სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"
ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"

გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ და ირაკ­ლი ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა "მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში" მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა წა­რად­გი­ნეს.

კა­კა­ბა­ძის თქმით, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფე­ხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და შუ­რის­ძი­ე­ბი­ე­ბის მო­ტი­ვით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

"ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნა­თელს მო­ფენს მომ­ხდარს. გავ­რცელ­და ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, ვფიქ­რობთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ ამ საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის აბ­სურ­დუ­ლი. დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია კი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას.

პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც გავ­რცელ­და ის არის, რომ თით­ქოს მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი იმ მიზ­ნით, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ლიკ­ვი­და­ცია, გუ­ლის არე­ში ეს­ვრის მათ, ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ეს არის ტყუ­ი­ლი

ასე­ვე სა­უ­ბა­რი იყო, რომ რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ გას­რო­ლა­ზე ფეხ­თან ახ­ლოს, ტყუ­ი­ლი იყო და სი­ნამ­დვი­ლე­ში მუც­ლი­სა და გუ­ლის არე­ში გან­ხორ­ცი­ელ­და პირ­ვე­ლი გას­რო­ლა.

VIDEO: ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი თავ­დას­ხმას, ჩხუბ­სა და შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლას ასა­ხავს - ახა­ლი ჩა­ნა­წე­რი გუ­და­უ­რის საქ­მე­ზე

სა­უ­ბა­რი იყო, რომ თით­ქოს რო­დე­საც მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გას­რო­ლე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, კო­ბი­აშ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა თავ­დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რით დას­ტურ­დე­ბა, რომ პირ­ვე­ლი გას­რო­ლის შემ­დეგ, რო­დე­საც მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა თავ­დას­ხმა და მისი ცემა, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ხორ­ცი­ელ­დე­ბა შემ­დე­გი გას­რო­ლე­ბი. დას­ტურ­დე­ბა, რომ სხვა მხა­რის პო­ზი­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას.

ასე­ვე სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ თით­ქოს კო­ბი­აშ­ვი­ლი იმ მიზ­ნით, რომ შური ეძია და მო­ეკ­ლა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­ვი­და მან­ქა­ნას­თან, ამო­ი­ღო ირა­ღი და გა­ე­მარ­თა მათ მო­საკ­ლა­ვად. ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. თუ კო­ბი­აშ­ვილს გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ე­ხო­ცა, მა­შინ გას­რო­ლას ფე­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გა­ა­კე­თებ­და. ის აკე­თებს გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ გას­რო­ლას ფე­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამის შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი, ვინც თავს და­ეს­ხმე­ბა, ცდი­ლობს წა­არ­თვას ია­რა­ღი, შემ­დეგ, რო­დე­საც ხდე­ბა ჯაჯ­გუ­რი, ამ დროს ხდე­ბა ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც და­იჭ­რე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი

შემ­დეგ მი­დი­ან და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს ეს­ხმი­ან კო­ბი­აშ­ვილს და ცდი­ლო­ბენ ასე­ვე წა­არ­თვან ია­რა­ღი. ამა­ვე დროს, ძლი­ე­რად ურტყა­მენ და ცე­მენ თა­ვის არე­ში. რამ­დე­ნი­მე პი­რის მიერ არის წაქ­ცე­უ­ლი, სწო­რედ ამ დროს ხდე­ბა გას­რო­ლე­ბი, რის შემ­დე­გაც გარ­და­იც­ვლე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნი. ეს არის ტი­პუ­რი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც საქ­მე გვაქვს აუ­ცი­ლე­ბელ მო­გე­რი­ე­ბას­თან" - გა­ნა­ცხა­და კა­კა­ბა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი შსს-მ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა (108-ე მუხ­ლი) და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის (19-109- მუხ­ლი) ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 16 თე­ბერ­ვალს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1992 წელს და­ბა­დე­ბულ თ.გ.-ს და 1994 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ს.-ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. თ.გ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო დ.ს. გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზო
320

ადვოკატი მთვრალია? ტიპს იმის დრო ქონდა რო მანქანამდე მისულა იარაღი აუღია გვერდზე გამოსულა და დრო არ ქონდა გაქცევის მანქანაში შეუხტნენო

სიმართლე
1

კიდევ იძახოდნენ, რომ თქვენი კომენტარების გრცხვენოდეთო? იმ ბიჭებს მაინც ეყოთ ვაჟკაცობა რომ აღიარონ სიმართლე, მაგრამ მაგათ ვაჟკაცობა სად ექნება? ერთი ხუთზე გავიდნენ.ფუიი... 90 იანებში ვარ გაზრდილი და გაუბედურებულ ქვეყანაში გავიზარდე. ჩხუბები და საქმის გარჩევები მაშინ იყო,მაგრამ ერთი ხუთზე მაინც არავინ გადიოდა, იმის ვაჟკაცობა მაინც გვყოფნიდა. ვაი საქართველოვ,ესეთებით გინდა დაიცვა თავი მტრებისგან?

ავტორი:

ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"

ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატებმა ტარიელ კაკაბაძემ და ირაკლი ჩომახაშვილმა "მედიაცენტრ მთავარში" მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვიდეომასალა წარადგინეს.

კაკაბაძის თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებულმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა ფეხების მიმართულებით და შურისძიებიების მოტივით განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ნათელს მოფენს მომხდარს. გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები ცალსახად ადასტურებს, რომ ამ საქმეზე პროკურატურის მტკიცებულება არის აბსურდული. დაცვის მხარის პოზიცია კი სრულად შეესაბამება რეალობას.

პირველი ინფორმაცია, რაც გავრცელდა ის არის, რომ თითქოს მერაბ კობიაშვილი იმ მიზნით, რომ განახორციელოს ლიკვიდაცია, გულის არეში ესვრის მათ, ვიდეოში ჩანს, რომ ეს არის ტყუილი

ასევე საუბარი იყო, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გამაფრთხილებელ გასროლაზე ფეხთან ახლოს, ტყუილი იყო და სინამდვილეში მუცლისა და გულის არეში განხორციელდა პირველი გასროლა.

VIDEO: ადვოკატის მტკიცებით, ეს ვიდეოჩანაწერები თავდასხმას, ჩხუბსა და შემდეგ რამდენიმე გასროლას ასახავს - ახალი ჩანაწერი გუდაურის საქმეზე

საუბარი იყო, რომ თითქოს როდესაც მომაკვდინებელი გასროლები განხორციელდა, კობიაშვილი არ ყოფილა თავდაცვის მდგომარეობაში, ვიდეო-ჩანაწერით დასტურდება, რომ პირველი გასროლის შემდეგ, როდესაც მის მიმართ ხორციელდება თავდასხმა და მისი ცემა, აღნიშნულის შემდეგ ხორციელდება შემდეგი გასროლები. დასტურდება, რომ სხვა მხარის პოზიცია არ შეესაბამება რეალობას.

ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს კობიაშვილი იმ მიზნით, რომ შური ეძია და მოეკლა ეს ადამიანები, მივიდა მანქანასთან, ამოიღო ირაღი და გაემართა მათ მოსაკლავად. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ კობიაშვილს განზრახული ჰქონდა, რომ ეს ადამიანები დაეხოცა, მაშინ გასროლას ფეხის მიმართულებით არ გააკეთებდა. ის აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით.

ამის შემდეგ ეს ადამიანი, ვინც თავს დაესხმება, ცდილობს წაართვას იარაღი, შემდეგ, როდესაც ხდება ჯაჯგური, ამ დროს ხდება იარაღიდან გასროლა, რის შედეგადაც დაიჭრება მეორე ადამიანი

შემდეგ მიდიან დანარჩენი პირები, რომლებიც თავს ესხმიან კობიაშვილს და ცდილობენ ასევე წაართვან იარაღი. ამავე დროს, ძლიერად ურტყამენ და ცემენ თავის არეში. რამდენიმე პირის მიერ არის წაქცეული, სწორედ ამ დროს ხდება გასროლები, რის შემდეგაც გარდაიცვლება ერთი ადამიანი. ეს არის ტიპური შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს აუცილებელ მოგერიებასთან" - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

მკვლელობა ლანჩხუთში - მამაკაცმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

გუდაურში მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

მკვლელობა თბილისში - მამაკაცის ცხედარი ყაზბეგის გამზირზე იპოვეს