კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე - "მე და ჩემი შვილები თვითიზოლაციაში ვართ გაგების დღიდან..."
რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე - "მე და ჩემი შვილები თვითიზოლაციაში ვართ გაგების დღიდან..."

კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში 15-მდე გა­ი­ზარ­და. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა - 13 ადა­მი­ა­ნი, იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან ან, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 2 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ირა­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მძი­მეა 44 წლის მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მე­ო­თხეა, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია და­უდ­გინ­და. თუმ­ცა, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ამას­თან, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლ არ­ცერთ პირს ამ ეტაპ­ზე არ ემუქ­რე­ბა სი­ცო­ცხლისთ­ვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა.

COVID-19 ვირუ­სით იტა­ლი­ი­დან შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან და­ინ­ფი­ცირ­და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი გუ­შინ და­უ­დას­ტურ­და. AMBEBI.GE ესა­უბ­რა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლეს, თუმ­ცა მის ვი­ნა­ო­ბას ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, არ ვა­სა­ჯა­რო­ვებთ.

რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ქალ­ბა­ტო­ნი აღ­ნიშ­ნავს, მისი მე­უღ­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როც იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და.

"ჩემი მე­უღ­ლე არის მე-14 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. კარ­გად არის, აქვს მხო­ლოდ და­ბა­ლი სი­ცხე. მე და ჩემი შვი­ლე­ბი ვართ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­გე­ბის დღი­დან და არ წარ­მო­ვად­გენთ ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს.

მეც მინ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვექ­ცეთ ამ ვი­თა­რე­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვოთ თავი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის­გან. და­ვიც­ვათ ყვე­ლა წესი, რა­საც გვირ­ჩე­ვენ ექი­მე­ბი. "ეს მე არ და­მე­მარ­თე­ბა" - გა­მო­რი­ცხეთ!" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ქალი.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე ორ შვილ­თან ერ­თად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ და მათ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა. "კარ­გად მუ­შა­ო­ბენ, კვალს მიჰ­ყვე­ბი­ან და აკონ­ტრო­ლო­ბენ. იმე­დია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც მო­იქ­ცე­ვი­ან სა­თა­ნა­დოდ" - გვიყ­ვე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
15

"ეს მე არ და­მე­მარ­თე­ბა" - გა­მო­რი­ცხეთ!" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ქალი.

აი ასეთები ვართ ქართველები არა მარტო ამ კორონავირუსთან დაკავშირებით. 

nk
8

რას ნიშნავს თვითიზოლაცია? ცალკე ოთახი თავისი ცალკე გასასვლელი კარით, ცალკე ტუალეტი, ცალკე კუხნა, ცალკე პროდუქტების მაღაზია და ასე შემდეგ? ანუ სხვა ოჯახის წევრებთან არანაირი შეხება არ ხდება? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე - "მე და ჩემი შვილები თვითიზოლაციაში ვართ გაგების დღიდან..."

რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე - "მე და ჩემი შვილები თვითიზოლაციაში ვართ გაგების დღიდან..."

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საქართველოში 15-მდე გაიზარდა. მათი უმრავლესობა - 13 ადამიანი, იტალიაში მოგზაურობასთან ან, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებთან არის დაკავშირებული. 2 ინფიცირებული ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეა.

ამ ეტაპზე ყველაზე მძიმეა 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მეოთხეა, ვისაც საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა. თუმცა, ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, კორონავირუსით დაავადებულ არცერთ პირს ამ ეტაპზე არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება.

COVID-19 ვირუსით იტალიიდან შემოსული ადამიანისგან დაინფიცირდა კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. AMBEBI.GE ესაუბრა დაავადებული მამაკაცის მეუღლეს, თუმცა მის ვინაობას ინფიცირებულის უფლებების დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროვებთ.

როგორც ჩვენთან საუბარში ქალბატონი აღნიშნავს, მისი მეუღლის დაინფიცირების წყაროც იტალიიდან ჩამოსული ადამიანი გახდა.

"ჩემი მეუღლე არის მე-14 დაინფიცირებული. კარგად არის, აქვს მხოლოდ დაბალი სიცხე. მე და ჩემი შვილები ვართ თვითიზოლაციაში გაგების დღიდან და არ წარმოვადგენთ ინფიცირების წყაროს.

მეც მინდა პასუხისმგებლობით მოვექცეთ ამ ვითარებას. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან. დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვირჩევენ ექიმები. "ეს მე არ დამემართება" - გამორიცხეთ!" - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ორ შვილთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სიმპტომები არ აღენიშნებათ და მათზე მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება. "კარგად მუშაობენ, კვალს მიჰყვებიან და აკონტროლობენ. იმედია, მოქალაქეებიც მოიქცევიან სათანადოდ" - გვიყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"