ამი­ტომ არა მხო­ლოდ დი­ლით, სა­ღა­მო­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვა­კე­თებ ლიმ­ნი­ან ჩაის მთე­ლი ოჯა­ხის­თვის.
  • „ყიყლი­ყო“ - მთე­ლი ოჯა­ხის­თვის საყ­ვა­რე­ლი სა­უზ­მეა.

ჩემი სა­დი­ლის ვა­რი­ან­ტე­ბი:

სა­დი­ლად ამ პე­რი­ოდ­ში ძი­რი­თა­დად ვცდი­ლობ წვნი­ა­ნე­ბი მო­ვამ­ზა­დო. ამას ორი მი­ზე­ზი აქვს. ჯერ ერთი ძა­ლი­ან კარ­გია ორ­გა­ნიზ­მის­თვის, და იმუ­ნი­ტე­ტის­თვის, მე­ო­რე ნაკ­ლებ კა­ლო­რი­უ­ლია და თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას რომ ერთი ოთხი­დან მე­ო­რე­ში სე­ირ­ნო­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით გა­სუ­ქე­ბაც ნაკ­ლე­ბად გვე­მუქ­რე­ბა. ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ბოლო აღ­მო­ჩე­ნაა სტა­ფი­ლოს და ჭარხლის ცივი სუპი. სე­ზო­ნუ­რიც არის, ჯან­სა­ღიც, ბევრ ვი­ტა­მინ­საც შე­ი­ცავს და თან სა­ოც­რად გემ­რი­ე­ლია.

ჩემი ვახ­შმის ვა­რი­ან­ტე­ბი:

რო­გორც წესი მე და ჩემი მე­უღ­ლე ვახ­შამს იშ­ვი­ა­თად მი­ვირ­თმევთ. მხო­ლოდ ჩაით და რა­ი­მე მი­სა­ყო­ლებ­ლით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით. თუმ­ცა ბავ­შვე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად ვამ­ზა­დებ რა­ი­მე მარ­ტივ ვახ­შამს.

  1. ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ვახ­შმად პელ­მე­ნის ან ვა­რე­ნი­კის მირ­თმე­ვა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ ჩე­მით გა­ვა­კე­თო, თუმ­ცა თუ მე­ზა­რე­ბა ან დრო არ მაქვს „მზა­რე­უ­ლის“ პრო­დუქ­ცია შე­უც­ვლე­ლია ამ დროს, თან ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის აქვთ ხორ­ცის, ყვე­ლის, ხა­ჭოს, სო­კოს, კარ­ტო­ფი­ლის;

2. სო­სი­სი (მო­ხარ­შუ­ლი ან შემ­წვა­რი) გარ­ნირ­თან ერ­თად. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შე­ფუ­თულ პრო­დუქ­ცი­ას. ამი­ტომ მეც „ნი­კო­რას“ სო­სი­სებს და­ცუ­ლი შე­ფუთ­ვე­ბით ვყი­დუ­ლობ ყო­ველ­თვის.

დღის მან­ძილ­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ირ­თვით ხილი და ბოსტნე­უ­ლი. ის მხნე­ო­ბას შეგ­მა­ტებთ და იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­საც და­ეხ­მა­რე­ბა. სვით ბევ­რი წყა­ლი და და­ი­ცა­ვით ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი.

რო­გორ გა­ვარ­თოთ ბავ­შვე­ბი სახ­ლში:

  • ითა­მა­შეთ სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი (კა­მათ­ლით და „ფიშ­კე­ბით“, სა­აზ­როვ­ნო თა­მა­შე­ბი, ლოტო, დო­მი­ნო და ა.შ.)
  • აა­წყვეთ პაზ­ლი;
  • და­კავ­დით რა­ი­მე ხელ­საქ­მით (ხატ­ვა, ძერ­წვა, გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბი და ა.შ.);
  • ფილ­მე­ბის, მულ­ტფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა,
  • კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი (მთა­ვა­რია დრო შე­ზღუ­დოთ);
  • მო­ა­წყვეთ სა­ხა­ლი­სო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი;
  • მა­გი­დის ქვეშ მო­უ­წყვეთ ბავ­შვებს კა­რა­ვი.
  • ჩა­მო­უ­წე­რეთ მათ დღის რე­ჟი­მი.

ასე ბევ­რად გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ ცხოვ­რე­ბა იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში. მე კი გამ­ძლე­ო­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ახალი რეალობა: როგორ მოვასწროთ ყველაფერი იზოლაციაში ყოფნისას ისე, რომ არ გავგიჟდეთ

ახალი რეალობა: როგორ მოვასწროთ ყველაფერი იზოლაციაში ყოფნისას ისე, რომ არ გავგიჟდეთ

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ერთ დღესაც სულ სხვა რეალობაში გაიღვიძო და თავი ფილმის გმირად წარმოიდგინო. მართალია, ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა ფილმები პოსტაპოკალიფსზე, პანდემიასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღესაც ჩემი ცხოვრება ასეთი ფილმის სიუჟეტს დაემსგავსებოდა.

კორონავირუსმა კაცობრიობა კარანტინში მოგვაქცია. ცხოვრების გიჟური რიტმიდან გამომდინარე, დაგვავიწყდა, როგორია სახლში ყოფნა. აქამდე, ჩემი დღის რუტინა სხვანაირი იყო: ჯერ სამსახურში მივდიოდი, სამსახურიდან უბნის სუპერმარკეტ „ნიკორაში“, იქედან კი პარკებით დატვირთული სახლში. ახლა სამსახური სახლში მაქვს და მარტო „ნიკორაში“ თუ ჩავალ, სადაც პერსონალი ღიმილთან ერთად უკვე ანტისეპტიკით და ერთჯერადი რეზინის ხელთათმანებით მხვდება. ბევრი პარკის წამოღებასაც ვერიდები, მეზობლებმა რომ არ იფიქრონ პანიკაში ვარ.

დისტანციური მუშაობა არც ისე მარტივია, როცა სახლში მცირეწლოვანი შვილები გყავს. ერთდროულად მუშაობა, ბავშვების მოვლა და სახლის საქმის კეთება თითქმის გმირობის ტოლფასია და სულაც არ გამიკვირდება, თუ ერთ დღესაც საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმენ:

- სამშვილიანმა დედამ, კარანტინში ყოფნის მეხუთე დღეს კორონავირუსის ვაქცინა გამოიგონა!

ჩემი სახლი ერთდროულად ჩემი და ჩემი მეუღლის სამსახურებიცაა და ჩვენი შვილების სკოლაც. აქეთ ონლაინ თათბირი, იქით ონლაინ სკოლა. ლანჩი სამზარეულოში... გამოგიტყდებით, ახალ რეჟიმზე ადაპტირება პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა. მესამე დღეს მივხვდი, რომ დრო სწორად უნდა გამენაწილებინა და შეძლებისდაგვარად, სახლის რუტინაც გამემარტივებინა.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გთავაზობთ საჭირო რეკომენდაციებს, თუ როგორ გადაანაწილოთ სწორად დრო, იმუშავოთ ეფექტურად, მიხედოთ ბავშვებს, მოამზადოთ საჭმელი და ამ ყველაფერთან ერთად არ გაგიჟდეთ!

რჩევები დედებს, დისტანციური მუშაობისთვის:

  • გაიღვიძეთ ჩვეულებისამებრ იმ დროს, როგორც იღვიძებდით სამსახურში წასვლისას.
  • გამოყავით სამუშაო ადგილი დასასვენებელი ადგილისგან.
  • ბავშვებს თავისი სათამაშო/სამეცადინო ადგილი მიუჩინეთ.
  • დაგეგმეთ ვირტუალური ყავის შესვენება.
  • სწორად გადაანაწილეთ „შესვენებები“.
  • დღეში 10-15 წუთი წაივარჯიშეთ. მაგალითად, მსუბუქი გაწელვების და იოგის სახით. შეგიძლიათ ვარჯიშში ბავშვებიც აიყოლიოთ. შეეჯიბრეთ ერთმანეთს აზიდვებში.
  • კომფორტული სკამი, მაგიდა და შედარებით წყნარი ოთახი დაგეხმარებათ სამსახურზე კონცენტრირებაში.
  • ჩანიშნეთ სპეციფიკური სამუშაო საათები.
  • ბავშვებთან ყოფნის დრო მეუღლესთან ერთად გაინაწილეთ.
  • საღამოს მოაწყვეთ კინოჩვენება. ჩართეთ ფილმი, მოამზადეთ მსუბუქი წასახემსებელი და ოჯახთან ერთად განიტვირთეთ.

რჩევები, რომლებიც სამზარეულოში გამოგადგებათ:

დილა-საღამოს მოამზადეთ მსუბუქი საუზმე და ვახშამი. გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციურად მუშაობა მიწევს და საუზმის მომზადებისთვის ბევრი დრო არ მაქვს, გამოსავალი მარტივად მოვძებნე. დილით და საღამოს საჭმლის კეთებაში მინიმალურ დროს ვხარჯავ.

ჩემი საუზმის ვარიანტები:

  • რძე და სიმინდის ფანტელი; ჩემი შვილების საყვარელი საუზმეა, თუმცა მე რძე არ მიყვარს ამიტომ ძირითადად შვრიის ფანტელს მივირთმევ.

  • სენდვიჩები - ყოველდღე სხვადასხვა ინგრედიენტებით სენდვიჩების მომზადება ბავშვებთან ერთდ საკმაოდ სახალისოც არის, თან ნოყიერი საუზმეც გამოდის. ჩემ შვილებს, ბევრი ნაცადი ვარიანტიდან, ყველაზე მეტად მდნარი ყველის და „ქათმის შაშხის“ კომბინაციის სენდვიჩი უყვართ.
  • ჩაი და კექსი. ჩაი გემრიელთან ერთად სასარგებლოც არის განსაკუთრებით ვირუსების პერიოდში. ამიტომ არა მხოლოდ დილით, საღამოსაც აუცილებლად ვაკეთებ ლიმნიან ჩაის მთელი ოჯახისთვის.
  • „ყიყლიყო“ - მთელი ოჯახისთვის საყვარელი საუზმეა.

ჩემი სადილის ვარიანტები:

სადილად ამ პერიოდში ძირითადად ვცდილობ წვნიანები მოვამზადო. ამას ორი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, და იმუნიტეტისთვის, მეორე ნაკლებ კალორიულია და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ერთი ოთხიდან მეორეში სეირნობით შემოვიფარგლებით გასუქებაც ნაკლებად გვემუქრება. ჩემი და ჩემი ოჯახის ბოლო აღმოჩენაა სტაფილოს და ჭარხლის ცივი სუპი. სეზონურიც არის, ჯანსაღიც, ბევრ ვიტამინსაც შეიცავს და თან საოცრად გემრიელია.

ჩემი ვახშმის ვარიანტები:

როგორც წესი მე და ჩემი მეუღლე ვახშამს იშვიათად მივირთმევთ. მხოლოდ ჩაით და რაიმე მისაყოლებლით შემოვიფარგლებით. თუმცა ბავშვებისთვის აუცილებლად ვამზადებ რაიმე მარტივ ვახშამს.

  1. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ვახშმად პელმენის ან ვარენიკის მირთმევა. ყოველთვის ვცდილობ ჩემით გავაკეთო, თუმცა თუ მეზარება ან დრო არ მაქვს „მზარეულის“ პროდუქცია შეუცვლელია ამ დროს, თან ყველა სახეობის აქვთ ხორცის, ყველის, ხაჭოს, სოკოს, კარტოფილის;

2. სოსისი (მოხარშული ან შემწვარი) გარნირთან ერთად. როგორც ექიმები ამბობენ, ვირუსის გავრცელების პერიოდში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შეფუთულ პროდუქციას. ამიტომ მეც „ნიკორას“ სოსისებს დაცული შეფუთვებით ვყიდულობ ყოველთვის.

დღის მანძილზე, აუცილებლად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. ის მხნეობას შეგმატებთ და იმუნიტეტის გაძლიერებასაც დაეხმარება. სვით ბევრი წყალი და დაიცავით ჰიგიენის წესები.

როგორ გავართოთ ბავშვები სახლში:

  • ითამაშეთ სამაგიდო თამაშები (კამათლით და „ფიშკებით“, სააზროვნო თამაშები, ლოტო, დომინო და ა.შ.)
  • ააწყვეთ პაზლი;
  • დაკავდით რაიმე ხელსაქმით (ხატვა, ძერწვა, გასაფერადებლები და ა.შ.);
  • ფილმების, მულტფილმების ყურება,
  • კომპიუტერული თამაშები (მთავარია დრო შეზღუდოთ);
  • მოაწყვეთ სახალისო შეჯიბრებები;
  • მაგიდის ქვეშ მოუწყვეთ ბავშვებს კარავი.
  • ჩამოუწერეთ მათ დღის რეჟიმი.

ასე ბევრად გაგიმარტივდებათ ცხოვრება იზოლაციის პერიოდში. მე კი გამძლეობას და ჯანმრთელობას გისურვებთ!

შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?

სერვისები, რომლებიც სახლიდან მუშაობის პროცესში დაგეხმარებათ

Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა“