მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავარჩიოთ პროფესია - ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს
როგორ ავარჩიოთ პროფესია - ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს

პრო­ფე­სი­ის სწო­რად არ­ჩე­ვა­ზე ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა კი გვი­წევს ისეთ ასაკ­ში, როცა სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჯერ კი­დევ არ გვაქვს ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ამ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებ­ლო­ბას მოს­დევს მშობ­ლე­ბი­სა და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვა და ხან­და­ხან იმედ­გაც­რუ­ე­ბა და სი­ნა­ნუ­ლი იმის გამო, რომ სა­კუ­თარ თავს არ მო­ვუს­მი­ნეთ.

ეს ერთ-ერთი ის­ტო­რი­აა იმ მრა­ვალ ამ­ბავს შო­რის, რო­მე­ლიც „ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მიერ შექ­მნილ და­ხუ­რულ ჯგუფ­ში იწე­რე­ბა, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ებს უზი­ა­რე­ბენ:

„ეს ის სა­კი­თხია, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მტკი­ვა და არ ვე­ხე­ბი, მაგ­რამ ჩემ­მა ის­ტო­რი­ამ შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლოს. ამი­ტომ გიყ­ვე­ბით.

ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სფე­რო, მაგ­რამ დიდი ზე­გავ­ლე­ნის შემ­დეგ, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ამირ­ჩი­ეს ისე, რომ არც ვი­ცო­დი და სა­ბუ­თე­ბიც თა­ვად შე­ი­ტა­ნეს. გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, თუმ­ცა ტყუ­ი­ლად, მა­ინც მო­მი­წია სწავ­ლა. მე არა­ფე­რი ვი­ცო­დი ისე გა­ა­კე­თეს. მე-10 კლა­სი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს სა­ბუ­თე­ბი და კო­ლე­ჯში შე­ი­ტა­ნეს.

და­ვას­რუ­ლე კო­ლე­ჯში სწავ­ლა და შემ­დეგ სხვის და­უხ­მა­რებ­ლად ჩა­ვა­ბა­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე, ვის­წავ­ლე მა­ინც, ახლა ერ­თერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვარ სტა­ჟი­ო­რი და შტატ­ში ჩას­მას ვე­ლო­დე­ბი. დიდი წვა­ლე­ბის მერე გა­ვი­ტა­ნე მა­ინც ჩემი.

თუმ­ცა წლე­ბი დამ­ჭირ­და... უკვე 31 წლის ვარ, . 3 წელი ვი­ყა­ვი კო­ლე­ჯში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას 28 წლი­დან ვსწავ­ლობ. სა­დაც რამე გა­მოჩ­ნდა ყველ­გან ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი , რომ ამეს­რუ­ლე­ბი­ნა ის ოც­ნე­ბა, რაც მქონ­და ბავ­შვო­ბი­დან. გა­სულ წელს და­ვამ­თავ­რეს­წავ­ლა, შემ­დეგ გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გე­ბი, დავ­ხვე­წე ეს პრო­ფე­სია ჩემ­ში. სამ შვილ­თან ერ­თად პრო­ფე­სი­ის აწყო­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ თუ რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და ენერ­გია არ უნდა და­ი­შუ­რო.“, - წერს ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი.

ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი ბევ­რია, თით­ქოს ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი, თუმ­ცა მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ნა­ნუ­ლი­სა და გუ­ლის­წყვე­ტის ამ­ბე­ბი, რო­მელ­საც ვე­რა­ვის უამ­ბო­ბენ-ხოლ­მე.

რამ­დე­ნად დი­დია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მშობ­ლე­ბის გავ­ლე­ნა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე და რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს პრო­ფე­სი­ის სხვი­სი გავ­ლე­ნით შერ­ჩე­ვამ? - ამის შე­სა­ხებ „კა­მა­რას“ ფსი­ქო­თე­რა­პევტ მერი გე­ლაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

რა დო­ზი­თაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მშობ­ლის ჩა­რე­ვა? რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა მის­ცეს და რა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მშობ­ლე­ბის მხრი­დან მის­თვის სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის აკ­რძალ­ვამ?

პრო­ფე­სია, რო­მელ­საც ვირ­ჩევთ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობს ჩვენს მო­მა­ვალ­ზე და ზო­გა­დად, გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ხში­რად სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას თა­ვი­სი დრო­ის უდი­დეს ნა­წილს უთ­მობს, ცხა­დია, მათ, გარ­და ფი­ნან­სუ­რი მხა­რი­სა, სურთ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო სამ­სა­ხუ­რი, რაც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში არ აქვთ-ხოლ­მე.

პრო­ფე­სია ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია. ის უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს სუ­ლი­ერ და ემო­ცი­ურ მდგო­მა­რო­ბა­ზე. მრა­ვა­ლი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ სწო­რად არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია ზრდის თვითრწმე­ნას, ამ­ცი­რებს ფი­ზი­კუ­რი, სო­მა­ტუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სიხ­ში­რეს.

არა­სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბა ინ­დი­ვიდს ძლი­ერ სტრე­სავს. მუდ­მივ სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნამ კი შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გორც ინ­ტერ­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი (შფოთ­ვა,დეპ­რე­სია,სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტი­ლო­ბა), აგ­რეთ­ვე ექ­სტერ­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი (აგ­რე­სი­უ­ლი,ოპო­ზი­ცი­ურ-დე­ვი­ა­ცი­უ­რი) სირ­თუ­ლე­ე­ბი.

მშობ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა მო­ზარდს არ­თმევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თა­ვად გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი, თა­ვად აი­ღოს პა­უ­ხის­მგებ­ლო­ბა, გახ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ეყ­რდნო­ბა და მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა. თუკი მშო­ბე­ლი მუდ­მი­ვად მის მა­გივ­რად წყვეტს ყვე­ლა­ფერს, მო­ზარდს ეჭვი ეპა­რე­ბა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და ზრდას­რუ­ლო­ბა­შიც სა­კუ­თა­რი თა­ვით მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლოა.

პრო­ფე­სი­ის იძუ­ლე­ბი­თი არ­ჩე­ვა, იწ­ვევს პი­როვ­ნე­ბის "იძუ­ლე­ბით’’ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას მო­ზარ­დე­ბი ახერ­ხე­ბენ თუ არა მშობ­ლე­ბის და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის და­ჟი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ონ?

ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ცე­სია. თუ მო­ზარ­დი გა­აც­ნო­ბი­ე­რებს თა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს, დარ­წმუნ­დე­ბა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სებს მათ, სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნებს სა­კუ­თარ კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ უნა­რებს მშობ­ლებ­თან და გა­რე­მოც­ვას­თან, ის მო­ა­ხერ­ხებს და­არ­წმუ­ნოს გა­რე­მოც­ვა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­ში. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ისიც, რომ სამ­წუ­ხა­როდ ეს ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა და მო­ზა­დე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ გავ­ლე­ნებს თავს ვერ აღ­წევს.

გა­და­ხე­დეთ თქვენ გა­რე­მოც­ვას და გა­ი­გებთ ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს -რამ­დენ­მა მო­ა­ხერ­ხა თქვე­ნი სა­მე­გობ­რო-სა­ნაც­ნო­ბო­დან ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა?

მო­ზარ­დე­ბის და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა დი­დია (მშობ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლას მხო­ლოდ მო­ზარ­დე­ბი არ გა­ნიც­დი­ან, ჩვენს მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ეს თით­ქმის ყვე­ლა ასაკ­ში ხდე­ბა). მშობ­ლე­ბის მხრი­დან გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბა, ხში­რად სა­ხელ­დე­ბა უგუ­ნე­ბო­ბის, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბის, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზეზ­თა შო­რის. თუმ­ცა, ასე­ვე ხში­რია მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან მერ­ყე­ო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დროს, რო­დე­საც მო­ზარ­დი მშობ­ლის ნე­ბას უპი­რო­ბოდ ემორ­ჩი­ლე­ბა, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ირი­დებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მას სხვებს აკის­რებს. არა­სა­ურ­ვე­ლი შე­დე­გის დად­გო­მი­სას კი სა­კუ­თარ წვლილს უმ­ნიშ­ვნე­ლოდ მი­იჩ­ნევს, რად­გან არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად არ გა­უ­კე­თე­ბია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ეხ­მა­რე­ბით ამ მო­ზარ­დებს? ვიცი, რომ კამ­პა­ნი­აც წა­მო­ი­წყეთ „ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“ ერ­თად, რო­მელ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნე­ბენ თვალს...

გარ­და იმი­სა, რომ „კა­მა­რა“ ამ პრობ­ლე­მით უამ­რავ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა, და­ვი­წყეთ „ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ჩა­ვერ­თეთ მათ კამ­პა­ნი­ა­ში - „შენ გა­და­წყვი­ტე“. კამ­პა­ნია მიზ­ნად ისა­ხავს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს არ­ჩე­ვა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, მო­ზარ­დე­ბი მი­ღე­ბენ ონ­ლა­ინ-კონ­სულ­ტა­ცი­ებს, მხარ­და­ჭე­რას ფსი­ქო­ლო­გის მხრი­დან. გა­იზ­რდე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მო­ზარ­დე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (არ­ჩე­ვა­ნის) როლს ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე. კამ­პა­ნია პო­ზი­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს მათ თვითრწმე­ნა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. და­ეხ­მა­რე­ბა, ემო­ცი­უ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდნენ ეროვ­ნულ გა­მოც­დებს.

რო­გორც „ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, კამ­პა­ნია „შენ გა­და­წყვი­ტე“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანო­ნი­მურ გვერ­დზე მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან და­ი­წყო. სტუ­დენ­ტმა უნი­ვერ­სი­ტეტს მის­წე­რა, რომ სურ­და, სხვა პრო­ფე­სია აერ­ჩია და „ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ ეს­წავ­ლა და არა იქ, სა­დაც მშობ­ლებ­მა ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნეს.

„ამ ის­ტო­რი­ამ გვა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ის არ ყო­ფი­ლი­ყო ერ­თა­დერ­თი, ვინც სას­წავ­ლე­ბელ­სა თუ პრო­ფე­სი­ას მშო­ბო­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ირ­ჩევს. ამ ში­ნა­არ­სის პოს­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­ში დავ­წე­რეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მა არა­ერთ ახალ­გაზ­რდას აქვს. ისიც გა­ირ­კვა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სხვე­ბის არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ აღ­წევს. ისი­ნი უმე­ტეს­წი­ლად პრო­ფე­სი­უ­ლად შე­უმ­დგარ­ნი არი­ან, ვერ ქმნი­ან ეკო­ნო­მი­კურ დოვ­ლათს, რად­გან მათი საქ­მი­ა­ნო­ბა გუ­ლი­დან არ მო­დის. რად­გა­ნაც ახალ­გაზ­რდო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სია, სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნი­ეთ მათ­თვის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცი­ის და­გეგ­მვას. სწო­რედ სტუ­დენ­ტის მიერ ანო­ნი­მუ­რად გა­მოგ­ზავ­ნილ­მა ის­ტო­რი­ამ გა­დაგ­ვა­წყვე­ტი­ნა, შეგ­ვექ­მნა ჯგუ­ფი, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ანთ ამ­ბებს ანო­ნი­მუ­რად გა­უ­ზი­ა­რებ­დნენ. მარ­თლაც შევ­ქმე­ნით ეს სივ­რცე, რო­მე­ლიც ბევრ აბი­ტუ­რი­ენტს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა“, - გან­გვი­მარ­ტა „ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გაგა ჩიხ­ლა­ძემ.

აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი რო­გორც ონ­ლა­ინ-ლექ­ცი­ებს, ისე სხვა და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­საც გეგ­მავს, რო­მე­ლიც კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფრო გაგა ჩიხ­ლა­ძე გვი­ამ­ბობ, რომ კამ­პა­ნი­ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნაც გა­და­წყვი­ტეს რათა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა გა­უ­ად­ვილ­დეთ, ხოლო სტუ­დენ­ტებ­მა მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ.

„ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ვა­კე­თეთ ანო­ნი­მუ­რი გვერ­დი, სა­დაც ისი­ნი პე­რი­ო­დუ­ლად ფა­რუ­ლად გვწე­რენ ისეთ რა­ღა­ცებს, რისი თქმაც პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა მო­ე­რი­დოთ. აქ ერთი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი მი­ვი­ღეთ, სა­დაც ავ­ტო­რი გვი­ზი­ა­რებ­და სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნ­დო­და ჩვენ­თან სწავ­ლა , მაგ­რამ მშობ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის გამო სხვა­გან ჩა­ა­ა­ბა­რა, სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე.

ამ ის­ტო­რი­ამ გვა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ის არ ყო­ფი­ლი­ყო ერ­თა­დერ­თი, ვინც სას­წავ­ლე­ბელ­სა თუ პრო­ფე­სი­ას მშო­ბო­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ირ­ჩევს. ამ ში­ნა­არ­სის პოს­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­ში დავ­წე­რეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მა არა­ერთ ახალ­გაზ­რდას აქვს. ისიც გა­ირ­კვა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სხვე­ბის არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ აღ­წევს. ისი­ნი უმე­ტეს­წი­ლად პრო­ფე­სი­უ­ლად შე­უმ­დგარ­ნი არი­ან, ვერ ქმნი­ან ეკო­ნო­მი­კურ დოვ­ლათს, რად­გან მათი საქ­მი­ა­ნო­ბა გუ­ლი­დან არ მო­დის“, - გვი­ამ­ბობს გაგა ჩიხ­ლა­ძე.

„შენ გა­და­წყვი­ტე“ მიზ­ნად ისა­ხავს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და­ა­ნა­ხოს, რომ თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ მათ ხელ­შია და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის ზე­გავ­ლე­ნით პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გა­უ­ჭირ­დე­ბათ. თუმ­ცა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა მხო­ლოდ სხვე­ბის გავ­ლე­ნით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არაა. ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა 17-18 წლის ასა­კის ადა­მი­ან­მა ზუს­ტად არ იცის რისი კე­თე­ბა უნდა სა­მო­მავ­ლოდ და მას მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მშო­ბე­ლი გა­ნუ­ზომ­ლად დიდ როლს თა­მა­შობს შვი­ლის კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მათი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ვე­რა­ფერს შეძ­ლე­ბენ.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ფსი­ქო­ლო­თე­რა­პი­ის სახლ „კა­მა­რას­თან“ ერ­თად, ონ­ლა­ინ-ლექ­ცი­ე­ბი და­ი­წყო, სა­დაც პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით თე­რა­პევ­ტი მერი გე­ლაშ­ვი­ლი ისა­უბ­რებს.

მერი გე­ლაშ­ვი­ლის თქმით, თუ მო­ზარ­დი გა­აც­ნო­ბი­ე­რებს თა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს, დარ­წმუნ­დე­ბა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სებს მათ, სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნებს სა­კუ­თარ კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ უნა­რებს მშობ­ლებ­თან და გა­რე­მოც­ვას­თან, ის მო­ა­ხერ­ხებს, გა­რე­მოც­ვა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­ში და­არ­წმუ­ნოს.

„აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ისიც, რომ სამ­წუ­ხა­როდ ეს ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა და მო­ზა­დე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ გა­ლე­ნებს თავს ვერ აღ­წევს. გა­და­ხე­დეთ თქვენ გა­რე­მოც­ვას და გა­ი­გებთ ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს -რამ­დენ­მა მო­ა­ხერ­ხა თქვე­ნი სა­მე­გობ­რო-სა­ნაც­ნო­ბო­დან ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა?.

სწო­რედ ამი­ტომ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში აგ­რეთ­ვე იგეგ­მე­ბა ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის წარ­მარ­თვა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მო­ზარ­დებ­თან. გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა რიგი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც კავ­შირ­შია პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის არ­ჩე­ვას­თან. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დროს პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა მო­ზარ­დე­ბის და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მხრი­დან დას­მულ შე­კი­თხვებს“, - აღ­ნიშ­ნა თე­რა­პევტმა.

კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მო­ზარ­დე­ბი მი­ღე­ბენ მხარ­და­ჭე­რას ფსი­ქო­ლო­გის მხრი­დან. გა­იზ­რდე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მო­ზარ­დე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (არ­ჩე­ვა­ნის) როლს ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე.

თე­რა­პევ­ტის შე­ფა­სე­ბით, „შენ გა­და­წყვი­ტე“ პო­ზი­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს მათ თვითრწმე­ნა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და და­ეხ­მა­რე­ბა მათ ემო­ცი­უ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდნენ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

როგორ ავარჩიოთ პროფესია - ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს

როგორ ავარჩიოთ პროფესია - ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს

პროფესიის სწორად არჩევაზე ხშირ შემთხვევაში, ჩვენი პირადი ბედნიერებაა დამოკიდებული. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კი გვიწევს ისეთ ასაკში, როცა საკუთარ მომავალზე შეხედულებები ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული. ამ ჩამოუყალიბებლობას მოსდევს მშობლებისა და გარშემომყოფების მოსაზრებების მიხედვით პროფესიის შერჩევა და ხანდახან იმედგაცრუება და სინანული იმის გამო, რომ საკუთარ თავს არ მოვუსმინეთ.

ეს ერთ-ერთი ისტორიაა იმ მრავალ ამბავს შორის, რომელიც „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მიერ შექმნილ დახურულ ჯგუფში იწერება, სადაც აბიტურიენტები და სტუდენტები ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს უზიარებენ:

„ეს ის საკითხია, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მტკივა და არ ვეხები, მაგრამ ჩემმა ისტორიამ შეიძლება სხვების ცხოვრება შეცვალოს. ამიტომ გიყვებით.

ღრმა ბავშვობიდან მინდოდა და მაინტერესებდა ჟურნალისტიკის სფერო, მაგრამ დიდი ზეგავლენის შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტი ამირჩიეს ისე, რომ არც ვიცოდი და საბუთებიც თავად შეიტანეს. გავაპროტესტე, თუმცა ტყუილად, მაინც მომიწია სწავლა. მე არაფერი ვიცოდი ისე გააკეთეს. მე-10 კლასიდან გამოიტანეს საბუთები და კოლეჯში შეიტანეს.

დავასრულე კოლეჯში სწავლა და შემდეგ სხვის დაუხმარებლად ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ვისწავლე მაინც, ახლა ერთერთ ტელევიზიაში ვარ სტაჟიორი და შტატში ჩასმას ველოდები. დიდი წვალების მერე გავიტანე მაინც ჩემი.

თუმცა წლები დამჭირდა... უკვე 31 წლის ვარ, . 3 წელი ვიყავი კოლეჯში, ჟურნალისტიკას 28 წლიდან ვსწავლობ. სადაც რამე გამოჩნდა ყველგან ვიყავი ჩართული , რომ ამესრულებინა ის ოცნება, რაც მქონდა ბავშვობიდან. გასულ წელს დავამთავრესწავლა, შემდეგ გავიარე ტრენინგები, დავხვეწე ეს პროფესია ჩემში. სამ შვილთან ერთად პროფესიის აწყობა რთულია, მაგრამ თუ რაღაც ძალიან გინდა ენერგია არ უნდა დაიშურო.“, - წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

ასეთი ისტორიები ბევრია, თითქოს ყველა ერთმანეთის მსგავსი, თუმცა მაინც განსხვავებული სინანულისა და გულისწყვეტის ამბები, რომელსაც ვერავის უამბობენ-ხოლმე.

რამდენად დიდია ჩვენს ქვეყანაში მშობლების გავლენა აბიტურიენტებზე და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს პროფესიის სხვისი გავლენით შერჩევამ? - ამის შესახებ „კამარას“ ფსიქოთერაპევტ მერი გელაშვილს ვესაუბრეთ:

რა დოზითაა რეკომენდებული მშობლის ჩარევა? რა რეკომენდაციები უნდა მისცეს და რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მშობლების მხრიდან მისთვის სასურველი პროფესიის არჩევის აკრძალვამ?

პროფესია, რომელსაც ვირჩევთ, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენს მომავალზე და ზოგადად, გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ზრდასრული ადამინების უმეტესობა, ხშირად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას თავისი დროის უდიდეს ნაწილს უთმობს, ცხადია, მათ, გარდა ფინანსური მხარისა, სურთ საინტერესო და სასიამოვნო სამსახური, რაც უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ-ხოლმე.

პროფესია ჩვენი იდენტობის ნაწილია. ის უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ და ემოციურ მდგომარობაზე. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ სწორად არჩეული პროფესია ზრდის თვითრწმენას, ამცირებს ფიზიკური, სომატური და ფსიქიკური სირთულეების გამოვლენის სიხშირეს.

არასაინტერესო საქმიანობა ინდივიდს ძლიერ სტრესავს. მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნამ კი შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც ინტერნალიზებული (შფოთვა,დეპრესია,საკუთარ თავში ჩაკეტილობა), აგრეთვე ექსტერნალიზებული (აგრესიული,ოპოზიციურ-დევიაციური) სირთულეები.

მშობლების მხრიდან ზეწოლა მოზარდს ართმევს შესაძლებლობას, თავად გააკეთოს არჩევანი, თავად აიღოს პაუხისმგებლობა, გახდეს დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და მუდმივად ვითარდება. თუკი მშობელი მუდმივად მის მაგივრად წყვეტს ყველაფერს, მოზარდს ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და ზრდასრულობაშიც საკუთარი თავით მუდმივად უკმაყოფილოა.

პროფესიის იძულებითი არჩევა, იწვევს პიროვნების ,,იძულებით’’ ჩამოყალიბებას.

სასურველი პროფესიის არჩევისას მოზარდები ახერხებენ თუ არა მშობლების და გარშემომყოფების დაჟინებულ მოთხოვნას წინააღმდეგობა გაუწიონ?

ეს ინდივიდუალური პროცესია. თუ მოზარდი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობებს, დარწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში და ადეკვატურად შეაფასებს მათ, სწორად გამოიყენებს საკუთარ კომუნიკაციურ უნარებს მშობლებთან და გარემოცვასთან, ის მოახერხებს დაარწმუნოს გარემოცვა საკუთარი არჩევანის სისწორეში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ ხდება და მოზადების დიდი ნაწილი ამ გავლენებს თავს ვერ აღწევს.

გადახედეთ თქვენ გარემოცვას და გაიგებთ ამ კითხვაზე პასუხს -რამდენმა მოახერხა თქვენი სამეგობრო-სანაცნობოდან ამ წინააღმდეგობის დაძლევა?

მოზარდების და აბიტურიენტების მომართვიანობა დიდია (მშობლების მხრიდან ზეწოლას მხოლოდ მოზარდები არ განიცდიან, ჩვენს მოცემულობაში ეს თითქმის ყველა ასაკში ხდება). მშობლების მხრიდან გავლენის მოხდენის მცდელობა, ხშირად სახელდება უგუნებობის, დაქვეითებული გუნება-განწყობილების, არაადეკვატური თვითშეფასების გამომწვევ მიზეზთა შორის. თუმცა, ასევე ხშირია მოზარდების მხრიდან მერყეობა პროფესიის არჩევის დროს, როდესაც მოზარდი მშობლის ნებას უპირობოდ ემორჩილება, გაუცნობიერებლად ირიდებს პასუხისმგებლობას და მას სხვებს აკისრებს. არასაურველი შედეგის დადგომისას კი საკუთარ წვლილს უმნიშვნელოდ მიიჩნევს, რადგან არჩევანი თავად არ გაუკეთებია.

