მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუკა რჩეულიშვილმა პოლიციაში გუშინ ფხვიერი მასა წარადგინა, რაც მისი განმარტებით, "კოკაინი" იყო, რომლის ნაწილიც მოიხმარა - პროკურატურა
გუკა რჩეულიშვილმა პოლიციაში გუშინ ფხვიერი მასა წარადგინა, რაც მისი განმარტებით, "კოკაინი" იყო, რომლის ნაწილიც მოიხმარა - პროკურატურა

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე და­ბა­რე­ბულ­მა გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ფხვი­ე­რი მასა წა­რად­გი­ნა, რაც მისი გან­მარ­ტე­ბით „კო­კა­ი­ნი“იყო, რომ­ლის ნა­წი­ლიც მო­იხ­მა­რა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

„თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და გ.რ.-ს მე­უღ­ლის -ლ.კ.-ს მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და, ვი­ნა­ი­დან გ.რ. არ გა­მო­ცხად­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და თავს არი­დებს გა­მო­ძი­ე­ბას. პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბით მას­ზე გა­მო­ცხად­და ძებ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გ.რ.-ს 2020 წლის 25 თე­ბერ­ვალს გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით 30 დღით აეკ­რძა­ლა მე­უღ­ლეს­თან -ლ.კ.-სთან რა­ი­მე ფორ­მით, მათ შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო ან სხვა რა­ი­მე ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცია. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, გ.რ.-მ 2020 წლის 8 მარტს ღა­მის სა­ა­თებ­ში ლ.კ.-ს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, მოკ­ლე­ტექ­სტუ­რი და ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, რი­თაც და­არ­ღვია შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ბა­რე­ბულ­მა გ.რ.-მ 11 მარტს, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­თეთ­რო ფე­რის ქა­ღალ­დში შეხ­ვე­უ­ლი, ასე­ვე თეთ­რი ფე­რის ფხვი­ე­რი მასა წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც მისი გან­მარ­ტე­ბით იყო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „კო­კა­ი­ნი“ და რომ­ლის ნა­წი­ლიც მან მო­იხ­მა­რა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის მუხ­ლით (260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით) და­ი­წყო.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.რ.-სგან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღეს, ხოლო მისი პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ერთჯე­რა­დი მოხ­მა­რე­ბის ე.წ. „ინ­სუ­ლი­ნის“ შპ­რი­ცი მას­ში არ­სე­ბუ­ლი მო­თეთ­რო ლა­ქით. ამო­ღე­ბულ ნივ­თებ­ზე და­ი­ნიშ­ნა ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.

გ.რ.-ს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის - „კო­კა­ი­ნის“, „ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნი­ო­ლი­სა“ და „ტრა­მა­დო­ლის“ მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი და­უდ­გინ­და.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

წყალწაღებულს და კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ნანა
0

arc aravis xaTri aqvs

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გუკა რჩეულიშვილმა პოლიციაში გუშინ ფხვიერი მასა წარადგინა, რაც მისი განმარტებით, "კოკაინი" იყო, რომლის ნაწილიც მოიხმარა - პროკურატურა

გუკა რჩეულიშვილმა პოლიციაში გუშინ ფხვიერი მასა წარადგინა, რაც მისი განმარტებით, "კოკაინი" იყო, რომლის ნაწილიც მოიხმარა - პროკურატურა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე დაბარებულმა გურამ რჩეულიშვილმა ფხვიერი მასა წარადგინა, რაც მისი განმარტებით „კოკაინი“იყო, რომლის ნაწილიც მოიხმარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გ.რ.-ს მეუღლის -ლ.კ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ვინაიდან გ.რ. არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-ს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლ.კ.-სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, გ.რ.-მ 2020 წლის 8 მარტს ღამის საათებში ლ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა გ.რ.-მ 11 მარტს, პოლიციის განყოფილებაში მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რომლის ნაწილიც მან მოიხმარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაიწყო.

სამართალდამცველებმა გ.რ.-სგან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

გ.რ.-ს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების - „კოკაინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში კარანტინში, იძულების წესით 55 ადამიანი გადაიყვანეს

"საბაჟოებზე კორუფცია და უკანონობაა" - რა პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესმენები და ექსპერტები

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა