სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს" - ომბუდსმენი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს სასტიკი გატაცების დეტალებზე
"თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს" - ომბუდსმენი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს სასტიკი გატაცების დეტალებზე

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია მარ­ნე­ულ­ში ჩა­ვი­და და პი­რა­დად შეხ­ვდა გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გოს მშობ­ლებს, გა­ტა­ცე­ბის თვითმხილ­ველს და მარ­ნე­უ­ლის პო­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

ნინო ლომ­ჯა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­ცე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოხ­და.

„გა­ტა­ცე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოხ­და, თვითმხილ­ველ­თა თქმით, არას­რულ­წლო­ვანს თავ­ზე ტო­მა­რა ჩა­მო­აც­ვეს. იგი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და გამ­ტა­ცებ­ლებს და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა ვე­რა­ვინ და­ეხ­მა­რა. სას­წრა­ფოდ უნდა დად­გინ­დეს გა­ტა­ცე­ბუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და და­აბ­რუ­ნონ იგი თა­ვის სახ­ლში. სამ­წუ­ხა­როდ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა­ე­ფექ­ტუ­რია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯონ, რათა მა­გა­ლი­თი იყოს მათ­თვის, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბის მა­ხინჯ პრაქ­ტი­კას აგ­რძე­ლე­ბენ. შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რი გა­ავ­რცე­ლონ, მაგ­რამ ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ გა­ტა­ცე­ბა გო­გოს ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

რო­გორც ომ­ბუდსმე­ნი გან­მარ­ტავს, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­ნე­ულ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კურ­სებს ეს­წრე­ბო­და და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი გო­გო­ებს უშ­ლის ხელს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან მათ მშობ­ლებს შვი­ლე­ბის ქა­ლა­ქებ­ში სას­წავ­ლებ­ლად გაშ­ვე­ბა ეში­ნი­ათ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს" - ომბუდსმენი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს სასტიკი გატაცების დეტალებზე

"თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს" - ომბუდსმენი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს სასტიკი გატაცების დეტალებზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა.

„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ომბუდსმენი განმარტავს, უნდა აღინიშნოს, რომ გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა და სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვება ეშინიათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

"ჩემზე გადმოსული დენი მამაზე გადავიდა და გარდაიცვალა" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ბათუმიდან, რომელსაც ხატვა წარსულის ტრაგედიამ დააწყებინა

რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც ინტერნეტ-ჰიტად იქცა

"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს