საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა
რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა

ბრი­ტა­ნელ სკა­უტს, სტივ უოლშს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და, თუმ­ცა რად­გა­ნაც მე­დი­კო­სებ­მა დი­აგ­ნო­ზი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე დას­ვეს, მისი გან­კურ­ნე­ბა დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან 5 დღე­ში მო­ხერ­ხდა.

მას შემ­დეგ, რაც სტივ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ინ­ფექ­ცი­ის ნიშ­ნე­ბი აღ­მო­აჩ­ნდათ, მე­დი­კო­სებს გა­უჩ­ნდათ ეჭვი, რომ ის და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და ვირუსს ავ­რცე­ლებ­და. სწო­რედ ამი­ტომ, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ხოლო მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, კა­რან­ტინ­ში მო­ა­თავ­სეს.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას­თან გა­სა­უბ­რე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეძ­ლეს. სტი­ვის თქმით, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე ფიქ­რობს, რომ­ლებ­საც ვირუ­სი გა­დას­დო. ის ამ­ბობს, რომ სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის მიზ­ნით, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც იზო­ლი­რე­ბულ­ნი არი­ან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან არ ურ­თი­ერ­თო­ბენ.

რო­გორ BBC წერს, უოლ­ში ვირუ­სით სინ­გა­პურ­ში და­ა­ვად­და, სა­დაც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სინ­გა­პუ­რი­დან ის საფ­რან­გეთ­ში, ერთ-ერთ ფრან­გულ ზამ­თრის კუ­რორ­ტს ეწ­ვია, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ვი­და.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, საფ­რან­გეთ­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, უოლშმა ვირუ­სი 11 ადა­მი­ანს გა­დას­დო.

ბრა­ი­ტო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი, სა­დაც კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი

"მირ­ჩი­ეს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იზო­ლი­რე­ბულ ოთახ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიმპტო­მე­ბი არ მქონ­და. რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი და­დას­ტურ­და, იზო­ლი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში გამ­გზავ­ნეს. ასე­ვე, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­საც სთხო­ვეს იზო­ლი­რე­ბა.

მად­ლო­ბა მე­გობ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და კო­ლე­გებს მხარ­და­ჭე­რის­თვის და მე­დი­ას კი ვთხოვ, პა­ტი­ვი სცენ ჩვენს პი­რად სივ­რცეს“, - ამ­ბობს სტივ უოლ­ში.

რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, უოლშმა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­დან ხუთ დღე­ში და­ა­მარ­ცხა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა, თუკი მას სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე აღ­მო­ვა­ჩენთ, შე­საძ­ლე­ბე­ლი და გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია და სწო­რედ მსგავს შემ­თხვე­ვას­თან გვქონ­და ამ­ჯე­რად საქ­მე. ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი ზოგ­ჯერ სწრა­ფად, ზოგ­ჯერ კი ორი კვი­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით ვლინ­დე­ბა. სწო­რედ ორი კვი­რის წინ იყო უოლ­ში სინ­გა­პურ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ინ­ფექ­ცი­ის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი არის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ხვე­ლე­ბა, ისე­ვე, რო­გორც სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

123
18

ნუ ბოდიალობთ და ნუ აბოდიალებთ ხალხს ეს მეცნიერები და ჟურნალისტები. ნებისმიერი ვირუსი ასე იწყება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა

რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა

ბრიტანელ სკაუტს, სტივ უოლშს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა რადგანაც მედიკოსებმა დიაგნოზი სიმპტომების გამოვლენამდე დასვეს, მისი განკურნება დიაგნოზის დასმიდან 5 დღეში მოხერხდა.

მას შემდეგ, რაც სტივთან დაახლოებულ ადამიანებს ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდათ, მედიკოსებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ის დაავადების მატარებელი იყო და ვირუსს ავრცელებდა. სწორედ ამიტომ, კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კარანტინში მოათავსეს.

დასავლური მედიის წარმომადგენლებმა მასთან გასაუბრება საავადმყოფოში შეძლეს. სტივის თქმით, იმ ადამიანებზე ფიქრობს, რომლებსაც ვირუსი გადასდო. ის ამბობს, რომ სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, მისი ოჯახის წევრებიც იზოლირებულნი არიან და საზოგადოებასთან, ადამიანებთან არ ურთიერთობენ.

როგორ BBC წერს, უოლში ვირუსით სინგაპურში დაავადდა, სადაც კონფერენციაზე იმყოფებოდა, სინგაპურიდან ის საფრანგეთში, ერთ-ერთ ფრანგულ ზამთრის კურორტს ეწვია, რამდენიმე დღეში კი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.

როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, საფრანგეთსა და ბრიტანეთში, საერთო ჯამში, უოლშმა ვირუსი 11 ადამიანს გადასდო.

ბრაიტონის სამედიცინო ცენტრი, სადაც კარანტინია გამოცხადებული

"მირჩიეს, რომ საავადმყოფოში იზოლირებულ ოთახში ვყოფილიყავი მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები არ მქონდა. როდესაც დიაგნოზი დადასტურდა, იზოლირებულ კლინიკაში გამგზავნეს. ასევე, ჩემი ოჯახის წევრებსაც სთხოვეს იზოლირება.

მადლობა მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს მხარდაჭერისთვის და მედიას კი ვთხოვ, პატივი სცენ ჩვენს პირად სივრცეს“, - ამბობს სტივ უოლში.

როგორც მედიკოსები ამბობენ, უოლშმა კორონავირუსი დაავადების აღმოჩენიდან ხუთ დღეში დაამარცხა.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის დამარცხება, თუკი მას სიმპტომების გამოვლენამდე აღმოვაჩენთ, შესაძლებელი და გაცილებით მარტივია და სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვქონდა ამჯერად საქმე. ვირუსის სიმპტომები ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ კი ორი კვირის დაგვიანებით ვლინდება. სწორედ ორი კვირის წინ იყო უოლში სინგაპურში კონფერენციაზე.

ინფექციის მთავარი ნიშანი არის მაღალი ტემპერატურა და ხველება, ისევე, როგორც სუნთქვის გახშირება და რესპირატორული პრობლემები.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა