საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა - რატომ გადათქვა ექსპრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები
ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა - რატომ გადათქვა ექსპრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები

"მშვე­ნივ­რად ვხე­დავ იმ შეც­დო­მებ­საც, რაც და­უშ­ვა ვა­ნომ... " - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ "მთა­ვა­რის" ეთერ­ში გა­ა­კე­თა. მისი თქმით, რომ არა ეს გა­დაც­დო­მე­ბი, ივა­ნიშ­ვილს "ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა შე­და­რე­ბით გა­უძ­ნელ­დე­ბო­და".

"რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ნოს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, რამ­დენ­ჯერ­მე უთხრეს, მათ შო­რის ცი­ხი­დან გა­იყ­ვა­ნეს და ისე უთხრეს, მოგ­ვე­ცი ცრუ ჩვე­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­ზე და გა­გიშ­ვებ­თო. ეს კაცი ამ­დე­ნი წე­ლია ზის იქ მხო­ლოდ იმის გამო, რომ არ აიღო სინ­დის­ზე ხელი და რა­ღაც ტყუ­ი­ლი არ მო­ა­ბო­დი­ა­ლა, რაც ვი­ღაც-ვი­ღა­ცებ­მა იკად­რეს. ამი­ტომ მე მაქვს მის მი­მართ პი­რა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გან­ცდა.

თუმ­ცა, მშვე­ნივ­რად ვხე­დავ იმ შეც­დო­მებ­საც, რაც და­უშ­ვა ვა­ნომ. მე ვხე­დავ იმ გა­დაც­დო­მებ­საც, რაც და­უშ­ვეს მა­შინ ამ სის­ტე­მებ­ში და მინ­და ვთქვა, რომ თუ არა ეს გა­დაც­დო­მე­ბი, შე­და­რე­ბით გა­უძ­ნელ­დე­ბო­და ივა­ნიშ­ვილს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ხელ­ში ჩა­ეგ­დო და ყვე­ლას კუთ­ვნი­ლი ქვე­ყა­ნა ექ­ცია პი­რად ლუკ­მად.... მე რომ ვა­ნოს ად­გილ­ზე ვიყო, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი ოჯახს და დავ­ტკბე­ბო­დი შვი­ლებ­თან ახ­ლოს ყოფ­ნით, ვო­მოგ­ზა­უ­რებ­დი, გა­ვა­ხელ­დი თვა­ლებს და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მი­ვი­ღებ­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს" - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მას შემ­დეგ რაც ყო­ფილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ციხე და­ტო­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბა გა­დათ­ქვა და აღ­ნიშ­ნა, რომ "მას არ უთ­ქვამს, რომ ვა­ნომ შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა".

რო­გორც ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩარ­თვა­ში აცხა­დებს, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მის­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლი­ე­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

"მე ვთქვი, რომ ჩვენ ყვე­ლამ და­ვუშ­ვით შეც­დო­მე­ბი და ეს მარ­თლაც ასეა, ვინც არა­ფერს აკე­თებს, ისიც უშ­ვებს შეც­დო­მებს"

"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით კი­დევ უფრო მაგ­რე­ბი, კი­დევ უფრო უშეც­დო­მო­ე­ბი, თუმ­ცა, შე­უც­დო­მე­ლი არა­ვინ არ­სე­ბობს. სა­ინ­ტე­რე­სო რა იყო ვა­ნოს სა­უ­ბარ­ში - ახლა ამ­ბო­ბენ, რომ ენა ისე არ აქვს მო­მარ­თუ­ლი და რა­ღაც, უკაც­რა­ვად მე­გობ­რე­ბო, ეს ადა­მი­ა­ნი 7 წელი იყო წა­მე­ბის პი­რო­ბებ­ში, იმი­ტომ, რომ სა­მარ­ტოო სა­კა­ნი, ეს არის წა­მე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მით. ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა ივა­ნიშ­ვილ­მა, ნე­ბის­მი­ერს გა­და­იყ­ვან­და ჭკუ­ი­დან და ის არ გა­ტყდა, არ შე­ე­პუა, ძა­ლი­ან მტკი­ცედ გა­მო­ვი­და და ერთი გრა­მით არ მო­იც­ვა­ლა ფე­ხით თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ში.

ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს ძა­ლი­ან დიდ და­ფა­სე­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას. ჩემ­გან იმ­სა­ხუ­რებს დიდ მად­ლი­ე­რე­ბას, იმი­ტომ რომ გა­იყ­ვა­ნეს საკ­ნი­დან და უთხრეს, აი, ახლა გაძ­ლევთ ბევრ ფულს, წადი უცხო­ეთ­ში შენს შვი­ლებ­თან ერ­თად, მაგ­რად იგ­რი­ა­ლე, იგუ­გუ­ნე, ერ­თა­დერ­თი და­წე­რე რა, რომ ჟვა­ნია მოკ­ლეს და რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვილ­მა. ალ­ბათ, რომ სა­ა­კაშ­ვილს აქვს ან­გა­რი­შე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. მე­რა­ბიშ­ვილ­მა დას­ცი­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ხე­ში შე­ა­ფურ­თხა მათ, ყვე­ლა­ფერ­ზე უთხრა უარი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლით შე­აბ­რუ­ნეს სა­პა­ტიმ­რო­ში და ეს მე­ტყვე­ლებს რამ­დე­ნად უფრო ძლი­ე­რია ვანო, ვიდ­რე მთე­ლი ეს ნაგ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­დენ ხანს ავიწ­რო­ებ­დნენ მას",- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ახლა შე­რი­გე­ბის დროა და არა პარ­ტი­ე­ბად და­ყო­ფის. მისი თქმით, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ტყუ­ი­ლად ეკი­თხე­ბი­ან, რო­მელ პარ­ტი­ა­ში ხე­დავს თავს.

"ერთი რამ, რაც უნდა ით­ქვას, ახლა დრო არ არის ნიშ­ნის მო­გე­ბის და ან­გა­რიშს­წო­რე­ბის. ახლა არის შე­რი­გე­ბის დრო, თან­ხმო­ბის დრო და ტყუ­ი­ლად უს­ვა­მენ კი­თხვებს - ვა­ი­მე, იმ პარ­ტი­ა­ში, ამ პარ­ტი­ა­ში? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ახლა არის ყვე­ლას ერ­თი­ა­ნო­ბის დრო. პარ­ტი­ე­ბად, სხვა­დას­ხვა ბა­ნა­კე­ბად და­ყო­ფის დრო არ არის, არც ვი­ღა­ცა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის დროა და არც უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ, რომ და­ვემ­სგავ­სე­ბით ამ გნომს, ამ ქონ­დრის კაცს - ივა­ნიშ­ვილს. ჩვენ უნდა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყოთ მო­მა­ვალ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟანა დარკი.
27

რა ზღაპრებს ჰყვება. ვინ ჰკითხავდა მერაბიშვილს რამეს, მაგ გიჟის გარეშე.

ჰა?!
44

სიტყვის გადათქმაზე რა, ბიძინას პატენტი აქვს აღებული?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა - რატომ გადათქვა ექსპრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები

ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა - რატომ გადათქვა ექსპრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები

"მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ... " - აღნიშნული განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ "მთავარის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, რომ არა ეს გადაცდომები, ივანიშვილს "ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა".

"რაც შეეხება ვანოს, ვანო მერაბიშვილს, რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია ზის იქ მხოლოდ იმის გამო, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და რაღაც ტყუილი არ მოაბოდიალა, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა.

თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. მე ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ თუ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, რომ ჩვენი ქვეყანა ხელში ჩაეგდო და ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად.... მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დავუბრუნდებოდი ოჯახს და დავტკბებოდი შვილებთან ახლოს ყოფნით, ვომოგზაურებდი, გავახელდი თვალებს და რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებებს" - განაცხადა სააკაშვილმა.

მას შემდეგ რაც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ციხე დატოვა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი განცხადება გადათქვა და აღნიშნა, რომ "მას არ უთქვამს, რომ ვანომ შეცდომები დაუშვა".

როგორც ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩართვაში აცხადებს, ვანო მერაბიშვილი მისგან განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს.

"მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები და ეს მართლაც ასეა, ვინც არაფერს აკეთებს, ისიც უშვებს შეცდომებს"

"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები, თუმცა, შეუცდომელი არავინ არსებობს. საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში - ახლა ამბობენ, რომ ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც, უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი 7 წელი იყო წამების პირობებში, იმიტომ, რომ სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან და ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხით თავის პოზიციაში.

ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას, იმიტომ რომ გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი, ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე, ერთადერთი დაწერე რა, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში. მერაბიშვილმა დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში და ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენ ხანს ავიწროებდნენ მას",- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა შერიგების დროა და არა პარტიებად დაყოფის. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს ტყუილად ეკითხებიან, რომელ პარტიაში ხედავს თავს.

"ერთი რამ, რაც უნდა ითქვას, ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების. ახლა არის შერიგების დრო, თანხმობის დრო და ტყუილად უსვამენ კითხვებს - ვაიმე, იმ პარტიაში, ამ პარტიაში? რა მნიშვნელობა აქვს, ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად, სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის, არც ვიღაცაზე შურისძიების დროა და არც უნდა იყოს საქართველოში იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ გნომს, ამ ქონდრის კაცს - ივანიშვილს. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE "ნიუსრუმიდან" - ნინო ბურჯანაძე

"მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც... წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა" - ეკონომიკის მინისტრი

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი