მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი წიგნების წაკითხვა სჯობს თვითიზოლაციის პერიოდში
როგორი წიგნების წაკითხვა სჯობს თვითიზოლაციის პერიოდში

თუ სახ­ლში გი­წევთ ყოფ­ნა და არ იცით, რა აკე­თოთ, კი­თხვა დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. თუმ­ცა ამ დროს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რას წა­ი­კი­თხვათ. რთულ პე­რი­ო­დებ­ში, ხში­რად, მკი­თხვე­ლე­ბი ისეთ ლი­ტე­რა­ტუ­რას ირ­ჩე­ვენ, რო­მე­ლიც, ასე­ვე, სირ­თუ­ლე­ებ­სა და გა­სა­ჭირ­ზე მოგ­ვი­თხრობს. რე­ა­ლუ­რად კი ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ამ პე­რი­ოდ­ში, შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ სა­კი­თხავს მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის დრო­ე­ბით და­ვი­წყე­ბა­ში.

ჩვენ გირ­ჩევთ რო­მა­ნებს, რომ­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდს შე­გიმ­სუ­ბუ­ქებთ:

ჯეინ ოს­ტი­ნის „გო­ნე­ბა და გრძნო­ბა“

ორი და, ორი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი: ერთი მხრივ, მშვი­დი და წინ­და­ხე­დუ­ლი ელი­ნო­რი, რომ­ლის ხვედ­რი სხვა­თა ნუ­გე­შის­ცე­მაა, მე­ო­რე მხრივ კი, მგრძნო­ბი­ა­რე და იმ­პულ­სუ­რი მა­რი­ა­ნა. დიდი ტკი­ვი­ლი­სა და მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლის შემ­დეგ რწმუნ­დე­ბი­ან დები, რომ გრძნო­ბა მხო­ლოდ საღ აზ­რთან ერ­თად იძ­ლე­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბის შანსს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­შიც ფული და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი ბა­ტო­ნობს. სწო­რედ ორი დის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს ჯეინ ოს­ტი­ნის პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნი "გო­ნე­ბა და გრძნო­ბა".

ჯილ სან­ტო­პო­ლოს „და­კარ­გუ­ლი სი­ნათ­ლე“

ორი სი­ცო­ცხლე. ორი სიყ­ვა­რუ­ლი. ერთი არ­ჩე­ვა­ნი. ლუსი და გები ერ­თმა­ნეთს 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერსს შეხ­ვდნენ და ამ სა­ბე­დის­წე­რო დღემ მათი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა. ორი­ვეს სურს რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე აკე­თოს და არც ერთი მათ­გა­ნი არ აპი­რებს კა­რი­ე­რა­ზე უა­რის თქმას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. გზე­ბი გა­ი­ყო - გე­ი­ბი აღ­მო­სავ­ლე­თის ცხელ წერ­ტილ­ში ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟებ­ზე მუ­შა­ობს, ლუ­ი­სი - ნიუ-იორკში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მის ავ­ტო­რია...

ელიფ შა­ფა­ქის „სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი“

თურ­ქი მწე­რა­ლი ელიფ შა­ფა­ქი და­ი­ბა­და 1971 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ სტრას­ბურ­გში, დიპ­ლო­მა­ტე­ბის ოჯახ­ში. და­ამ­თავ­რა ან­კა­რის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ცხოვ­რობს ამე­რი­კა­სა და თურ­ქეთ­ში. მშობ­ლი­უ­რი თურ­ქუ­ლის გარ­და, წერს ინ­გლი­სუ­რად. თა­ნამ­შრომ­ლობს ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ პრე­სას­თან. მის­მა რო­მა­ნებ­მა დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა მთელს მსოფ­ლი­ო­ში. რო­მა­ნი "სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი” ინ­გლი­სუ­რად და­წე­რილ მის სამ რო­მან­თა­გან ერთ-ერ­თია. თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კე­ლი ქა­ლის ერ­თფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბა­ში ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მო­იჭ­რე­ბა ორი სა­ო­ცა­რი და სა­ოც­ნე­ბო სამ­ყა­რო: სიყ­ვა­რუ­ლი და ... აღ­მო­სავ­ლე­თი!

