საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიამის მამამ თავი მოიკლა, რადგან შვილის მკურნალობის თანხა არ ჰქონდა" - 22 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"მარიამის მამამ თავი მოიკლა, რადგან შვილის მკურნალობის თანხა არ ჰქონდა" - 22 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

22 წლის მა­რი­ამ ოთა­ნა­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მა აქვს. მას თირკმლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მე-5 ტერ­მი­ნა­ლუ­რი სტა­დია და­უდ­გინ­და. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა მკურ­ნა­ლო­ბის კურსს "მა­ღალ სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“ გა­დის. მას კვი­რა­ში სამ­ჯერ, ხუთი სა­ა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­ა­ლე­ზის გა­დას­ხმა უტარ­დე­ბა. ოთა­ნა­ძე­ე­ბის ოჯახს ცოტა ხნის წინ მძი­მე ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. გო­გო­ნას მამა ერთი კვი­რის წინ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­კა­ნოზ­მა ილია ჭიღ­ლა­ძემ გა­ავ­რცე­ლა:

"ამ კვი­რას 22 წლის მა­რი­ამ ოთა­ნა­ძის მა­მამ როინ ოთა­ნა­ძემ თავი მო­იკ­ლა იმის გამო, რომ ავად­მყო­ფი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად არ ჰქონ­და მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხა- 50 000 დო­ლა­რი. ეს ხდე­ბა ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ნა­ქა­ლა­ქევ­ში. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, არ გა­შუქ­და მა­ს­მე­დი­ით.

მივ­მარ­თავ თხოვ­ნით ტე­ლე­ვი­ზი­ებს და მა­ს­მე­დი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს: და­ინ­ტე­რეს­დით 22 წლის მა­რი­ა­მის ბე­დით, რად­გან ამ უპატ­რო­ნო ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია, ხელ­მოკ­ლე ადა­მი­ა­ნი გან­წი­რუ­ლია სიკ­ვდი­ლი­სათ­ვის მა­ს­მე­დი­ის თა­ნად­გო­მის გა­რე­შე.

მა­რი­ა­მი ახლა თბი­ლის­შია, იმ­დე­ნად ცუ­და­დაა, მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზეც კი ვერ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, დი­ა­ლეზ­ზეა, და­სუს­ტდა ორ­გა­ნიზ­მი და კი­დევ სხვა პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა თავი. მისი და­ა­ვა­დე­ბაა: თირკმლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მე­ხუ­თე ტერ­მი­ნა­ლუ­რი სტა­დია, ორი­ვე თირკმე­ლი გა­თი­შუ­ლი აქვს და დი­ა­ლეზ­ზეა. სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია, გა­და­ნერგვა..." - და­წე­რა ჭიღ­ლა­ძემ.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის შვილს გი­ორ­გი ოთა­ნა­ძეს ესა­უბ­რა. მისი თქმით, მა­მამ მა­რი­ა­მის ტან­ჯვას ვერ გა­უძ­ლო და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. მა­რი­ამ ოთა­ნა­ძის ძმა, გი­ორ­გი ოთა­ნა­ძე AMBEBI.GE -ს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის მძი­მე ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

"ჩემს დას ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, ექი­მე­ბი ვერ იგებ­დნენ, რისი ბრა­ლი იყო მისი ავად­მყო­ფო­ბა. 2013 წელს და­უს­ვეს დი­აგ­ნო­ზი, რომ სა­თა­ვეს ყვე­ლა­ფე­რი თირკმე­ლე­ბის პრობ­ლე­მი­დან იღებ­და. შე­იქ­მნა პროგ­რა­მა ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის და ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს საც­დე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი. მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს წა­მა­ლი პირ­ველ­მა მა­რი­ამ­მა და­ლია. ექ­ვსი თვე სვამ­და და ეს პე­რი­ო­დი კარ­გად იყო. ექ­ვსი თვის შემ­დეგ შე­უ­წყვი­ტეს. ვცდი­ლობ­დით ამ წამ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას ჩვე­ნი ძა­ლე­ბით, მაგ­რამ გა­ვი­გეთ, რომ ის სა­წარ­მო და­ხუ­რუ­ლა, სა­დაც ამ მე­დი­კა­მენტს ამ­ზა­დებ­დნენ. ამა­სო­ბა­ში თან­და­თან უა­რეს­დე­ბო­და მა­რი­ა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი ჰქონ­და, თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი, შარ­დი არ გა­მო­ე­ყო­ფო­და და სულ და­სი­ე­ბუ­ლი იყო.

ვერ და­დი­ო­და თა­ვი­სი ფე­ხით, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და. მი­ვიყ­ვა­ნეთ ექიმ­თან და აღ­მოჩ­ნდა, რომ კრე­ა­ტი­ნი ჰქონ­და არა­ნორ­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე. თუ ჯან­მრთელ ადა­მი­ანს აქვს 95, მას ჰქონ­და 8. ამის შემ­დეგ დი­ა­ლეზ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. კვი­რა­ში სამ­ჯერ ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უტარ­დე­ბა დი­ა­ლე­ზის გა­დას­ხმა. ეს რომ არ ჩა­უ­ტარ­დეს ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ვერ იცო­ცხლებ­სო. 22 წლის გოგო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­დას­ხმებ­ზე ხომ არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სა­ჭი­როა, თირკმლის გა­და­ნერგვა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით თირკმლის გა­და­ნერგვა მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა. ან მშო­ბე­ლი უნდა იყოს, ან დედ­მა­მიშ­ვი­ლი, ანაც ქმა­რი. თა­ნაც სა­ჭი­როა, რომ დო­ნორს იმა­ვე ჯგუ­ფის სის­ხლი ჰქონ­დეს, რაც - ავად­მყოფს. მა­მა­ჩე­მი იმ­თა­ვით­ვე გა­მო­ი­რი­ცხა, რად­გან სხვა ჯგუ­ფის სის­ხლი ჰქონ­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფი აღ­მო­მაჩ­ნდა მეც. დე­და­ჩე­მი­სა და მა­რი­ა­მის სის­ხლის ჯგუ­ფე­ბი ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ დედა ასაკ­შია, თან არ აქვს ჯან­მრთე­ლი თირკმე­ლე­ბი და არ უნერ­გა­ვენ.

რო­გორც გვი­თხრეს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, გვა­მუ­რი დო­ნა­ცია არ არის და­საშ­ვე­ბი. ასე­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ კეთ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, გა­ვარ­კვი­ეთ, რომ თურ­ქეთ­ში თა­ვის დო­ნო­რი­ა­ნად ოპე­რა­ცია 60 000 დო­ლა­რი ჯდე­ბა. ამ­ხე­ლა თან­ხის მო­ძი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. არ ვიცი, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს. ახლა მა­რი­ა­მი სულ სახ­ლშია, ვერც ლექ­ცი­ებ­ზე და­დის და სა­ერ­თოდ მა­ღა­ზი­ა­შიც ვერ გა­დის და­მო­უ­კი­დებ­ლად.

ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ისიც, რომ მამა გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა. გუ­შინ დავ­კრძა­ლეთ. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, სულ ნერ­ვი­უ­ლობ­და მა­რი­ა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ჩვენ თბი­ლის­ში ვი­ყა­ვით, მე და მა­რი­ა­მი, ჩემი მშობ­ლე­ბი სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­დნენ. მა­მამ მა­რი­ა­მის ტან­ჯვას ვერ გა­უძ­ლო.

ვე­რაფ­რით რომ ვერ ეხ­მა­რე­ბო­და შვილს, ერთ დღე­საც ადგა, გა­ი­ხუ­რა სახ­ლის კარი და უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მტკვარ­ში ვი­პო­ვეთ დამ­ხრჩვა­ლი. რო­გორვც ჩანს, გა­დახ­ტა... მეს­მის, რომ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რად უჭირს, თუმ­ცა ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­უ­საძ­ლი­სია ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის" - ამ­ბობს მა­რი­ამ ოთა­ნა­ძის ძმა.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

თი­ბი­სი ბან­კი /TBC Bank - GE46TB7414645061100083

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი/Bank of Georgia - GE42BG0000000131130183

ლი­ბერ­თი ბან­კი/Liberty bank - GE32LB0711119671868000

მიმ­ღე­ბი მა­რი­ა­მი ოთა­ნა­ძე

სა­კონ­ტაქ­ტო პირი - 599 26-18-70 მა­რი­ა­მის ძმა (გი­ორ­გი ოთა­ნა­ძე)

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამხანაგი მარქსი
36

ოჰ ეს კაპიტალიზმი, სამოთხე არაა? 

ნატა
6

რა სამარცხვინოა ქვეყანა სადაც უფულობის გამო ოჯახები შვილებს ვერ შველიან,გავერთიანდეთ როგორც სხვა დროს და დავეხმაროთ ამ ანგოლოზ გოგონას შეძლებისდაგვარად,მარიამ უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მარიამის მამამ თავი მოიკლა, რადგან შვილის მკურნალობის თანხა არ ჰქონდა" - 22 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მარიამის მამამ თავი მოიკლა, რადგან შვილის მკურნალობის თანხა არ ჰქონდა" - 22 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

22 წლის მარიამ ოთანაძეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს. მას თირკმლების ქრონიკული დაავადება მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა. ახალგაზრდა გოგონა მკურნალობის კურსს "მაღალ სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ, საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადის. მას კვირაში სამჯერ, ხუთი სააათის განმავლობაში, დიალეზის გადასხმა უტარდება. ოთანაძეების ოჯახს ცოტა ხნის წინ მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონას მამა ერთი კვირის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდაპირველად მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა:

"ამ კვირას 22 წლის მარიამ ოთანაძის მამამ როინ ოთანაძემ თავი მოიკლა იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა- 50 000 დოლარი. ეს ხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაქალაქევში. რამდენადაც ვიცი, არ გაშუქდა მასმედიით.

მივმართავ თხოვნით ტელევიზიებს და მასმედიის სხვა საშუალებებს: დაინტერესდით 22 წლის მარიამის ბედით, რადგან ამ უპატრონო ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ხელმოკლე ადამიანი განწირულია სიკვდილისათვის მასმედიის თანადგომის გარეშე.

მარიამი ახლა თბილისშია, იმდენად ცუდადაა, მამის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოიყვანეს, დიალეზზეა, დასუსტდა ორგანიზმი და კიდევ სხვა პრობლემებმა იჩინა თავი. მისი დაავადებაა: თირკმლების ქრონიკული დაავადება, მეხუთე ტერმინალური სტადია, ორივე თირკმელი გათიშული აქვს და დიალეზზეა. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, გადანერგვა..." - დაწერა ჭიღლაძემ.

AMBEBI.GE გარდაცვლილის შვილს გიორგი ოთანაძეს ესაუბრა. მისი თქმით, მამამ მარიამის ტანჯვას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მარიამ ოთანაძის ძმა, გიორგი ოთანაძე AMBEBI.GE -ს საკუთარი ოჯახის მძიმე ისტორიის შესახებ ესაუბრა.

"ჩემს დას ბავშვობიდან ჰქონდა პრობლემები, ექიმები ვერ იგებდნენ, რისი ბრალი იყო მისი ავადმყოფობა. 2013 წელს დაუსვეს დიაგნოზი, რომ სათავეს ყველაფერი თირკმელების პრობლემიდან იღებდა. შეიქმნა პროგრამა ამ დაავადებისთვის და ამერიკიდან ჩამოიტანეს საცდელი მედიკამენტი. მთელ საქართველოში ეს წამალი პირველმა მარიამმა დალია. ექვსი თვე სვამდა და ეს პერიოდი კარგად იყო. ექვსი თვის შემდეგ შეუწყვიტეს. ვცდილობდით ამ წამლების მოპოვებას ჩვენი ძალებით, მაგრამ გავიგეთ, რომ ის საწარმო დახურულა, სადაც ამ მედიკამენტს ამზადებდნენ. ამასობაში თანდათან უარესდებოდა მარიამის მდგომარეობა. მაღალი ტემპერატურები ჰქონდა, თავის ტკივილები, შარდი არ გამოეყოფოდა და სულ დასიებული იყო.

ვერ დადიოდა თავისი ფეხით, ლოგინად ჩავარდა. მივიყვანეთ ექიმთან და აღმოჩნდა, რომ კრეატინი ჰქონდა არანორმალურ ნიშნულზე. თუ ჯანმრთელ ადამიანს აქვს 95, მას ჰქონდა 8. ამის შემდეგ დიალეზზე გადაიყვანეს. კვირაში სამჯერ ხუთი საათის განმავლობაში უტარდება დიალეზის გადასხმა. ეს რომ არ ჩაუტარდეს ექიმები ამბობენ, ვერ იცოცხლებსო. 22 წლის გოგო მთელი ცხოვრება გადასხმებზე ხომ არ იქნება დამოკიდებული.

საჭიროა, თირკმლის გადანერგვა. საქართველოს კანონმდებლობით თირკმლის გადანერგვა მხოლოდ ოჯახის წევრისთვის შეიძლება. ან მშობელი უნდა იყოს, ან დედმამიშვილი, ანაც ქმარი. თანაც საჭიროა, რომ დონორს იმავე ჯგუფის სისხლი ჰქონდეს, რაც - ავადმყოფს. მამაჩემი იმთავითვე გამოირიცხა, რადგან სხვა ჯგუფის სისხლი ჰქონდა, განსხვავებული ჯგუფი აღმომაჩნდა მეც. დედაჩემისა და მარიამის სისხლის ჯგუფები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ დედა ასაკშია, თან არ აქვს ჯანმრთელი თირკმელები და არ უნერგავენ.

როგორც გვითხრეს, საქართველოს კანონმდებლობით, გვამური დონაცია არ არის დასაშვები. ასეთი ოპერაციები საზღვარგარეთ კეთდება. მაგალითად, გავარკვიეთ, რომ თურქეთში თავის დონორიანად ოპერაცია 60 000 დოლარი ჯდება. ამხელა თანხის მოძიების საშუალება, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. არ ვიცი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ახლა მარიამი სულ სახლშია, ვერც ლექციებზე დადის და საერთოდ მაღაზიაშიც ვერ გადის დამოუკიდებლად.

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ მამა გარდაგვეცვალა. გუშინ დავკრძალეთ. ძალიან განიცდიდა, სულ ნერვიულობდა მარიამის მდგომარეობაზე. ჩვენ თბილისში ვიყავით, მე და მარიამი, ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ. მამამ მარიამის ტანჯვას ვერ გაუძლო.

ვერაფრით რომ ვერ ეხმარებოდა შვილს, ერთ დღესაც ადგა, გაიხურა სახლის კარი და უკან აღარ დაბრუნებულა.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში ვიპოვეთ დამხრჩვალი. როგორვც ჩანს, გადახტა... მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა საქართველოში. ყველას თავისებურად უჭირს, თუმცა ჩვენი მდგომარეობაც გაუსაძლისია ჩვენი ოჯახისთვის" - ამბობს მარიამ ოთანაძის ძმა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

თიბისი ბანკი /TBC Bank - GE46TB7414645061100083

საქართველოს ბანკი/Bank of Georgia - GE42BG0000000131130183

ლიბერთი ბანკი/Liberty bank - GE32LB0711119671868000

მიმღები მარიამი ოთანაძე

საკონტაქტო პირი - 599 26-18-70 მარიამის ძმა (გიორგი ოთანაძე)

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა - უახლესი ცნობები ინფექციური საავადმყოფოდან

"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ

პაატა იმნაძე - ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები?