მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახდა პროფესორი გამუაო..." - დედისგან მიღებული წერილი და გიორგი კეკელიძის "მწარე ვალენტინობა"
"რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახდა პროფესორი გამუაო..." - დედისგან მიღებული წერილი და გიორგი კეკელიძის "მწარე ვალენტინობა"

ვა­ლენ­ტი­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე თით­ქმის 20 წლის წი­ნან­დელ, ტკბილ-მწა­რე ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს. ქარ­თვე­ლი პრო­ზა­ი­კო­სი იგო­ნებს, ბნელ, უფუ­ლო და გა­ჭირ­ვე­ბულ წლებს, როცა ფუ­ლის თხოვ­ნა გუ­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი მშობ­ლე­ბის­თვის უწევ­და, სიყ­ვა­რუ­ლის დღის გამო ნათ­ქვა­მი ტყუ­ი­ლი კი ძვი­რა­დაც და­უჯ­და:

"2001 წე­ლია. ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პრო­ლო­გი. პირ­ვე­ლი კურ­სი. ესე­თი ხა­ნია, რომ ჯე­რაც ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნე­ბი გვკი­დია ზურ­გზე, თუმ­ცა უკვე ხე­ლებს სა­დღაც გა­ურ­კვე­ველ მო­მა­ვალ­ში ვა­ფა­თუ­რებთ ბრმად. ამ ფა­თუ­რი­სას თი­თებს ბევრ რა­მეს წა­მოკ­რავ­დი და მათ შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად იყო რა­ღაც უცხო თა­რი­ღე­ბი, კი­დევ უფრო უცხო სა­ხე­ლებს რომ უკავ­შირ­დე­ბო­და.

ჯე­რაც ის დროა, რვა მარ­ტი რომ მე­ტად არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის და უკა­ნას­კნე­ლი თეთ­რე­ბის შე­მა­ში­ნებ­ლად ხან­გრძლი­ვი, სა­ში­ნე­ლი სუ­ნის "დუ­ხებ­ში" და­ხარ­ჯვის დღე. ის დროა, მაგ­რამ უკვე ვა­ლენ­ტი­ნო­ბა­ზეც მოგ­ვეს­მა. გა­ვი­გეთ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის თა­რი­ღია ევ­რო­პა­ში. ის მთლად ზუს­ტად ვერ გა­ვი­გეთ, ვინ იყო ვა­ლენ­ტი­ნი - უმე­ტესს ვა­ლენ­ტი­ნა და ზოგს, საბ­ჭო­თა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლობ­გა­მოვ­ლილს, სა­ერ­თოდ ვა­ლენ­ტი­ნა ტე­რეშ­კო­ვას საქ­მე ეგო­ნა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლად მო­ჩან­და.

ჰოდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გზის და საჭ­მლის ფული უკვე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი აქვთ, ვი­ღაც გოგო მო­მე­წო­ნა. ეს ორი ამ­ბა­ვი ერ­თმა­ნეთს ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში იმი­ტო­მაც უკავ­შირ­დე­ბა, რომ ფული მჭირ­დე­ბა. და ფული იმი­ტომ მჭირ­დე­ბა, რომ ვა­ლენ­ტი­ნო­ბა მო­დის. დავ­წე­რე წე­რი­ლი, სა­დაც ახალ სა­გან­ზე, მკაცრ ლექ­ტორ­ზე და ამ ლექ­ტო­რის და­ვა­ლე­ბულ უამ­რავ წიგნ­ზე ეწე­რა დაწ­ვრი­ლე­ბით და გუ­ლის­შემ­ძვრე­ლად. ეწე­რა ისიც, რომ წიგ­ნე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და და არც მინ­დო­და, უბ­რა­ლოდ ქსე­რო­ქ­სის ფული მჭირ­დე­ბო­და - 20 ლარი.

წე­რი­ლი, რა თქმა უნდა, სახ­ლში გა­ვაგ­ზავ­ნე და სამ დღე­ში ვაგ­ზალ­ზე დავ­ხვდი წი­თელ "მარ­შუტ­კას". "მარ­შუტ­კის" მძღოლ­მა სა­ი­დუმ­ლო სა­ხით და სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით გად­მომ­ცა ტი­ლო­ში გახ­ვე­უ­ლი სა­გა­ნი, რომ­ლი­და­ნაც ოცი­ოდ ნა­ბი­ჯის გა­მოვ­ლის შემ­დეგ, სა­ი­დუმ­ლო მოძ­რა­ო­ბით­ვე და­ვაძ­რე მჭა­დი, და მჭა­დის ზურგთან ჩა­ჩურ­თუ­ლი კონ­ვერ­ტი. 20 ლა­რით და წე­რი­ლით. აღელ­ვე­ბით ჩა­ვირ­ბი­ნე კი­ბე­ე­ბი და იმ გრძელ დახ­ლებს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, მეტ­რო­დან ვიდ­რე დი­ნა­მომ­დე რომ გაშ­ლი­ლი­ყო. კაი "დუხს" ვე­ძებ­დი.

მოკ­ლედ, ვი­ა­რე და ვარ­ჩიე, ვარ­ჩიე და ვი­ა­რე. ბო­ლოს, ერთს და­ვად­გი თვა­ლი. ორ ლარს და­გიკ­ლე­ბო, იმან. ორი ლარი დიდი ამ­ბა­ვი იყო. წა­ვი­ღე ჯი­ბის­კენ ხელი და ჰა! არა­ფე­რი. წა­მის მე­ა­სედ­ში ყვე­ლა ჯიბე და თე­ო­რი­უ­ლად მო­ჯი­ბო ად­გი­ლი მოვ­სინ­ჯე, ლა­მის ჭადი გავ­ტე­ხე და ის კი­ბე­ე­ბიც გუ­ლუბ­რყვი­ლო და­ჟი­ნე­ბით ავირ­ბინ-ჩა­მო­ვირ­ბი­ნე. არა­ფე­რიც! გაქ­რა 20 ლარი.

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­დე­ქი. არ მახ­სოვს. შე­იძ­ლე­ბა ხუთი, შე­იძ­ლე­ბა 10 წუ­თიც კი. მერე ჯი­ბი­დან ის წე­რი­ლი ამო­ვი­ღე და წა­ვი­კი­თხე. წე­რილ­ში დე­და­ჩე­მი წერ­და: "ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობთ, პლე­ტა­ზე ვათ­ბობთ და­სა­ბან წყალს და საჭ­მე­ლის გათ­ბო­ბის დრო­ზე შე­იძ­ლე­ბა დენი წე­ვი­დეს. მე ვერ გა­და­მიყ­ლა­პია ზონ­დი და ნაწ­ლა­ვე­ბი ვერ გა­მო­მიკ­ვლე­ვია. არ არ­სე­ბობს ჩემი გა­დარ­ჩე­ნა, არ­გა­დარ­ჩე­ნი­ზა ვარ გა­წი­რუ­ლი, მარა იფ­რი­ა­ლე შენ ტაქ­სე­ბით მა­ქა­ნე, სამ­ძი­მარ­ზე არ მიდი ნა­ნუ­ლის დე­დას­თან, ფული არ მქონ­და ვარ­კე­თილ­ში გას­ვლი­სო და ტაქ­სე­ბით ფრი­ა­ლობ.

ყო­ველ­დი­ლა მო­სა­ტა­ნია წყა­ლი ჭი­დან, რო­მელ­საც შენი ოჯა­ხის გარ­და აღარ­ვინ ათ­რევს, ვი­ფიქ­რეთ მა­ტორს ვი­ყი­დით, ჭაში ჩავ­დობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყვე­ლა შენი კლა­სე­ლი რა­ფერ გა­მოდ­გა, იმ დღეს რე­ზი­კო ვნა­ხე, ეკ­ლე­სი­ა­ში იდგა, იმ­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია, მო­სუ­ქე­ბუ­ლია, ჩა­მო­სუ­ლი იყო ბე­ბი­ა­მი­სის სა­ნა­ხა­ვად. თავი მომ­ჭე­რი. რაის მწე­რა­ლი გა­მუა აწი შენ­გან, არა­და ბა­ბუ­შე­ნი იძა­ხო­და პრო­ფე­სო­რი გა­მუ­აო.

სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან, იმ გე­ნო­ი­ეს ქარ­ხა­ნა­ში ცხო­ბა პური და სა­წყა­ლი მა­მა­შე­ნი იქამ­დე კი­ლო­მეტ­რებს დათ­რა­ქუ­ნობს, რომ პირ­ში ლუკ­მა ჩე­ვიდ­ვათ. მე­ო­რე კურ­სზე ხარ უკვე. მაგი იმი­ზა ხდე­ბა, რომ ღვთის მცნე­ბე­ბით მცხოვ­რებ­ლებს დას­ცი­ნი. ვიხ­ჩო­ბი ხვე­ლით ამას რო გწერ, აგი ბო­ლოა იცო­დე. ლე­ლას ქმარს გა­მუ­ა­ტა­ნე და მად­ლო­ბა უთხა­რი რო ჩა­მუა. თბი­ლად ჩე­იც­ვი, მერე გზო­ბა, მაგ კაცს ჟი­ლეტს გა­მუ­ვა­ტან შიგ­ნით ჩა­საც­მელს და წინ­დებს. ფუ­ლი­ზა აღარ დარ­ე­კო" - წერს კე­კე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
33

დროებით დაანებეთ თავი "საზოგადო მოღვაწეობას", უკვე სასაცილოა.

