მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან" - პაატა იმნაძე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებზე
"ეს 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან" - პაატა იმნაძე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ახა­ლი კლას­ტე­რი არ არის, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც იმ­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­სა­წე­რად რამ­დე­ნი­მე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ემ­ზა­დე­ბა.

„გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ არის ისევ და ისვე ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მარ­ნე­უ­ლი­და­ნაა გად­მოყ­ვა­ნი­ლი. კი­დევ არის რამ­დე­ნი­მე სა­ყუ­რა­დღე­ბო ავად­მყო­ფი, და­ნარ­ჩე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და ემ­ზა­დე­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი გა­წე­რი­სათ­ვის.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ არ­ცერ­თი და­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლინ­და, ახა­ლი კლას­ტე­რე­ბი არ არის. ეს არის 4 ადა­მი­ა­ნი მარ­ნე­უ­ლი­დან, იმ ქალ­ბა­ტო­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თბი­ლის­შია ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი, ანუ ეს გახ­ლავთ ძა­ლი­ან ახლო და მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბი. გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა ასე­ვე მარ­ნე­ულ­ში სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში - „ჯე­ოჰოს­პი­ტალსში“ იყ­ვნენ, სა­დაც ეს ქალ­ბა­ტო­ნი იწვა. ასე­ვე გა­მოკ­ვლე­უ­ლია „ჯე­ოს­პი­ტალ­სის“ პერ­სო­ნა­ლი. ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ამ ეტაპ­ზე ისი­ნი ყვე­ლა­ნი უარ­ყო­ფი­თე­ბი არი­ან. ტეს­ტი­რე­ბა ბევრ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და და ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თია“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გურ­ჯა­ა­ნი­დან თბი­ლის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბით 2 მა­მა­კა­ცი და 1 ბავ­შვი გად­მო­იყ­ვა­ნეს. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის და სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სე­ზო­ნი ჯერ არ გა­სუ­ლა.

„დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რავ ადა­მი­ანს აქვს გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი. რას ნიშ­ნავს კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს? დღეს არის გრი­პის და სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სე­ზო­ნი. არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა ეს სე­ზო­ნი ჯერ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს და ვი­საც წა­მო­ახ­ვე­ლებს, ყვე­ლა­ზე თუ ვი­ფიქ­რეთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს, ეს არის პა­ნი­კის და­თეს­ვის მცდე­ლო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე გაზ­რდი­ლია იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნავ­რი­უ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის შე­მოს­ვლა ხდე­ბა.

„უკვე ფიქ­სირ­დე­ბა თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. და­ე­მა­ტა აშშ-დან შე­მო­ტა­ნილ კლას­ტერ­ში შემ­თხვე­ვე­ბი. შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გე­ოგ­რა­ფია საკ­მა­ოდ გა­ფარ­თოვ­და და ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა კონ­ტრო­ლის ქვეშ არის,“ - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

იმ­ნა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასვე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ იზ­რდე­ბა ე.წ. რო­მა­ნო­ვე­ბის კლას­ტე­რით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თვით­მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დებ­ზე, მათ შო­რის ჰო­მე­ო­პა­თი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, ნუ იქ­ნე­ბა ამის იმედ­ზე.

„ვი­საც გვჯე­რა გაგ­ვა­ტა­რე­თო, შე­იძ­ლე­ბა მი­თხრათ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ იქ­ნე­ბით იმის იმედ­ზე, რომ და­გი­ცავთ რა­ღაც ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ერთი წუ­თით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვენ­ზე ნაკ­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ იტა­ლი­ას, ეს­პა­ნეთს, საფ­რან­გეთს, გერ­მა­ნი­ას და ა.შ. ? ეს რომ წა­მა­ლი იყოს და შვე­ლო­დეს, წა­იყ­ვან­დნენ მას თა­ვის პატ­რო­ნი­ა­ნად და იქ გა­მო­აშ­ვე­ბი­ნებ­დნენ ამ წა­მალს, რომ გა­და­არ­ჩი­ნონ ის ქვეყ­ნე­ბი, ხომ? წა­ვიდ­ნენ და და­ეხ­მა­რონ იმ ქვეყ­ნებს, ცო­დო­ე­ბი არი­ან. ჩვენ კარ­გად ვართ“ , - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან" - პაატა იმნაძე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებზე

"ეს 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან" - პაატა იმნაძე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები ახალი კლასტერი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც იმნაძე აღნიშნავს, საავადმყოფოდან გასაწერად რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი ემზადება.

„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისვე ერთი ქალბატონი, რომელიც მარნეულიდანაა გადმოყვანილი. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის. ეს არის 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზირებული, ანუ ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლეული იქნა ასევე მარნეულში სხვა პაციენტებიც, რომლებიც იმ საავადმყოფოში - „ჯეოჰოსპიტალსში“ იყვნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა. ასევე გამოკვლეულია „ჯეოსპიტალსის“ პერსონალი. ტესტირების შედეგად, ამ ეტაპზე ისინი ყველანი უარყოფითები არიან. ტესტირება ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ყველა უარყოფითია“, - განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გურჯაანიდან თბილისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 2 მამაკაცი და 1 ბავშვი გადმოიყვანეს. მისი თქმით, საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი ჯერ არ გასულა.

„დღეს საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს გაციების სიმპტომები. რას ნიშნავს კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს? დღეს არის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი. არ დამთავრებულა ეს სეზონი ჯერ. საქართველოში ვისაც ტემპერატურა აქვს და ვისაც წამოახველებს, ყველაზე თუ ვიფიქრეთ, რომ კორონავირუსი აქვს, ეს არის პანიკის დათესვის მცდელობა,“ - განაცხადა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაზრდილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში კორონავრიუსით ინფიცირების შემთხვევების შემოსვლა ხდება.

„უკვე ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. დაემატა აშშ-დან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები. შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა და ჯერჯერობით ყველა კონტროლის ქვეშ არის,“ - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე გამოეხმაურა ასვე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იზრდება ე.წ. რომანოვების კლასტერით ინფიცირებულთა რიცხვი. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას თვითმკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის ჰომეოპათიურ საშუალებებზე, პაატა იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ იქნება ამის იმედზე.

„ვისაც გვჯერა გაგვატარეთო, შეიძლება მითხრათ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ დაგიცავთ რაღაც ისეთი საშუალებები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ა.შ. ? ეს რომ წამალი იყოს და შველოდეს, წაიყვანდნენ მას თავის პატრონიანად და იქ გამოაშვებინებდნენ ამ წამალს, რომ გადაარჩინონ ის ქვეყნები, ხომ? წავიდნენ და დაეხმარონ იმ ქვეყნებს, ცოდოები არიან. ჩვენ კარგად ვართ“ , - განაცხადა იმნაძემ.

"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

LIVE: რა ბედი ელის ოლიმპიურ თამაშებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში?

"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს