სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა
როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა

გა­მო­ცე­მა intellinews.com აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­ვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა­ზე. ბიზ­ნეს მე­დია გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, ევ­რა­ზი­ი­სა და აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ წერს, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გამო ვირუს­თან ბრძო­ლა­ში.

სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით - "რა­ტომ მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ წარ­მა­ტე­ბას, როცა და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი გა­მოწ­ვე­ვას ვერ უმკლავ­დე­ბი­ან?". შე­და­რე­ბუ­ლია ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­სურ­სე­ბი და კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი.

"რო­დე­საც ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­უ­კუ­ნის კრი­ზი­სია, სად ისურ­ვებ­დით ყოფ­ნას, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ ნი­დერ­ლან­დებ­ში?“ - სვამს კი­თხვას სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა და გა­ცი­ლე­ბით უკეთ ებ­რძვი­ან კო­რო­ნა­ვირუსს, ვიდ­რე უდი­დე­სი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში.

ავ­ტო­რი დას­ძენს, რომ ნი­დერ­ლან­დე­ბი ჯან­დაც­ვის გლო­ბა­ლუ­რი ინ­დექ­სით მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებს შო­რის მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის გა­მოწ­ვე­ვის­თვის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნი­დერ­ლან­დებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თსა და იმა­ვე დროს და­დას­ტურ­და - სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი დღით ადრე. ამ სტა­ტი­ის წე­რის მო­მენ­ტში კი სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ არის და ინ­ფი­ცი­რე­ბის მხო­ლოდ 43 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა.

ნი­დერ­ლან­დებ­ში კი COVID-19-ით 106 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი და 2994 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა. ჰო­ლან­დი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახლა ყვე­ლა ცდას უშე­დე­გოდ მი­იჩ­ნევს და და­ნებ­და. ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ქვე­ყა­ნა პრობ­ლე­მას ვერ უმკლავ­დე­ბა“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი იმ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეც წერს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად გა­ა­ტა­რა.

"რო­დე­საც კრი­ზი­სი და­ი­წყო, სა­ქარ­თვე­ლომ მკაც­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღო იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. ისი­ნი ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს მხო­ლოდ ტემ­პე­რა­ტუ­რას კი არ უმოწ­მებ­დნენ, არა­მედ იღებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სწავ­ლობ­დნენ დე­ტა­ლებს და ინი­შავ­დნენ კონ­ტაქ­ტებს, რათა და­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ და გა­ერ­კვი­ათ, ხომ არ გა­მო­იკ­ვე­თა სიმპტო­მე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იყო, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა სა­ზღვარ­ზე გა­მოვ­ლინ­და. ასე­ვე მი­უ­ხე­და­ვად ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში ზი­ა­ნი­სა, მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სეს ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში. მი­ი­ღეს პრო­აქ­ტი­უ­რი ზო­მე­ბი სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის და­სა­ცა­ვად იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე, ვიდ­რე ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. მთავ­რო­ბამ ასე­ვე შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი, სა­დაც რე­გუ­ლა­რუ­ლად თავ­სე­ბა ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შე­სა­ხებ, ასე­ვე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ქარ­თვე­ლე­ბი ქე­ი­ფი­სა და ჩა­ხუ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ მათ­თვის დის­ტან­ცი­ის დაც­ვა არ არის ბუ­ნებ­რი­ვი, მაგ­რამ ვირუ­სის შიშ­მა ჩვე­ვე­ბის შეც­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა.

როცა ევ­რო­პა­ში კრი­ზი­სი გამ­წვავ­და, სა­ქარ­თვე­ლომ სა­ზღვრე­ბი ჩა­კე­ტა და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის და­სა­ცა­ვად მკაც­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღო, და­ი­კე­ტა რეს­ტორ­ნე­ბი, ბა­რე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი. მუ­შა­ო­ბენ მხო­ლოდ სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბი, ბან­კე­ბი, ბენ­ზინ გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი და სა­ფოს­ტო ოფი­სე­ბი“, - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ნი­დერ­ლან­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­აქ­ცი­ებ­ზეც გვიყ­ვე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლოს­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონ­ტრას­ტუ­ლი რე­აქ­ცია გა­მო­ავ­ლი­ნეს.

"რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და თით­ქმის არა­ნა­ი­რი ზომა არ მი­უ­ღი­ათ, ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლეს. მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, კო­რო­ნა­ვირუ­სის შეს­ვლის შან­სი ნული იყო, რად­გა­ნაც მათ არ ჰქონ­დათ პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი უხან­თან“ - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰა?
314

რომელ წარმატებას მიაღწია საქართველომ? ვაქცინა გამოიგონა, თუ ავადმყოფების რაოდენობა შემცირდა? 

