საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განცდა რჩება, რომ ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს" - ხუხაშვილი შოთაძის დანიშვნაზე
"განცდა რჩება, რომ ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს" - ხუხაშვილი შოთაძის დანიშვნაზე

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ომი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვარ­დი­ის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბუნ­კერ­ში ჩა­დის და ყვე­ლა­ზე სან­დო და „კარგ შემ­სრუ­ლე­ბელ“ კად­რებს ეყ­რდნო­ბა, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რად ირაკ­ლი შო­თა­ძის და­ნიშ­ვნას.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სის­ტე­მის მან­კი­ე­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში "შო­თა­ძე იქ­ნე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი თუ ქიბ­რო­წაშ­ვი­ლი არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს."

"შო­თა­ძემ თქვა, პრო­ცე­სი გამჭვირ­ვა­ლედ წა­რი­მარ­თაო, გამჭვირ­ვა­ლო­ბას ნამ­დვი­ლად ვერ და­ვუ­წუ­ნებთ იმის გამო, რომ შო­რი­და­ნაც კი კარ­გად ჩან­და, რომ მას აირ­ჩევ­დნენ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რად, ამ კუ­თხით თუ შე­ვა­ფა­სებთ, ნამ­დვი­ლად გამჭვირ­ვა­ლე იყო პრო­ცე­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად შო­თა­ძეს, ის არა­ვის­ზე უა­რე­სია და არა­ვის­ზე უკე­თე­სია. სა­ერ­თოდ პრობ­ლე­მა არის სის­ტე­მუ­რი. თვი­თონ მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მის ალ­გო­რით­მია მან­კი­ე­რი. პრო­კუ­რა­ტუ­რა პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თა­ზე მუ­შა­ობს და ეს არის პრობ­ლე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მან­კი­ერ სის­ტე­მა­ში შო­თა­ძე იქ­ნე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი თუ ქიბ­რო­წაშ­ვი­ლი არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს",- გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უფრო და უფრო ვიწ­როვ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კად­რე­ბის შერ­ჩე­ვის თვალ­საზ­რი­სით გა­დამ­წყვე­ტი სან­დო­ო­ბა ხდე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­კად­რო დე­ფი­ციტს, სის­ტე­მა გა­ნიც­დის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას, მისი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი სა­კად­რო შერ­ჩე­ვის უფრო და უფრო ვიწ­როვ­დე­ბა, მხო­ლოდ ნდო­ბა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბულ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლო­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, თით­ქოს ასე­თი გან­ცდა რჩე­ბა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ომი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვარ­დი­ის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს. სრუ­ლი სტე­რი­ლი­ზა­ცია ხდე­ბა, ბუნ­კერ­ში ჩა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ყვე­ლა­ზე სან­დო და „კარგ შემ­სრუ­ლე­ბელ“ კად­რებს ეყ­რდნო­ბა, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო სა­ყუ­რე­ბე­ლია. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის თვალ­საზ­რი­სი ლო­გი­კას ხე­და­ვენ, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით ეს და­მან­გრე­ვე­ლია, როცა მმარ­თვე­ლი სის­ტე­მა ასე იკ­ვე­თე­ბა თა­ვის თავ­ში და სტე­რი­ლუ­რი ხდე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად უნდა ვე­ლო­დოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ტი­კას ირაკ­ლი შო­თა­ძის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ ფონ­ზე, როცა გარ­კვე­ულ საქ­მე­ებ­ზე კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობ­და, ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე კრი­ტი­კა გა­დამ­წყვე­ტი უკვე აღარ არის, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დი­აგ­ნო­ზი უკვე დას­ვა.

"შო­თა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კით აღა­რა­ფე­რი იც­ვლე­ბა, რად­გან მო­ცე­მუ­ლო­ბა ასე­თია, რომ და­სავ­ლეთ­მა დი­აგ­ნო­ზი უკვე დას­ვა. იმის ილუ­ზია და იმედ­ზე ყოფ­ნა, რომ 7-8 კონ­გრეს­მენ­მა გა­მოთ­ქვა კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და იქ კი­დევ 400 კაცი ზის კონ­გრეს­ში, არის სიბ­რიყ­ვე ან უტიფ­რო­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მან­კი­ე­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბი თუ დიდი ხნით გაგ­რძელ­და, ეს სა­ხელ­მწი­ფო­საც და­ა­ზი­ა­ნებს",- გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს პარ­ლა­მენ­ტმა ირაკ­ლი შო­თა­ძე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე და­ამ­ტკი­ცა. ირაკ­ლი შო­თა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2015 წლის 19 ნო­ემ­ბრი­დან 2018 წლის 31 მა­ი­სის ჩათ­ვლით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი მან მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქუ­ჩის მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმელი
0

დაანებეთ ამ საცოდავი ხუხაშვილის ლანძღვა,ხომ ხედავთ ადმიანი უბერავს. 

!!!
22

ხუხა უბერავს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"განცდა რჩება, რომ ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს" - ხუხაშვილი შოთაძის დანიშვნაზე

"განცდა რჩება, რომ ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს" - ხუხაშვილი შოთაძის დანიშვნაზე

განსაკუთრებული ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს, ხელისუფლება ბუნკერში ჩადის და ყველაზე სანდო და „კარგ შემსრულებელ“ კადრებს ეყრდნობა, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან" გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას.

გია ხუხაშვილი სისტემის მანკიერებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში "შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი თუ ქიბროწაშვილი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს."

"შოთაძემ თქვა, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართაო, გამჭვირვალობას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ იმის გამო, რომ შორიდანაც კი კარგად ჩანდა, რომ მას აირჩევდნენ გენერალურ პროკურორად, ამ კუთხით თუ შევაფასებთ, ნამდვილად გამჭვირვალე იყო პროცესი.

რაც შეეხება თავად შოთაძეს, ის არავისზე უარესია და არავისზე უკეთესია. საერთოდ პრობლემა არის სისტემური. თვითონ მმართველობითი სისტემის ალგორითმია მანკიერი. პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობს და ეს არის პრობლემა. შესაბამისად, ამ მანკიერ სისტემაში შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი თუ ქიბროწაშვილი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, თანამდებობებზე შერჩევის კრიტერიუმები უფრო და უფრო ვიწროვდება და ხელისუფლებისთვის კადრების შერჩევის თვალსაზრისით გადამწყვეტი სანდოობა ხდება.

"რაც შეეხება საკადრო დეფიციტს, სისტემა განიცდის სტერილიზაციას, მისი კრიტერიუმები საკადრო შერჩევის უფრო და უფრო ვიწროვდება, მხოლოდ ნდობაზე და განსაკუთრებულ ანგაჟირებულობაზეა დამყარებული, თითქოს ასეთი განცდა რჩება, რომ განსაკუთრებული ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს. სრული სტერილიზაცია ხდება, ბუნკერში ჩადის ხელისუფლება და ყველაზე სანდო და „კარგ შემსრულებელ“ კადრებს ეყრდნობა, რაც ძალიან სამწუხარო საყურებელია. ისინი შეიძლება საკუთარი ძალაუფლების გადარჩენის თვალსაზრისი ლოგიკას ხედავენ, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს დამანგრეველია, როცა მმართველი სისტემა ასე იკვეთება თავის თავში და სტერილური ხდება, სახელმწიფოებრივ განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად უნდა ველოდოთ საერთაშორისო კრიტიკას ირაკლი შოთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა გარკვეულ საქმეებზე კითხვის ნიშნები არსებობდა, ხუხაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ საკითხზე კრიტიკა გადამწყვეტი უკვე აღარ არის, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ დიაგნოზი უკვე დასვა.

"შოთაძესთან დაკავშირებული კრიტიკით აღარაფერი იცვლება, რადგან მოცემულობა ასეთია, რომ დასავლეთმა დიაგნოზი უკვე დასვა. იმის ილუზია და იმედზე ყოფნა, რომ 7-8 კონგრესმენმა გამოთქვა კრიტიკული მოსაზრებები და იქ კიდევ 400 კაცი ზის კონგრესში, არის სიბრიყვე ან უტიფრობა. საბოლოო ჯამში სახელისუფლებო მანკიერება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობები თუ დიდი ხნით გაგრძელდა, ეს სახელმწიფოსაც დააზიანებს",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცა. ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.