საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინება რუსეთისგან" - საერთაშორისო და ქართული მხარის გამოხმაურებები "გრუ"-ს კიბერშეტევაზე
"ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინება რუსეთისგან" - საერთაშორისო და ქართული მხარის გამოხმაურებები "გრუ"-ს კიბერშეტევაზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლის ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნი­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კი­ბერ­შე­ტე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის, სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო, კო­მერ­ცი­უ­ლი და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვებ-გვერ­დებ­ზე, სერ­ვე­რებ­სა და სხვა მარ­თვით სის­ტე­მებ­ზე და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიერ.

რო­გორც კონ­სტან­ტი­ნიდ­მა გან­მარ­ტა, კი­ბერ­შე­ტე­ვის შე­დე­გად და­ზი­ან­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სერ­ვე­რე­ბი, მარ­თვი­თი სის­ტე­მე­ბი და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ფერ­ხდა მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მაიკ პომ­პე­ომ. მისი თქმით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გმობს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კი­ბერ­შე­ტე­ვას.

"ეს ქმე­დე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რუ­სე­თის მცდე­ლო­ბებს, რომ კი­ბერ­სივ­რცე­ში თავი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან აქ­ტო­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოს და წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კი­ბე­რო­პე­რა­ცი­ე­ბის უწყვეტ სქე­მას. ამ ოპე­რა­ცი­ე­ბის მი­ზა­ნია გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­ტა­ნა, და­უც­ვე­ლო­ბის შექ­მნა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, შე­წყვი­ტოს მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა­გან. კი­ბერ­სივ­რცის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან ქცე­ვა­ზე. ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, რომ და­ვიც­ვათ სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ქცე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა კი­ბერ­სივ­რცე­ში.

ჩვენ, აგ­რეთ­ვე, პი­რო­ბას ვდებთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი ხალ­ხის წი­ნა­შე, რომ მხარს და­ვუ­ჭერთ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და მავ­ნე კი­ბერ აქ­ტო­რებ­თან ბრძო­ლა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სა და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, ჩვენ [სა­ქარ­თვე­ლოს] შევ­თა­ვა­ზებთ და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას, მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის­გან თავ­და­სა­ცა­ვად“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა დაგ­მო და­ნი­ის და ნორ­ვე­გი­ის სა­გა­რეო უწყე­ბებ­მა. მათ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­შირ­ბე­ბით გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლეს.

და­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბა: "დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და აშშ-მა გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხრცი­ე­ლე­ბულ კი­ბერ­შე­ტე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­ნია იზი­ა­რებს ღრმა შეშ­ფო­თე­ბას რუ­სე­თის დესტრუქ­ცი­უ­ლი კი­ბე­რაქ­ტი­ვო­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის მშვი­დო­ბი­ან, თა­ვი­სუ­ფალ, ღია და უსაფრ­თხო კი­ბერ­სივ­რცის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას",- წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს სა­გა­რეო უწყე­ბა:"ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ შეშ­ფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კი­ბერ ოპე­რა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. წე­სე­ბის, ნორ­მე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ქცე­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია კი­ბერ­სივ­რცე­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე სიმ­შვი­დი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად",-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს სა­გა­რეო უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი ფაქტს Twitter-ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს, მაიკ პომ­პე­ოს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"ჩვენ უაღ­რე­სად ვა­ფა­სებთ, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან პომ­პე­ოს­გან მი­ღე­ბულ მხარ­და­ჭე­რას და რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დარ­ღვე­ვი­სა და კი­ბერ­სივ­რცე­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვის ფაქ­ტის მკაცრ დაგ­მო­ბას. ჩვენ გან­ვაგ­რძობთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მსგავ­სი საფრ­თხე­ე­ბი­სა და რის­კე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით" - წერს ზალ­კა­ლი­ა­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, კი­ბერ­შე­ტე­ვა რუ­სე­თის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის თვალ­სა­ჩი­ნო გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

"2019 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვით რუ­სეთ­მა პირ­და­პი­რი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, რი­თიც შე­ე­ცა­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა რუ­სე­თის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის თვალ­სა­ჩი­ნო გა­მოვ­ლი­ნე­ბაა“,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Alex.F
15

რაღაც საეჭვოდ არიან რუსოფილი ტროლები გაყუსულები!!!

ჰა ჰა.
19

კიბერშეტევა კი არა, რუსეთუმე მინისტრებს ექნებათ კოდი გაცემული. ვითომ რუსეთმა იერიში მიიტანა. სხვა შირმა ვერ მოიფიქრეს. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინება რუსეთისგან" - საერთაშორისო და ქართული მხარის გამოხმაურებები "გრუ"-ს კიბერშეტევაზე

"ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინება რუსეთისგან" - საერთაშორისო და ქართული მხარის გამოხმაურებები "გრუ"-ს კიბერშეტევაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

როგორც კონსტანტინიდმა განმარტა, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

"ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა დაგმო დანიის და ნორვეგიის საგარეო უწყებებმა. მათ აღნიშნულთან დაკავშირბებით განცხადებები გაავრცელეს.

დანიის საგარეო უწყება: "დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა განცხადებები გააკეთეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხრციელებულ კიბერშეტევებთან დაკავშირებით. დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის დესტრუქციული კიბერაქტივობების გამო, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიან, თავისუფალ, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებას",- წერია განცხადებაში.

ნორვეგიის სამეფოს საგარეო უწყება:"ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას საქართველოში განხორციელებულ კიბერ ოპერაციებთან დაკავშირებით. წესების, ნორმებისა და პრინციპების პატივისცემა პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო ქცევისთვის აუცილებელია კიბერსივრცეში საერთაშორისო დონეზე სიმშვიდისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს საგარეო უწყება ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"ჩვენ უაღრესად ვაფასებთ, სახელმწიფო მდივან პომპეოსგან მიღებულ მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და კიბერსივრცეში უკანონო შეღწევის ფაქტის მკაცრ დაგმობას. ჩვენ განვაგრძობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას მსგავსი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით" - წერს ზალკალიანი.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა.

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას. აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

გაერთიანებული ოპოზიციის  წევრის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს