საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გამოიგონებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას - ფარმაცევტული კომპანიები მის შესაქმნელად მილიონებს ხარჯავენ
როდის გამოიგონებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას - ფარმაცევტული კომპანიები მის შესაქმნელად მილიონებს ხარჯავენ

მსოფ­ლი­ოს ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი უტევს. და­ა­ვა­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლია COVID-19. ის პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გაჩ­ნდა, სა­დაც 23 იან­ვრი­დან დღემ­დე კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ვირუ­სი ჩი­ნე­თი­დან მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და. ამ ეტაპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბაა ირან­სა და იტა­ლი­ა­ში. ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რუ­სეთ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, აშშ-სა და გერ­მა­ნი­ა­ში.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და­ი­ცავს, თუმ­ცა ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ მის შე­საქ­მნე­ლად.

ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის Moderna-სა და ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ ბა­ზარ­ზე გი­გან­ტი კომ­პა­ნი­ის, Johnson & Johnson-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის გა­მო­სა­გო­ნებ­ლად, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად დას­ძე­ნენ, რომ მისი შექ­მნა მალე ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Forbes წერს.

ასევე დაგაინტერესებთ
10:31 / 24-02-2020

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში

11:00 / 24-02-2020

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

16:47 / 25-02-2020

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

11:46 / 06-03-2020

კლავს თუ არა ალკოჰოლი კორონავირუსს? - მითები და რეალობა ვირუსის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

12:31 / 28-02-2020

კორონავირუსი, შესაძლოა, ყოველ წელს სეზონურად გავრცელდეს - რას ამბობენ ამერიკელი ვირუსოლოგები?

12:51 / 02-03-2020

BBC: არის თუ არა კორონავირუსი რეალურად "მკვლელი"? - სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ პანიკაში არ უნდა იყოთ

10:19 / 08-03-2020

"ზღვა ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით" - რას წერს კორონავირუსზე ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი

13:38 / 22-03-2020

რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე

რამ­დენ ხან­ში შეძ­ლე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბას?

აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, ენ­ტო­ნი ფა­უ­სი ამ­ბობს, რომ ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი წელი დას­ჭირ­დე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მოხ­მა­რე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ეტა­პის გავ­ლაა სა­ჭი­რო.

ჯერ უნდა ჩა­ტარ­დეს საც­დე­ლი კვლე­ვე­ბი, იმის და­სად­გე­ნად, თუ რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ის და ხომ არ იწ­ვევს რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბას, ხომ არ აქვს უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი.

რა­ტომ სჭირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბას დიდი დრო?

ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წელი სჭირ­დე­ბა, რად­გა­ნაც მკვლე­ვა­რებ­სა და ექი­მებს სურთ დარ­წმუნ­დნენ, რომ ისი­ნი აწ­ვდი­ან ადა­მი­ა­ნებს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ყო­ველ­მხრივ უსაფრ­თხოა. სა­ნამ აშშ-ში ვაქ­ცი­ნას და­ამ­ტკი­ცე­ბენ და მოხ­მა­რე­ბა­ში ჩა­უშ­ვე­ბენ, ის გან­ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხურს გა­დის. ეს სა­ფე­ხუ­რე­ბი მო­ი­ცავს ცხო­ვე­ლებ­ზე გა­ტესტვას, ადა­მი­ან­ზე გა­ტესტვას, ხა­რის­ხის კონ­ტროლს და ა.შ.

კეტ­ლინ ნე­უ­ზი­ლი, აშშ-ის ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, თუ რა დრო დას­ჭირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბას - მათ შო­რის, და­ა­ვა­დე­ბის სირ­თუ­ლე, ის, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა კონ­კრე­ტულ და­ა­ვა­დე­ბა­ზე და ა.შ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბა უფრო რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ასეთ დროს კი­დევ უფრო მეტი ფაქ­ტო­რია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. კო­რო­ნა­ვირუ­სი კი სწო­რედ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბა დიდ თან­ხას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ერ­თო ჯამ­ში, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას შე­იძ­ლე­ბა ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დას­ჭირ­დეს.

ვინ მუ­შა­ობს ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე?

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად სხვა­დას­ხვა მსხვი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ლო­დი­ნი Johnson & Johnson-სგან აქვთ.

ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე Forbes-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შა­ობს პენ­სილ­ვა­ნი­ის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Inovia, ასე­ვე, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Moderna.

Inovio-მ ვაქ­ცი­ნის გა­მო­სა­გო­ნებ­ლად 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის გრან­ტი მი­ი­ღო. კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ჯო­ზეფ კიმი ვა­რა­უ­დობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბი 7 თვე­ში შეძ­ლე­ბენ, რად­გა­ნაც მეც­ნი­ე­რე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მუ­შა­ო­ბენ.

კომ­პა­ნია Moderna-ში ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი, ე.წ. კლი­ნი­კუ­რი, და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ვერ­სი­ის შექ­მნა 7 თე­ბერ­ვლის­თვის დას­რულ­და და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­და­ვიდ­ნენ მისი გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტულ თა­რიღს ვერ ასა­ხე­ლე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა Johnson & Johnson-ს, სწო­რედ აქ მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს ებო­ლა­სა და ზი­კას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი და აქა­უ­რი მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 8-დან 12 თვემ­დეა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zaza
5

ანტივირუსი დიდი ხანი გამოგონილი აქვთ, ვირუს რომ იგონებენ პარალელურად ანტივირუსსაც იგონებენ... ეს არის 100%-იანი ხელოვნური ვირუსი, რაღაც დონეზე მიიყვანებენ ამ ვირუსით ადამიანებისგან შემცირებას დედამიწაზე და შემდეგ მოაყრიან ანტივირუსს აფთიაქებში!.. ამ საქმეში ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ და ორი იმდენს იღებენ... (მეტი თუ არა...) 

dudu
0

ეგ ვირუსი ზამთარ ზაფხულშიც ესე ვრცელდება ვინმემ რამე თქვით თუ იცით!ანუ პერიოდი და რამე არ აქვს?

ავტორი:

როდის გამოიგონებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას - ფარმაცევტული კომპანიები მის შესაქმნელად მილიონებს ხარჯავენ

როდის გამოიგონებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას - ფარმაცევტული კომპანიები მის შესაქმნელად მილიონებს ხარჯავენ

მსოფლიოს ახალი ტიპის კორონავირუსი უტევს. დაავადების ოფიციალური სახელია COVID-19. ის პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, სადაც 23 იანვრიდან დღემდე კარანტინია გამოცხადებული.

ვირუსი ჩინეთიდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ირანსა და იტალიაში. ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ავსტრალიაში, აშშ-სა და გერმანიაში.

ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რომელიც ადამიანს ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაიცავს, თუმცა ბაზარზე არსებული ფარმაკოლოგიური კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ მის შესაქმნელად.

ბიოტექნოლოგიების უმსხვილესი კომპანიის Moderna-სა და ფარმაკოლოგიურ ბაზარზე გიგანტი კომპანიის, Johnson & Johnson-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბევრს მუშაობენ ვაქცინის გამოსაგონებლად, მაგრამ ამავდროულად დასძენენ, რომ მისი შექმნა მალე ვერ მოხერხდება. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.

რამდენ ხანში შეძლებენ მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებას?

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუსი ამბობს, რომ ვაქცინის გამოგონებას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება. მისივე განმარტებით, მოხმარებაში ჩაშვებამდე რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო.

ჯერ უნდა ჩატარდეს საცდელი კვლევები, იმის დასადგენად, თუ რამდენად უსაფრთხოა ის და ხომ არ იწვევს რაიმე დაავადებას, ხომ არ აქვს უკუჩვენებები.

რატომ სჭირდება ვაქცინის გამოგონებას დიდი დრო?

ჩვეულებრივ პირობებში ვაქცინის გამოგონებას დაახლოებით 10-15 წელი სჭირდება, რადგანაც მკვლევარებსა და ექიმებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ისინი აწვდიან ადამიანებს სამკურნალო საშუალებას, რომელიც ყოველმხრივ უსაფრთხოა. სანამ აშშ-ში ვაქცინას დაამტკიცებენ და მოხმარებაში ჩაუშვებენ, ის განვითარების რამდენიმე საფეხურს გადის. ეს საფეხურები მოიცავს ცხოველებზე გატესტვას, ადამიანზე გატესტვას, ხარისხის კონტროლს და ა.შ.

კეტლინ ნეუზილი, აშშ-ის ვაქცინის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს იმას, თუ რა დრო დასჭირდება ვაქცინის გამოგონებას - მათ შორის, დაავადების სირთულე, ის, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის იმუნური სისტემა კონკრეტულ დაავადებაზე და ა.შ.

მისივე განმარტებით, რესპირატორული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონება უფრო რთულია, ვინაიდან ასეთ დროს კიდევ უფრო მეტი ფაქტორია გასათვალისწინებელი. კორონავირუსი კი სწორედ რესპირატორული დაავადებაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინის გამოგონება დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. საერთო ჯამში, წარმატებული ვაქცინის შექმნას შეიძლება ასობით მილიონი დოლარი დასჭირდეს.

ვინ მუშაობს ვაქცინის შექმნაზე?

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად სხვადასხვა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ. მათ შორის ყველაზე დიდი მოლოდინი Johnson & Johnson-სგან აქვთ.

ვაქცინის გამოგონებაზე Forbes-ის ინფორმაციით, მუშაობს პენსილვანიის ბიოტექნოლოგიური კომპანია Inovia, ასევე, მასაჩუსეტსის ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna.

Inovio-მ ვაქცინის გამოსაგონებლად 9 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ კიმი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას ადამიანები 7 თვეში შეძლებენ, რადგანაც მეცნიერები დაჩქარებული ტემპით მუშაობენ.

კომპანია Moderna-ში ამბობენ, რომ ვაქცინის პირველი, ე.წ. კლინიკური, დასამუშავებელი ვერსიის შექმნა 7 თებერვლისთვის დასრულდა და რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდნენ მისი განვითარების შემდეგ საფეხურზე, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.

რაც შეეხება Johnson & Johnson-ს, სწორედ აქ მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ებოლასა და ზიკას საწინააღმდეგო ვაქცინები და აქაური მკვლევარები ამბობენ, რომ დაახლოებით 8-დან 12 თვემდეა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინა ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"