სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ევექსი" კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე
"შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ევექსი" კორონავირუსით ინფიცირებულ  პაციენტზე

მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ხში­რად ვრცელ­დე­ბა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­ყავს,- ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც "ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბი“ ავ­რცე­ლებს.

"ჩვენს სა­თაო ოფი­სის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია: ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბი, ევექ­სი კლი­ნი­კე­ბი და გე­ფაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, 5 მარტს გე­ფას ერთ თა­ნამ­შრო­მელ­ში და­ფიქ­სირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი პი­რა­დი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და იტა­ლი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შემ­დეგ, მან გა­ი­ა­რა პრო­ტო­კო­ლით გა­წე­რი­ლი პრო­ცე­დუ­რა სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტზე და შე­მოწ­მე­ბის მო­მენ­ტში ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს, 2 მარტს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გა­მო­ცხად­და სამ­სა­ხურ­ში და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­კვე­ულ წრეს­თან (15 ადა­მი­ა­ნი) ჩა­ა­ტა­რა საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, იმ დრო­ის­თვის მას ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი ოფის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მხო­ლოდ 2 მარტს. 3 მარ­ტი­დან კი, მას შემ­დეგ, რაც მის მე­გო­ბარს, რო­მელ­თა­ნაც იტა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა აღე­ნიშ­ნა, ის ოფის­ში აღარ მო­სუ­ლა.

მას­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, იმ­ყო­ფე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და არის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბი­დან აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და მხო­ლოდ 2 პირს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ექ­ცნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. არ­ცერთ მათ­გან­ში, ამ ეტა­პის­თვის, ვირუ­სი გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ არის, რა­საც ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­ში ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი ფაქ­ტობ­რი­ვად 0-მდე და­ყავს.

ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი, რო­მე­ლიც ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბის სა­ხელ­თა­ნაა კავ­შირ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის დი­რექ­ტო­რი და ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სი გუ­შინ თა­ვად­ვე სა­ჯა­რო გა­ხა­და. ასე­ვე, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი და ისი­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან“,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ პი­რე­ბი, რომ­ლე­ნიც აქ­ტი­უ­რად აშუ­ქე­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან.

"გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ყვე­ლა იმ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ვთხო­ვოთ, თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან. ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბის არ­ცერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბის სა­ხე­ლის ქვეშ ოპე­რი­რე­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბას ექ­მნე­ბა მცდა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია, თით­ქოს ვირუ­სი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რაც მღელ­ვა­რე­ბის სა­ფუძ­ველს ქმნის.

და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, ასე­ვე - კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე“,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ორი ანდაზა ამ სიტუაციაზე - ერთი - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - შემხებლობაში მყოფი გამყრელიძე კორონავირუსით დააინფიცირა იმ თქვენმა თანამშრომელმა - სავარაუდოდ, უსინდისომ, ვინაიდან ვინ-ვინ და სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავეს არ უნდა ეკადრა თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევა - მინდა გითხრათ, სამწუხაროდ, არ მეცოდება თვითონ ის, და მეორე - კიდევ ხალხს ამუნათებთ ამის შემდეგ რომ მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ??? სინდისიც კარგი საქონელია, რა...

კორონა
1

რაღაც მეეჭვება გამყრელიძის დავირუსების ამბავი - საინკუბაციო პერიოდი არ სჭირდებოდა ვირუსს, მეორე დღესვე აღმოაჩნდა.

პიარკამპანიაა!

ანუ ვირუსმა არ იცის ამის შვილი, იმის შვილი ...

ამის მერე: ნახეთ რა ეფექტური ანტივირუსული კამპანია გვაქვს თვით ისრაელს, საფრანგეთს და გერმანიას არ დაესიზმრებათ!

საქართველოს - ბანანის ქვეყანას ევროპაზე ეფექტური ჯანდაცვა აქვს - სასაცილოა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ევექსი" კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე

"შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ევექსი" კორონავირუსით ინფიცირებულ  პაციენტზე

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხშირად ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს,- ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ევექსი ჰოსპიტლები“ ავრცელებს.

"ჩვენს სათაო ოფისის შენობაში, სადაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის რამდენიმე კომპანია: ევექსი ჰოსპიტლები, ევექსი კლინიკები და გეფაა განთავსებული, 5 მარტს გეფას ერთ თანამშრომელში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა. აღნიშნული პირი პირადი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, მან გაიარა პროტოკოლით გაწერილი პროცედურა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა. საქართველოში დაბრუნების მეორე დღეს, 2 მარტს, აღნიშნული პიროვნება გამოცხადდა სამსახურში და თანამშრომლების გარკვეულ წრესთან (15 ადამიანი) ჩაატარა საქმიანი შეხვედრები, იმ დროისთვის მას ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა. დაინფიცირებული პირი ოფისში იმყოფებოდა მხოლოდ 2 მარტს. 3 მარტიდან კი, მას შემდეგ, რაც მის მეგობარს, რომელთანაც იტალიაში იმყოფებოდა, ტემპერატურის მატება აღენიშნა, ის ოფისში აღარ მოსულა.

მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია, იმყოფება თვითიზოლაციაში და არის დაავადებათა კონტროლის ცენტის დაკვირვების ქვეშ. ევექსი ჰოსპიტლებიდან აღნიშნულ პიროვნებასთან კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ 2 პირს, რომლებიც ასევე დაუყოვნებლივ მოექცნენ თვითიზოლაციაში. არცერთ მათგანში, ამ ეტაპისთვის, ვირუსი გამოვლენილი არ არის, რასაც ევექსი ჰოსპიტლების თანამშრომლებში ვირუსით დაინფიცირების რისკი ფაქტობრივად 0-მდე დაყავს.

ამ შემთხვევის შემდეგ ერთადერთი დაინფიცირებული პირი, რომელიც ევექსი ჰოსპიტლების სახელთანაა კავშირში, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი და ევექსი ჰოსპიტლების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეა, რომელმაც საკუთარი სტატუსი გუშინ თავადვე საჯარო გახადა. ასევე, იდენტიფიცირებულია ნიკოლოზ გამყრელიძესთან შემხებლობაში მყოფი ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პირები, რომლენიც აქტიურად აშუქებენ კორონავირუთან დაკავშირებულ მოვლენებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც აქტიურად აშუქებდა კორონავირუსთან დაკავშირებულ მოვლენებს და ვთხოვოთ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ევექსი ჰოსპიტლების არცერთი თანამშრომელი ინფიცირებული არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის კუთვნილი სამედიცინო დაწესებულებები ევექსი ჰოსპიტლების სახელის ქვეშ ოპერირებენ, მოსახლეობას ექმნება მცდარი ინტერპრეტაცია, თითქოს ვირუსი სამკურნალო დაწესებულებებშია გავრცელებული, რაც მღელვარების საფუძველს ქმნის.

დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება ნეგატიურად მოქმედებს როგორც საზოგადოებაზე, ასევე - კომპანიებში დასაქმებულ თანამშრომლებზე“,-ნათქვამია განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ, შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს

კორონავირუსის გამო, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე - "მე და ჩემი შვილები თვითიზოლაციაში ვართ გაგების დღიდან..."