მაკა
4

კარგი იყო! მადლობა, გიორგი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახდა პროფესორი გამუაო..." - დედისგან მიღებული წერილი და გიორგი კეკელიძის "მწარე ვალენტინობა"

"რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახდა პროფესორი გამუაო..." - დედისგან მიღებული წერილი და გიორგი კეკელიძის "მწარე ვალენტინობა"

ვალენტინობასთან დაკავშირებით გიორგი კეკელიძე თითქმის 20 წლის წინანდელ, ტკბილ-მწარე ისტორიას იხსენებს. ქართველი პროზაიკოსი იგონებს, ბნელ, უფულო და გაჭირვებულ წლებს, როცა ფულის თხოვნა გურიაში მცხოვრები მშობლებისთვის უწევდა, სიყვარულის დღის გამო ნათქვამი ტყუილი კი ძვირადაც დაუჯდა:

"2001 წელია. ჩემი სტუდენტობის პროლოგი. პირველი კურსი. ესეთი ხანია, რომ ჯერაც ოთხმოცდაათიანები გვკიდია ზურგზე, თუმცა უკვე ხელებს სადღაც გაურკვეველ მომავალში ვაფათურებთ ბრმად. ამ ფათურისას თითებს ბევრ რამეს წამოკრავდი და მათ შორის აუცილებლად იყო რაღაც უცხო თარიღები, კიდევ უფრო უცხო სახელებს რომ უკავშირდებოდა.

ჯერაც ის დროა, რვა მარტი რომ მეტად არის შეყვარებულის და უკანასკნელი თეთრების შემაშინებლად ხანგრძლივი, საშინელი სუნის "დუხებში" დახარჯვის დღე. ის დროა, მაგრამ უკვე ვალენტინობაზეც მოგვესმა. გავიგეთ, რომ შეყვარებულების თარიღია ევროპაში. ის მთლად ზუსტად ვერ გავიგეთ, ვინ იყო ვალენტინი - უმეტესს ვალენტინა და ზოგს, საბჭოთა სახელმძღვანელობგამოვლილს, საერთოდ ვალენტინა ტერეშკოვას საქმე ეგონა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილად მოჩანდა.

ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ გზის და საჭმლის ფული უკვე გამოგზავნილი აქვთ, ვიღაც გოგო მომეწონა. ეს ორი ამბავი ერთმანეთს ერთ წინადადებაში იმიტომაც უკავშირდება, რომ ფული მჭირდება. და ფული იმიტომ მჭირდება, რომ ვალენტინობა მოდის. დავწერე წერილი, სადაც ახალ საგანზე, მკაცრ ლექტორზე და ამ ლექტორის დავალებულ უამრავ წიგნზე ეწერა დაწვრილებით და გულისშემძვრელად. ეწერა ისიც, რომ წიგნები ძალიან ძვირი ღირდა და არც მინდოდა, უბრალოდ ქსეროქსის ფული მჭირდებოდა - 20 ლარი.

წერილი, რა თქმა უნდა, სახლში გავაგზავნე და სამ დღეში ვაგზალზე დავხვდი წითელ "მარშუტკას". "მარშუტკის" მძღოლმა საიდუმლო სახით და სწრაფი მოძრაობით გადმომცა ტილოში გახვეული საგანი, რომლიდანაც ოციოდ ნაბიჯის გამოვლის შემდეგ, საიდუმლო მოძრაობითვე დავაძრე მჭადი, და მჭადის ზურგთან ჩაჩურთული კონვერტი. 20 ლარით და წერილით. აღელვებით ჩავირბინე კიბეები და იმ გრძელ დახლებს მივუახლოვდი, მეტროდან ვიდრე დინამომდე რომ გაშლილიყო. კაი "დუხს" ვეძებდი.

მოკლედ, ვიარე და ვარჩიე, ვარჩიე და ვიარე. ბოლოს, ერთს დავადგი თვალი. ორ ლარს დაგიკლებო, იმან. ორი ლარი დიდი ამბავი იყო. წავიღე ჯიბისკენ ხელი და ჰა! არაფერი. წამის მეასედში ყველა ჯიბე და თეორიულად მოჯიბო ადგილი მოვსინჯე, ლამის ჭადი გავტეხე და ის კიბეებიც გულუბრყვილო დაჟინებით ავირბინ-ჩამოვირბინე. არაფერიც! გაქრა 20 ლარი.

განადგურებული ვიდექი. არ მახსოვს. შეიძლება ხუთი, შეიძლება 10 წუთიც კი. მერე ჯიბიდან ის წერილი ამოვიღე და წავიკითხე. წერილში დედაჩემი წერდა: "ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია. არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ.

ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი. რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო.

საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე. მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთის მცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველით ამას რო გწერ, აგი ბოლოა იცოდე. ლელას ქმარს გამუატანე და მადლობა უთხარი რო ჩამუა. თბილად ჩეიცვი, მერე გზობა, მაგ კაცს ჟილეტს გამუვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო" - წერს კეკელიძე.

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

"ჯაკოცაა ამ ფოტოზე და ზურაც, ორმაგად მეტკინა გული ამ სურათზე" - ინგა გრიგოლია ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებაზე

"როგორ არ გრცხვენიათ, რომ მკვდარი ბავშვის ჩვენებებით მანიპულირებთ? რაც არ უნდა ნებით მოხდეს, არასრულწლოვანთან სექსი არის დანაშაული" - ნინო დანელია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"