სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა
კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის, მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მცი­რე­დით გა­უმ­ჯო­ბეს­და.

"ამ დრო­ი­სათ­ვის ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრში 45 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა, მათ შო­რის 20 გახ­ლავთ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, მათ შო­რის არი­ან მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მის, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი. თუმ­ცა, იმ ერთი მძი­მე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და და მცი­რე­დი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა არის", - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

ენ­დე­ლა­ძის თქმით, კვლავ და­დე­ბი­თია ორი კვი­რის წინ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტის ტეს­ტის პა­სუ­ხი.

"ისევ და­დე­ბი­თი იყო 2 კვი­რის წინ შე­მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი. იცით ორი კვი­რა კი გა­ვი­და მაგ­რამ, არ ვე­ლო­დე­ბო­დით იმას, რომ პა­სუ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და უარ­ყო­ფი­თი იმი­ტომ, რომ ამ პა­ცი­ენტს ქონ­და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. ამ შემ­თხვე­ვი­სათ­ვის ეს სრუ­ლი­ად და­საშ­ვე­ბია. და­ახ­ლო­ე­ბით კი­დევ ერთი კვი­რა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ამ პა­ცი­ენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­ში და­ყოვ­ნე­ბა და ვნა­ხავთ შემ­დგომ­ში როცა გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ვირუ­სის­გან, ის გა­ე­წე­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 24 შემ­თხვე­ვა დას­ტურ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.

"ამ დროისათვის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 45 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 გახლავთ ინფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება და მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის არიან მსუბუქი სიმძიმის, საშუალო და მძიმე პაციენტები. თუმცა, იმ ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და მცირედი დადებითი დინამიკა არის", - განაცხადა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, კვლავ დადებითია ორი კვირის წინ ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი პაციენტის ტესტის პასუხი.

"ისევ დადებითი იყო 2 კვირის წინ შემოსული პაციენტის ანალიზის პასუხი. იცით ორი კვირა კი გავიდა მაგრამ, არ ველოდებოდით იმას, რომ პასუხი აუცილებლად იქნებოდა უარყოფითი იმიტომ, რომ ამ პაციენტს ქონდა ფილტვების ანთება. ამ შემთხვევისათვის ეს სრულიად დასაშვებია. დაახლოებით კიდევ ერთი კვირა საჭირო იქნება ამ პაციენტის სტაციონარში დაყოვნება და ვნახავთ შემდგომში როცა განთავისუფლდება ვირუსისგან, ის გაეწერება", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დასტურდება.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"