გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, შეიარაღებული პირი ორ სხვადასხვა ადგილას ჩილიმ ბარებს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად, ბოლო ინფორმაციით გარდაცვლილია, ცხრა და დაშავებულია 6 ადამიანი.
გერმანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შემთხვევიდან რამდენიმე საათში თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 43 წლის ტობიას რ.საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სახლში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იყო, რომელიც სავარაუდოდ, თავდამსხმელის დედაა.
როგორც BBC წერს, სამართალდამცველები მომხდარს ტერორიზმს უწოდებენ და ოფიციალური პირები მომხდარს ეთნიკურ მოტივებს უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ ჩილიმ ბარებს, რომელსაც ტობიას რ. თავს დაესხა, ძირითადად თურქები და ქურთები სტუმრობდნენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქურთები არიან.
პოლიციელები ამბობენ, რომ 43 წლის ტობიასის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა.
BBC გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი გერმანიის მოქალაქე იყო, რომელსაც ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ლიცენზია.
Bild-ის ინფორმაციით, თავისი ქმედების მოტივები ტობიას რ-მ წერილში განმარტა, რომელიც მის სახლში იპოვეს. წერილის შინაარსი კი ასეთია - "გარკვეული ადამიანები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, უნდა მოისპონ, რადგანაც მათი განდევნა ქვეყნიდან სხვაგვარად ვერ ხერხდება“.
აღსანიშნავია, რომ წერილის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
თავდამსხმელს მსგავსი შინაარსის ვიდეოები სოციალურ ქსელშიც აქვს შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული.
გამოცემა Daily Mail წერს, რომ ერთ-ერთი ვიდეოს საშუალებით ის ამერიკელებს მიმართავს. აკრიტიკებს მათ და ადანაშაულებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასა და მიწისქვეშა შეიარაღებული ბაზების არსებობაში. ის მოუწოდებს ამერიკელებს, გაერთიანდნენ და იბრძოლონ ყოველივეს წინააღმდეგ.
კადაფი ევროპას ბევრჯერ გაახსენდება
ევროპამ და განსაკრებით გერმანიამ ასეთ სასოწარკვეთამდე მიიყვანა მოქალაქეები იაფი მუშახელის მოპოვების გამო! თუმცა არც თავად გერმენელები წუხდნენ დიდად, ოღონდ მშვიდად და სიმდიდრეში ეცხოვრათ! ის კი ვერ გაიგეს, რომ ამდენი რომ შემოისიეს ირგვლივ და მათ ლამის კაპიკებზე ამუშვებდნენ და ამუშავებენ, ახლა ასე იოლად ვერ გარეკავენ, გარეკავენ კი არა მათ სახლებშიც შეცვოდვებიოან მალე და თავად გერმანელებს გამოყრიან! ბრეგზიტის მიზეზიც ეს არის, ამით ცდილობენ ბრიტანელები თავის შველას! გაუჭრდებათ კი!