საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუხიშვილები" ევროპულ ტურნეს და თბილისში კონცერტებს აუქმებს - "გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები"
"სუხიშვილები" ევროპულ ტურნეს და თბილისში კონცერტებს აუქმებს - "გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები"

სუ­ხის­შვი­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან­სამ­ბლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბა, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის გამო, ევ­რო­პულ ტურ­ნე­სა და თბი­ლის­ში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტებს, აუქ­მებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ან­სამ­ბლი ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"ჩვე­ნო ძვირ­ფა­სო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო! რო­გორც იცით ან­სამ­ბლი 1 თე­ბერ­ვლი­დან ვიმ­ყო­ფე­ბით სა­გას­ტრო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში. დიდი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ტა­რეთ 37 კონ­ცერ­ტი პო­ლო­ნე­თის, რუ­მი­ნე­თის, მოლ­დო­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში. 6-10 მარტს კი­ე­ვის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, რო­მე­ლიც 4000-მდე მა­ყუ­რე­ბელს იტევს, სრუ­ლი ანშლა­გით გავ­მარ­თეთ 5 კონ­ცერ­ტი. გუ­შინ უკ­რა­ი­ნის მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­რო­ნა ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხის გამო ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­და კა­რან­ტი­ნი, რის გა­მოც ვწყვეტთ ტურ­ნეს და ჩვე­ნი პრო­დუ­სე­რე­ბი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რომ უახ­ლო­ვე­სი რე­ი­სით და­გავ­ბრუ­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გას­ტრო­ლებ­ზე მყოფ და­სის არც ერთ წევ­რს არ აღე­ნიშ­ნე­ბა ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი! აქვე გვინ­და გი­თხრათ, რომ მარ­თა­ლია უკ­რა­ი­ნა არ შე­დის მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვში, ჩვენ სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ვირუ­სით შე­საძ­ლო ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კებს და ზუს­ტად და­ვი­ცავთ ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ას - ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­ვივ­ლით სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­მოწ­მე­ბას და და­ვი­ცავთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წესს, რის­კე­ნაც მო­ვუ­წო­დებთ სხვებ­საც.

ასე­ვე გაც­ნო­ბებთ რომ მო­იხ­სნა თბი­ლის­ში 3 და 4 აპ­რილს და­გეგ­მი­ლი ან­სამ­ბლის 75 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტე­ბი, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გავ­მარ­თავთ უახ­ლო­ვეს მო­მა­ვალ­ში.

ნუ მი­ვე­ცე­მით პა­ნი­კას და მთა­ვა­რია, და­ვიც­ვათ სა­ერ­თო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად! ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ფე­ის­ბუქ-გან­ცხა­დე­ბა­ში"

გუ­შინ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სკო­ლე­ბი და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვიქ­ტო­რია სი­უ­მარ­მა "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე და­წე­რა.

"და­წეს­და კა­რან­ტი­ნი, რო­მე­ლიც ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა და 3 აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა“, - წერს სი­უ­მა­რი ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იხუ­რე­ბა სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი, სკო­ლე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, იკ­რძა­ლე­ბა შეკ­რე­ბე­ბი, რო­მელ­საც 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბა. ქვე­ყა­ნა ასე­ვე კე­ტავს 219 არ­სე­ბუ­ლი სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან 170-ს.

ცნო­ბის­თვის, worldometer-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სულ 1 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
buba
0

ყველა აბასთუმანში, კონცერტებზე!!

 

გოგა
4

მიშას ნახვის მერე ყველა კარანტინში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სუხიშვილები" ევროპულ ტურნეს და თბილისში კონცერტებს აუქმებს - "გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები"

"სუხიშვილები" ევროპულ ტურნეს და თბილისში კონცერტებს აუქმებს - "გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები"

სუხისშვილების სახელმწიფო ნაციონალური ანსამბლი, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ევროპულ ტურნესა და თბილისში დაგეგმილ კონცერტებს, აუქმებს. ამასთან დაკავშირებით ანსამბლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

"ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო! როგორც იცით ანსამბლი 1 თებერვლიდან ვიმყოფებით საგასტროლო მოგზაურობაში. დიდი წარმატებით ჩავატარეთ 37 კონცერტი პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში. 6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 4000-მდე მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგით გავმართეთ 5 კონცერტი. გუშინ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კორონა ვირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდუსერები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ უახლოვესი რეისით დაგავბრუნონ საქართველოში. საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები! აქვე გვინდა გითხრათ, რომ მართალია უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას - ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც.

ასევე გაცნობებთ რომ მოიხსნა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი ანსამბლის 75 წლის საიუბილეო კონცერტები, რომელსაც აუცილებლად გავმართავთ უახლოვეს მომავალში.

ნუ მივეცემით პანიკას და მთავარია, დავიცვათ საერთო რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად! ჯანმრთელობას გისურვებთ!", - აღნიშნულია "ფეისბუქ-განცხადებაში"

გუშინ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და სასწავლო დაწესებულებები დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტარმა ვიქტორია სიუმარმა "ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

"დაწესდა კარანტინი, რომელიც ხვალიდან დაიწყება და 3 აპრილამდე გაგრძელდება“, - წერს სიუმარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

გავრცელებული ცნობებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით იხურება საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები, იკრძალება შეკრებები, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ქვეყანა ასევე კეტავს 219 არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 170-ს.

ცნობისთვის, worldometer-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის სულ 1 შემთხვევაა დაფიქსირებული.

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე