მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით, კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!" - ქართველი ემიგრანტები იტალიაში არსებულ ვითარებაზე
"წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით, კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!" - ქართველი ემიგრანტები იტალიაში არსებულ ვითარებაზე

იტა­ლი­ის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნი და­წეს­და. ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მებს ამ­კაც­რებს, რაც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კრძა­ლავს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თავ­შეყ­რას.

იტა­ლი­ი­დან დღეს სა­ქარ­თვე­ლოს 200 მო­ქა­ლა­ქე ჩა­მოფ­რინ­დე­ბა რომი-თბი­ლი­სის რე­ი­სით. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნის მიზ­ნით რო­მი­დან ორი რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა, რა­საც ფი­ნან­სუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს.

თუმ­ცა, იტა­ლი­ა­ში კვლავ რჩე­ბა ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, რომ­ლე­ბიც ში­შის მი­უ­ხე­და­ვად თა­ვა­დაც გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმ ფაქ­ტით, რომ წი­თელ წო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბულ ქვე­ყა­ნა­შიც კი ნაკ­ლე­ბია პა­ნი­კა. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით იტა­ლია მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეა ჩი­ნე­თის შემ­დეგ.

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, რომ იტა­ლი­ე­ლებ­მა ის ნორ­მე­ბი არ და­იც­ვეს, რაც ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მალე გავ­რცელ­და COVID-19.

58 წლის ნანი უკვე 7 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­შია:

"გა­რეთ მარ­ტო საჭ­მლის სა­ყიდ­ლად თუ გავ­დი­ვარ. სი­ტუ­ა­ცია მარ­თლა კრი­ტი­კუ­ლია. რა მო­უ­ვათ ცოტა ხანს სახ­ლში რომ დარ­ჩნენ?! მი­ლა­ნი­დან სამ­ხრეთ­ში გა­იქ­ცნენ და ყველ­გან გა­ავ­რცე­ლეს ვირუ­სი. ძა­ლი­ან კარ­გად მო­იქ­ცა მთავ­რო­ბა, რომ ჩა­კე­ტა ქვე­ყა­ნა და წი­თელ ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და.

დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენ ხალ­ხმა თუ არ შე­ვუ­წყვეთ ხელი, ისე ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან. მერე ვლან­ძღოთ მთავ­რო­ბა, თავს ვერ აბა­ვენ ვე­რა­ფერ­სო. ჩი­ნე­ლებ­მა გვა­ჯო­ბეს ყვე­ლა­ნა­ი­რად!" - უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლავს AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი.

"უდარ­დე­ლე­ბი რომ არი­ან, მა­გან მი­იყ­ვა­ნა იტა­ლია კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ამ­დე, რა­საც ტკი­ვი­ლამ­დე გან­ვიც­დი. გუ­შინ RAI-ზე ასე­თი კი­თხვა და­უს­ვეს პრო­ფე­სორს - სექ­სი თუ შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის დრო­სო... ქვე­ყა­ნა ექ­ცე­ვათ და რაზე ფიქ­რო­ბენ... მე სამ­ხრეთ­ში ვცხოვ­რობ და ეს სამი დღეა ჩემი პა­ტა­რა ქა­ლა­ქიც ძა­ლი­ან მი­ყუჩ­და, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სამ­ხრეთ­ში კა­რან­ტი­ნი არ გვქონ­და. კვი­რა სა­ღა­მოს ცენ­ტრი სულ გა­დავ­სე­ბუ­ლია ხოლ­მე ხალ­ხით და ახლა იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ­დი ვინ­მეს, ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდებს" - გვე­უბ­ნე­ბა კი­დევ ერთი ემიგ­რან­ტი, სა­ხე­ლად ქეთი.

ლელა ახვლე­დი­ა­ნი 13 წე­ლია იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს, ამ­ჯე­რად ქა­ლაქ სა­ლერ­ნო­შია. ამ­ბობს, რომ მის ქა­ლაქ­ში და რე­გი­ონ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მა­ინც გამ­კაც­რე­ბუ­ლია:

"და­ი­კე­ტა აუ­ზე­ბი, კი­ნო­ე­ბი, თე­ატ­რე­ბი, ეკ­ლე­სი­ე­ბი და ზო­გა­დად თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, თუმ­ცა პა­ნი­კა მა­ინც არ არის.

