მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა - პროკურორი გამოძიების დეტალებზე
გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა - პროკურორი გამოძიების დეტალებზე

გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბაა, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა და­ვით ყა­ზა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"ეს ადა­მი­ა­ნი თავს იცავ­და, არა­ვის მოკ­ვლის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია" - რას ამ­ბობს გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი

„მინ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს მი­ვუ­სამ­ძიმ­რო. ბრალ­დე­ბის მხა­რე მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. ჩვენ რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გვქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფორ­მა­ლურ სა­ფუძ­ვლებს, იყო მი­მალ­ვის საფრ­თხე­ე­ბი, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე­ე­ბი და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მხა­რე­ე­ბი შე­რი­გე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ჰყავს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბას ის პი­რე­ბი დად­გე­ნი­ლი, რომ­ლებ­მაც ბრალ­დე­ბულს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, ყა­ზა­იშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ მათი ნა­წი­ლი დად­გე­ნი­ლია. პრო­კუ­რო­რი პი­რო­ბას დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად წა­რი­მარ­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, მოხ­დე­ბა თუ არა იმ პი­რე­ბის სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მა, რომ­ლებ­მაც და­კა­ვე­ბულს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, ყა­ზა­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტენ.

„მო­ტი­ვი არის შუ­რის­ძი­ე­ბა. საქ­მის მა­სა­ლე­ბი­თაც ირ­კვე­ვა, რომ ბრალ­დე­ბულს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, ამ კუ­თხით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და გრძელ­დე­ბა. შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ეს ადა­მი­ა­ნი უკვე გას­რო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს იმ პი­რე­ბის მი­მართ, ვინც მის მი­მართ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ნა­წი­ლი დად­გე­ნი­ლია, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც ამ პი­რე­ბის დად­გე­ნა, ასე­ვე სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა. რა თქმა უნდა, ობი­ექ­ტუ­რად შე­ვა­ფა­სებთ ყვე­ლა იმ გა­რე­მო­ე­ბას, რო­მე­ლიც საქ­მის მა­სა­ლებ­ში, გა­მო­კი­თხვებ­ში, ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში და ა.შ. იქ­ნე­ბა და ამ სა­კი­თხსაც შემ­დეგ გა­დავ­წყვეტთ.

პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად იმუ­შა­ვებს. ყვე­ლა ის გა­რე­მო­ე­ბა, რაც გა­მოკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, თუ მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ან სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც, ჩვენ ყვე­ლა ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ობი­ექ­ტუ­რად შე­ვა­ფა­სებთ.

ბრალ­დე­ბულს ბრალ­დე­ბა შე­ე­რა­ცხა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში და ერთ-ერთი და­ნა­შა­უ­ლის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. მას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მი­მოს­ვლის გარ­და, რო­მელ­საც ჩვენს და­სა­ბუ­თე­ბა­ში არც შევ­ხე­ბი­ვართ, გერ­მა­ნი­ის და ასე­ვე სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰქონ­და სა­ზღვრის კვე­თა და იქ იმ­ყო­ფე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. ამ ადა­მი­ანს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი გა­აჩ­ნია, რაც თვი­თო­ნაც და­ა­დას­ტუ­რა“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნეთ, რომ გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო. პრო­ცე­სი ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში - "ჯეო ჰოს­პი­ტალსში" ჩა­ტარ­და.

ცნო­ბის­თვის, კვი­რას, გუ­და­ურ­ში ერთი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერო
5

თქვენი დადებული პირობა,გაიკეთეთ ერთ ადგილზე !!! 

ანა
4

რა შურისძიება, კაცი თავს იცავდა, თვითონ ფიზიკურად მომზადებული და ძლიერი რომ არ ყოფილიყო, მოკლავდნენ. ბრმები ხართ, თუ დაინტერესებული მხარე?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა - პროკურორი გამოძიების დეტალებზე

გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა - პროკურორი გამოძიების დეტალებზე

გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა.

"ეს ადამიანი თავს იცავდა, არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია" - რას ამბობს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

„მინდა დაზარალებულის, გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. ბრალდების მხარე მერაბ კობიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ჩვენ როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები დასაბუთებული გვქონდა. რაც შეეხება უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალურ საფუძვლებს, იყო მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები შერიგებულები არ არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყო“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა გამოძიებას ის პირები დადგენილი, რომლებმაც ბრალდებულს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ყაზაიშვილი პასუხობს, რომ მათი ნაწილი დადგენილია. პროკურორი პირობას დებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. რაც შეეხება იმ ფაქტს, მოხდება თუ არა იმ პირების სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებმაც დაკავებულს დაზიანებები მიაყენეს, ყაზაიშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ გადაწყვეტენ.

„მოტივი არის შურისძიება. საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს და გრძელდება. შურისძიების მოტივით ეს ადამიანი უკვე გასროლას ახორციელებს იმ პირების მიმართ, ვინც მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეობდა. ნაწილი დადგენილია, თუმცა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს როგორც ამ პირების დადგენა, ასევე სხვადასხვა გარემოებებზე გამოძიება. რა თქმა უნდა, ობიექტურად შევაფასებთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც საქმის მასალებში, გამოკითხვებში, ვიდეომასალაში და ა.შ. იქნება და ამ საკითხსაც შემდეგ გადავწყვეტთ.

პირობას გაძლევთ, რომ გამოძიება ობიექტურად იმუშავებს. ყველა ის გარემოება, რაც გამოკვეთილი იქნება ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ მის საწინააღმდეგოდ, ან სხვა მიმართულებებითაც, ჩვენ ყველა ამ მტკიცებულებას ობიექტურად შევაფასებთ.

ბრალდებულს ბრალდება შეერაცხა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და ერთ-ერთი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სამსახურებრივი მიმოსვლის გარდა, რომელსაც ჩვენს დასაბუთებაში არც შევხებივართ, გერმანიის და ასევე სხვა სახელმწიფოების მიმართულებით ჰქონდა საზღვრის კვეთა და იქ იმყოფებოდა გარკვეული პერიოდი. ამ ადამიანს ნათესაური კავშირები გააჩნია, რაც თვითონაც დაადასტურა“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენეთ, რომ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა.

ცნობისთვის, კვირას, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ... ამ პოსტმა ყველა ტკივილი განმიახლა" - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს

"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?