სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწის ეკონომიის მიზნით ააშენეს, თუმცა იქ კრემაცია არ შემდგარა" - რა ვიცით მუხათგვერდის კრემატორიუმზე და რა საერთო აქვს მას რიტუალების სასახლესთან
"მიწის ეკონომიის მიზნით ააშენეს, თუმცა იქ კრემაცია არ შემდგარა" - რა ვიცით მუხათგვერდის კრემატორიუმზე და რა საერთო აქვს მას რიტუალების სასახლესთან

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, რომ მთელ კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი კრე­მა­ტო­რი­უ­მის შე­ნო­ბა თბი­ლის­ში, მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე 1970 წელს აშენ­და. რო­გორ მოხ­და ეს, რო­დე­საც კრე­მა­ცი­ის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლო­გი, ექ­სპერ­ტი ედი­შერ ჯა­ფა­რი­ძე გვი­ამ­ბობს:

- 1970 წელს, თბი­ლი­სის მე­რი­ამ და მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი კრე­მა­ტო­რი­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა, იმი­სათ­ვის, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სა­საფ­ლა­ო­ე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სივ­რცე­ე­ბის არე­ა­ლი არ გაზ­რდი­ლი­ყო. სა­საფ­ლა­ო­ე­ბი დიდ ად­გილს იკა­ვებ­და და მი­წის ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით კრე­მა­ტო­რი­უ­მის აშე­ნე­ბა გა­და­წყდა. შე­ნო­ბის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ვიქ­ტორ ჯორ­ბე­ნა­ძეა, რო­მე­ლიც ასე­ვე თბი­ლი­სის სა­დღე­სას­წა­უ­ლო რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტო­რია. კრე­მა­ტო­რი­უ­მი ე.წ. მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი და არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბა დღემ­დე არა­ვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბია, იქ კრე­მა­ცია არა­სო­დეს შემ­დგა­რა. მას მხო­ლოდ მუ­შე­ბი იყე­ნე­ბენ, სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბის შე­სა­ნა­ხად. კრე­მა­ცი­ის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არაა, თუმ­ცა ჩვენ­თან ცო­ტამ თუ იცის, რომ მთელ კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი კრე­მა­ტო­რი­უ­მის შე­ნო­ბა სწო­რედ თბი­ლის­ში აშენ­და და ეს სწო­რედ საბ­ჭო­თა ეპო­ქის ნან­გრე­ვებ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ძეგლია, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თია.

მუ­ხათ­გვერ­დის კრე­მა­ტო­რი­უ­მი

თბი­ლი­სის სა­დღე­სას­წა­უ­ლო რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლე

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კრე­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სამ­გო­რის ერთ-ერთ გორა-სა­მარხსა და თრი­ა­ლეთ­ში ამ წე­სით მხო­ლოდ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ფი­ლან დაკ­რძა­ლუ­ლი, ხოლო ად­რინ­დელ რკი­ნის ხა­ნა­ში მა­სობ­რი­ვი კრე­მა­ცი­უ­ლი სა­მარ­ხე­ბი ჩნდე­ბა სვა­ნეთ­ში, მთი­ან რა­ჭა­ში, აფხა­ზეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­სა და გუ­რი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მსოფ­ლი­ოს გა­მოც­დი­ლე­ბას, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კრე­მა­ცია ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა და ის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვეყ­ნებ­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის რუ­სეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში. მსოფ­ლი­ოს სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად კრე­მა­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­ში თით­ქმის ორ­ჯერ ია­ფია, ვიდ­რე დაკ­რძალ­ვა.

მა­გა­ლი­თად ამე­რი­კა­ში დაკ­რძალ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა 2000 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა, ხოლო კრე­მა­ცია - 1000 დო­ლა­რი­დან, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კი დაკ­რძალ­ვა 1750 ფუნ­ტი­დან იწყე­ბა, ხოლო კრე­მა­ცია 890 ფუნტს შე­ად­გენს. ყო­ვე­ლი­ვე ამის მი­უ­ხე­და­ვად, უნდა აღ­ნიშ­ნოს ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გია კრე­მა­ცი­ას კრძა­ლავს და ეს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია, თუმ­ცა ესეც გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია და ამის გან­სჯა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის მი­მინ­დია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­მარ­თლებ­რი­ვი მიდ­გო­მა, რამ­დე­ნად კრძა­ლავს კა­ნო­ნი კრე­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- რო­გორც ცნო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი კრე­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც კრძა­ლავს მიც­ვა­ლე­ბულ­თა დაწ­ვას. თბი­ლის­ში სა­რი­ტუ­ა­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას, დაკ­რძალ­ვას, სა­საფ­ლა­ოს მო­წყო­ბას და ა.შ. არე­გუ­ლი­რებს საკ­რე­ბუ­ლოს 2014 წლის 30 დე­კემ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბა, რო­მელ­შიც არა­ფე­რი წე­რია კრე­მა­ცი­ის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, კრე­მა­ცია ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხედ არის შე­ტა­ნი­ლი. ნეშ­ტის დაკ­რძალ­ვა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბებს 96.03.0 ქვეკ­ლა­სი შე­ი­ცავს და ეს საქ­მი­ა­ნო­ბე­ბია: პირ­ვე­ლი - გვა­მის მომ­ზა­დე­ბა დაკ­რძალ­ვის ან კრე­მა­ცი­ი­სათ­ვის და მე­ო­რე დაკ­რძალ­ვის ან კრე­მა­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის სა­ერ­თოა არ­სე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

მთა­ვა­რი ფოტო: გრი­გოლ ფე­რა­ძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველას.კრემაცია შეამცირებს სასაფლაოების და გვამების რაოდენობას.ერთი გვამის ნაცვლად რომ ერთი ხე ირგვებოდეს,დედამიწა უფრო მწვანე და უსაფრთხო იქნებოდა,ვიდრე ამდენი ნეშტი და ძვალი მიწაში!

სოფო
10

ცხოვრებაში ყველაფერი მეტნაკლებად ცვალებადია. მიუხედავად ჩვენი რელიგიისა, ვფიქრობ არჩევანის საშუალება უნდა გვქონდეს. სჯობს შესწორებები გაკეთდეს. მით უფრო როცა საქართველოში მიწის პრობლემაა. ყველას სახლთან ახლოს უნდა სასაფლაო ჰქონდეს. პლიუს, ხშირ შემთხვევაში საფლავისთვის მეტ ფულს ხარჯავენ , ვიდრე ჯანმრთელობის ზრუნვაზე. და ბოლოს , საქართველოში უფრო გარდაცვლილი უყვართ ვიდრე ცოცხალი, რაც სასაფლაოების (ევრო რემონტში) გამოიხატება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მიწის ეკონომიის მიზნით ააშენეს, თუმცა იქ კრემაცია არ შემდგარა" - რა ვიცით მუხათგვერდის კრემატორიუმზე და რა საერთო აქვს მას რიტუალების სასახლესთან

"მიწის ეკონომიის მიზნით ააშენეს, თუმცა იქ კრემაცია არ შემდგარა" - რა ვიცით მუხათგვერდის კრემატორიუმზე და რა საერთო აქვს მას რიტუალების სასახლესთან

საქართველოში ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მთელ კავკასიაში პირველი და ერთადერთი კრემატორიუმის შენობა თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე 1970 წელს აშენდა. როგორ მოხდა ეს, როდესაც კრემაციის კულტურა საქართველოში გავრცელებული არასოდეს ყოფილა, ამის შესახებ პოლიტოლოგი, ექსპერტი ედიშერ ჯაფარიძე გვიამბობს:

- 1970 წელს, თბილისის მერიამ და მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ხუთოთახიანი კრემატორიუმის მშენებლობის ნებართვა გასცა, იმისათვის, რომ დედაქალაქში სასაფლაოებისთვის გამოყოფილი სივრცეების არეალი არ გაზრდილიყო. სასაფლაოები დიდ ადგილს იკავებდა და მიწის ეკონომიის მიზნით კრემატორიუმის აშენება გადაწყდა. შენობის ავტორი ცნობილი ქართველი არქიტექტორი ვიქტორ ჯორბენაძეა, რომელიც ასევე თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის არქიტექტორია. კრემატორიუმი ე.წ. მუხათგვერდის სასაფლაოზეა აშენებული და არსებული შენობა ნაგებობა დღემდე არავის გამოუყენებია, იქ კრემაცია არასოდეს შემდგარა. მას მხოლოდ მუშები იყენებენ, სამუშაო იარაღების შესანახად. კრემაციის კულტურა საქართველოში გავრცელებული არაა, თუმცა ჩვენთან ცოტამ თუ იცის, რომ მთელ კავკასიაში პირველი კრემატორიუმის შენობა სწორედ თბილისში აშენდა და ეს სწორედ საბჭოთა ეპოქის ნანგრევებზე აღმოცენებული ძეგლია, რომელიც კავკასიაში პირველი და ერთადერთია.

მუხათგვერდის კრემატორიუმი

თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლე

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში კრემაცია დადასტურებულია ბრინჯაოს ხანიდან. როგორც ცნობილია, სამგორის ერთ-ერთ გორა-სამარხსა და თრიალეთში ამ წესით მხოლოდ მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლები ყოფილან დაკრძალული, ხოლო ადრინდელ რკინის ხანაში მასობრივი კრემაციული სამარხები ჩნდება სვანეთში, მთიან რაჭაში, აფხაზეთში, სამეგრელოსა და გურიაში. რაც შეეხება მსოფლიოს გამოცდილებას, მსოფლიოს მასშტაბით კრემაცია ფართოდ გავრცელებული ფორმაა და ის მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც გამოიყენება, მათ შორის რუსეთსა და საბერძნეთში. მსოფლიოს სტატისტიკის თანახმად კრემაცია მთელ მსოფლიოში თითქმის ორჯერ იაფია, ვიდრე დაკრძალვა.

მაგალითად ამერიკაში დაკრძალვის მომსახურება 2000 დოლარიდან იწყება, ხოლო კრემაცია - 1000 დოლარიდან, დიდ ბრიტანეთში კი დაკრძალვა 1750 ფუნტიდან იწყება, ხოლო კრემაცია 890 ფუნტს შეადგენს. ყოველივე ამის მიუხედავად, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ საქართველოში რელიგია კრემაციას კრძალავს და ეს ქართველი საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის მიუღებელია, თუმცა ესეც გემოვნების საკითხია და ამის განსჯა ქართველი მკითხველისთვის მიმინდია.

- საინტერესოა, სამართლებრივი მიდგომა, რამდენად კრძალავს კანონი კრემაციას საქართველოში?

- როგორც ცნობილია საქართველოში არ არსებობს კანონი კრემაციის შესახებ, რომელიც კრძალავს მიცვალებულთა დაწვას. თბილისში სარიტუალო საქმიანობას, დაკრძალვას, სასაფლაოს მოწყობას და ა.შ. არეგულირებს საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება, რომელშიც არაფერი წერია კრემაციის შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი. ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს 96.03.0 ქვეკლასი შეიცავს და ეს საქმიანობებია: პირველი - გვამის მომზადება დაკრძალვის ან კრემაციისათვის და მეორე დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურება, რომელიც ყველასთვის საერთოა არსებული დადგენილების შესაბამისად.

მთავარი ფოტო: გრიგოლ ფერაძე