მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება
მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო 20 მარ­ტი­დან გარ­კვე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბას დრო­ე­ბით აუქ­მებს.

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში უქ­მდე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დე­ბი.

"მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც და­ჯავ­შნი­ლი ჰქონ­დათ თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის თა­რი­ღი, გა­მოც­და­ზე გას­ვლა შე­ეძ­ლე­ბათ სერ­ვი­სე­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნი­დან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ვე ფი­ლი­ალ­ში, რი­გის და­ჯავ­შნის გა­რე­შე;

იმ პი­რებს, ვი­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვთ თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­და, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე გას­ვლა შე­ეძ­ლე­ბათ სერ­ვი­სე­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნი­დან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ასე­ვე უქ­მდე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­ცე­მულ ცნო­ბებს, ნა­სა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დი მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი წე­სით, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით (sa.gov.ge), დამ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მა მოხ­დე­ბა გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბი­სას მი­თი­თე­ბულ ფი­ლი­ალ­ში. ხოლო სხვა ცნო­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად, გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ლი­ა­ლებ­ში.

20 მარ­ტი­დან, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გან­ბა­ჟე­ბის, რე­ექ­სპორ­ტის, ექ­სპორ­ტის და რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ასე­ვე დრო­ე­ბით ვერ მოხ­დე­ბა ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის სერ­ვის ცენ­ტრე­ბის მიერ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა.

ამას­თან, კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, ნუ მი­მარ­თავთ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სერ­ვის ცენ­ტრებს, ხოლო მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში თავი შე­ი­კა­ვეთ გა­რე­შე პი­რე­ბის თან­ხლე­ბის­გან.

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ და­გეგ­მი­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლი 19, 24, 26 და 28 მარტს, წყვეტს სა­მუ­შაო რე­ჟიმს და მო­ქა­ლა­ქე­ებს ვერ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს.

ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

"მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

20 მარტიდან, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.

ასევე დროებით ვერ მოხდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვის ცენტრების მიერ მომსახურების გაწევა.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან.

აქვე გაცნობებთ, რომ დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მრევლი მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოხალისეობრივად ჩაერთონ