მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაციენტებისთვის დამატებით 1500-მდე საწოლს ვამზადებთ - მინისტრი ინფიცირებულთა მოსალოდნელ ზრდასა და ე.წ. აგრესიულ ტესტირებაზე
პაციენტებისთვის დამატებით 1500-მდე საწოლს ვამზადებთ - მინისტრი ინფიცირებულთა მოსალოდნელ ზრდასა და ე.წ. აგრესიულ ტესტირებაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი - დღე­ი­სათ­ვის 500-ზე მეტი სა­წო­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად - ვამ­ზა­დებთ და­მა­ტე­ბით სა­წო­ლებს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 1000-დან 1500-მდე იქ­ნე­ბა

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად, და­მა­ტე­ბით 1000-დან 1500 სა­წო­ლამ­დე მზად­დე­ბა.

რო­გორც მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, დღე­ი­სათ­ვის პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად 500-ზე მეტი სა­წო­ლია მზად.

„დღეს­დღე­ო­ბით 500-ზე მეტ სა­წო­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად. ეს რამ­დე­ნი­მე ეტა­პად გვაქვს და­ყო­ფი­ლი: პირ­ველ ეტაპ­ზე, გარ­კვე­უ­ლი რი­ცხვის ზრდის შემ­თხვე­ვა­ში მი­ე­წო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ია მე­ო­რე ჯგუ­ფის ჰოს­პი­ტა­ლებს, სა­დაც ჩვენ გვაქვს რე­ზერ­ვი 700 სა­წო­ლი.

შემ­დეგ გვაქვს მე­სა­მე­უ­ლი დო­ნის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლე­ბი და მა­თაც აქვს რე­სურ­სი 700-800 სა­წო­ლი გა­მო­ყონ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად.

ასე­ვე, ჩვენ ვამ­ზა­დებთ უკვე და­მა­ტე­ბით სა­წო­ლებს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც იქ­ნე­ბა 1000-იდან 1500-მდე“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას ვა­რა­უ­დობს, რად­გან „სა­ქარ­თვე­ლოს 2000-მდე მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სხვა­დას­ხვა სა­რის­კო ქვე­ყა­ნა­ში, სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია“.

რო­გორც მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა სიფრ­თხლე და მო­ბი­ლი­ზე­ბა სა­ჭი­როა.

„მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ და­ვამ­შვი­დო, არ გვაქვს პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი. თუმ­ცა არ გვქონ­დეს პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ ნიშ­ნავს იმას, არ ვი­ყოთ ფრთხი­ლად, არ ვი­ყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი და არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია. ჩვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მივ­დი­ოთ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას, შე­ვას­რუ­ლოთ ისი­ნი მკაც­რად, და­ვიც­ვათ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, რათა ჩვენც სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ ექი­მებს. პროგ­ნო­ზი ეფუძ­ნე­ბა პირ­ველ რიგ­ში, იმ ფაქტს, რომ 2000-მდე ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სხვა­დას­ხვა სა­რის­კო ქვე­ყა­ნა­ში და ამ ეტაპ­ზე რის­კი მო­მა­ტე­ბუ­ლია ევ­რო­პა­ში სა­გან­გა­შოდ, არის სა­ქარ­თველ­ში, იმ­ყო­ფე­ბა სა­კა­რან­ტი­ნო და სა­ი­ზო­ლა­ციო ზო­ნებ­ში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ამ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, რა თქმა უნდა, ვე­ლო­დე­ბით რი­ცხვის ზრდას. ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რომ ჩვენ ვა­ცხა­დებთ კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბულ მზა­ო­ბას და ვემ­ზა­დე­ბით შემ­დე­გი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის­თვის, რის­თვი­საც გვინ­და ვი­ყოთ სრუ­ლი­ად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­ნის­ტრმა ე.წ. აგ­რე­სი­ულ ტეს­ტი­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, ტეს­ტე­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­წო­დე­ბე­ლია დღეს ბა­ზარ­ზე, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მათ არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

"ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტეს­ტე­ბის ხა­რის­ხი შე­მოწ­მდეს, იმის­თვის რომ გარ­კვე­უ­ლი გა­დაც­დო­მე­ბი არ ჰქონ­დეს, რისი შე­დე­გიც შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო აღ­მოჩ­ნდეს ჩვენ­თვის. და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ მთავ­რო­ბას აქვს სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ჩვენ გვინ­და, რომ დი­აგ­ნოს­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტშიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მკა­ფიო გეგ­მა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი გვქონ­დეს. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მარ­ტი­ვე­ბის გზით წას­ვლის უფ­ლე­ბა ჩვენ არ გვაქვს, ვი­ნა­ი­დან, აქ ჩვენ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე იმის, რომ და­დას­ტუ­რე­ბის ან არ­და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იყოს დიდი ცდო­მი­ლე­ბა. ჩვენ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ე­ვა­ში ვირ­ჩევთ ხა­რისხს და ეს არის ის მო­მენ­ტი, როცა ჩვენ­თვის უპირ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ე­ლო­ვა­ნე­სია ტეს­ტი­რე­ბის ხა­რის­ხი," - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