საინტერესოა, როგორ ეხმარებით ამ მოზარდებს? ვიცი, რომ კამპანიაც წამოიწყეთ „ქუთაისის უნივერსიტეტთან“ ერთად, რომელსაც აბიტურიენტები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს...

გარდა იმისა, რომ „კამარა“ ამ პრობლემით უამრავ ადამიანს ეხმარება, დავიწყეთ „ქუთაისის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობა და ჩავერთეთ მათ კამპანიაში - „შენ გადაწყვიტე“. კამპანია მიზნად ისახავს, აბიტურიენტებს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებაში დაეხმაროს. კამპანიის ფარგლებში, მოზარდები მიღებენ ონლაინ-კონსულტაციებს, მხარდაჭერას ფსიქოლოგის მხრიდან. გაიზრდება ცნობიერება პროფესიის არჩევასთან მიმართებაში. მოზარდები გააცნობიერებენ საკუთარი პასუხისმგებლობის (არჩევანის) როლს ზრდასრული ცხოვრების საწყის ეტაპზე. კამპანია პოზიტიურად იმოქმედებს მათ თვითრწმენასა და მოტივაციაზე. დაეხმარება, ემოციურად მომზადებული შეხვდნენ ეროვნულ გამოცდებს.

როგორც „ქუთაისის უნივერსიტეტში“ განმარტავენ, კამპანია „შენ გადაწყვიტე“ სოციალურ ქსელში ანონიმურ გვერდზე მიღებული შეტყობინებიდან დაიწყო. სტუდენტმა უნივერსიტეტს მისწერა, რომ სურდა, სხვა პროფესია აერჩია და „ქუთაისის უნივერსიტეტში“ ესწავლა და არა იქ, სადაც მშობლებმა ჩააბარებინეს.

„ამ ისტორიამ გვაფიქრებინა, რომ შეიძლებოდა, ის არ ყოფილიყო ერთადერთი, ვინც სასწავლებელსა თუ პროფესიას მშობოლებისგან დამოუკიდებლად ვერ ირჩევს. ამ შინაარსის პოსტები რამდენიმე ჯგუფში დავწერეთ და აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემა არაერთ ახალგაზრდას აქვს. ისიც გაირკვა, რომ ასეთი ადამიანების ძირითადი ნაწილი სხვების არჩეულ პროფესიაში წარმატებას ვერ აღწევს. ისინი უმეტესწილად პროფესიულად შეუმდგარნი არიან, ვერ ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, რადგან მათი საქმიანობა გულიდან არ მოდის. რადგანაც ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნელოვანი ინტელექტუალური რესურსია, საჭიროდ მივიჩნიეთ მათთვის მხარდასაჭერი აქციის დაგეგმვას. სწორედ სტუდენტის მიერ ანონიმურად გამოგზავნილმა ისტორიამ გადაგვაწყვეტინა, შეგვექმნა ჯგუფი, სადაც აბიტურიენტები ერთმანეთს თავიანთ ამბებს ანონიმურად გაუზიარებდნენ. მართლაც შევქმენით ეს სივრცე, რომელიც ბევრ აბიტურიენტს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება“, - განგვიმარტა „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გაგა ჩიხლაძემ.

აქციის ფარგლებში უნივერსიტეტი როგორც ონლაინ-ლექციებს, ისე სხვა დამატებით აქტივობებსაც გეგმავს, რომელიც კამპანიის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.

„ქუთაისის უნივერსიტეტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრო გაგა ჩიხლაძე გვიამბობ, რომ კამპანიის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ჭრილში გადაყვანაც გადაწყვიტეს რათა აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთება გაუადვილდეთ, ხოლო სტუდენტებმა მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღონ.

„ჩვენი სტუდენტებისთვის სოციალურ ქსელში გავაკეთეთ ანონიმური გვერდი, სადაც ისინი პერიოდულად ფარულად გვწერენ ისეთ რაღაცებს, რისი თქმაც პირდაპირ შეიძლება მოერიდოთ. აქ ერთი ემოციური წერილი მივიღეთ, სადაც ავტორი გვიზიარებდა საკუთარ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდოდა ჩვენთან სწავლა , მაგრამ მშობლების დაჟინებული მოთხოვნის გამო სხვაგან ჩაააბარა, სხვა პროფესიაზე.

ამ ისტორიამ გვაფიქრებინა, რომ შეიძლებოდა, ის არ ყოფილიყო ერთადერთი, ვინც სასწავლებელსა თუ პროფესიას მშობოლებისგან დამოუკიდებლად ვერ ირჩევს. ამ შინაარსის პოსტები რამდენიმე ჯგუფში დავწერეთ და აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემა არაერთ ახალგაზრდას აქვს. ისიც გაირკვა, რომ ასეთი ადამიანების ძირითადი ნაწილი სხვების არჩეულ პროფესიაში წარმატებას ვერ აღწევს. ისინი უმეტესწილად პროფესიულად შეუმდგარნი არიან, ვერ ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, რადგან მათი საქმიანობა გულიდან არ მოდის“, - გვიამბობს გაგა ჩიხლაძე.

„შენ გადაწყვიტე“ მიზნად ისახავს, აბიტურიენტებს დაანახოს, რომ თავიანთი მომავალი მხოლოდ მათ ხელშია და გარშემომყოფების ზეგავლენით პროფესიის არჩევის შემთხვევაში, პროფესიონალებად ჩამოყალიბება და წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ. თუმცა პროფესიის არჩევისას დაშვებული შეცდომა მხოლოდ სხვების გავლენით გადაწყვეტილების მიღება არაა. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა 17-18 წლის ასაკის ადამიანმა ზუსტად არ იცის რისი კეთება უნდა სამომავლოდ და მას მშობლების მხარდაჭერა სჭირდება. სინამდვილეში, მშობელი განუზომლად დიდ როლს თამაშობს შვილის კარიერულ წინსვლაში და აბიტურიენტები მათი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს შეძლებენ.

კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტმა ფსიქოლოთერაპიის სახლ „კამარასთან“ ერთად, ონლაინ-ლექციები დაიწყო, სადაც პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით თერაპევტი მერი გელაშვილი ისაუბრებს.

მერი გელაშვილის თქმით, თუ მოზარდი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობებს, დარწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში და ადეკვატურად შეაფასებს მათ, სწორად გამოიყენებს საკუთარ კომუნიკაციურ უნარებს მშობლებთან და გარემოცვასთან, ის მოახერხებს, გარემოცვა საკუთარი არჩევანის სისწორეში დაარწმუნოს.

„აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ ხდება და მოზადების დიდი ნაწილი ამ გალენებს თავს ვერ აღწევს. გადახედეთ თქვენ გარემოცვას და გაიგებთ ამ კითხვაზე პასუხს -რამდენმა მოახერხა თქვენი სამეგობრო-სანაცნობოდან ამ წინააღმდეგობის დაძლევა?.

სწორედ ამიტომ კამპანიის ფარგლებში აგრეთვე იგეგმება ონლაინ კონსულტაციების წარმართვა აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მოზარდებთან. განხილული იქნება რიგი ფსიქოლოგიური საკითხებისა, რომლებიც კავშირშია პროფესიული საქმიანობის არჩევასთან. კონსულტაციების დროს პასუხი გაეცემა მოზარდების და აბიტურიენტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს“, - აღნიშნა თერაპევტმა.

კამპანიის მიმდინარეობისას, მოზარდები მიღებენ მხარდაჭერას ფსიქოლოგის მხრიდან. გაიზრდება ცნობიერება პროფესიის არჩევასთან მიმართებაში, მოზარდები გააცნობიერებენ საკუთარი პასუხისმგებლობის (არჩევანის) როლს ზრდასრული ცხოვრების საწყის ეტაპზე.

თერაპევტის შეფასებით, „შენ გადაწყვიტე“ პოზიტიურად იმოქმედებს მათ თვითრწმენასა და მოტივაციაზე და დაეხმარება მათ ემოციურად მომზადებული შეხვდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

R

შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?

სერვისები, რომლებიც სახლიდან მუშაობის პროცესში დაგეხმარებათ

Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა“