საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუგული მაღრაძის ინსტიტუტი ფსიქოლოგთა ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რომელიც კორონავირუსის გამო დასტრესილ ხალხს დაეხმარება
გუგული მაღრაძის ინსტიტუტი ფსიქოლოგთა ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რომელიც კორონავირუსის გამო დასტრესილ ხალხს დაეხმარება

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ოს­ნო­ბით, რომ­ლის დი­რექ­ტო­რი პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძეა, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­სამ­კლა­ვებ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ფსი­ქო­ლოგ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უფა­სო ფსი­ქო­ლო­გი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­უ­წევს იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით: შფოთ­ვა, იზო­ლა­ცი­ის შიში, ნევრვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და სხვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იქ­მნა "ფე­ის­ბუქ" გვერ­დი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, უფა­სო კონ­სულ­ტა­ცია მი­ი­ღონ ტე­ლე­ფო­ნის, ასე­ვე Skype-ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

"ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ სა­სარ­გებ­ლო, და­მამ­შვი­დე­ბელ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ას. ვფიქ­რობ, ასე­თი რამ სა­ჭი­როა, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა არ არის იმ­დე­ნად ძლი­ე­რი, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­უმკლავ­დეს იმ სტრე­სებს, რა­საც იწ­ვევს მსგავ­სი ვი­თა­რე­ბა. ამი­ტომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს ამ სტრე­სე­ბის მარ­თვა­სა და დაძ­ლე­ვა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გუგული მაღრაძის ინსტიტუტი ფსიქოლოგთა ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რომელიც კორონავირუსის გამო დასტრესილ ხალხს დაეხმარება

გუგული მაღრაძის ინსტიტუტი ფსიქოლოგთა ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რომელიც კორონავირუსის გამო დასტრესილ ხალხს დაეხმარება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით, რომლის დირექტორი პარლამენტის დეპუტატი, გუგული მაღრაძეა, კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან ფსიქოლოგიურად გასამკლავებლად ჩამოყალიბდა ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული ფსიქოლოგიური, ემოციური პრობლემები აქვთ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით: შფოთვა, იზოლაციის შიში, ნევრვული აშლილობა და სხვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამასთან დაკავშირებით შეიქმნა "ფეისბუქ" გვერდი. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასო კონსულტაცია მიიღონ ტელეფონის, ასევე Skype-ის საშუალებით.

"ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფში ჩართული არიან კვალიფიციური, სერთიფიცირებული, გამოცდილების მქონე ფსიქოლოგები, რომელთა დახმარებით მოქალაქეები მიიღებენ სასარგებლო, დამამშვიდებელ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას. ვფიქრობ, ასეთი რამ საჭიროა, რადგან ყველა ადამიანის ფსიქიკა არ არის იმდენად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს იმ სტრესებს, რასაც იწვევს მსგავსი ვითარება. ამიტომ კვალიფიციური ფსიქოლოგები დაეხმარებიან ადამიანებს ამ სტრესების მართვასა და დაძლევაში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ეროვნულ ბანკში შესული ფული ორი კვირით კარანტინში თავსდება

რა გავაკეთოთ სახლში ყოფნის დროს – სასარგებლო რჩევები

"4 პაციენტთან მოსალოდნელია გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი" - მარინა ეზუგბაია დაინფიცირებულების მდგომარეობაზე