მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პური უნდა შეიფუთოს, ერთი და იგივე ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ფულთან კონტაქტი და ჰყიდდეს პურს - მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე
პური უნდა შეიფუთოს, ერთი და იგივე ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ფულთან კონტაქტი და ჰყიდდეს პურს - მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე

სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, მა­დო­ნა კო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვი­ნა­ი­დან ფულ­თან შე­ხე­ბის დროს ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კი არ­სე­ბობს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­ტა­რა სა­ცხო­ბებ­ში, თო­ნე­ებ­ში ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი არ ახ­დენ­დეს ფულ­თან კონ­ტაქტს და პუ­რის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. რო­გორც მა­დო­ნა კო­ი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი პუ­რია, და­ბინ­ძუ­რე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად სა­ჭი­როა ამ პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში შე­ფუ­თუ­ლი სა­ხით ხდე­ბო­დეს.

„სა­ერ­თოდ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი შე­ფუთ­ვის გა­რე­შე პუ­რის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, ეს არას­წო­რია რად­გან და­ბინ­ძუ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი რის­კი არ­სე­ბობს დის­ტრი­ბუ­ცი­ის, და­სა­წყო­ბე­ბის პრო­ცეს­ში და ასე­ვე დახლზე, რო­დე­საც მსხვილ ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში ადა­მი­ა­ნებს აქვთ პურ­თან ხე­ლით შე­ხე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. პური უნდა იყოს შე­ფუ­თუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პრო­დუქ­ტებს, აქ პრო­ფე­სი­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ცე­მა გა­მი­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა მე რო­გორც დი­ა­სახ­ლი­სი, ნე­ბის­მი­ერ შე­ფუ­თულ პრო­დუქტს, რო­დე­საც ვყი­დუ­ლობ სახ­ლში მი­ტა­ნის შემ­დეგ სვე­ლი წე­სით ვა­სუფ­თა­ვებ შე­ნახ­ვამ­დე, ეს გა­მო­რი­ცხავს იმ ფაქტს, რომ მა­ცი­ვარ­ში სხვის მიერ ხელ­შე­ხე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი მოხ­ვდეს. ამას­თან, ვი­ნა­ი­დან ფულ­თან შე­ხე­ბის დროს ძა­ლი­ან დიდი რის­კი არ­სე­ბობს, რომ ვირუ­სი გავ­რცელ­დეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ტა­რა სა­ცხო­ბებ­ში, ე.წ. თო­ნე­ებ­ში, ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი არ ახ­დენ­დეს ფულ­თან კონ­ტაქტს და პუ­რის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ვა­ლია, თუ მსგავს შემ­თხვე­ვას აღ­მო­ა­ჩენს აუ­ცი­ლებ­ლად მის­ცეს შე­ნიშ­ვნა, დარ­ე­კოს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ცხელ ხაზ­ზე და ეს ფაქ­ტი უნდა აღ­მო­ი­ფხვრას“, - აღ­ნიშ­ნავს მა­დო­ნა კო­ი­ძე.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, არა­ერ­თმა კვე­ბის ობი­ექ­ტმა, რეს­ტო­რან­მა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა მუ­შა­ო­ბა.

k . k
0

მარკეტის მფლობელები ისე დაარბენინებენ ამ პატარა დაღლილ-დაქანცულ აუნაზღაურებელ გოგობიჭებს ,, კონსულტანტებს,, ხან სალაროსთან ხანაც რიგებში, ვინ ფირობს ჰიგიენის დაცვაზე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პური უნდა შეიფუთოს, ერთი და იგივე ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ფულთან კონტაქტი და ჰყიდდეს პურს - მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე

პური უნდა შეიფუთოს, ერთი და იგივე ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ფულთან კონტაქტი და ჰყიდდეს პურს - მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის განცხადებით, ვინაიდან ფულთან შეხების დროს ვირუსი გავრცელების მაღალი რისკი არსებობს, მნიშვნელოვანია, პატარა საცხობებში, თონეებში ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას. როგორც მადონა კოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტი პურია, დაბინძურების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ამ პროდუქტის რეალიზაცია ქსელურ მარკეტებში შეფუთული სახით ხდებოდეს.

„საერთოდ ვეწინააღმდეგები შეფუთვის გარეშე პურის რეალიზაციას, ეს არასწორია რადგან დაბინძურების ძალიან დიდი რისკი არსებობს დისტრიბუციის, დასაწყობების პროცესში და ასევე დახლზე, როდესაც მსხვილ ქსელურ მარკეტებში ადამიანებს აქვთ პურთან ხელით შეხების შესაძლებლობა. პური უნდა იყოს შეფუთული. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, აქ პროფესიული რეკომენდაციის მიცემა გამიჭირდება, თუმცა მე როგორც დიასახლისი, ნებისმიერ შეფუთულ პროდუქტს, როდესაც ვყიდულობ სახლში მიტანის შემდეგ სველი წესით ვასუფთავებ შენახვამდე, ეს გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მაცივარში სხვის მიერ ხელშეხებული პროდუქტი მოხვდეს. ამასთან, ვინაიდან ფულთან შეხების დროს ძალიან დიდი რისკი არსებობს, რომ ვირუსი გავრცელდეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა საცხობებში, ე.წ. თონეებში, ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას. ყველა მოქალაქის ვალია, თუ მსგავს შემთხვევას აღმოაჩენს აუცილებლად მისცეს შენიშვნა, დარეკოს სურსათის უვნებლობის ცხელ ხაზზე და ეს ფაქტი უნდა აღმოიფხვრას“, - აღნიშნავს მადონა კოიძე.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, თბილისსა და ბათუმში თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არაერთმა კვების ობიექტმა, რესტორანმა დროებით შეაჩერა მუშაობა.

საპატრიარქოს მიმართვა მრევლს

გუშინ შეყვანილი პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - უახლესი ინფორმაცია ინფექციურიდან

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი