მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები
"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უ­ბარ­ში ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო ჰყვე­ბა, მკვლე­ლო­ბა­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო პირი, მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და და ტუ­რის­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. წყა­როს ცნო­ბით­ვე, მკვლე­ლო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით, 2 კვი­რით ადრე, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი­სა და გარ­დაც­ვლი­ლის მხრი­დან ბე­ლა­რუს ტუ­რის­ტებ­თან ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, რა დრო­საც ტუ­რის­ტე­ბი სას­ტი­კად სცე­მეს.

"რო­გორც ვიცი, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა ბე­ლა­რუს ტუ­რის­ტებს ბარ­ში არა­რე­ა­ლუ­რი თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს, რა­საც მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა. თა­ვის მხრივ, კო­ბი­აშ­ვილ­მა მომ­ხდა­რის გამო უსაყ­ვე­დუ­რა გარ­დაც­ვლილ­სა და მის მე­გობ­რებს, რა­ზეც ისი­ნი გა­ნა­წყენ­დნენ და კო­ბი­აშ­ვილს და­ე­მუქრნენ. ორი კვი­რის მერე კო­ბი­აშ­ვილ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი­ვე ბარ­ში უკვე ფრან­გი ტუ­რის­ტე­ბი მი­იყ­ვა­ნა, მის გა­მო­ჩე­ნას კი აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან აგ­რე­სი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოჰ­ყვა - ისი­ნი კო­ბი­აშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ“, - აცხა­დებს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო.

ასე­ვე, რო­გორც წყა­რო ჰყვე­ბა, ბრალ­დე­ბულ­მა ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა თა­ვი­სი­ვე ია­რა­ღი­დან მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა ის წა­აქ­ცი­ეს და ძირს დაგ­დე­ბულს სცე­მეს".

ცნო­ბის­თვის, 17 თე­ბერ­ვალს, გუ­და­ურ­ში ერთი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო, მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. პრო­ცე­სი ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში - "ჯეო ჰოს­პი­ტალსში" ჩა­ტარ­და. ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დვალთელი
3

ეგრეც იქნბოდა მაფია 

777
4

სასტუმროს მენეჯერს დედა უნდა უტირო რომ ასეთი ყაჩაღები ყავს აყვანილი სამუშაოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე "ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოსთან საუბარში ინფორმირებული წყარო ჰყვება, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სამხედრო პირი, მერაბ კობიაშვილი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა. წყაროს ცნობითვე, მკვლელობამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე, ინციდენტში მონაწილე პირებისა და გარდაცვლილის მხრიდან ბელარუს ტურისტებთან ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ტურისტები სასტიკად სცემეს.

"როგორც ვიცი, ინციდენტში მონაწილე პირებმა ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. თავის მხრივ, კობიაშვილმა მომხდარის გამო უსაყვედურა გარდაცვლილსა და მის მეგობრებს, რაზეც ისინი განაწყენდნენ და კობიაშვილს დაემუქრნენ. ორი კვირის მერე კობიაშვილმა, სავარაუდოდ, იგივე ბარში უკვე ფრანგი ტურისტები მიიყვანა, მის გამოჩენას კი აღნიშნული პირების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება მოჰყვა - ისინი კობიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ“, - აცხადებს ინფორმირებული წყარო.

ასევე, როგორც წყარო ჰყვება, ბრალდებულმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავისივე იარაღიდან მიიღო, რის შემდეგაც ინციდენტში მონაწილე პირებმა ის წააქციეს და ძირს დაგდებულს სცემეს".

ცნობისთვის, 17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა