მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან" - ლევან ხურცია მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს
"მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან" - ლევან ხურცია მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს

ად­ვო­კატ მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის ქმა­რი, მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ხურ­ცია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს მი­მარ­თავს, "კა­ცუ­რად თქვი სი­მარ­თლე მა­რი­ა­მის ერ­თგუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - წერს ხურ­ცია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი მალ­ხაზ მა­ჩა­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტია.

ლე­ვან ხურ­ცი­ას პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გა­ბო­რო­ტე­ბულ და ძა­ლა­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლით შე­პყრო­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს მინ­და გი­თხრათ:( და ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ შენ ხარ ამა­ში დამ­ნა­შა­ვე, რად­გან ერი ორად გახ­ლი­ჩე):თით­ქმის ორი წე­ლია ვის­მენ თქვენ­გან ჩემი ოჯა­ხის ლან­ძღვას და გი­ნე­ბას, იმის გამო, რომ 2018 წელს როცა არა­ვის­თვის არა­ვინ არ იყო( თა­ვი­სი ღირ­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ის მქო­ნე კა­ცის გარ­და).

ვახა მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ჩემს მე­უღ­ლეს და­უ­კავ­შირ­და და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა სი­მარ­თლის მო­ძებ­ნა­ში ( შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან). მახ­სოვს ის ტრა­გე­დია რომ დატ­რი­ალ­და და თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს ის სა­წყა­ლი ბიჭი, 1 იან­ვა­რი ახა­ლი წელი იყო და მთე­ლი ოჯა­ხით მის გვერ­დით ვი­დე­ქი სა­ვად­მყო­ფო­ში და ვამ­ხნე­ვებ­დი. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მე მშვი­დად არ მი­ძი­ნია, რად­გან მა­რი­ა­მი დღე და ღამე იბ­რძო­და და გა­სუ­ლი იყო სახ­ლი­დან, რომ თე­მირ­ლა­ნის გა­უ­გებ­რო­ბით მოხ­ვედ­რა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა ამ ტე­რო­რის­ტებ­ში, გაც­და იუ­რი­დი­ულ ჩარ­ჩო­ებ­საც კი და მალ­ხა­ზის ოჯა­ხი შე­უ­რა­ცხყო­ფის­გან რომ და­ეც­ვა, ყვე­ლას და­უ­პი­რის­პირ­და ვინც თე­მირ­ლანს ტე­რო­რის­ტად მო­იხ­სე­ნი­ებ­და...

იქამ­დე მი­ვი­და წარ­მოდ­გე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ პან­კი­სი ბო­რო­ტე­ბის ბუ­დედ წარ­მო­ჩინ­და, ამის წი­ნა­აღ­მდე­გაც ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი იდგა!! იბ­რძო­და და იბ­რძვის ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლად არა ვა­ხას­თვის, არა­მედ ქის­ტი ხალ­ხის­თვის იგი­ვე ქარ­თვე­ლე­ბის­თვის თე­მირ­ლა­ნის­თვის და სი­მარ­თლის­თვის!!! რა მი­ი­ღო ამის სა­ნაც­ვლოდ? გი­ნე­ბა ლან­ძღვა, მო­ღა­ლა­ტე ად­ვო­კა­ტი, რუ­სე­თის აგენ­ტი და ა.შ. (გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი 2 თვე მოს­კოვ­ში და 1 კვი­რით მე­უღ­ლე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემ­თან, ამა­ზე და­ი­წე­რა ნა­ხეთ ვახა მი­ა­ტო­ვა და რუ­სეთ­ში გაფ­რინ­დაო) და ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მაკ­ვირ­ვებს ისაა, რომ მალ­ხა­ზი მის ლან­ძღვა­ზე თვალს ხუ­ჭავს, რად­გან ლან­ძღა­ვენ სწო­რედ ისი­ნი, ვის გვერ­დი­თაც ის დღეს დგას!

მე სა­ნამ მა­რი­ამს გა­ვიც­ნობ­დი, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქონ­და ქის­ტებ­თან. უბ­რა­ლოდ ვი­ცო­დი, რომ უაღ­რე­სად ღირ­სე­უ­ლი ხალ­ხი იყ­ვნენ! დღე­საც ანა­ლო­გი­უ­რად ვფიქ­რობ, რად­გან ბევ­რი ქის­ტი გა­ვი­ცა­ნი პი­რა­დად! მაგ­რამ ერთი რამ მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რო­გორც თქვენ­თვი­საა ძვირ­ფა­სი თქვე­ნი ოჯა­ხი, ასე­ვე ჩემ­თვის ძვირ­ფა­სია ჩემი ოჯა­ხი! და როცა ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა თქვენ­თვის და თქვე­ნი ღირ­სე­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ სი­ტყვით მა­ინც უნდა შე­წუხ­დე, რომ შენ გამო და­წყე­ბულ ბრძო­ლა­ში მარ­ტო არ და­ტო­ვო!

ვახა, მე ბევ­რჯერ ჩა­მო­გარ­თვი ხელი და მინ­და ყო­ველ­თვის მი­ხა­რო­დეს შენი ნახ­ვა! ასე რომ, თუ კა­ცე­ბი ვართ, კა­ცუ­რად თქვი სი­მარ­თლე მა­რი­ა­მის შენ­და­მი ერ­თგუ­ლე­ბა­ზე! რა გზა­ზეც იბ­რძვი ღმერ­თმა ხელი მო­გი­მარ­თოს, ეს ჩემი საქ­მე არაა და ყო­ველ­თვის იგი­ვე სი­ტყვე­ბით შეგ­ხვდე­ბი: “ღმერ­თმა სა­მარ­თა­ლი გა­პოვ­ნი­ნოს”. ამას გე­უბ­ნე­ბი კაცი - კაცს, ქარ­თვე­ლი- ქარ­თველს, მეგ­რე­ლი - ქისტს!

პ.ს. ქარ­თვე­ლე­ბო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი წავ­ლენ წა­მოვ­ლენ და ჩვენ და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ში, ცო­ტა­ნი ვართ ნუ გავ­წი­რავთ ერ­თმა­ნეთს ძა­ლა­უფ­ლე­ბის და ხე­ლის ჭუ­ჭყის - ფუ­ლის გამო! ვაჟ­კა­ცო ქარ­თვე­ლე­ბო წი­თე­ლი ხა­ზე­ბის გა­დაკ­ვე­თა, არ მო­სუ­ლა ეს ალ­ბათ ჩემ­ზე უკეთ იცით! პა­ტი­ვის­ცე­მით ლე­ვან ხურ­ცია", - წერს მსა­ხი­ო­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში გა­ემ­გზავ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ მე­დი­კო მარ­გოშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

კი­თხვა­ზე, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ემ­გზავ­რა თუ არა, მარ­გოშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
127

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ესენი რომ სამართლიანობაზე დაიწყებენ საუბარს. ცოტა თვალები გაახილე ბიჭო, შენს ადგილას პატიოსანი კაცი ხმასაც არ უნდა იღბდეს

ელენე
103

კუბლაშვილის მსგვასი ვაი ადვოკატები რომ ყავს ქვეყანას, იმიტომ გვაქვს სამქე კარგად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან" - ლევან ხურცია მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს

"მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან" - ლევან ხურცია მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ქმარი, მსახიობი ლევან ხურცია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს, "კაცურად თქვი სიმართლე მარიამის ერთგულებასთან დაკავშირებით", - წერს ხურცია. შეგახსენებთ, რომ მარიამ კუბლაშვილი მალხაზ მაჩალიშვილის ადვოკატია.

ლევან ხურციას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გაბოროტებულ და ძალაუფლების სურვილით შეპყრობილ საზოგადოების ნაწილს მინდა გითხრათ:( და ხელისუფლებავ შენ ხარ ამაში დამნაშავე, რადგან ერი ორად გახლიჩე):თითქმის ორი წელია ვისმენ თქვენგან ჩემი ოჯახის ლანძღვას და გინებას, იმის გამო, რომ 2018 წელს როცა არავისთვის არავინ არ იყო( თავისი ღირსეული ისტორიის მქონე კაცის გარდა).

