პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს მთავრობაში მობრუნებული 3 მინისტრი
რა ქონებას ფლობს მთავრობაში მობრუნებული 3 მინისტრი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას 2 800-ზე მეტი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ავ­სებს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ - პრე­ზი­დენტს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, მი­ნის­ტრებს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს, მე­რებ­სა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ და რო­გო­რია იმ მი­ნის­ტრე­ბის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც სამ­თავ­რო­ბო ჯგუფ­ში მე­ო­რედ მო­ვიდ­ნენ.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გვყავს სამი მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლად მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნენ.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

მათ შო­რის, არის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გა­დად­გო­მის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის შეც­ვლილ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ისე დაბ­რუნ­და. სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­ნამ­დე კი, 2019 წლის მარ­ტში ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭო­ში დაბ­რუნ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი 2015 წლის 23 დე­კემ­ბერს და­ტო­ვა. მან­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი 2013 წლის 20 ნო­ემ­ბერს და­ი­კა­ვა.

მთავ­რო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შპს „ევრო-აზი­უ­რი მე­ნე­ჯმენტ ჯგუ­ფის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და, სა­დაც მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 2018 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 169 926,87 ლარი შე­ად­გი­ნა.

უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, 2019 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფლობს 121,8 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში, იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 16 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რეხს; დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე 170 კვ. მეტ­რი­სა და 159 კვ. მეტ­რის ბი­ნებს, ასე­ვე იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე ორ - 38 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­სა და 11 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, 2019 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი - აუდი A8, რო­მე­ლიც გან­ვა­დე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წელს 75 620 ევ­როდ აქვს შე­ძე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, ღა­რი­ბაშ­ვილს სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 44 357.53 ლარი; 169,31 დო­ლა­რი, ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით, 50 000 ლარი ჰქონ­და.

თავ­დაც­ვის მი­ნისტრს მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი ჰყავს. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი მე­უღ­ლე ფლობს 1 530 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს დაბა ბა­კუ­რი­ან­ში, რო­მე­ლიც 2019 წელს 76 500 დო­ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე: მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, 2018 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი RANGE ROVER VELAR-ი, რო­მე­ლიც გა­სულ წელს 46 000 ევ­როდ აქვს შე­ძე­ნი­ლი.

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი

ასე­ვე 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი. მა­ნამ­დე ის ამ პოსტს 2015 წელს იკა­ვებ­და. რო­გორც 2019 წლის 19 ივ­ნისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გო­მე­ლა­უ­რის სა­ხელ­ზე უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში 12 207,16 ლარი; 7 185,31 დო­ლა­რი და 3 000 ევრო; ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით კი, 32 500 ლარი ჰქონ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

რა ქონებას ფლობს მთავრობაში მობრუნებული 3 მინისტრი

რა ქონებას ფლობს მთავრობაში მობრუნებული 3 მინისტრი

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობენ და როგორია იმ მინისტრების ფინანსური მდგომარეობა, რომლებიც სამთავრობო ჯგუფში მეორედ მოვიდნენ.

დღეის მდგომარეობით, მთავრობის შემადგენლობაში გვყავს სამი მინისტრი, რომელიც თანამდებობის დატოვების შემდეგ, სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელად მეორედ დაინიშნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

მათ შორის, არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, მთავრობის შეცვლილ შემადგენლობაში როგორც თავდაცვის მინისტრი, ისე დაბრუნდა. სამთავრობო ცვლილებები 2019 წლის სექტემბერში განხორციელდა. მანამდე კი, 2019 წლის მარტში ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. მანვე პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის 20 ნოემბერს დაიკავა.

მთავრობაში დაბრუნებამდე ღარიბაშვილი შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციას იკავებდა, სადაც მისმა შემოსავალმა 2018 წლის განმავლობაში 169 926,87 ლარი შეადგინა.

უძრავ-მოძრავ ქონებას რაც შეეხება, 2019 წლის 13 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილი ფლობს 121,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ღარიბაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 44 357.53 ლარი; 169,31 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 50 000 ლარი ჰქონდა.

თავდაცვის მინისტრს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 530 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76 500 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი, 2018 წელს გამოშვებული RANGE ROVER VELAR-ი, რომელიც გასულ წელს 46 000 ევროდ აქვს შეძენილი.

ვახტანგ გომელაური

ასევე 2019 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მეორედ დაინიშნა ვახტანგ გომელაური. მანამდე ის ამ პოსტს 2015 წელს იკავებდა. როგორც 2019 წლის 19 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაშია აღნიშნული, გომელაურის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში 12 207,16 ლარი; 7 185,31 დოლარი და 3 000 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 32 500 ლარი ჰქონდა...წაიკითხეთ სრულად

"თუ მგზავრობთ მაღალი რისკის ქვეყნიდან, უნდა დაიცვათ შემდეგი წესები..." - საქართველოს საგარეო უწყება რეკომენდაციებს აქვეყნებს

კორონავირუსული ინფექციის შიდაგავრცელების ფაქტი ამ ეტაპზე საქართველოში არ დაფიქსირებულა - გამყრელიძე

"როცა ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე სიტუაცია რთულდება" - ჯანდაცვის მინისტრი