შოთა
0

ქალაბატონო ეკა, იქნებ ევექსისათვის აგეხსნათ, რომ თანამშრომლებსაც უნდათ საკვები, და ხელფასი ეგებ მოგვცენ დროულად. თვის დასაწყისიდან მეორე თემდე რომ გადაწიეს გაცემა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პაციენტებისთვის დამატებით 1500-მდე საწოლს ვამზადებთ - მინისტრი ინფიცირებულთა მოსალოდნელ ზრდასა და ე.წ. აგრესიულ ტესტირებაზე

პაციენტებისთვის დამატებით 1500-მდე საწოლს ვამზადებთ - მინისტრი ინფიცირებულთა მოსალოდნელ ზრდასა და ე.წ. აგრესიულ ტესტირებაზე

ჯანდაცვის მინისტრი - დღეისათვის 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული პაციენტების მისაღებად - ვამზადებთ დამატებით საწოლებს, რომელთა რაოდენობაც 1000-დან 1500-მდე იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის პაციენტების მისაღებად 500-ზე მეტი საწოლია მზად.

„დღესდღეობით 500-ზე მეტ საწოლია მობილიზებული პაციენტების მისაღებად. ეს რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაყოფილი: პირველ ეტაპზე, გარკვეული რიცხვის ზრდის შემთხვევაში მიეწოდება ინფორმაციია მეორე ჯგუფის ჰოსპიტალებს, სადაც ჩვენ გვაქვს რეზერვი 700 საწოლი.

შემდეგ გვაქვს მესამეული დონისთვის მომზადებული ჰოსპიტალები და მათაც აქვს რესურსი 700-800 საწოლი გამოყონ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად.

ასევე, ჩვენ ვამზადებთ უკვე დამატებით საწოლებს, რომელთა რაოდენობაც იქნება 1000-იდან 1500-მდე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობს, რადგან „საქართველოს 2000-მდე მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში, საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაშია“.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიფრთხლე და მობილიზება საჭიროა.

„მინდა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავამშვიდო, არ გვაქვს პანიკის საფუძველი. თუმცა არ გვქონდეს პანიკის საფუძველი არ ნიშნავს იმას, არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებულები და არ გავითვალისწინოთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული ყველა რეკომენდაცია. ჩვენთვის აუცილებელია მივდიოთ ყველა რეკომენდაციას, შევასრულოთ ისინი მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცირება, რათა ჩვენც სოლიდარობა გამოვუცხადოთ ექიმებს. პროგნოზი ეფუძნება პირველ რიგში, იმ ფაქტს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და ამ ეტაპზე რისკი მომატებულია ევროპაში საგანგაშოდ, არის საქართველში, იმყოფება საკარანტინო და საიზოლაციო ზონებში, თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ მოქალაქეებში, რა თქმა უნდა, ველოდებით რიცხვის ზრდას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის, რისთვისაც გვინდა ვიყოთ სრულიად მობილიზებულები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ე.წ. აგრესიულ ტესტირებაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ტესტების ძალიან ბევრი მომწოდებელია დღეს ბაზარზე, მაგრამ საქართველოს მათ არჩევასთან დაკავშირებით, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტესტების ხარისხი შემოწმდეს, იმისთვის რომ გარკვეული გადაცდომები არ ჰქონდეს, რისი შედეგიც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ჩვენთვის. და იქიდან გამომდინარე რომ მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული ადამიანების მკურნალობაზე, ჩვენ გვინდა, რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც მაქსიმალურად მკაფიო გეგმა და უმაღლესი ხარისხი გვქონდეს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. შესაბამისად, გამარტივების გზით წასვლის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ვინაიდან, აქ ჩვენ გვაქვს გარკვეული საფრთხე იმის, რომ დადასტურების ან არდადასტურების შემთხვევაში იყოს დიდი ცდომილება. ჩვენ ნებისმიერ შემთხვეევაში ვირჩევთ ხარისხს და ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენთვის უპირველესი და უმნიშვნეელოვანესია ტესტირების ხარისხი," - განაცხადა ტიკარაძემ.

პარლამენტში შესვლამდე, დეპუტატებს სიცხეს გაუზომავენ - შენობაში კონტროლი მკაცრდება

რას ნიშნავს და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - "ბოლოს, 2006 წელს გამოცხადდა აჭარის რეგიონში..."

"მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ" - გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს