საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008-ში, ომის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ, მაშინ ნდობა იყო..." - რას ამბობს სააკაშვილი ქართველებზე, ვინც კორონავირუსის შიშით პროდუქტებს იმარაგებს
"2008-ში, ომის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ, მაშინ ნდობა იყო..." - რას ამბობს სააკაშვილი ქართველებზე, ვინც კორონავირუსის შიშით პროდუქტებს იმარაგებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­კე­ტოს სკო­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ასე­ვე უნდა გა­უქ­მდეს დიდი სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი Facebook-ის გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ირან­თან სა­ზღვრის და­ხურ­ვა მი­ნი­მუმ ერთი კვი­რით და­აგ­ვი­ა­ნა.

მისი ვა­რა­უ­დით, კო­რო­ნა­ვირუ­სი არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას ემუქ­რე­ბა, არა­მედ შე­საძ­ლოა, ეკო­ნო­მი­კაც და­ა­ზა­რა­ლოს.

„მშვე­ნივ­რად მეს­მის იმ ხალ­ხის, ვინც ახლა ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, მათ შო­რის მათი, ვინც პრო­დუქ­ტებს იმა­რა­გებს, იმი­ტომ, რომ ხალ­ხი სის­ტე­მას არ ენ­დო­ბა. ხალ­ხი არ ენ­დო­ბა იმას, რომ ისი­ნი და­ცუ­ლი არი­ან. სულ სხვა რე­აქ­ცია ჰქონ­და ხალ­ხს, მა­გა­ლი­თად, 2008 წელს. ომის ცხე­ლი ფა­ზის დრო­საც კი, მი­ახ­ლო­ე­ბი­თაც არ ხდე­ბო­და ასე­თი რამ, რად­გან მა­შინ ნდო­ბა იყო და ახლა არ არის. ნდო­ბა რომ არ არის, ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს. მი­ზე­ზი არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ვაი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზღვრის და­ხურ­ვა მი­ნი­მუმ ერთი კვი­რით და­იგ­ვი­ა­ნა. რო­დე­საც გაჩ­ნდა ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ჩვენს მე­ზო­ბელ ირან­ში, რო­მელ­თა­ნაც აქ­ტი­უ­რი მი­მოს­ვლა გვაქვს, სა­ზღვა­რი მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ხუ­რეს, რაც არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცია მო­ვი­და. ეს უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. უნდა ჩა­ე­კე­ტათ სა­ზღვრე­ბი იმ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­მო­დი­ო­და ხალ­ხი ირა­ნი­დან. ახლა უკვე მი­სა­ღე­ბია შემ­დგო­მი ზო­მე­ბი.

ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­კე­ტოს სკო­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, უნდა გა­უქ­მდეს დიდი სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, იმი­ტომ, რომ ეს ვირუ­სი არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას ემუქ­რე­ბა, არა­მედ ძა­ლი­ან ემუქ­რე­ბა ეკო­ნო­მი­კას. პრაქ­ტი­კუ­ლად, ძა­ლი­ან დიდი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს. რაც უფრო მეტი ზომა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მით უფრო ნაკ­ლებ ზი­ანს მი­ვი­ღებთ ყვე­ლა­ფერ ამის­გან და კი­დევ ერთი, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია რომ არის, ეს არის მარ­თლაც სას­წა­უ­ლი, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს მსოფ­ლო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ლა­ბო­რა­ტო­რია. ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღემ­დე მა­სა­მარ­თლებს მათ შო­რის იმის­თვის, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი რი­ჩარდ ლუ­გა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვი­ღეთ და გა­ვუ­მას­პინ­ძლდით. აი, ასე გა­და­ა­ყო­ლა ამ კაც­მა თა­ვის პი­რად ბოღ­მას ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. ამი­ტომ, როცა ხალ­ხი მას არ ენ­დო­ბა, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ახლა მა­ინც უნდა ვა­ი­ძუ­ლოთ ისი­ნი ხალ­ხის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
29

აბა რა, ვენდობოდით ეკა ტყეშელაშვილს, დავით კეზერაშვილს, ეკატერინე ზღულაძეს, გიგი უგულავას.... და რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილს, გორში მიწაზე გართხმულსა და ჰალსტუხის მღეჭავს და ამ ნდობის სიმტკიცე განსაკუთრებით "მოდელირებული ქრონიკის" ჩვენებამ დაადასტურა.

შენ ჩამოსვლას აპირებდი...
24

აბა სად ხარ ჩამოდი თუ მართალი ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"2008-ში, ომის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ, მაშინ ნდობა იყო..." - რას ამბობს სააკაშვილი ქართველებზე, ვინც კორონავირუსის შიშით პროდუქტებს იმარაგებს

"2008-ში, ომის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ, მაშინ ნდობა იყო..." - რას ამბობს სააკაშვილი ქართველებზე, ვინც კორონავირუსის შიშით პროდუქტებს იმარაგებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დაფიქსირების გამო, საქართველოში აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.

როგორც სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დააგვიანა.

მისი ვარაუდით, კორონავირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ შესაძლოა, ეკონომიკაც დააზარალოს.

„მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა ძალიან შეშფოთებულია, მათ შორის მათი, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, იმიტომ, რომ ხალხი სისტემას არ ენდობა. ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი დაცული არიან. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად, 2008 წელს. ომის ცხელი ფაზის დროსაც კი, მიახლოებითაც არ ხდებოდა ასეთი რამ, რადგან მაშინ ნდობა იყო და ახლა არ არის. ნდობა რომ არ არის, ამას თავისი მიზეზები აქვს. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ვაი ხელისუფლებამ საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დაიგვიანა. როდესაც გაჩნდა ვირუსის შემთხვევები პრაქტიკულად ჩვენს მეზობელ ირანში, რომელთანაც აქტიური მიმოსვლა გვაქვს, საზღვარი მხოლოდ მას შემდეგ დახურეს, რაც არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია მოვიდა. ეს უკვე დაგვიანებული იყო. უნდა ჩაეკეტათ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლის მეშვეობითაც შემოდიოდა ხალხი ირანიდან. ახლა უკვე მისაღებია შემდგომი ზომები.

ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები, იმიტომ, რომ ეს ვირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ ძალიან ემუქრება ეკონომიკას. პრაქტიკულად, ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ქვეყნის ბიუჯეტს. რაც უფრო მეტი ზომა იქნება მიღებული, მით უფრო ნაკლებ ზიანს მივიღებთ ყველაფერ ამისგან და კიდევ ერთი, ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს არის მართლაც სასწაული, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლოში ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია. ივანიშვილის ხელისუფლება დღემდე მასამართლებს მათ შორის იმისთვის, რომ ჩემი მეგობარი რიჩარდ ლუგარი საქართველოში მივიღეთ და გავუმასპინძლდით. აი, ასე გადააყოლა ამ კაცმა თავის პირად ბოღმას ქვეყნის ინტერესები. ამიტომ, როცა ხალხი მას არ ენდობა, გასაგებია, მაგრამ ახლა მაინც უნდა ვაიძულოთ ისინი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ზომები მიიღონ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის და გიული ალასანიას სააღდგომო ფოტო იზოლაციიდან

"სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა კიდევ უფრო ძლიერია რწმენა" - პრემიერი

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი მარგველაშვლი