საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთ-ირანის საზღვართან მომხდარმა მიწისძვრამ, სულ მცირე, 7 ადამიანი იმსხვერპლა - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან
თურქეთ-ირანის საზღვართან მომხდარმა მიწისძვრამ,  სულ მცირე, 7 ადამიანი იმსხვერპლა -  ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის სა­ზღვარ­თან კვი­რას, გამ­თე­ნი­ი­სას 5.7 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და, რო­მე­ლიც და­მან­გრე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრას ირა­ნის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე, თურ­ქე­თის ვა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში სულ ცოტა 7 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შა­ვე­ბუ­ლია 5 ადა­მი­ა­ნი.

თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია 4 ზრდას­რუ­ლი და 3 ბავ­შვი. მი­სი­ვე ცნო­ბით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია 1000-ზე მეტი შე­ნო­ბა.

მაშ­ვე­ლე­ბი ნან­გრე­ვე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამოყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრამ თურ­ქე­თის 43 სო­ფელ­ში გა­მო­იწ­ვია ზა­რა­ლი.

ამას­თან, თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

ფო­ტო­ე­ბი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს:

თურ­ქეთ­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა 24 იან­ვარ­საც მოხ­და. მა­შინ ეპი­ცენ­ტრი ელი­ა­გი­ზის პრო­ვინ­ცია იყო და 40-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რემ ელი­ა­გიზ­ში 6.8 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თურქეთ-ირანის საზღვართან მომხდარმა მიწისძვრამ, სულ მცირე, 7 ადამიანი იმსხვერპლა - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

თურქეთ-ირანის საზღვართან მომხდარმა მიწისძვრამ,  სულ მცირე, 7 ადამიანი იმსხვერპლა -  ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

თურქეთისა და ირანის საზღვართან კვირას, გამთენიისას 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც დამანგრეველი აღმოჩნდა.

თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე, თურქეთის ვანის პროვინციაში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 5 ადამიანი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ზრდასრული და 3 ბავშვი. მისივე ცნობით, დაზიანებულია 1000-ზე მეტი შენობა.

მაშველები ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანის ოპერაციას ახორციელებენ. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრამ თურქეთის 43 სოფელში გამოიწვია ზარალი.

ამასთან, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან, რომელსაც თურქული მედია ავრცელებს:

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 24 იანვარსაც მოხდა. მაშინ ეპიცენტრი ელიაგიზის პროვინცია იყო და 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ელიაგიზში 6.8 მაგნიტუდა შეადგინა.

ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა - ბოლო ცნობები ქვეყნიდან, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდა

იტალიის 10 ქალაქი, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"