ვახა მაჩალიკაშვილი ჩემს მეუღლეს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა სიმართლის მოძებნაში ( შორეული ნათესავები არიან). მახსოვს ის ტრაგედია რომ დატრიალდა და თბილისში გადმოიყვანეს ის საწყალი ბიჭი, 1 იანვარი ახალი წელი იყო და მთელი ოჯახით მის გვერდით ვიდექი სავადმყოფოში და ვამხნევებდი. იქიდან მოყოლებული მე მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან, რომ თემირლანის გაუგებრობით მოხვედრა დაემტკიცებინა ამ ტერორისტებში, გაცდა იურიდიულ ჩარჩოებსაც კი და მალხაზის ოჯახი შეურაცხყოფისგან რომ დაეცვა, ყველას დაუპირისპირდა ვინც თემირლანს ტერორისტად მოიხსენიებდა...

იქამდე მივიდა წარმოდგენა საზოგადოებისთვის, რომ პანკისი ბოროტების ბუდედ წარმოჩინდა, ამის წინააღმდეგაც ხმალამოღებული იდგა!! იბრძოდა და იბრძვის ბოლომდე ერთგულად არა ვახასთვის, არამედ ქისტი ხალხისთვის იგივე ქართველებისთვის თემირლანისთვის და სიმართლისთვის!!! რა მიიღო ამის სანაცვლოდ? გინება ლანძღვა, მოღალატე ადვოკატი, რუსეთის აგენტი და ა.შ. (გადაღებაზე ვიყავი 2 თვე მოსკოვში და 1 კვირით მეუღლე ჩამოვიყვანე ჩემთან, ამაზე დაიწერა ნახეთ ვახა მიატოვა და რუსეთში გაფრინდაო) და ყველაზე მეტად რაც მაკვირვებს ისაა, რომ მალხაზი მის ლანძღვაზე თვალს ხუჭავს, რადგან ლანძღავენ სწორედ ისინი, ვის გვერდითაც ის დღეს დგას!

მე სანამ მარიამს გავიცნობდი, არანაირი შეხება არ მქონდა ქისტებთან. უბრალოდ ვიცოდი, რომ უაღრესად ღირსეული ხალხი იყვნენ! დღესაც ანალოგიურად ვფიქრობ, რადგან ბევრი ქისტი გავიცანი პირადად! მაგრამ ერთი რამ მინდა ავღნიშნო, როგორც თქვენთვისაა ძვირფასი თქვენი ოჯახი, ასევე ჩემთვის ძვირფასია ჩემი ოჯახი! და როცა ადამიანმა ყველაფერი გააკეთა თქვენთვის და თქვენი ღირსებისთვის, უბრალოდ სიტყვით მაინც უნდა შეწუხდე, რომ შენ გამო დაწყებულ ბრძოლაში მარტო არ დატოვო!

ვახა, მე ბევრჯერ ჩამოგართვი ხელი და მინდა ყოველთვის მიხაროდეს შენი ნახვა! ასე რომ, თუ კაცები ვართ, კაცურად თქვი სიმართლე მარიამის შენდამი ერთგულებაზე! რა გზაზეც იბრძვი ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ეს ჩემი საქმე არაა და ყოველთვის იგივე სიტყვებით შეგხვდები: “ღმერთმა სამართალი გაპოვნინოს”. ამას გეუბნები კაცი - კაცს, ქართველი- ქართველს, მეგრელი - ქისტს!

პ.ს. ქართველებო პოლიტიკოსები წავლენ წამოვლენ და ჩვენ და ჩვენი შვილები დარჩებიან ამ ქვეყანაში, ცოტანი ვართ ნუ გავწირავთ ერთმანეთს ძალაუფლების და ხელის ჭუჭყის - ფულის გამო! ვაჟკაცო ქართველებო წითელი ხაზების გადაკვეთა, არ მოსულა ეს ალბათ ჩემზე უკეთ იცით! პატივისცემით ლევან ხურცია", - წერს მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა დაუდასტურა.

კითხვაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა თუ არა, მარგოშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

"ენგურჰესის უნიკალური კადრები, რომლის გადაღებაც ტექნიკური სამუშაოების დროს, მხოლოდ 15 წელში ერთხელაა შესაძლებელი" - 20 ფოტო

"მივხვდი, რომ პროვოკაციას მიმზადებდნენ... იქ  არასასურველი სტუმარი ვიყავი" - რას წერს მაჩალიკაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ფაქტზე

"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია