საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია JCB-იმ 750 000-ე ექსკავატორ-დამტვირთველი აწარმოვა
კომპანია JCB-იმ 750 000-ე ექსკავატორ-დამტვირთველი აწარმოვა

თე­ბერ­ვალ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის ბრი­ტა­ნულ­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა მო­რი­გი იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა - 750,000-ე ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლის წარ­მო­ე­ბა. ქარ­ხნის კონ­ვე­ი­რი­დან იგი როს­ტერ­ში ჩა­ვი­და. თით­ქმის 70 წლის წინ ამა­ვე ად­გი­ლას დამ­ზად­და პირ­ვე­ლი JCB ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლი.

1953 წელს, JCB-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ჯო­ზეფ სი­რილ ბემ­ფორდმა, მო­ი­ფიქ­რა იდეა, შე­ექ­მნა ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლი - მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია წინა ცი­ცხვით და უკა­ნა, მი­წის ამომ­ღე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბით. 1954 წელს სულ 35 ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა იქნა წარ­მო­ე­ბუ­ლი, ხოლო 20 წლის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ამ გა­და­ა­ბი­ჯა JCB-ის ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლის 50 ათა­სი­ან ზღვარს. ახლა ისი­ნი მთელ მსოფ­ლი­ო­ში იწარ­მო­ე­ბა: დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, აშშ-ში, ხოლო 2018 წლი­დან, იწარ­მო­ე­ბა რუ­სეთ­შიც.

”ჩემი ბავ­შვო­ბის ზო­გი­ერ­თი მო­გო­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია როს­ტერ­ში ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას­თან. და ის ფაქ­ტი, რომ დღეს­დღე­ო­ბით უკვე წარ­მო­ე­ბუ­ლია 750 ათა­სი ასე­თი ტექ­ნი­კა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და JCB- ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ლორდ ბემ­ფორდმა. კი­დევ უფრო გა­საკ­ვი­რია, რომ თით­ქმის შვი­დი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში JCB-ის ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლი, სამ­შე­ნებ­ლო ინ­დუსტრი­ა­ში, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია. ეს მისი უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბის რე­ა­ლუ­რი და­დას­ტუ­რე­ბაა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ამ ტექ­ნი­კის პო­პუ­ლა­რო­ბა კვლავ იზ­რდე­ბა“.

კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლია - JCB Mark I. მის­მა გა­მო­ჩე­ნამ ფაქ­ტობ­რი­ვად რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე და მოგ­ვცა იმ სა­მუ­შა­ოს მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც ადრე ხე­ლით სრულ­დე­ბო­და. პრო­დუქტმა გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნაგ­რძო 1956 წელს, ინო­ვა­ცი­უ­რი მო­დე­ლის JCB Hydra-Digga-ის წარ­მო­ე­ბით. ორი­ვე მან­ქა­ნის ფერი ცის­ფე­რი-წი­თე­ლი იყო, მაგ­რამ 1960 წელს უფრო მძი­მე და უფრო ძლი­ე­რი მო­დე­ლის JCB 4-ის წარ­მო­ე­ბით, ბრენ­დის სა­ფირ­მო ყვი­თე­ლი ფერი გა­მოჩ­ნდა.

1961 წელს დღის სი­ნათ­ლე მო­დელ­მა JCB 3-მა იხი­ლა, 1963 წელს აწარ­მო­ვეს JCB 3C, ხოლო 1967 წელს შე­იქ­მნა მო­დე­ლი JCB 3 CII, რო­მელ­მაც დრო­ის გა­მოც­დას გა­უძ­ლო და იწარ­მო­ე­ბო­და მომ­დევ­ნო 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

1980 წელს კომ­პა­ნი­ამ 24 მი­ლი­ო­ნი ფუნტ სტერ­ლინ­გის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად დახ­ვე­წი­ლი, JCB 3CX ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლის წარ­მო­ე­ბა­ში. ეს იყო გარ­დამ­ტე­ხი წერ­ტი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი მწარ­მო­ებ­ლის ის­ტო­რი­ა­ში: ბა­ზარ­ზე ისე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ნერგვა, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო ცნო­ბა­დო­ბა მო­ი­პო­ვა, გახ­და JCB-ის ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის ზრდის ნამ­დვი­ლი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი.

2012 წლის დე­კემ­ბერ­ში კომ­პა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა 500000-ე ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლის წარ­მო­ე­ბა, ხოლო ახა­ლი სა­წარ­მოო რე­კორ­დი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ JCB აგ­რძე­ლებს თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­ის გა­ნუხ­რელ დაც­ვას, რო­მე­ლიც ბაზ­რის მუდ­მი­ვი ანა­ლი­ზი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მზარ­დი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

დღეს, ლე­გენ­და­რუ­ლი ექ­სკა­ვა­ტორ დამ­ტვირ­თვე­ლი JCB მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი სამ­შე­ნებ­ლო მან­ქა­ნაა და ზე­დი­ზედ მე-19 წე­ლია, რაც წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებს თა­ვის სეგ­მენ­ტში.

ბრი­ტა­ნუ­ლი #1 სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის ბრენდ JCB-ის ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლერს სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ად­გენს „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ თე­გე­ტა კონ­სტრაქ­შენ ექ­ვიფ­მენ­თი“.

=====
0

გენაცვალეთ ქართულში! ...აწარმოვა?! ...დაამზადა, გამოუშვა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კომპანია JCB-იმ 750 000-ე ექსკავატორ-დამტვირთველი აწარმოვა

კომპანია JCB-იმ 750 000-ე ექსკავატორ-დამტვირთველი აწარმოვა

თებერვალში, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ბრიტანულმა მწარმოებელმა მორიგი იუბილე აღნიშნა - 750,000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება. ქარხნის კონვეირიდან იგი როსტერში ჩავიდა. თითქმის 70 წლის წინ ამავე ადგილას დამზადდა პირველი JCB ექსკავატორ-დამტვირთველი.

1953 წელს, JCB-ის დამფუძნებელმა ჯოზეფ სირილ ბემფორდმა, მოიფიქრა იდეა, შეექმნა ექსკავატორ-დამტვირთველი - მსოფლიოში პირველი მანქანა, რომელიც აღჭურვილია წინა ციცხვით და უკანა, მიწის ამომღები მოწყობილობით. 1954 წელს სულ 35 ერთეული ტექნიკა იქნა წარმოებული, ხოლო 20 წლის შემდეგ კომპანიამ გადააბიჯა JCB-ის ექსკავატორ-დამტვირთველის 50 ათასიან ზღვარს. ახლა ისინი მთელ მსოფლიოში იწარმოება: დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში, აშშ-ში, ხოლო 2018 წლიდან, იწარმოება რუსეთშიც.

”ჩემი ბავშვობის ზოგიერთი მოგონება დაკავშირებულია როსტერში ჩვენი პირველი ექსკავატორ-დამტვირთველების წარმოებაზე დაკვირვებასთან. და ის ფაქტი, რომ დღესდღეობით უკვე წარმოებულია 750 ათასი ასეთი ტექნიკა, წარმოუდგენელად გვეჩვენება”, - განაცხადა JCB- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლორდ ბემფორდმა. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში JCB-ის ექსკავატორ-დამტვირთველი, სამშენებლო ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ეს მისი უნივერსალურობის რეალური დადასტურებაა, რომლის წყალობითაც ამ ტექნიკის პოპულარობა კვლავ იზრდება“.

კომპანიის პირველი ექსკავატორ-დამტვირთველია - JCB Mark I. მისმა გამოჩენამ ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მსოფლიო ბაზარზე და მოგვცა იმ სამუშაოს მექანიზაციის საშუალება, რაც ადრე ხელით სრულდებოდა. პროდუქტმა განვითარება განაგრძო 1956 წელს, ინოვაციური მოდელის JCB Hydra-Digga-ის წარმოებით. ორივე მანქანის ფერი ცისფერი-წითელი იყო, მაგრამ 1960 წელს უფრო მძიმე და უფრო ძლიერი მოდელის JCB 4-ის წარმოებით, ბრენდის საფირმო ყვითელი ფერი გამოჩნდა.

1961 წელს დღის სინათლე მოდელმა JCB 3-მა იხილა, 1963 წელს აწარმოვეს JCB 3C, ხოლო 1967 წელს შეიქმნა მოდელი JCB 3 CII, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და იწარმოებოდა მომდევნო 13 წლის განმავლობაში.

1980 წელს კომპანიამ 24 მილიონი ფუნტ სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა ტექნოლოგიურად დახვეწილი, JCB 3CX ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოებაში. ეს იყო გარდამტეხი წერტილი ბრიტანული მწარმოებლის ისტორიაში: ბაზარზე ისეთი ავტომობილის დანერგვა, რომელმაც მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა, გახდა JCB-ის ექსკავატორ-დამტვირთველების გაყიდვების ზრდის ნამდვილი კატალიზატორი.

2012 წლის დეკემბერში კომპანიამ აღნიშნა 500000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება, ხოლო ახალი საწარმოო რეკორდი მიუთითებს იმაზე, რომ JCB აგრძელებს თავისი სტრატეგიის განუხრელ დაცვას, რომელიც ბაზრის მუდმივი ანალიზისა და მომხმარებლების მზარდი მოთხოვნების შესაბამისი ინოვაციური პროდუქტების შემუშავებისკენაა მიმართული.

დღეს, ლეგენდარული ექსკავატორ დამტვირთველი JCB მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სამშენებლო მანქანაა და ზედიზედ მე-19 წელია, რაც წამყვან პოზიციას ინარჩუნებს თავის სეგმენტში.

ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდ JCB-ის ოფიციალურ დილერს საქართველოში წარმოადგენს „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია „ თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენთი“.

დღის განმავლობაში ინფექციური კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი დედაა 10 წლის ბიჭის, რომელსაც COVID-19 გუშინ დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა