საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტის მდგომარეობა - ამირან გამყრელიძის კომენტარი
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტის მდგომარეობა - ამირან გამყრელიძის კომენტარი

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმ პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი დღეს და­უ­დას­ტურ­და, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ცენ­ტრა­ლურ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა.

"ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით გვაქვს 25 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­თა­გან 2 უკავ­შირ­დე­ბა ირან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას, 1 ეს­პა­ნეთ­ში, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა პირ­და­პირ ან ირი­ბად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იტა­ლი­ას­თან.

ჩვენ­თან სულ, 30 იან­ვრი­დან 577 შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვის ნი­მუ­ში იქნა გა­ტეს­ტი­ლი ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და 25 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. დღეს დი­ლი­დან გვქონ­და 24 ნი­მუ­ში, ზო­გი­ერ­თი ნი­მუ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ გან­მე­ო­რე­ბით შე­მო­დის. მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი და დღეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთი და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა.

პა­ცი­ენ­ტი წევს ცენ­ტრა­ლურ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მისი კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და არის მე­თავლყუ­რე­ო­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ქვეშ ჩვე­ნი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის",- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 25-ე შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. ბოლო ახა­ლი შემ­თხვე­ვა იტა­ლი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტის მდგომარეობა - ამირან გამყრელიძის კომენტარი

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტის მდგომარეობა - ამირან გამყრელიძის კომენტარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პაციენტი ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მეთვალყურეობის ქვეშაა.

"ბოლო მონაცემებით გვაქვს 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ჩვენთან სულ, 30 იანვრიდან 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში და 25 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დღეს დილიდან გვქონდა 24 ნიმუში, ზოგიერთი ნიმუში, მოგეხსენებათ განმეორებით შემოდის. მიმდინარეობს კვლევები და დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა.

პაციენტი წევს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის მეთავლყურეობისა და მკურნალობის ქვეშ ჩვენი ინფექციონისტების",- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"