ავტორი:

"ჩემს შვილს ქირურგი ტამპონს უღებს ჭრილობიდან და თან ონლაინ-ლექციას ესწრება" - რას წერს რუსუდან გოცირიძე, რომელიც თვითიზოლაციას ქირურგიულში გადის

"ჩემს შვილს ქირურგი ტამპონს უღებს ჭრილობიდან და თან ონლაინ-ლექციას ესწრება" - რას წერს რუსუდან გოცირიძე, რომელიც თვითიზოლაციას ქირურგიულში გადის

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე თვითიზოლაციაშია. აი, რას წერს ის "ფეისბუქზე":

"ამბავი ესე, ჩემი თვითიზოლაციისა...

once upon a time, ჯერ კიდევ იმ დროში, როცა ადამიანები კონფერენციებზე დადიოდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მეც წავედი ჰოლანდიაში. წელს ჰოლანდია ფაშიზმისგან გათავისუფლების 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ყველაფერი ამ თემის ირგვლივ ტრიალებს. ხო და რაკი ჩვენ ჩვენი თავისუფლებისა და ოკუპაციის თარიღების ირგვლივ ვტრიალებთ და ამ გადმოსახედიდან მქონდა მოხსენება თავისუფლების არსზე, მრავალფეროვნებაზე, საბჭოთა რეჟიმის კომფორტებზე, ჰოგვორტსზე... თავისუფლებებზე საუბარს თან სდევდა შეზღუდვებთან დაკავშირებით ინსტრუქციები: no hand shake, no kissing, wash your hands, sneeze properly...

თბილისში უკვე სხვა რეალობაში დავბრუნდი. ორი თვითმფრინავის მგზავრები მოწესრიგებულად ჩავდექით სიცხის გასაზომ რიგში, ჩუმად მივყვებოდით ინსტრუქციებს, არავინ არავის ასწრებდა, არავინ წუწუნებდა.... ქალაქში გამოვედი და არსად საცობი, ცარიელი ქუჩები... ყველა დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებული...

ხო და, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანმა, გამოვაცხადე თვითიზოლაცია... გულში კი ტკბილად ვგეგმავდი როგორ უნდა დავმტკბარიყავი სახლში ყოფნით...

მაგრამ, ხომ გაგიგიათ: ადამიანი ბჭობდაო და... მეორე დილით Matthewს საშინლად ასტკივდა მუცელი. ექიმთან ვიზიტზე მხოლოდ შემდეგ დღეს იყო ადგილი. ჩავეწერეთ. დიანა ტრაპაიძის გადაცემაში მესენჯერით ჩავერთე, როცა მათეს მესიჯი ამოხტა ეკრანზე - დე, სიცხე მაქვს... მუცლის ტკივილზე აღარც კი მიფიქრია, სიცხემ ისე შემაშინა და ეგრევე სასწრაფოს დავურეკე... ორ საათში, პირბადე აფარებული ვიჯექი საავადმყოფოს მოსაცდელში, როცა მათე აპენდიციტის ოპერაციაზე შეჰყავდათ. სურათი რთული დაუხვდათ, სანამ დედა ჰოლანდიებში იყო და შორიდან ნოშპას და მეზიმფორტეს ურჩევდა, ეს მაიმუნი ჭიანაწლავი დაჩირქებულა და პერიტონიტი წასულა...

მეხუთე დღეა ჩემი თვითიზოლაცია ქირურგიული განყოფილების ერთი პალატით შემოიფარგლება.

ყოფითი დეტალებით არ შეგაწყენთ თავს, მაგრამ მართლა უცნაურია ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვას ამ სამზირალიდან დააკვირდე სწორედ ამ განსაკუთრებულ ვითარებაში. არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილებები დამიგროვდა ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე და მეფიქრებოდა, რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესებდა სურათს.

ის, რომ ექიმი თავის ენაზე გელაპარაკება, როგორც ოროსან ბავშვს, მაგას, ალბათ არაფერი შეცვლის. თუმცა ძალიან შესამჩნევად ვიგრძენი, რომ ამჯერად გული შესტკივათ ოროსან ბავშვებზე. ჩვენს საავადმყოფოებს მწირი რესურსები აქვთ ნამდვილად. თუმცა, რაც შეეხება ადამიანურ რესურსებს, საოცრად შეცვლილია მდგომარეობა. გიხსნიან ყველაფერს; არც ექიმი და არც ექთანი საძებნი არაა 24/7-ზე. კარანტინის პირობებს პირნათლად იცავენ, არავინ დაბოდიობს დერეფანში ნიღბის გარეშე, დერეფნებში სპეციალური სითხეებია კედელზე - რომ გაივლი და გამოივლი, შეგიძლია ხელები დაიდეზინფექციო. დაცვის გოგომ მირჩია, იდაყვით გააღე კარები, ასე ჯობიაო.. (ისე, თურმე, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება იდაყვით).

დერეფნიდან შემოსულ საუბრებში, რა თქმა უნდა კორონა ისმის ყველა ხშირად: "გაიგე, კორონა მეგრელებს რატომ არ ეკარებათ?! თურმე მეგრელი ყოფილა თვითონაც!!" ის იყო გავიფიქრე, როგორ მოხდა რომ.... "არა, კაცო, ეგ ყოფილა სომეხი..!" ... გამეცინა (ასე აგიხდეთ ყველა კარგი გაფიქრება)..." ვერტმფრენებით წამლავენო, თურმე, ქალაქს!"... "ნუ ახველებ, კორონა არავის ეგონო"...

ოპერაციის მეორე დილას მათეს ერასმუსის ვიდეო ინტერვიუ ჰქონდა. ღამენათევ ნანარკოზალს შეღავათი გაუკეთეს და დილის 10:00-დან 14:00-ზე გადმოუტანეს. ამასობაში საგნების არჩევის დრო დადგა ილიაუნიში... სახლში ნანო არესტარტებდა კომპიუტერს და ურჩევდა საგნებს, რომელსაც მათე კვნესებს შორის აქედან კარნახობდა... ამ წუთასაც პალატიდან ესწება პირველ ლექციას... თან ექიმების შემოვლაა სართულზე... UPDATE - ლექციაზეა და მისი ქირურგი უმუშავებს ჭრილიბას, უღებს ტამპონს ჭრილობიდან... ეს იკვრანჩხება და ცალ ყურში ლექცია ისმის...

აი, ასე... ესეც ჩემი ნამდვილი იზოლაცია თავისი უცნაური ელფერებით. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ".

"გამოტყდით, ვინ დამწყევლა, გაქრი ეკრანიდანო..." - რატომ მოხვდა ინგა გრიგოლია საავადმყოფოში

"მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო... ამ ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება" - ეთნიკური აზერბაიჯანელი მასწავლებლის ემოციური მიმართვა

"გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება" - "ევოლუშენ გეიმინგი" განცხადებას ავრცელებს