საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ფონდი" უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთაც უკან დაბრუნების სახსრები არ აქვთ, კამპანიას იწყებს
"ქართული ფონდი" უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთაც უკან დაბრუნების სახსრები არ აქვთ, კამპანიას იწყებს

კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად, სა­ზღვარ­გა­რეთ ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი - "ქარ­თუ­ლი ფონ­დი“ იწყებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კამ­პა­ნი­ას თან­ხის შე­საგ­რო­ვებ­ლად, რათა მოხ­დეს იმ ქარ­თვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლებ­საც არ აქვთ საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად.

ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს "ქარ­თუ­ლი ფონ­დი­დან" აც­ნო­ბეს:

"კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ შექ­მნი­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზღვარ­გა­რეთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი იმ­ყო­ფე­ბა უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში. ბევ­რმა მათ­გან­მა გა­უქ­მე­ბუ­ლი რე­ი­სე­ბის გამო ვერ მო­ას­წრო სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, ზოგი კი დარ­ჩა უსამ­სა­ხუ­როდ, საკ­ვე­ბი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გა­რე­შე, რაც ნათ­ლად ჩანს მათი მო­თხოვ­ნე­ბის და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას, ვფიქ­რობთ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არის ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა. ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა, რათა უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, მა­თი­ვე ცნო­ბით, იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს პირ­ველ დო­ნა­ცი­ას, მო­უ­წო­დებს ფონ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, მის მე­გობ­რებს და ასე­ვე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩა­ერ­თონ აღ­ნიშ­ნულ აქ­ტი­ვო­ბა­ში.

"ვთვლით, რომ ნე­ბის­მი­ე­რი დო­ნა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­მო­სუ­ლი თან­ხა გამჭვირ­ვა­ლედ და ღია პრინ­ცი­პით და­ი­ხარ­ჯე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტროს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის და მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა პრი­ო­რი­ტე­ტის და ლო­ჯის­ტი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, ჩვენ უნდა და­ვეხ­მა­როთ ჩვენს ძმებს და დებს, მათ ვინც დარ­ჩე­ნი­ლე­ბი არი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ ძა­ლი­ან რთულ კონ­დი­ცი­ა­ში. ამ მიზ­ნით, გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქტს რაც გვაქვს, იმის­თვის, რომ „ქარ­თუ­ლი ფონ­დი“ და­ეხ­მა­როს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვინც რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ამ პან­დე­მი­ის შე­დე­გად და არ აქვს სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბი სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად.

ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან შე­თან­ხმე­ბის და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რათა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იქ­ნეს და­ცუ­ლი ყვე­ლას უსაფრ­თხო­ე­ბა. სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით და ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი" - ნათ­ქვა­მია იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მი­მარ­თვა­ში.

იხი­ლეთ "ქარ­თუ­ლი ფონ­დი"-ს სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, სა­დაც შეძ­ლებთ დო­ნა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას:

ააიპ ქარ­თუ­ლი ფონ­დი (404483171)

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი

SWIFT: BAGAGE22

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

ქარ­თუ­ლი ლარი (GEL) GE26BG0000000712903200GEL

52, ვერ­ცხლის ქ. თბი­ლი­სი

0105, სა­ქარ­თვე­ლო

info@georgianfoundation.ge

US Dollar (USD) GE26BG0000000712903200USD

USD Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33

EURO (EUR) GE26BG0000000712903200EUR

EUR Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF

British Pound (GBP) GE26BG0000000712903200GBP

GBP Intermediary Bank: Citibank N.A., London, UK; SWIFT: CITIGB2L

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Teo
10

ეს იქნება ვირუსის შემოტანის ახალი ეტაპი..... საშიშია, მაგრამ უნდა დაბრუნდნენ.... აი რატომ მოუწოდებდა პატრიარქი ბოლო დროს ჩვენს თანამემულეებს, დაუბრუნდით თქვენს კერასო!!!!!

TBILISI
1

კარგი და დროული ინიციატივაა! ბიზნესმენები ამაზე უკეთესს ეხლა ვერაფერს იზამენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქართული ფონდი" უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთაც უკან დაბრუნების სახსრები არ აქვთ, კამპანიას იწყებს

"ქართული ფონდი" უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთაც უკან დაბრუნების სახსრები არ აქვთ, კამპანიას იწყებს

კორონავირუსის შედეგად, საზღვარგარეთ ფინანსური შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის ინიციატივით, მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი - "ქართული ფონდი“ იწყებს საზოგადოებრივ კამპანიას თანხის შესაგროვებლად, რათა მოხდეს იმ ქართველების დახმარება, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები სამშობლოში დასაბრუნებლად.

ამის შესახებ AMBEBI.GE-ს "ქართული ფონდიდან" აცნობეს:

"კორონავირუსის შედეგად გამოწვეული საერთაშორისოდ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი იმყოფება უმძიმეს ვითარებაში. ბევრმა მათგანმა გაუქმებული რეისების გამო ვერ მოასწრო სამშობლოში დაბრუნება, ზოგი კი დარჩა უსამსახუროდ, საკვები და საცხოვრებელი ადგილის გარეშე, რაც ნათლად ჩანს მათი მოთხოვნების და გავრცელებული რეპორტაჟების შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მათი ინტერესების დაცვას, ვფიქრობთ ჩვენი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის ამ ადამიანებზე ზრუნვა. ჩვენს თანამემამულეებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, რათა უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საქართველოში" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი ახორციელებს პირველ დონაციას, მოუწოდებს ფონდის საერთაშორისო პარტნიორებს, მის მეგობრებს და ასევე ქართულ საზოგადოებას ჩაერთონ აღნიშნულ აქტივობაში.

"ვთვლით, რომ ნებისმიერი დონაციის რაოდენობა მნიშვნელოვანია. შემოსული თანხა გამჭვირვალედ და ღია პრინციპით დაიხარჯება საქართველოს საგარეო სამინისტროსთან კოორდინაციის და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ყველა პრიორიტეტის და ლოჯისტიკური დეტალების გათვალისწინებით.

ძვირფასო ქართველებო, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ძმებს და დებს, მათ ვინც დარჩენილები არიან საზღვარგარეთ ძალიან რთულ კონდიციაში. ამ მიზნით, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო კონტაქტს რაც გვაქვს, იმისთვის, რომ „ქართული ფონდი“ დაეხმაროს ჩვენს მოქალაქეებს, ვინც რთულ მდგომარეობაშია ამ პანდემიის შედეგად და არ აქვს საკუთარი სახსრები სამშობლოში დასაბრუნებლად.

ჩვენი ინიციატივა განხორციელებული იქნება საქართველოს მთავრობის და დიპლომატიურ კორპუსთან შეთანხმების და კოორდინაციის მიხედვით, რათა უმაღლეს დონეზე იქნეს დაცული ყველას უსაფრთხოება. საუკეთესო სურვილებით და ღრმა პატივისცემით იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი" - ნათქვამია იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართვაში.

იხილეთ "ქართული ფონდი"-ს საბანკო ანგარიშები, სადაც შეძლებთ დონაციის განხორციელებას:

ააიპ ქართული ფონდი (404483171)

საქართველოს ბანკი

SWIFT: BAGAGE22

ანგარიშის ნომერი:

ქართული ლარი (GEL) GE26BG0000000712903200GEL

52, ვერცხლის ქ. თბილისი

0105, საქართველო

info@georgianfoundation.ge

US Dollar (USD) GE26BG0000000712903200USD

USD Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33

EURO (EUR) GE26BG0000000712903200EUR

EUR Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF

British Pound (GBP) GE26BG0000000712903200GBP

GBP Intermediary Bank: Citibank N.A., London, UK; SWIFT: CITIGB2L

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება