სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი
მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი

კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­და, მსოფ­ლიო კი­დევ ერთი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლე­ბი საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია - ეს კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვაა, ასო­ბით მი­ლი­არ­დი კა­ლია აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მო­სა­ვალს ანად­გუ­რებს და კვე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს.

ბოლო ცნო­ბე­ბით, რე­გი­ონ­ში კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვის გამო, მო­სა­ვა­ლი ფაქ­ტო­ბირ­ვად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

პრობ­ლე­მა მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კას არ ეხე­ბა. კა­ლი­ე­ბის გუნ­დი სხვა ქვეყ­ნე­ბის­კენ მი­ი­წევს, ისი­ნი სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან და სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

FAO (გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) უდი­დეს საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო მე­დია და ადა­მი­ა­ნე­ბი ამ საფრ­თხეს ვერ ხე­და­ვენ, ზი­ა­ნი კი, შე­საძ­ლოა კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი მი­ვი­ღოთ.

გა­ე­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კას უპ­რე­ცენ­დენ­ტო საფრ­თხეს უქ­მნის სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­არ­სე­ბო წყა­როს თვალ­საზ­რი­სით. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, კე­ნი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კა­ლი­ე­ბის გუნ­დი ნიუ იორკზე სამ­ჯერ უფრო დიდ ად­გილს იკა­ვებს და ისი­ნი დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სამ­ყოფ საკ­ვებს ჭა­მენ.

კა­ლი­ე­ბი 2020 წელს სო­მა­ლის, ეთი­ო­პი­ას, სუ­დანს, კე­ნი­ას, უგან­დას უტე­ვენ და ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მათი რი­ცხვი 400-ჯერ გა­იზ­რდე­ბა.

კა­ლი­ე­ბის გუნ­დი უკვე გა­მოჩ­ნდა ირან­ში, ერაყ­ში და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ისი­ნი მალე თურ­ქეთ­ში იქ­ნე­ბი­ან. მათ­თან გამ­კლა­ვე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და გა­ე­რო მი­ლი­არ­დო­ბით თან­ხას ხარ­ჯავს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დე­გი არ არის.

გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FAO) გაფრ­თხი­ლე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ეს მწე­რე­ბი ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით ვრცელ­დე­ბი­ან და თუ დრო­ზე არ მოხ­და მათ­თან ბრძო­ლა, მათი რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, 500-ჯერ გა­ი­ზარ­დოს.

მა­გა­ლი­თად, 2003-2005 წლებ­ში და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის ზა­რალ­მა 2.5 მი­ლი­არ­დი შე­ად­გი­ნა, მაგ­რამ მა­შინ კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვის მას­შტა­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მცი­რე იყო. FAO-ს შე­ფა­სე­ბით, უდაბ­ნოს კა­ლია დე­და­მი­წა­ზე ყო­ვე­ლი მე­ა­თე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, რაც მას ყვე­ლა­ზე სა­შიშ მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მად აქ­ცევს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---
2

ხოდა, უდაბნოს უნდა მიეხედოს ეხლავე რომ არ გავრცელდეს.

!
0

მართლა მეორედ მოსვლაა თუ რა ხდება ვერ გავიგე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი

მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი

კორონავირუსის გარდა, მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც არანაკლები საფრთხისშემცველია - ეს კალიების შემოსევაა, ასობით მილიარდი კალია აღმოსავლეთ აფრიკაში მოსავალს ანადგურებს და კვების კუთხით არსებულ პრობლემებს, კიდევ უფრო ართულებს.

ბოლო ცნობებით, რეგიონში კალიების შემოსევის გამო, მოსავალი ფაქტობირვად განადგურებულია.

პრობლემა მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკას არ ეხება. კალიების გუნდი სხვა ქვეყნებისკენ მიიწევს, ისინი სწრაფად მრავლდებიან და სწრაფად გადაადგილდებიან.

FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) უდიდეს საფრთხეებზე საუბრობს, თუმცა კორონავირუსის გამო მედია და ადამიანები ამ საფრთხეს ვერ ხედავენ, ზიანი კი, შესაძლოა კორონავირუსზე გაცილებით მეტი მივიღოთ.

გაეროს ინფორმაციით, უდაბნოს კალიები აღმოსავლეთ აფრიკას უპრეცენდენტო საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროს თვალსაზრისით. ექსპერტების შეფასებით, კენიაში დაფიქსირებული კალიების გუნდი ნიუ იორკზე სამჯერ უფრო დიდ ადგილს იკავებს და ისინი დღეში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამენ.

კალიები 2020 წელს სომალის, ეთიოპიას, სუდანს, კენიას, უგანდას უტევენ და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი 400-ჯერ გაიზრდება.

კალიების გუნდი უკვე გამოჩნდა ირანში, ერაყში და მოსალოდნელია, რომ ისინი მალე თურქეთში იქნებიან. მათთან გამკლავება ძალიან რთულია და გაერო მილიარდობით თანხას ხარჯავს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ არის.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გაფრთხილებაში ვკითხულობთ, რომ ეს მწერები ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდებიან და თუ დროზე არ მოხდა მათთან ბრძოლა, მათი რაოდენობა შესაძლებელია, 500-ჯერ გაიზარდოს.

მაგალითად, 2003-2005 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ზარალმა 2.5 მილიარდი შეადგინა, მაგრამ მაშინ კალიების შემოსევის მასშტაბები გაცილებით მცირე იყო. FAO-ს შეფასებით, უდაბნოს კალია დედამიწაზე ყოველი მეათე ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რაც მას ყველაზე საშიშ მავნე ორგანიზმად აქცევს.

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი