მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა თალაკვაძის სახლში და რას წერს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" - შსს პარლამენტის თავმჯდომარის კორპუსთან პოლიციის მობილიზებას განმარტავს
რა მოხდა თალაკვაძის სახლში და რას წერს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" - შსს პარლამენტის თავმჯდომარის კორპუსთან პოლიციის მობილიზებას განმარტავს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის გა­ქურდვის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

თუმ­ცა რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბის მი­ზე­ზი ეს გახ­და.

"პირ­ველ და მე­ო­რე სარ­თუ­ლებს შო­რის ნა­პოვ­ნია სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. ია­რა­ღი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და გვაც­ნო­ბა, რა­საც მოჰ­ყვა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ.

გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს თბი­ლი­სის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით" - გა­ნუ­ცხა­დეს სა­ა­გენ­ტოს შსს-ში.

პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში უარ­ყო­ფენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის გა­ქურდვის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

"პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა სპი­კე­რის ბი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მომ­ხდარ რა­ი­მე ფაქტს არ უკავ­შირ­დე­ბა.

სიც­რუ­ეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სახ­ლში შეღ­წე­ვის მცდე­ლო­ბას“, - აღ­ნიშ­ნეს პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­ლაკ­ვა­ძის მე­უღ­ლე ქეთი ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლიც:

"ჩვენს სახ­ლში მშვი­დო­ბაა. არ­ჩი­ლი სამ­სა­ხურ­შია. კარგ დღეს გი­სურ­ვებთ..." - წერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მე­უღ­ლე ქეთი ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
41

მხდალი კაცის შტაბეჭდილებას მიტოვებს თალაკვაძე რატომღაც

ვახო
28

იოსიფ კობზონმა პიარი დაიწყო ))) საქმე აკეთე საქმეეეე ,პიარს .აბა ბოტებო დამესიეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა მოხდა თალაკვაძის სახლში და რას წერს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" - შსს პარლამენტის თავმჯდომარის კორპუსთან პოლიციის მობილიზებას განმარტავს

რა მოხდა თალაკვაძის სახლში და რას წერს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" - შსს პარლამენტის თავმჯდომარის კორპუსთან პოლიციის მობილიზებას განმარტავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სახლთან სამართალდამცველების მობილიზებაა. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციის მობილიზების მიზეზი ეს გახდა.

"პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ.

გამოძიება დაიწყეს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით" - განუცხადეს სააგენტოს შსს-ში.

პარლამენტის პრესსამსახურში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

"პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან საპატრულო პოლიციის მობილიზება სპიკერის ბინასთან მიმართებაში მომხდარ რაიმე ფაქტს არ უკავშირდება.

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარის სახლში შეღწევის მცდელობას“, - აღნიშნეს პარლამენტის პრესსამსახურში.

ინფორმაციას გამოეხმაურა თალაკვაძის მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილიც:

"ჩვენს სახლში მშვიდობაა. არჩილი სამსახურშია. კარგ დღეს გისურვებთ..." - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ზუგდიდში არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის 43 წლის მამაკაცი დააკავეს - შსს-ს ინფორმაცია

30 ნოემბრიდან მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდებზე გასვლას ვერ შეძლებენ - სერვისები, რომლებსაც მომსახურების სააგენტო დროებით აჩერებს

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმის მასალებზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს" - მიხეილ რამიშვილი