მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ ემუქრება ქსელურ მარკეტებს პროდუქციის დეფიციტი
რატომ არ ემუქრება ქსელურ მარკეტებს პროდუქციის დეფიციტი

მა­ღა­ზი­ის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი დახ­ლე­ბის კად­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უა­რე­სად და­აბ­ნია. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არა­ერ­თხელ გა­ის­მა მო­წო­დე­ბე­ბი სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მი­მართ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ პრო­დუქ­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი არ იგ­რძნოს და ფა­სიც იყოს შე­სა­ბა­მი­სი. ორი­ო­დე დღის წინ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რაც გა­მარ­თა ქსე­ლუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რეს. შეხ­ვედ­რის ორი­ვე მხა­რე და­დას­ტუ­რე­ბით აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში პრო­დუქ­ცი­ის დე­ფი­ცი­ტის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. უფრო დე­ტა­ლუ­რად, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე კეთ­დე­ბა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი და რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ ბა­ზარ­ზე, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის სს „ნი­კო­რას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ზო­გა­დად ჰოლ­დინ­გში და რო­გორ შეხ­ვდით მსოფ­ლი­ო­სა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს?

სს„ნი­კო­რას“ ყვე­ლა შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ა­ში მშვი­დი ვი­თა­რე­ბაა. ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას. კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს წარ­მო­ე­ბი­სა და სა­ვა­ჭო ქსე­ლის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას, მო­მა­რა­გე­ბის უწყვეტ ჯაჭვს. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ,მო­სახ­ლე­ო­ბას დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ექ­მნას და ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტი ად­გილ­ზე დახ­ვდეს.

წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნედ­ლე­უ­ლის მა­რა­გე­ბი საკ­მა­რი­სია?ხომ არ გა­ი­ზარ­და რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა მო­თხოვ­ნის ზრდის გამო?

ნედ­ლე­უ­ლის მა­რა­გი, რო­გორც ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის, ასე­ვე რძის ნა­წარ­მის, თევ­ზე­უ­ლი­სა თუ პურ­ფუნ­თუ­შე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, საკ­მა­რი­სი გვაქვს. არა­ნა­ი­რი დე­ფი­ცი­ტი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა, გა­ი­ზარ­და თუ არა ჩვენს მი­ერ­წარ­მო­ე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, გი­პა­სუ­ხებთ, რომ არა. ზო­გა­დად, თა­ნაბ­რად არის გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნა პრო­დუქ­ცი­ა­ზე.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში“ შე­მო­ტა­ნი­ლი, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი?

„ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში“ პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გე­ბის მხრივ­დე­ფი­ცი­ტი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. მომ­ხმა­რე­ბელს ვარ­წმუ­ნებთ, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვთ და დიდი შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც არ არ­სე­ბობს.რო­გორც ჩვენს მიერ, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბის მიერ იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე, რომ­ლებ­ზეც ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი მა­რა­გი გაგ­ვაჩ­ნია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეხე­ბა რო­გორც ჩვენს ცენ­ტრა­ლურ, ასე­ვე მომ­წო­დებ­ლე­ბის სა­წყო­ბებს.

ფორს მა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­შიც არ იქ­ნე­ბა შე­ფერ­ხე­ბა. მთავ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბით პრო­დუქ­ცია მა­ინც შე­მო­ვა. სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის გარ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყე­ნებთ სარ­კი­ნიგ­ზო ხაზ­საც.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ფა­სე­ბის ზრდა?

„ნი­კო­რას“ მიერ წარ­მო­ე­ბულ,ასე­ვე ჩვენს მიერ იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ფა­სებს და არ ვაძ­ვი­რებთ. რაც შე­ე­ხე­ბა­ად­გი­ლობ­რი­ვი დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბის მიერ იმ­პორ­ტი­რე­ბულ სხვა პრო­დუქ­ცი­ას, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი პო­ზი­ცია. თუკი ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­წო­დებ­ლე­ბი ფა­სებს არ გა­აძ­ვი­რე­ბენ, ჩვენ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მო­ვახ­დენთ თა­რო­ებ­ზე ფა­სე­ბის გაძ­ვი­რე­ბას. რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ისი­ნიც არ გეგ­მა­ვენ მსგავს ნა­ბიჯს.

რამ­დე­ნად მზად ხართ ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის?

ჩვე­ნი პირ­ვე­ლა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა/მი­წო­დე­ბა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის­თვის, რათა მომ­ხმა­რე­ბელს არ შე­ექ­მნას დის­კომ­ფორ­ტი. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში, ვიწ­რო ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის გვერ­დით გა­და­დე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით ჩვე­ნი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბას.

შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ჯან­დაც­ვას, სა­ვა­ად­მყო­ფო­ებს, აფ­თი­ა­ქებს, კვე­ბის წარ­მო­ე­ბის დარ­გს, სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტებს. აქვე ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ჩვენს ყვე­ლა იმ თა­ნამ­შრო­მელს, რო­მელ­თაც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვთ თა­ვი­ან­თი როლი შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ გვერ­დში და­უდ­გნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რატომ არ ემუქრება ქსელურ მარკეტებს პროდუქციის დეფიციტი

რატომ არ ემუქრება ქსელურ მარკეტებს პროდუქციის დეფიციტი

მაღაზიის დაცარიელებული დახლების კადრების სოციალურ ქსელებში გავრცელებამ საზოგადოება უარესად დააბნია. აღნიშნულის საპასუხოდ სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ გაისმა მოწოდებები სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელების მიმართ, რომ მოსახლეობამ პროდუქციის დეფიციტი არ იგრძნოს და ფასიც იყოს შესაბამისი. ორიოდე დღის წინ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალური შეხვედრაც გამართა ქსელური მაღაზიების ხელმძღვანელებთან და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის ორივე მხარე დადასტურებით აცხადებს, რომ ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. უფრო დეტალურად, თუ რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბაზარზე, კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი გვესაუბრება.

რა მდგომარეობაა ზოგადად ჰოლდინგში და როგორ შეხვდით მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს?

სს„ნიკორას“ ყველა შვილობილ კომპანიაში მშვიდი ვითარებაა. ვაგრძელებთ მუშაობას. კარგად ვაცნობიერებთ, შექმნილ სიტუაციაში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოებისა და სავაჭო ქსელის გამართულ მუშაობას, მომარაგების უწყვეტ ჯაჭვს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ,მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას და ყველა საჭირო პროდუქტი ადგილზე დახვდეს.

წარმოების მიმართულებით, ნედლეულის მარაგები საკმარისია?ხომ არ გაიზარდა რომელიმე კონკრეტული პროდუქტის წარმოება მოთხოვნის ზრდის გამო?

ნედლეულის მარაგი, როგორც ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, ასევე რძის ნაწარმის, თევზეულისა თუ პურფუნთუშეულის მიმართულებით, საკმარისი გვაქვს. არანაირი დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება, გაიზარდა თუ არა ჩვენს მიერწარმოებული რომელიმე კონკრეტული პროდუქტის წარმოება განსაკუთრებულად, გიპასუხებთ, რომ არა. ზოგადად, თანაბრად არის გაზრდილი მოთხოვნა პროდუქციაზე.

მოსალოდნელია თუ არა „ნიკორა სუპერმარკეტებში“ შემოტანილი, იმპორტირებული პროდუქტების დეფიციტი?

„ნიკორა სუპერმარკეტებში“ პროდუქტების მარაგების მხრივდეფიციტი მოსალოდნელი არ არის. მომხმარებელს ვარწმუნებთ, რომ პანიკის საფუძველი არ აქვთ და დიდი შესყიდვების საჭიროებაც არ არსებობს.როგორც ჩვენს მიერ, ასევე ადგილობრივი დისტრიბუტორების მიერ იმპორტირებულ პროდუქტებზე, რომლებზეც ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა, რამდენიმე თვიანი მარაგი გაგვაჩნია. აღნიშნული ეხება როგორც ჩვენს ცენტრალურ, ასევე მომწოდებლების საწყობებს.

ფორს მაჟორული სიტუაციის შექმნის შემთხვევაშიც არ იქნება შეფერხება. მთავრობის ხელშეწყობით პროდუქცია მაინც შემოვა. სახმელეთო ტრანსპორტის გარდა მაქსიმალურად ვიყენებთ სარკინიგზო ხაზსაც.

მოსალოდნელია თუ არა ფასების ზრდა?

„ნიკორას“ მიერ წარმოებულ,ასევე ჩვენს მიერ იმპორტირებულ პროდუქტებზე ვინარჩუნებთ ფასებს და არ ვაძვირებთ. რაც შეეხებაადგილობრივი დისტრიბუტორების მიერ იმპორტირებულ სხვა პროდუქციას, ძალიან მნიშვნელოვანია მათი პოზიცია. თუკი ადგილობრივი მომწოდებლები ფასებს არ გააძვირებენ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოვახდენთ თაროებზე ფასების გაძვირებას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უახლოეს პერიოდში, ისინიც არ გეგმავენ მსგავს ნაბიჯს.

რამდენად მზად ხართ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის?

ჩვენი პირველადი დანიშნულებაა პროდუქციის წარმოება/მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის, რათა მომხმარებელს არ შეექმნას დისკომფორტი. ამიტომ ნებისმიერ ვითარებაში, ვიწრო ბიზნესინტერესების გვერდით გადადებით, მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენი ფუნქციის შესრულებას.

შექმნილ სიტუაციაში, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვას, სავაადმყოფოებს, აფთიაქებს, კვების წარმოების დარგს, სასურსათო მარკეტებს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი როლი შექმნილ სიტუაციაში, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და მაქსიმალურად ცდილობენ გვერდში დაუდგნენ საზოგადოებას.

სააფთიაქო ქსელი "ავერსი" კორონავირუსული დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით უპრეცედენტო აქციებს გთავაზობთ

მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საქართველოშია ხელმისაწვდომი

"ლიბერთი ბანკში" პენსიის დარიგება მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს