პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა
გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მსჯავ­რდე­ბულ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გიგი უგუ­ლა­ვას ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ბა­სი­ლა­ია გან­მარ­ტავს, უგუ­ლა­ვამ პრე­ზი­დენტს გან­ცხა­დე­ბით გუ­შინ მი­მარ­თა.

"მივ­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რათა მან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს გიგი უგუ­ლა­ვა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შედ­გა შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც - "გან­სხვა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ სა­ჭი­როა რე­ა­გი­რე­ბა ქმე­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმულ იქ­ნას, რო­გორც სა­სა­მარ­თლო და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის არა­სა­თა­ნა­დო პო­ლი­ტი­ზე­ბა და მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი თა­ვი­დან უნდა იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი".

ფაქ­ტია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ასე­თად აღიქ­ვამს, რიგი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის, მათ შო­რის გი­გის პა­ტიმ­რო­ბას. თქვენ­თვის ალ­ბათ ცნო­ბი­ლია, რომ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვამ­დე, მან მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და კო­ლე­გებს ოპო­ზი­ცი­ა­ში, რომ მისი პა­ტიმ­რო­ბა არ გამ­ხდა­რი­ყო ბა­რი­ე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის მიღ­წე­ვის გზა­ზე. ფაქ­ტია, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის სა­ბო­ლოო გან­მუხ­ტვას სჭირ­დე­ბა იმ პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­თაც ოპო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რე­ბად მი­იჩ­ნევს.

ეს მის­თვის გარ­და პერ­სო­ნა­ლუ­რი­სა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­კი­თხია. აქ არ წყდე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის თუნ­დაც გი­გის ცი­ხე­ში ყოფ­ნის სა­კი­თხი. უკვე აღ­წე­რი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოგ­მარ­თავთ, რომ გა­ნი­ხი­ლოთ გიგი უგუ­ლა­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი თქვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიერ მო­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში“, - აცხა­დებს ბა­სი­ლა­ია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
13

არ მინდა კაცო 48 მლ.ლარი, მომე 5 მლნ. და მეც ჩავჯდები

მანჩო
12

რა კარგია, შეჭამე მილიონები და მერე შეწყალება ითხოვე!

ეს სუბიექტი არის კრიმინალი, და არა პოლიტპატიმარი!!!

ავტორი:

გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. როგორც ბასილაია განმარტავს, უგულავამ პრეზიდენტს განცხადებით გუშინ მიმართა.

"მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების შუამდგომლობით, რათა მან გაათავისუფლოს გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებიდან.

საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც - "განსხვავების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული".

ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად აღიქვამს, რიგი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის გიგის პატიმრობას. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე, მან მიმართა საზოგადოებასა და კოლეგებს ოპოზიციაში, რომ მისი პატიმრობა არ გამხდარიყო ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღწევის გზაზე. ფაქტია, რომ სიტუაციის საბოლოო განმუხტვას სჭირდება იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.

ეს მისთვის გარდა პერსონალურისა, საზოგადოებრივი საკითხია. აქ არ წყდება ერთი ადამიანის, მათ შორის თუნდაც გიგის ციხეში ყოფნის საკითხი. უკვე აღწერილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე მოგმართავთ, რომ განიხილოთ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, - აცხადებს ბასილაია.

6 პირი, რომელიც აღდგომას ეზოში აღნიშნავდა, პოლიციამ დააკავა - ინციდენტი თბილისში (ვიდეო)

გაირკვა, რომ ნორვეგიის ციხეში მყოფ ქართველ პატიმარს კორონავირუსი საერთოდ არ ჰქონია

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში