საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ, შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ, შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, შე­საძ­ლოა, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის სტან­დარტზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყოს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სსიპ "გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში“ გა­ნუ­ცხა­დეს, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შექ­მნი­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ქვე­ყა­ნა პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს.

"დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს. ამ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე პირ­ვე­ლად ახლა დავ­დე­ქით. ალ­ბათ, სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა შე­იც­ვლე­ბა და ხვალ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­საძ­ლოა, რამე მოხ­დეს. სკო­ლის შე­მოწ­მე­ბის ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დროს, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სტან­დარ­ტი ან კომ­პო­ნენ­ტი იყოს, ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს. თუ სტან­დარ­ტი არ არის, ე.ი. არც აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ სკო­ლებს მსგავ­სი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. თუ სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა შე­მუ­შავ­დეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო და სა­ხელ­მწი­ფო ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა­ზე იმუ­შა­ვებს. მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რი კა­ნონ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის უწყე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია. თუმ­ცა, უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დე­ბენ, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა. კერ­ძოდ, „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ თუ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სწავ­ლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის უწყე­ბა მას და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, არ­სე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სკო­ლებ­ში სწავ­ლა 16 მარტს გა­ნახ­ლდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლას, უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს სა­კი­თხი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თვის არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით 9 მარ­ტი­დან 16 მარ­ტამ­დე და­გეგ­მი­ლი არ­და­დე­გე­ბი, 4 დღით უკვე გა­ა­ხან­გრძილ­ვა. სკო­ლებ­მა არ­და­დე­გე­ბი და­გეგ­მილ­ზე ადრე და­ი­წყეს. ეს არ­და­დე­გე­ბი ბუ­ნებ­რი­ვია, ანა­ზღა­ურ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მას, და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ ჯა­ნა­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ა­ზე და თუ უწყე­ბის რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა, არ­და­დე­გე­ბი გა­ხან­გრძლივ­დე­ბა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ამ რე­კო­მენ­და­ცი­ას შე­ას­რუ­ლებს. რა ფორ­მით მოხ­დე­ბა ეს, არ­და­დე­გე­ბი გა­ხან­გრძლივ­დე­ბა, დის­ტან­ცი­უ­რად ას­წავ­ლი­ან თუ ა.შ. ამ გეგ­მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­გა­გე­ბი­ნებთ. თუ გვე­ტყვის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, რომ არ­და­დე­გე­ბი უნდა გა­ვა­ხან­გრძლი­ვოთ, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვა­ხან­გრძლი­ვებთ და მერე მო­ვი­ფიქ­რებთ, რა ვქნათ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ეტაპ­ზე ვი­ცით, რომ სწავ­ლა 16 მარტს და­ი­წყე­ბა“, - გა­ნა­ცხა­დეს გა­ნათ­ლე­ბის უწყე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ, ჯან­დაც­ვის უწყე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით, სწავ­ლის პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში 2 მარ­ტი­დან 16 მარ­ტამ­დე შე­წყვი­ტა. სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი ასე­ვე შე­წყვე­ტი­ლია ბაგა-ბა­ღებ­ში. 16 მარ­ტამ­დე არ გა­ნახ­ლდე­ბა სწავ­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შიც.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მო­უ­წო­და, თუ აქვთ ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის გამო, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რა­საც სას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი და­თან­ხმდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ, შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ, შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ, შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში“ განუცხადეს, იქედან გამომდინარე, რომ შექმნილი რეალობის წინაშე ქვეყანა პირველად აღმოჩნდა, საქართველოში ონლაინ სწავლების სტანდარტი არ არსებობს.

"დისტანციური სწავლების პროცესის სტანდარტი არ არსებობს. ამ რეალობის წინაშე პირველად ახლა დავდექით. ალბათ, სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება და ხვალ ამ მიმართულებით შესაძლოა, რამე მოხდეს. სკოლის შემოწმების ან ავტორიზაციის დროს, დისტანციური სწავლების სტანდარტი ან კომპონენტი იყოს, ამ ეტაპზე არ არსებობს. თუ სტანდარტი არ არის, ე.ი. არც აკრძალული აქვთ სკოლებს მსგავსი სწავლების მოდელის გამოყენება. თუ სერიოზული საფრთხის წინაშე დავდექით, სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება შემუშავდეს. სავარაუდოდ, განათლების სამინისტრო და სახელმწიფო ერთიანი ხედვაზე იმუშავებს. მსგავსი ჩანაწერი კანონში ჯერჯერობით არ არის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში.

ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით განათლების უწყებას ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებენ, თუ ამის საჭიროება დადგება. კერძოდ, „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო სწავლის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებს, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების უწყება მას დაემორჩილება.

ამასთან, განათლების უწყებაში განმარტავენ, არსებული გადაწყვეტილებით სკოლებში სწავლა 16 მარტს განახლდება.

რაც შეეხება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას, უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი საჯარო სკოლებისთვის არ განიხილება.

"განათლების სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით 9 მარტიდან 16 მარტამდე დაგეგმილი არდადეგები, 4 დღით უკვე გაახანგრძილვა. სკოლებმა არდადეგები დაგეგმილზე ადრე დაიწყეს. ეს არდადეგები ბუნებრივია, ანაზღაურდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, დამოკიდებული ვართ ჯანადაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე და თუ უწყების რეკომენდაცია იქნება, არდადეგები გახანგრძლივდება და განათლების სამინისტრო ამ რეკომენდაციას შეასრულებს. რა ფორმით მოხდება ეს, არდადეგები გახანგრძლივდება, დისტანციურად ასწავლიან თუ ა.შ. ამ გეგმას აუცილებლად გაგაგებინებთ. თუ გვეტყვის ჯანდაცვის სამინისტრო, რომ არდადეგები უნდა გავახანგრძლივოთ, ბუნებრივია, გავახანგრძლივებთ და მერე მოვიფიქრებთ, რა ვქნათ სწავლებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვიცით, რომ სწავლა 16 მარტს დაიწყება“, - განაცხადეს განათლების უწყებაში.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებშიც.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდა

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"