ჯეინ ოს­ტი­ნის „ამ­პარ­ტავ­ნო­ბა და ამო­ჩე­მე­ბა“

...ტე­რა­სე­ბით მდი­ნა­რის­კენ და­ეშ­ვნენ; ელი­ზა­ბე­თი შებ­რუნ­და და ერთხელ კი­დევ შე­ავ­ლო იქა­უ­რო­ბას თვა­ლი... თავ­ლე­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ამ სახ­ლის პატ­რო­ნი გა­მოჩ­ნდა. ერ­თმა­ნე­თის­გან ოცი­ო­დე იარ­დში იდ­გნენ; მისი გა­მო­ჩე­ნა იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ თვალ­საც ვერ აა­რი­დებ­და კაცი. მათი თვა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდა; სა­ხე­ზე ალ­მუ­რი მო­ე­დოთ. დარ­სი შედ­გა და გა­ო­ცე­ბი­სა­გან წა­მით გაქ­ვავ­და, მაგ­რამ გონს მო­ე­გო, მათ­კენ გა­ე­მარ­თა და ელი­ზა­ბეთს სა­ლა­მი უთხრა...

ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის „ცდუ­ნე­ბა“

ხე­ლო­ვა­ნი გო­გო­ნა­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნი კა­ცის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ძლი­ერ ვნე­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ამ ორი ადა­მი­ა­ნი­დან ერ­თის­თვის მთა­ვა­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ძლი­ე­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბა, ხოლო მე­ო­რეს­თვის _ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი. რო­გო­რი გაგ­რძე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ასეთ სიყ­ვა­რულს? სას­წო­რის მე­ო­რე მხა­რეს კი არის ურ­თი­ერ­თო­ბა, დამ­ყა­რე­ბუ­ლი სუ­ლი­ერ სი­ახ­ლო­ვე­ზე, მზრუნ­ვე­ლო­ბა­სა და უან­გა­რო სიყ­ვა­რულ­ზე. ძა­ლი­ან რთუ­ლია, გა­ა­კე­თო სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი, ძნე­ლია, გა­უძ­ლო ცდუ­ნე­ბას...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორი წიგნების წაკითხვა სჯობს თვითიზოლაციის პერიოდში

როგორი წიგნების წაკითხვა სჯობს თვითიზოლაციის პერიოდში

თუ სახლში გიწევთ ყოფნა და არ იცით, რა აკეთოთ, კითხვა დროის სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას წაიკითხვათ. რთულ პერიოდებში, ხშირად, მკითხველები ისეთ ლიტერატურას ირჩევენ, რომელიც, ასევე, სირთულეებსა და გასაჭირზე მოგვითხრობს. რეალურად კი ფსიქოლოგები გვირჩევენ, ამ პერიოდში, შედარებით მსუბუქ საკითხავს მივანიჭოთ უპირატესობა. სასიყვარულო რომანები დაგეხმარებათ არსებული რეალობის დროებით დავიწყებაში.

ჩვენ გირჩევთ რომანებს, რომლებიც თვითიზოლაციის პერიოდს შეგიმსუბუქებთ:

ჯეინ ოსტინის „გონება და გრძნობა“

ორი და, ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი: ერთი მხრივ, მშვიდი და წინდახედული ელინორი, რომლის ხვედრი სხვათა ნუგეშისცემაა, მეორე მხრივ კი, მგრძნობიარე და იმპულსური მარიანა. დიდი ტკივილისა და მრავალი განსაცდელის შემდეგ რწმუნდებიან დები, რომ გრძნობა მხოლოდ საღ აზრთან ერთად იძლევა ბედნიერების შანსს საზოგადოებაში, რომელშიც ფული და სოციალური სტატუსი ბატონობს. სწორედ ორი დის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს ჯეინ ოსტინის პოპულარული რომანი "გონება და გრძნობა".

ჯილ სანტოპოლოს „დაკარგული სინათლე“

ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გები ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერსს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისათვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო - გეიბი აღმოსავლეთის ცხელ წერტილში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუისი - ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია...

ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“

თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. მისმა რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ... აღმოსავლეთი!

ჯეინ ოსტინის „ამპარტავნობა და ამოჩემება“

...ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე ალმური მოედოთ. დარსი შედგა და გაოცებისაგან წამით გაქვავდა, მაგრამ გონს მოეგო, მათკენ გაემართა და ელიზაბეთს სალამი უთხრა...

ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნება“

ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის _ საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას...

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა"

5 აუდიოწიგნი, რომლებიც თვითიზოლაციის დღეებს შეგიმსუბუქებთ

რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?