გუ­შინ დი­ლით ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ვე­დი სუფ­თა ჰა­ერ­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ, სა­ნა­პი­რო­ზე სხვე­ბიც ვარ­ჯი­შობ­დნენ, არა­ვის მივ­სალ­მე­ბი­ვარ, არა­ვინ მომ­სალ­მე­ბია, ყვე­ლა თა­ვი­სი საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

კვი­რას პო­ლი­ცია და კა­რა­ბი­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ პირ­ბა­დე­ე­ბით და ამოწ­მებ­დნენ მი­ლა­ნი-სა­ლერ­ნოს რე­ი­სით გა­მო­პა­რულ ხალ­ხს, კონ­ტრო­ლი იყო მა­გათ­ზე. საკ­ვე­ბით სავ­სეა ქა­ლა­ქი და ზო­გა­დად სიმ­შვი­დეა.

Salerno today-ის ამ წუ­თის ინ­ფორ­მა­ცია ასე­თია: კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კამ­პა­ნი­ის რე­გი­ონ­ში არის 128, მათ­გან 2 მძი­მეა და 4 გარ­დაც­ვლი­ლი. მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, იტა­ლია გა­მო­ცხად­და "წი­თელ ზო­ნად", მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აქვთ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა, სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა, არა­მედ ეს ით­ვა­ლის­წი­ნებს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის სიმ­კაც­რეს. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნაა სულ მცი­რე 1 მეტ­რამ­დე მან­ძი­ლის დაც­ვა მომ­ხმა­რებ­ლებ­თან და გამ­ყიდ­ველ­თან" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ლელა ახვლე­დი­ა­ნი.

მა­ნა­ნა სოფ­რო­მა­ძე ოთხი შვი­ლის დე­დაა ქუ­თა­ი­სი­დან. რომ­ში წლე­ბია ცხოვ­რობს, ამ­ბობს, რომ სა­ბუ­თის გა­რე­შე უკვე ქა­ლა­ქი­დან ვე­ღარ გახ­ვალ.

"ეპი­დე­მია ვულ­კა­ნი­ვით გან­ვი­თარ­და. 14 ქა­ლა­ქი იყო წი­თელ ზოლ­ში, დღე­ი­დან კი მთლი­ა­ნად იტა­ლია კა­რან­ტინ­შია. 3 აპ­რი­ლამ­დე შე­წყვე­ტი­ლია სწავ­ლა სკო­ლებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი ჩვე­უ­ლი რე­ჟი­მით მუ­შა­ობს. ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბი, მაგ­რამ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში კონ­ტრო­ლის და და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­რე­შე არ ხდე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა. აქამ­დე ზუს­ტად მოძ­რა­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია ეპი­დე­მი­ის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა.

მე მაგ­რად ვდგე­ვარ, უფ­ლის იმე­დად ვარ, ვი­ცავ წე­სებს და ვუმკლავ­დე­ბი ყვე­ლა­ფერს. არ მა­ვი­წყდე­ბა რომ ქარ­თვე­ლი ვარ! 12 წე­ლია აქ ვარ და ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, მჯე­რა ეს გან­საც­დე­ლი გა­ივ­ლის" - ამ­ბობს მა­ნა­ნა სოფ­რო­მა­ძე.

ნონა იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ 2019 წლის ზა­ფხულ­ში წა­ვი­და, იმე­დი ჰქონ­და, რომ იმუ­შა­ვებ­და და მარ­ტო­ხე­ლა დედა ორი შვი­ლის­თვის ბი­ნის ყიდ­ვას შეძ­ლებ­და. მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი მძი­მედ გან­ვი­თარ­და და ახლა პა­ნი­კა­შია...

"მე კას­ტე­ლა­ნე­ტა­ში ვარ და წუ­ხელ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბაც აგ­ვეკ­რძა­ლა, იმი­ტომ რომ და­ვირუ­სე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­დან ხალ­ხი სხვა ქა­ლაქ­ში გარ­ბო­და და ასე მო­ე­დო მთელ იტა­ლი­ას.

ჩემს ქა­ლაქ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მო­ხუ­ცე­ბი არი­ან. მე სა­დაც ვარ, არ­ცერ­თი მა­ღა­ზია არ არის და­კე­ტი­ლი, გარ­და ჩი­ნე­ლე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა. ოჯა­ხი სა­დაც ვმუ­შა­ობ, გა­რეთ გას­ვლას არ მიშ­ლის, მაგ­რამ მხო­ლოდ წე­სე­ბის დაც­ვით.

მკაც­რად გვაქვს აკ­რძა­ლუ­ლი - ადა­მი­ა­ნებ­მა ერთი მეტ­რის დის­ტან­ცია უნდა და­ვიც­ვათ ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ქა­ლაქ მოლ­ფეტ­შია და რო­გორც ვიცი, იქ უფრო მე­ტია პა­ნი­კა, შე­ში­ნე­ბუ­ლი მწერს ყო­ველ­დღე, რომ და­ვიც­ვა წე­სე­ბი და სახ­ლი­დან არ გა­ვი­დე. ძა­ლი­ან რთუ­ლია ახლა ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, როცა წა­მო­სას­ვლე­ლად ვალი ავი­ღე და ჯერ კი­დევ ვის­ტუმ­რებ... არ ვიცი, ჯერ­ჯე­რო­ბით აქ ვრჩე­ბი", - ამ­ბობს ნონა.

კი­დევ ერთი ემიგ­რან­ტი ლელა თო­ლორ­და­ვა ვრცლად გვიყ­ვე­ბა იტა­ლი­ა­ში ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ:

"მე ვიმ­ყო­ფე­ბი ტოს­კა­ნას რე­გი­ონ­ში, პი­ზის პრო­ვინ­ცი­ის ერთ პა­ტა­რა სო­ფელ­ში. აქ თით­ქმის ორი წე­ლია ვარ, მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი რეჯო კა­ლაბ­რი­ა­ში. ჩვენს რე­გი­ონ­ში აქამ­დე არ იყო პა­ნი­კა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც გუ­შინ სა­ღა­მოს იტა­ლი­ის პრე­მი­ერ­მა მთე­ლი იტა­ლია გა­მო­ა­ცხა­და წი­თელ ზო­ნად, შე­შინ­და ხალ­ხი. მე ჩემი ოჯა­ხის მა­გა­ლით­ზე ვამ­ბობ.

დი­ლა­ად­რი­ან ბე­ბოს სიძე გა­იქ­ცა (ასე იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში დღემ­დე მხო­ლოდ შა­ბათ სა­ღა­მოს მი­დი­ო­და ცოლ-ქმა­რი) დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში პრო­დუქ­ტე­ბის მო­სა­მა­რა­გებ­ლად. ასე მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ალ­ბათ სხვე­ბიც, რად­გან ში­შო­ბენ პრო­დუქ­ტე­ბის დახ­ლე­ბი არ და­ცა­რი­ელ­დეს.

ახლა როცა მთე­ლი იტა­ლია "გა­წით­ლდა", შე­სა­ბა­მი­სად პა­ნი­კის მას­შტა­ბიც გა­ი­ზარ­და. ხალ­ხი ბუ­ნებ­რი­ვია ში­შობს, ელ­ვის უს­წრა­ფე­სად იზ­რდე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და მსხვერ­პლი. სწო­რედ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ამ ტემ­პმა გა­მო­იწ­ვია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით აკ­რძალ­ვე­ბის და­წე­სე­ბა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მის გარ­და სახ­ლი­დან არა­ვინ არ უნდა გა­ვი­დეს. სამ­სა­ხურ­ში, ექიმ­თან და სუ­პერ­მარ­კეტ­ში წას­ვლა არა­ვის ეკ­რძა­ლე­ბა, თუმ­ცა წე­სე­ბის დაც­ვით, ერთი მეტ­რის დის­ტან­ცია უნდა და­იც­ვა, ხელი არა­ვის ჩა­მო­არ­თვა, არ გა­და­კოც­ნო.

იტა­ლი­ე­ლე­ბი კოც­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხია, შეხ­ვედ­რი­სას ორი­ვე ლო­ყა­ზე კოც­ნიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ეს მათ ქცე­ვა­ში ისე არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გორ გა­უ­ჭირ­დე­ბათ ახლა

ჩე­მამ­დე არ მო­სუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია, შე­ე­ყა­რა თუ არა ვირუ­სი ჩვე­ნე­ბუ­რებს, აქ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვს აცხა­დე­ბენ, ეროვ­ნე­ბას - არა. ეს მიდ­გო­მა ძა­ლი­ან მომ­წონს, ვირუ­სი არ გა­ნას­ხვა­ვებს ეროვ­ნე­ბას. აქ მე­დია არ აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას ქარ­თუ­ლი მე­დი­ის მსგავ­სად - ვის შე­ე­ყა­რა ვირუ­სი, რა პრო­ფე­სი­ის არის, რა ეროვ­ნე­ბის, რა პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სის.

ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად ვდგა­ვართ საფრ­თხის წი­ნა­შე. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სი ძი­რი­თა­დად იტა­ლი­ი­დან გავ­რცელ­და, აქაც იქ­ნე­ბი­ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი. ახლა სა­ჭი­როა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლამ ვი­აზ­როვ­ნოთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად, დღეს იტა­ლია ისე­ვე მე­კუთ­ვნის მე, რო­გორც იტა­ლი­ელს, ყვე­ლამ უნდა და­ვიც­ვათ ერ­თმა­ნე­თი. და­ვე­მორ­ჩი­ლოთ აკ­რძალ­ვებს და დავ­რჩეთ სახ­ლში.

ახლა, რო­გორც არას­დროს, დე­და­მი­წა გა­და­იქ­ცა ერთ დიდ სახ­ლად, სა­დაც პირ­ველ ნო­მერ პრობ­ლე­მად და­სა­ხელ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი

პი­რა­დად მე ჩემი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე­დაც თით­ქმის სულ სახ­ლში ვარ, 24 სა­ა­თი­ან მომ­ვლე­ლად ვმუ­შა­ობ, დღე­ში 2 სა­ა­თი მაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ახლა ისიც სახ­ლში უნდა გა­ვა­ტა­რო. გა­ფიქ­რე­ბაც კი არ მინ­და, ჩემი მი­ზე­ზით ამ ოჯახ­ში ვინ­მეს ვირუ­სი რომ გა­დავ­დო და მით უფრო მო­ხუცს, მისი ასა­კის და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვებს, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე ვი­მა­რა­გებთ, სას­მე­ლი წყა­ლიც მო­მა­რა­გე­ბუ­ლი გვაქვს. ასე იქ­ნე­ბა თით­ქმის ყვე­ლა ოჯა­ხი. ჩვენ­ზე ნუ იდარ­დებთ, მარ­თა­ლია "წი­თელ ზო­ნა­ში" ვართ ასი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ ამ "შავ ჭირ­საც" გა­ვუძ­ლებთ. წლო­ბით უნა­ხა­ვი შვი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბას გა­ვუ­ძე­ლით და კო­რო­ნა­ვირუ­სი რას დაგ­ვაკ­ლებს?!" - ეუბ­ნე­ბა AMBEBI.GE-ს ლელა თო­ლორ­და­ვა.

ემიგ­რან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თმა­ნეთს ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბას უგ­ზავ­ნი­ან, სა­დაც ქარ­თულ ენა­ზე ქა­ლის ხმა აძ­ლევთ გაფრ­თხი­ლე­ბას და აუ­ცი­ლე­ბელ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვან კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით67
10

ასიათასობით ქართველიო? არის კი ამდენი იტალიაში?

7

მილიონ ასი ათსიიი

ავტორი:

"წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით, კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!" - ქართველი ემიგრანტები იტალიაში არსებულ ვითარებაზე

"წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით, კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!" - ქართველი ემიგრანტები იტალიაში არსებულ ვითარებაზე

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კრძალავს საზოგადოებრივ თავშეყრას.

იტალიიდან დღეს საქართველოს 200 მოქალაქე ჩამოფრინდება რომი-თბილისის რეისით. მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით რომიდან ორი რეისი შესრულდება, რასაც ფინანსურად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

თუმცა, იტალიაში კვლავ რჩება ათიათასობით ქართველი ემიგრანტი, რომლებიც შიშის მიუხედავად თავადაც გაოცებულები არიან იმ ფაქტით, რომ წითელ წონად გამოცხადებულ ქვეყანაშიც კი ნაკლებია პანიკა. კორონავირუსის გავრცელებითა და სიკვდილიანობით იტალია მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები AMBEBI.GE-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ იტალიელებმა ის ნორმები არ დაიცვეს, რაც ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი იყო და შესაბამისად, ქვეყანაში ძალიან მალე გავრცელდა COVID-19.

58 წლის ნანი უკვე 7 წელია ემიგრაციაშია:

"გარეთ მარტო საჭმლის საყიდლად თუ გავდივარ. სიტუაცია მართლა კრიტიკულია. რა მოუვათ ცოტა ხანს სახლში რომ დარჩნენ?! მილანიდან სამხრეთში გაიქცნენ და ყველგან გაავრცელეს ვირუსი. ძალიან კარგად მოიქცა მთავრობა, რომ ჩაკეტა ქვეყანა და წითელ ზონად გამოაცხადა.

დაბრუნებას არ ვაპირებ საქართველოში, ჩვენ ხალხმა თუ არ შევუწყვეთ ხელი, ისე ვერაფერს გახდებიან. მერე ვლანძღოთ მთავრობა, თავს ვერ აბავენ ვერაფერსო. ჩინელებმა გვაჯობეს ყველანაირად!" - უკმაყოფილებას ვერ მალავს AMBEBI.GE-ს რესპონდენტი.

"უდარდელები რომ არიან, მაგან მიიყვანა იტალია კრიტიკულ სიტუაციამდე, რასაც ტკივილამდე განვიცდი. გუშინ RAI-ზე ასეთი კითხვა დაუსვეს პროფესორს - სექსი თუ შეიძლება კორონავირუსის დროსო... ქვეყანა ექცევათ და რაზე ფიქრობენ... მე სამხრეთში ვცხოვრობ და ეს სამი დღეა ჩემი პატარა ქალაქიც ძალიან მიყუჩდა, იმის მიუხედავად, რომ სამხრეთში კარანტინი არ გვქონდა. კვირა საღამოს ცენტრი სულ გადავსებულია ხოლმე ხალხით და ახლა იშვიათად ნახავდი ვინმეს, ძირითადად ახალგაზრდებს" - გვეუბნება კიდევ ერთი ემიგრანტი, სახელად ქეთი.

ლელა ახვლედიანი 13 წელია იტალიაში ცხოვრობს, ამჯერად ქალაქ სალერნოშია. ამბობს, რომ მის ქალაქში და რეგიონში ჯერჯერობით ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა უსაფრთხოების ზომები მაინც გამკაცრებულია:

"დაიკეტა აუზები, კინოები, თეატრები, ეკლესიები და ზოგადად თავშეყრის ადგილები უსაფრთხოების მიზნით, თუმცა პანიკა მაინც არ არის.

გუშინ დილით ჩვეულებრივად გავედი სუფთა ჰაერზე სავარჯიშოდ, სანაპიროზე სხვებიც ვარჯიშობდნენ, არავის მივსალმებივარ, არავინ მომსალმებია, ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული.

კვირას პოლიცია და კარაბინიერები იყვნენ პირბადეებით და ამოწმებდნენ მილანი-სალერნოს რეისით გამოპარულ ხალხს, კონტროლი იყო მაგათზე. საკვებით სავსეა ქალაქი და ზოგადად სიმშვიდეა.

Salerno today-ის ამ წუთის ინფორმაცია ასეთია: კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები კამპანიის რეგიონში არის 128, მათგან 2 მძიმეა და 4 გარდაცვლილი. მთავრობის დადგენილებით, იტალია გამოცხადდა "წითელ ზონად", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებს არ აქვთ გადაადგილების უფლება, საყიდლებზე წასვლის საშუალება, არამედ ეს ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომების სიმკაცრეს. სუპერმარკეტებში აუცილებელი მოთხოვნაა სულ მცირე 1 მეტრამდე მანძილის დაცვა მომხმარებლებთან და გამყიდველთან" - უყვება AMBEBI.GE-ს ლელა ახვლედიანი.

მანანა სოფრომაძე ოთხი შვილის დედაა ქუთაისიდან. რომში წლებია ცხოვრობს, ამბობს, რომ საბუთის გარეშე უკვე ქალაქიდან ვეღარ გახვალ.

"ეპიდემია ვულკანივით განვითარდა. 14 ქალაქი იყო წითელ ზოლში, დღეიდან კი მთლიანად იტალია კარანტინშია. 3 აპრილამდე შეწყვეტილია სწავლა სკოლებში, უნივერსიტეტებში.

სუპერმარკეტები და სავაჭრო ცენტრები ჩვეული რეჟიმით მუშაობს. ქალაქში გადაადგილდები, მაგრამ ქალაქიდან ქალაქში კონტროლის და დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არ ხდება გადაადგილება. აქამდე ზუსტად მოძრაობამ გამოიწვია ეპიდემიის ასეთი განვითარება.

მე მაგრად ვდგევარ, უფლის იმედად ვარ, ვიცავ წესებს და ვუმკლავდები ყველაფერს. არ მავიწყდება რომ ქართველი ვარ! 12 წელია აქ ვარ და ძლიერი მიწისძვრები გადავიტანე, მჯერა ეს განსაცდელი გაივლის" - ამბობს მანანა სოფრომაძე.

ნონა იტალიაში სამუშაოდ 2019 წლის ზაფხულში წავიდა, იმედი ჰქონდა, რომ იმუშავებდა და მარტოხელა დედა ორი შვილისთვის ბინის ყიდვას შეძლებდა. მაგრამ მოვლენები მძიმედ განვითარდა და ახლა პანიკაშია...

"მე კასტელანეტაში ვარ და წუხელ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებაც აგვეკრძალა, იმიტომ რომ დავირუსებული ქალაქებიდან ხალხი სხვა ქალაქში გარბოდა და ასე მოედო მთელ იტალიას.

ჩემს ქალაქში ჯერჯერობით არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გარდაცვლილები ძირითადად მოხუცები არიან. მე სადაც ვარ, არცერთი მაღაზია არ არის დაკეტილი, გარდა ჩინელების მაღაზიებისა. ოჯახი სადაც ვმუშაობ, გარეთ გასვლას არ მიშლის, მაგრამ მხოლოდ წესების დაცვით.

მკაცრად გვაქვს აკრძალული - ადამიანებმა ერთი მეტრის დისტანცია უნდა დავიცვათ ურთიერთობისას. ჩემი ახლობელი ქალაქ მოლფეტშია და როგორც ვიცი, იქ უფრო მეტია პანიკა, შეშინებული მწერს ყოველდღე, რომ დავიცვა წესები და სახლიდან არ გავიდე. ძალიან რთულია ახლა ჩემთვის საქართველოში დაბრუნება, როცა წამოსასვლელად ვალი ავიღე და ჯერ კიდევ ვისტუმრებ... არ ვიცი, ჯერჯერობით აქ ვრჩები", - ამბობს ნონა.

კიდევ ერთი ემიგრანტი ლელა თოლორდავა ვრცლად გვიყვება იტალიაში ახლანდელი მდგომარეობის შესახებ:

"მე ვიმყოფები ტოსკანას რეგიონში, პიზის პროვინციის ერთ პატარა სოფელში. აქ თითქმის ორი წელია ვარ, მანამდე ვიყავი რეჯო კალაბრიაში. ჩვენს რეგიონში აქამდე არ იყო პანიკა, თუმცა მას შემდეგ, რაც გუშინ საღამოს იტალიის პრემიერმა მთელი იტალია გამოაცხადა წითელ ზონად, შეშინდა ხალხი. მე ჩემი ოჯახის მაგალითზე ვამბობ.

დილაადრიან ბებოს სიძე გაიქცა (ასე იმიტომ ვამბობ, რომ პროდუქტების შესაძენად დიდ სუპერმარკეტში დღემდე მხოლოდ შაბათ საღამოს მიდიოდა ცოლ-ქმარი) დიდ სუპერმარკეტში პროდუქტების მოსამარაგებლად. ასე მოიქცეოდნენ ალბათ სხვებიც, რადგან შიშობენ პროდუქტების დახლები არ დაცარიელდეს.

ახლა როცა მთელი იტალია "გაწითლდა", შესაბამისად პანიკის მასშტაბიც გაიზარდა. ხალხი ბუნებრივია შიშობს, ელვის უსწრაფესად იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა და მსხვერპლი. სწორედ ვირუსის გავრცელების ამ ტემპმა გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალვების დაწესება.

აუცილებელი საქმის გარდა სახლიდან არავინ არ უნდა გავიდეს. სამსახურში, ექიმთან და სუპერმარკეტში წასვლა არავის ეკრძალება, თუმცა წესების დაცვით, ერთი მეტრის დისტანცია უნდა დაიცვა, ხელი არავის ჩამოართვა, არ გადაკოცნო.

იტალიელები კოცნის მოყვარული ხალხია, შეხვედრისას ორივე ლოყაზე კოცნიდნენ ერთმანეთს. ეს მათ ქცევაში ისე არის დამკვიდრებული, წარმომიდგენია როგორ გაუჭირდებათ ახლა

ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია, შეეყარა თუ არა ვირუსი ჩვენებურებს, აქ დაინფიცირებულთა რიცხვს აცხადებენ, ეროვნებას - არა. ეს მიდგომა ძალიან მომწონს, ვირუსი არ განასხვავებს ეროვნებას. აქ მედია არ აწარმოებს გამოძიებას ქართული მედიის მსგავსად - ვის შეეყარა ვირუსი, რა პროფესიის არის, რა ეროვნების, რა პოლიტიკური მრწამსის.

ყველა ერთნაირად ვდგავართ საფრთხის წინაშე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვირუსი ძირითადად იტალიიდან გავრცელდა, აქაც იქნებიან დაინფიცირებული ქართველები. ახლა საჭიროა, უკლებლივ ყველამ ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად, დღეს იტალია ისევე მეკუთვნის მე, როგორც იტალიელს, ყველამ უნდა დავიცვათ ერთმანეთი. დავემორჩილოთ აკრძალვებს და დავრჩეთ სახლში.

ახლა, როგორც არასდროს, დედამიწა გადაიქცა ერთ დიდ სახლად, სადაც პირველ ნომერ პრობლემად დასახელდა კორონავირუსი

პირადად მე ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე ისედაც თითქმის სულ სახლში ვარ, 24 საათიან მომვლელად ვმუშაობ, დღეში 2 საათი მაქვს თავისუფალი და ახლა ისიც სახლში უნდა გავატარო. გაფიქრებაც კი არ მინდა, ჩემი მიზეზით ამ ოჯახში ვინმეს ვირუსი რომ გადავდო და მით უფრო მოხუცს, მისი ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

რაც შეეხება საკვებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე ვიმარაგებთ, სასმელი წყალიც მომარაგებული გვაქვს. ასე იქნება თითქმის ყველა ოჯახი. ჩვენზე ნუ იდარდებთ, მართალია "წითელ ზონაში" ვართ ასიათასობით ქართველი, მაგრამ ამ "შავ ჭირსაც" გავუძლებთ. წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით და კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!" - ეუბნება AMBEBI.GE-ს ლელა თოლორდავა.

ემიგრანტები ამბობენ, რომ ერთმანეთს ხმოვან შეტყობინებას უგზავნიან, სადაც ქართულ ენაზე ქალის ხმა აძლევთ გაფრთხილებას და აუცილებელ რეკომენდაციებს, რომელიც უნდა დაიცვან კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ კორონავირუსი გადატანილი აქვთ - ჯანდაცვის მინისტრი

მზად ვართ, 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ - ლევან გოფოძე