ალექს
7

აი, მეექვსე კვირის პიკსაც თუ გავუმკლავდით , მაშინ ჰოო ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა

როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა

გამოცემა intellinews.com აქვეყნებს სტატიას, რომელშიც საუბარია კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით საქარველოს წარმატებაზე. ბიზნეს მედია გამოცემა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, ევრაზიისა და აფრიკის ქვეყნების სიახლეების შესახებ წერს, აღფრთოვანებას ვერ მალავს საქართველოს წინსვლის გამო ვირუსთან ბრძოლაში.

სტატიაში, სათაურით - "რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას, როცა დასავლური ქვეყნები გამოწვევას ვერ უმკლავდებიან?". შედარებულია ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს რესურსები და კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდები.

"როდესაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით საუკუნის კრიზისია, სად ისურვებდით ყოფნას, საქართველოში, თუ ნიდერლანდებში?“ - სვამს კითხვას სტატიის ავტორი და წერს, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და გაცილებით უკეთ ებრძვიან კორონავირუსს, ვიდრე უდიდესი შემოსავლის მქონე ევროპულ ქვეყანაში.

ავტორი დასძენს, რომ ნიდერლანდები ჯანდაცვის გლობალური ინდექსით მსოფლიოს ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს და მიუხედავად ამისა, ის გამოწვევისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.

"საქართველოსა და ნიდერლანდებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დადასტურდა - საქართველოში ერთი დღით ადრე. ამ სტატიის წერის მომენტში კი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ არის და ინფიცირების მხოლოდ 43 დადასტურებული შემთხვევაა.

ნიდერლანდებში კი COVID-19-ით 106 ადამიანია გარდაცვლილი და 2994 დადასტურებული შემთხვევაა. ჰოლანდიის ხელისუფლება ახლა ყველა ცდას უშედეგოდ მიიჩნევს და დანებდა. ძლიერი ეკონომიკის მიუხედავად, ქვეყანა პრობლემას ვერ უმკლავდება“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი იმ პრევენციულ ღონისძიებებზეც წერს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად გაატარა.

"როდესაც კრიზისი დაიწყო, საქართველომ მკაცრი ზომები მიიღო იმპორტირებული შემთხვევების გამოსავლენად. ისინი ქვეყანაში დაბრუნებულებს მხოლოდ ტემპერატურას კი არ უმოწმებდნენ, არამედ იღებდნენ ინფორმაციას, სწავლობდნენ დეტალებს და ინიშავდნენ კონტაქტებს, რათა დაკავშირებოდნენ და გაერკვიათ, ხომ არ გამოიკვეთა სიმპტომები.

ღონისძიებები იმდენად ეფექტური იყო, რომ ინფიცირების პირველი შემთხვევა საზღვარზე გამოვლინდა. ასევე მიუხედავად ტურიზმის სფეროში ზიანისა, მკაცრი შეზღუდვები დააწესეს ტურისტულ ზონებში. მიიღეს პროაქტიური ზომები საჯარო სივრცეებში ჰიგიენის ნორმების დასაცავად იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში. მთავრობამ ასევე შექმნა სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც რეგულარულად თავსება ახალი ინფორმაცია ინფიცირებულთა შესახებ, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

ქართველები ქეიფისა და ჩახუტების მოყვარულები არიან, ამიტომ მათთვის დისტანციის დაცვა არ არის ბუნებრივი, მაგრამ ვირუსის შიშმა ჩვევების შეცვლა განაპირობა.

როცა ევროპაში კრიზისი გამწვავდა, საქართველომ საზღვრები ჩაკეტა და სოციალური დისტანციის დასაცავად მკაცრი ზომები მიიღო, დაიკეტა რესტორნები, ბარები და მაღაზიები. მუშაობენ მხოლოდ სურსათის მაღაზიები, ბანკები, ბენზინ გასამართი სადგურები, აფთიაქები და საფოსტო ოფისები“, - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი ნიდერლანდების ხელისუფლების რეაქციებზეც გვიყვება და აღნიშნავს, რომ მათ საქართველოსგან აბსოლუტურად კონტრასტული რეაქცია გამოავლინეს.

"როდესაც კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა თითქმის არანაირი ზომა არ მიუღიათ, ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელეს. მთავრობის წარმომადგენლებიც ამბობდნენ, კორონავირუსის შესვლის შანსი ნული იყო, რადგანაც მათ არ ჰქონდათ პირდაპირი ფრენები უხანთან“ - ვკითხულობთ სტატიაში.

"ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია, სულიერო შვილებო მიიღეთ შემდეგი რჩევა..." - პატრიარქი მრევლს მიმართავს

10 წლის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ბათუმში კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა - "მშობელთან ერთად გადმოჰყავთ თბილისში"