კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში გაცდენილი გაკვეთილები შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე ანაზღაურდება
სკოლებში გაცდენილი გაკვეთილები შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე ანაზღაურდება

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 1-ელი აპ­რი­ლის შემ­დეგ გაც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბი პე­და­გო­გებ­მა მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხვა სის­ტე­მით უნდა აუ­ნა­ზღა­უ­რონ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, შე­საძ­ლე­ბე­ლია სკო­ლამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად შა­ბა­თი და კვი­რა გა­მო­ი­ყე­ნოს, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს ძი­რი­თა­დი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს გაკ­ვე­თილ­ზე­ვე გარ­კვე­უ­ლი თე­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტრო გან­სა­ზღვრავს მე­თოდს და უშუ­ა­ლოდ გეგ­მას, თუ რა ფორ­მით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სკო­ლა გაც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას, თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, სა­მი­ნის­ტრო სა­ჯა­რო სკო­ლებს 16 მარტს და­უგ­ზავ­ნის კონ­კრე­ტულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს იყოს რო­გორც წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით, ასე­ვე ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის (ვი­დეო-გი­დის) სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც.

„ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მო­დი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ჩვენ გა­ვავ­რცე­ლებთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, უშუ­ა­ლოდ სკო­ლა კი გა­და­წყვეტს, ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რო­გორ და რა ფორ­მით გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. შა­ბათ-კვი­რას ჩა­ა­ტა­რე­ბენ და­მა­ტე­ბით გაკ­ვე­თი­ლებს თუ რო­გორ, ეს სკო­ლამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა მო­არ­გოს თა­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებს, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. 16 მარტს კი პუნ­ქტე­ბად ჩა­მო­წე­რი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ეგ­ზავ­ნე­ბა სკო­ლებს, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ 1-ელი აპ­რი­ლის შემ­დეგ. რო­გორ შე­უძ­ლი­ათ გა­ა­ერ­თი­ა­ნონ თე­მე­ბი, მო­დუ­ლე­ბი და ა.შ. სა­მი­ნის­ტრო აძ­ლევს სკო­ლას რე­კო­მენ­და­ცი­ას - გა­და­ა­წყვე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იმგვა­რად, რომ მო­ას­წრო დრო­ში ჩა­ტე­ვა. თუ სკო­ლა მე­უბ­ნე­ბა, რომ მე ამის­თვის მჭირ­დე­ბა შა­ბა­თი და კვი­რა, არაა პრობ­ლე­მა. თუ სკო­ლა მე­უბ­ნე­ბა, რომ მყავს 4 ბავ­შვი და არ მჭირ­დე­ბა შა­ბათ-კვი­რა და გა­ვუ­ხან­გრძლი­ვებ დღეს, აქაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­წყდე­ბა. ასე­ვე, თე­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლონ. შე­იძ­ლე­ბა ვი­დეო- გი­დის სა­შუ­ა­ლე­ბით იყოს ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­წო­დე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა წე­რი­ლო­ბი­თი. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს ეხე­ბა პირ­ვე­ლი აპ­რი­ლის შემ­დგომ პე­რი­ოდს. თუ კი­დევ გა­ხან­გრძლივ­და, შემ­დეგ მო­ვერ­გე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას. ჩვენ უბ­რა­ლოდ მივ­ცემთ რკე­ო­მენ­და­ცი­ებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ამ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ისე მო­დი­ფი­ცი­რე­ბა, რომ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი დაძ­ლე­უ­ლი იყოს,“ - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის გამო, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ 1-ელ აპ­რილს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აღ­დგე­ბა, გაც­დე­ნი­ლი გა­მო­დის 16 სას­წავ­ლო დღე.

„არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში კი პე­და­გოგ­მა მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხვა რე­სურ­სი და კლას­გა­რე­შე სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა უნდა მი­ა­წო­დონ იმის­თვის, რომ ეს ორი კვი­რა ბავ­შვე­ბი არ ის­ხდნენ სახ­ლში და სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბი ჰქონ­დეთ. შე­იძ­ლე­ბა ეს მი­ე­წო­დოთ ტე­ლე­ფო­ნით, მე­ი­ლით ,“- გა­ნა­ცხა­დეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­და­დე­გე­ბი 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­ხან­გრძლივ­და.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

შაბათს შესაძლებელია,მაგრამ კვირასაც სწავლა...არ მგონია,გონივრული იყოს,ეს ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს.მათ აუვილებლად ესაჭიროებათ დასვენება!!!ზედა საფეხურზე ისედაც 6-7 გაკვეთილი აქვთ,არც ეს იმუშავებს კარგად.ყველაზე ოპტიმალურად მაინც თემების გაერთიანება მეჩვენება.

ლელა
3

შაბათს და კვირას ბავშვები სხვადასხვა წრეებზე დადიან. აქედან გამომდინარე გაცდენა მოუწევთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სკოლებში გაცდენილი გაკვეთილები შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე ანაზღაურდება

სკოლებში გაცდენილი გაკვეთილები შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე ანაზღაურდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, 1-ელი აპრილის შემდეგ გაცდენილი საათები პედაგოგებმა მოსწავლეებს სხვადასხვა სისტემით უნდა აუნაზღაურონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, შესაძლებელია სკოლამ გაკვეთილების ასანაზღაურებლად შაბათი და კვირა გამოიყენოს, შეიძლება ეს იყოს ძირითადი გაკვეთილების შემდეგ დამატებითი გაკვეთილები და ასევე, შეიძლება ეს იყოს გაკვეთილზევე გარკვეული თემების გაერთიანება.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრო განსაზღვრავს მეთოდს და უშუალოდ გეგმას, თუ რა ფორმით განახორციელებს სკოლა გაცდენილი საათების ანაზღაურებას, თითოეული სკოლა ინდივიდუალურად ჩამოაყალიბებს.

ამასთან, როგორც უწყებაში ამბობენ, სამინისტრო საჯარო სკოლებს 16 მარტს დაუგზავნის კონკრეტულ რეკომენდაციებს. შესაძლებელია ეს იყოს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვიდეორგოლების (ვიდეო-გიდის) საშუალებითაც.

„ეროვნული სასწავლო გეგმა მოდიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გავავრცელებთ რეკომენდაციებს, უშუალოდ სკოლა კი გადაწყვეტს, ეს რეკომენდაციები როგორ და რა ფორმით გაითვალისწინოს. შაბათ-კვირას ჩაატარებენ დამატებით გაკვეთილებს თუ როგორ, ეს სკოლამ ინდივიდუალურად უნდა მოარგოს თავის საჭიროებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე. 16 მარტს კი პუნქტებად ჩამოწერილი რეკომენდაციები დაეგზავნება სკოლებს, როგორ უნდა მოიქცნენ 1-ელი აპრილის შემდეგ. როგორ შეუძლიათ გააერთიანონ თემები, მოდულები და ა.შ. სამინისტრო აძლევს სკოლას რეკომენდაციას - გადააწყვე სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოასწრო დროში ჩატევა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მე ამისთვის მჭირდება შაბათი და კვირა, არაა პრობლემა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მყავს 4 ბავშვი და არ მჭირდება შაბათ-კვირა და გავუხანგრძლივებ დღეს, აქაც ინდივიდუალურად გადაწყდება. ასევე, თემების გაერთიანებაც შეიძლება განიხილონ. შეიძლება ვიდეო- გიდის საშუალებით იყოს ეს რეკომენდაციები მიწოდებული, შეიძლება წერილობითი. ჯერჯერობით, ეს ეხება პირველი აპრილის შემდგომ პერიოდს. თუ კიდევ გახანგრძლივდა, შემდეგ მოვერგებით სიტუაციას. ჩვენ უბრალოდ მივცემთ რკეომენდაციებს, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ეროვნული სასწავლო გეგმის ისე მოდიფიცირება, რომ მთავარი მიზანი დაძლეული იყოს,“ - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის გამო, იმ შემთხვევაში თუ 1-ელ აპრილს სასწავლო პროცესი აღდგება, გაცდენილი გამოდის 16 სასწავლო დღე.

„არდადეგების პერიოდში კი პედაგოგმა მოსწავლეებს სხვადასხვა რესურსი და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უნდა მიაწოდონ იმისთვის, რომ ეს ორი კვირა ბავშვები არ ისხდნენ სახლში და სახალისო დავალებები ჰქონდეთ. შეიძლება ეს მიეწოდოთ ტელეფონით, მეილით ,“- განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"