მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდელი მღვდელი ჟესტების ენას სწავლობს, რათა სმენადაქვეითებული პირებისთვის წირვა აღავლინოს
ზუგდიდელი მღვდელი ჟესტების ენას სწავლობს, რათა სმენადაქვეითებული პირებისთვის წირვა აღავლინოს

ზუგ­დი­დე­ლი მღვდე­ლი, მამა ლა­ზა­რე (ჯი­ქია) სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და­სამ­ყა­რებ­ლად ჟეს­ტე­ბის ენას სწავ­ლობს. სწავ­ლა ნა­ხე­ვა­რი წლის წინ და­ი­წყო და ამ ეტაპ­ზე "მა­მაო ჩვე­ნო" იცის. გვიყ­ვე­ბა, რომ ჟეს­ტე­ბის ენის და­უფ­ლე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ამ პრო­ცესს უად­ვი­ლებს. ამ­ბობს, რომ სო­ფელ და­ვი­თი­ან­ში, სა­დაც თა­ვად მსა­ხუ­რობს სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან.

"წლე­ბის წინ გა­დავ­წყვი­ტე შე­მეს­წავ­ლა ჟეს­ტე­ბის ენა, მაგ­რამ მა­შინ ეს წა­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ეს პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა იმ ფაქ­ტმაც, რომ სო­ფელ­ში ცხოვ­რო­ბენ სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი პი­რე­ბი. ისი­ნი ჯერ არ არი­ან ჩვე­ნი მრევ­ლი, მაგ­რამ უნ­დათ, რომ გახ­დნენ. მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან მადლს, არ იცი­ან რა არის მსა­ხუ­რე­ბა, ახ­სა­რე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და ზი­ა­რე­ბა. ახლა სწავ­ლის პრო­ცეს­ში ვარ და სა­ბო­ლო­ოდ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას მათ­თვის ჟეს­ტე­ბის ენა­ზე ჩა­ვა­ტა­რებ", - ამ­ბობს მამა ლა­ზა­რე.

მღვდელს ჟეს­ტე­ბის ენის შეს­წავ­ლა­ში მამა გი­ორ­გი კა­ლან­დია ეხ­მა­რე­ბა.

"თბი­ლის­ში, სა­მე­ბის კა­რიბ­ჭის ტა­ძარ­ში მამა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას წირ­ვას და­ვეს­წა­რი და პირ­ვე­ლად იქ ვნა­ხე ჟეს­ტე­ბის ენა­ზე მსა­ხუ­რე­ბა. ჟეს­ტე­ბის ენა­ზე მსა­ხუ­რე­ბა და სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან და იმის­თვის, რომ ღვი­თის­მსა­ხუ­რე­ბა აღ­ვავ­ლი­ნო მამა გი­ორ­გი მეხ­მა­რე­ბა. მიგ­ზავ­ნის ვი­დე­ო­ებს და იმის მი­ხედ­ვით ვსწავ­ლობ. რა თქმა უნდა რთუ­ლია ასე სწავ­ლა, თუმ­ცა იმე­დი მაქვს რომ მალე შევ­ძლებ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას ჟეს­ტე­ბის ენა­ზე. სწავ­ლა მე­უ­ფე გე­რა­სი­მეს კურ­თხე­ვით და­ვი­წყე", - გვიყ­ვე­ბა მამა ლა­ზა­რე.

წირ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად და მამა ლა­ზა­რეს­თან სა­სა­უბ­როდ ზუგ­დი­დი­დან სო­ფელ და­ვი­თი­ან­ში სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლე­ბი თით­ქმის ყო­ველ კვი­რა დღეს და­დი­ან. მამა ლა­ზა­რე (ჯი­ქია) ზუგ­დი­დის სო­ფელ და­ვი­თი­ა­ნის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ორ წელ­ზე მე­ტია წი­რავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როგორც იქნა
1

როგორც იქნა კარგი დაწერეთ ეკლესიაზე..გაიხარეთ მამაო..უფალო, გვიმრავლე ესეთი სამღვდელოება

gocha
71

მამაომ სმენადაქვეითებულის ენა კი არ უნდა ისწავლოს სმენადაქვეითებული უნდა განკურნოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ზუგდიდელი მღვდელი ჟესტების ენას სწავლობს, რათა სმენადაქვეითებული პირებისთვის წირვა აღავლინოს

ზუგდიდელი მღვდელი ჟესტების ენას სწავლობს, რათა სმენადაქვეითებული პირებისთვის წირვა აღავლინოს

ზუგდიდელი მღვდელი, მამა ლაზარე (ჯიქია) სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის დასამყარებლად ჟესტების ენას სწავლობს. სწავლა ნახევარი წლის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე "მამაო ჩვენო" იცის. გვიყვება, რომ ჟესტების ენის დაუფლება რთულია, მაგრამ საქმისადმი სიყვარული ამ პროცესს უადვილებს. ამბობს, რომ სოფელ დავითიანში, სადაც თავად მსახურობს სმენადაქვეითებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ღვთისმსახურებას მოკლებულნი არიან.

"წლების წინ გადავწყვიტე შემესწავლა ჟესტების ენა, მაგრამ მაშინ ეს წამოუდგენლად მეჩვენებოდა. ეს პროცესი დააჩქარა იმ ფაქტმაც, რომ სოფელში ცხოვრობენ სმენადაქვეითებული პირები. ისინი ჯერ არ არიან ჩვენი მრევლი, მაგრამ უნდათ, რომ გახდნენ. მოკლებული არიან მადლს, არ იციან რა არის მსახურება, ახსარების ჩაბარება და ზიარება. ახლა სწავლის პროცესში ვარ და საბოლოოდ ღვთისმსახურებას მათთვის ჟესტების ენაზე ჩავატარებ", - ამბობს მამა ლაზარე.

მღვდელს ჟესტების ენის შესწავლაში მამა გიორგი კალანდია ეხმარება.

"თბილისში, სამების კარიბჭის ტაძარში მამა გიორგი კალანდიას წირვას დავესწარი და პირველად იქ ვნახე ჟესტების ენაზე მსახურება. ჟესტების ენაზე მსახურება და საუბარი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და იმისთვის, რომ ღვითისმსახურება აღვავლინო მამა გიორგი მეხმარება. მიგზავნის ვიდეოებს და იმის მიხედვით ვსწავლობ. რა თქმა უნდა რთულია ასე სწავლა, თუმცა იმედი მაქვს რომ მალე შევძლებ ღვთისმსახურებას ჟესტების ენაზე. სწავლა მეუფე გერასიმეს კურთხევით დავიწყე", - გვიყვება მამა ლაზარე.

წირვაზე დასასწრებად და მამა ლაზარესთან სასაუბროდ ზუგდიდიდან სოფელ დავითიანში სმენადაქვეითებულები თითქმის ყოველ კვირა დღეს დადიან. მამა ლაზარე (ჯიქია) ზუგდიდის სოფელ დავითიანის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ორ წელზე მეტია წირავს.

18 წლის გოგოს, რომელიც ფოთიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსეთი 2006 წელს დეპორტაციის გამო დაზარალებული საქართველოს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდაზე პირობებს აყენებს

101 წლის გარდაიცვალა.... - რა იყო "შერეკილების" ცნობილი "მკურნალის" ასწლოვანი ცხოვრების საიდუმლო