მრავალფეროვანი არჩევანი, ხარისხი და ხელსაყრელი ფასები - ეს ბრიტანული ბრენდი „მატალანია“, რომლის პირველი მაღაზიაც საქართველოში ახლახანს გაიხსნა. საბურთალოს „სითი მოლში“ არსებული მაღაზიით საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე დაინტერესდა. 1500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია ქალის, მამაკაცის, ბავშვის სამოსი და აქსესუარები, ასევე სახლის ტექსტილი და დეკორატიული ნივთები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე ტენდენციებთან.
მაღაზია საზეიმოდ ბრიტანეთის ელჩმა, „მატალანის“ საერთაშორისო მიმართულების დირექტორმა და ბრენდის ქართულმა წარმომადგენლობამ ერთობლივად გახსნა. როგორც ქართული წარმომადგენლობა განმარტავს ბრენდთან მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა და საბოლოოდ თბილისში პირველი მაღაზიის გახსნაც გადაწყდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა საღამოსთვის სპეციალურად შეარჩიეს მუსიკაც და ბენდმა Cover City ლივერპულელი ოთხეულის „ბითლზის“ კომპოზიციები შეასრულა. გახსნაზე მისული სტუმრები არაერთი სიურპრიზისა და გათამაშების მონაწილეები გახდნენ.
„ვფიქრობ, რომ „მატალანი“ სწორედ ის ბრენდია, რომელიც აკლდა ქართულ ბაზარს და რომელსაც სულ მალე შეიყვარებს ქართველი მომხმარებელი. ეს არის ბრენდი, რომელიც შექმნილია თანამედროვე ოჯახებისთვის, ორიენტირებულია ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებზე. ქართველი მომხმარებელი კი დღეს უკვე დიდ ყურადღებას აქცევს არამარტო ხელმსაწვდომ ფასს, არამედ პროდუქციის ხარისხსაც, ამ ორის სწორი კომბინაცია კი ვფიქრობთ, არის ის ძირითადი ფასეულობა რის გამოც ეს ბრენდი სულ მალე დაიმკვიდრებს ადგილს ქართულ ბაზარზე,“ - განმარტავს მარკეტინგის მენეჯერი ანი ამირანაშვილი.
„მატალანში“ წარმოდგენილია ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსისა და აქსესუარების ძალიან ფართო არჩევანი, ასევე სახლის ტექსტილი და დეკორაცია. ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე იქმნება მაღაზიები, რომლებიც წარმოადგენს კომპლექსურ სივრცეს, სადაც ერთი ვიზიტით შესაძლებელია სასურველი ნივთების შეძენა ოჯახის ყველა წევრისთვის.
„მატალანის“ უნიკალური კონცეფციიდან გამომდინარე ჩვენს თითოეულ მიმართულებას დიდი ყურადღება დაეთმობა. ბრენდის ერთ-ერთი ძლიერი მხარე სწორედ მისი მულტიფუნქციური სივრცეა და შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით რომ ყველა მიმართულება თანაბრად კარგად წარმოვაჩინოთ ქართველი მომხმარებლისთვის. ეს არის ბრენდი, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის კმაყოფილებაა და რომელიც მთლიანად მორგებულია თანამედროვე ოჯახებში არსებულ მოთხოვნებსა და საჭიროებებს: ერთ სივრცეში ერთიანდება უამრავი საჭირო ნივთი ოჯახის ყველა წევრისთვის, სამოსისა და აქსესაურების ფართო არჩევანი; პროდუქცია არის მაღალი ხარისხის, ფასები კი არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია მაღალია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი კომბინაციის მქონე ბრენდი საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპზე არ არსებობს,“ - დაამატა ანი ამირანაშვილმა.
„მატალანი“ მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით არის ცნობილი. დიდ ბრიტანეთში მაღალი მოთხოვნის გამო ბრენდი 250-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და 12 მილიონი ოჯახი მისი მუდმივი მომხმარებელია. ხოლო ევროპისა და აზიის ქვეყნებში ბრენდს უკვე 50-მდე ფილიალი აქვს.
ქართველი მომხმარებელი უკვე დაინტერსდება ბეჩააა, აბა რაიქნება ბოშოოო, ბრიტანული ბრენდია და აპაააააა.
აწი რაღა გვიჭირს,ავშენდით!